06 ივლისი

2015

მარიამ
კვირიკაშვილი
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 701 ხელმოწერა
    299
    1000
    ადრესატი: საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრეზიდენტი , განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

    მივცეთ სტუდენტებს საშუალება ხელახლა მოიპოვონ გრანტი

    გამარჯობა, მინდა დაწვრილებით აგიხსნათ ამ პეტიციის შინაარსი და თუ რატომ გადავწყვიტე ხელმოწერების შეგროვება. რეალურად საქართველოში სტუდენტს არ ეძლევა საშუალება ხელახლა მოიპოვოს გრანტი ეროვნულ გამოცდებზე და ხელახლა გაიაროს იგივე სასწავლო საფეხური (მაგ. ბაკალავრიატი). ასეთი პრობლემის წინაშე ავღმოჩნდი მეც. რეალურად დიდია ისეთი ადამიანების რიცხვი, რომელსაც სურს გახდეს კვალიფიციური სპეციალისტი სხვა სფეროში (მაგ.: ერთი ფაკულტეტის დასრულების შემდგომ, ეროვნული გამოცდების ხელახლა ჩაბარებითა და გრანტის მოპოვებით შეძლოს ახალი პროფესიის დაუფლება) და შესაბამისი ფინანსური რესურსების არქონის გამო ამას ვერ ახერხებს. სახელმწიფო ასეთ შემთხვევაში ვალდებულია ხელი შეუწყოს თითოეულ მოქალაქეს ცოდნის მიღებაში. სამწუხაროდ ამჟამად სახელმწიფო არ აფინანსებს იმ აბიტურიენტებს ვისაც უკვე გავლილი აქვს ან გადის მოცემულ სასწავლო პროგრამას (ბაკალავრიატს, მაგისტრატურას და სხვებს) და ერთხელ უკვე მიიღო სახელმწიფო გრანტი. მინდა მივმართო ადამიანებს, რომლებიც იზიარებენ ჩემს პოზოციას ამ საკითხთან მიმართებაში და ვთხოვო მათი პოზოციის დაფიქსირება ხმის მიცემით, მხოლოდ ასეა შესაძლებელი, რომ ეს წერილი მიუვიდეს ადრესატს. 

    მე და ამ პეტიციაზე ხელის მომწერი თითოეული პირი მივმართავთ საქართველოს მთავრობას, პრეზიდენტს, პარლამენტს, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თხოვნით დაუშვას ეროვნულ გამოცდებზე, ხელმეორე, ნებისმიერი ოდენობის გრანტირება ფასიან ფაკულტეტებზე. ჩვენ ვართ მომავალი თაობა, მომავალი ექიმები, პოლიტიკოსები, ეკონომისტები.. ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და ვითხოვთ ჩვენთვის კონსტიტუციით განსაზღვრულ უფლებებს, კერძოდ:

    "თავი მეორე:  მუხლი 14.  ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა." 

    "მუხლი 16 ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება."

    "მუხლი 35 1. ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება."

    იმედი მაქვს გულისხმიერებით მოეკიდებით ამ თხოვნას.

     

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    ზურა ზაუტაშვილი საქართველო ქუთაისი 11/05/2017
    2
    ანანო ხაინდრავა საქართველო ფოთი 04/04/2017
    3
    სოსო ფარაჯანაშვილი საქართველო რუსთავი 12/02/2017
    4
    თამარ უგუზაშვილი საქართველო თბილისი 28/11/2016
    5
    თეკლე კენტელაძე საქართველო თბილისი 30/09/2016
    6
    ზაქარია თათხაშვილი საქართველო თბილისი 18/08/2016
    7
    ანა კაკაბაძე საქართველო თბილისი 18/04/2016
    8
    ნანა მიხანაშვილი საქართველო გორი 02/04/2016
    9
    დიმიტრი ხუბუტია საქართველო თბილისი 16/03/2016
    10
    სოფიო თოდუა საქართველო თბილისი 16/03/2016
    11
    თამარ ცერცვაძე საქართველო თბილისი 13/03/2016
    12
    თამარ ელბაქიძე საქართველო თბილისი 01/03/2016
    13
    მაია ბადრიძე საქართველო თბილისი 29/02/2016
    14
    ირინე ჩხუტიაშვილი საქართველო თბილისი 28/02/2016
    15
    ელენე ჩხუტიაშვილი საქართველო თბილისი 28/02/2016
    16
    მაია ჯაფარიძე საქართველო თბილისი 28/02/2016
    17
    კესო ჭოღოშვილი საქართველო თბილისი 27/02/2016
    18
    ნინო რაფავა საქართველო თბილისი 26/02/2016
    19
    თამთა რამიშვილი საქართველო თბილისი 26/02/2016
    20
    ლაშა ლაგვილავა საქართველო თბილისი 26/02/2016