19 ივნისი

2015

მაია
ორჯონიკიძე
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 8639 ხელმოწერა
    1361
    10000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი , საქართველოს მთავრობა , საქართველოს პროკურატურა

    მოვითხოვთ ზოოპარკის ცხოველთა მასობრივ ხოცვაში მონაწილე სპეცრაზმელების შსს-დან გარიცხვას და კანონის მიხედვით დასჯას!

    2015 წლის 13-14 ივნისის საზარელ ღამეს თბილისში მოხდა დიდი უბედურება.როგორც ვიცით-მოვარდნილმა ღვარცოფმა დახოცა ადამიანები და ცხოველები,გაანადგურა ზოოპარკი და ძაღლების თავშესაფარი,უამრავი ადამიანი სახლების გარეშე დარჩა. ჩვენ ვგლოვობთ დაღუპულებს და პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას,მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას,რომ ადამიანთა მიმართ სოლიდარობის საფარქვეშ ცხოველთა უფლებები გავთელოთ.როგორც უკვე ყველასთვის ცნობილია,იმ ღამეს ზოოპარკში შესული სპეცრაზმელები,მიუხედავად იმისა,რომ ჰქონდათ საკმარისი რაოდენობის ტრანკვილიზატორები,გაუმართლებლად და სასტიკად მოექცნენ არაერთ გალიებში დამწყვდეულ,სასწაულად გადარჩენილ ცხოველებს.ჩვენ ვაცნობიერებთ,რომ თუ ცხოველი საშიში ხდება ადამიანისთვის,სხვა გზა გარდა მისი ლიკვიდირებისა არ არსებობს,მაგრამ ცხოველის მოკვლა ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში არის უკიდურესი ზომა,როდესაც დრო და გარემოება ადამიანს არ უტოვებს სხვა გზას თუკი ცხოველი სიცოცხლისთვის უშუალო და პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს. მაგრამ 2015 წლის 14 ივნისის ღამეს მოხდა სრულიად სხვა,გაუგონარი და სასტიკი რამ-ზოოპარკში შესული სპეცრაზმელები (სპეცრაზმელი) სტიქიას სასწაულად გადარჩენილ იმ ცხოველებს ესროდნენ,რომლებიც უმწეოდ, გალიაში იყვნენ გამოკეტილები!

    რთულია ეს ვითარება ადამიანისთვის ცხოველთა მხრიდან საფრთხის შემცველ გარემოებად წარმოვიდგინოთ.ამდენად იმას,რაც სპეცრაზმმა თბილისის ზოოპარკში ჩაიდინა-ჰქვია სასტიკი მკვლელობა და სხვა არაფერი! ყოველივე ზემოთთქმულს ადასტურებენ როგორც ამ მკვლელობათა თვითმხილველები,ისე გადაღებული ფოტომასალა. ფაქტებიდან გამომდინარე ჩვენ ვთვლით,რომ ამ სასტიკი ქმედების ჩამდენი პირები (პირი) საშიშროებას წარმოადგენენ არა მხოლოდ უმწეო ცხოველთათვის,არამედ გარკვეულ გარემოებათა შემთხვევაში-ადამიანებისთვისაც.

    ასეთი პიროვნება უკეთეს შემთხვევაში არის გაუწონასწორებელი ფსიქიკის პატრონი,უარეს შემთხვევაში კი-უბრალოდ ბოროტმოქმედი. ამის დასტურია ყველასათვის საყვარელი,სრულიად უწყინარი და ადამიანების ხელში გაზრდილი თეთრი ლომის ბოკვერის- შუმბას ცივსისხლიანი მკვლელობა.ამის ჩამდენმა ბოროტად ისარგებლა ქალაქში შექმნილი ქაოსითა და პერსონალური საფარი მოიწყო უწყინარი სიცოცხლის ხარჯზე. ჩვენთვის ცნობილია,რომ ამ მკვლელობას თვითმხილველები ჰყავს, რომლებმაც სთხოვეს სპეცრაზმელს-არ მოეკლა ლომის ბოკვერი,რადგან ის იყო სრულიად შინაური,ისედაც გალიაში გამომწყვდეული და არანაირ საფრთხეს გარშემომყოფთათვის არ წარმოადგენდა.მიუხედავად მათი თხოვნისა,სპეცრაზმელმა შუმბას მაინც ესროლა! ლომის ბოკვერის გარდა დაკეტილ გალიებში სადისტურად ჩახოცეს არაერთი ცხოველი,რისი დამადასტურებელი ფოტომასალაც არსებობს და თვითმხილველებიც არიან.

    გამომდინარე ამ ყველაფრიდან,ვთვლით,რომ მსგავს გაუწონასწორებელ ადამიანთა ადგილი არ უნდა იყოს ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებში და მოვითხოვთ გამოძიების შედეგად ყველა იმ პირთა გამოვლენასა და კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას,ვინც უმწეო ცხოველთა სიცოცხლის უფლება შებღალა.


    მოვითხოვთ მკვლელი სპეცრაზმელების (სპეცრაზმელის) სახელთა გასაჯაროებას,რათა სამომავლოდ არავის გაუჩნდეს უსუსურ ცხოველთა მიმართ ჩადენილი სისასტიკის გამო დაუსჯელობის განცდა, ასევე მოვითხოვთ ცხოველთა ხოცვაში მონაწილე სპეცრაზმელთა შსს-ს რიგებიდან დათხოვნასა და მსგავსი დანაშაულისთვის მათ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ გასამართლებას!

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    ტატო კაკალაშვილი საქართველო თბილისი 11/06/2017
    2
    საბა სორდია 10/06/2017
    3
    მარიამ ნიკოლეიშვილი საქართველო ვანი 04/02/2017
    4
    ნინო გვაზავა საქართველო თბილისი 30/11/2016
    5
    ინა ლოსი გორგია ტბილისი 03/09/2016
    6
    გიორგი რუტმანი გერმანია დრეზდენი 13/03/2016
    7
    Tornike Esakia 02/02/2016
    8
    მარინა მაჯაგალაძტ საქართველო რუსთავი 25/12/2015
    9
    კონსტანტინე ჯიქიძე საქართველო რუსთავი 03/12/2015
    10
    მარიამი ერისთავი საქართველო ქუთაისი 05/09/2015
    11
    ირინა მერაბიშვილი საქართველო თბილისი 04/09/2015
    12
    კონსტანტინე ლომაძე საქართველო ბათუმი 02/09/2015
    13
    სალომე ციხელაშვილი საქართველო თბილისი 27/08/2015
    14
    Любовь Гурулева Россия Омск 29/07/2015
    15
    Любовь Гурулева Россия Омск 29/07/2015
    16
    Любовь Гурулева Россия Омск 29/07/2015
    17
    ნანი მაისურაძე რუსეთი მოსკოვი 18/07/2015
    18
    ნანი მაისურაძე რუსეთი მოსკოვი 18/07/2015
    19
    ქეთევანი ანთიძე საქართველო თბილისი 16/07/2015
    20
    ანა თავაძე საქართველო თბილისი 14/07/2015