ახალი ფართის უფასოდ გადაცემა თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრისათვის
სტიქიას გადარჩენილი უპატრონო ძაღლები დროებით კაიროს ქუჩაზე გადაიყვანეს.
ახალი თავშესაფრის მოწყობამდე კი თამაზ ელიზბარაშვილი მთავრობას და მოქალაქეებს მიმართავს. ბიზნესმენი მიყენებული ზარალის დათვლას და თავშესაფრისთვის ახალი ფართის სიმბოლურ ფასად გადაცემას ითხოვს.
13 ივნისის წყალდიდობის დროს სვანიძის ქუჩაზე მდებარე ნაგებობა მთლიანად განადგურდა. დაიხრჩო ათეულობით ძაღლი.