18 აგვისტო

2015

ანუკი
ბაგრატიონი
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 733 ხელმოწერა
    267
    1000
    ადრესატი: საქართველოს მთავრობა

    შრომა არ არის იოლი! დაიცავით თქვენი უფლებები!

    „იოლის“ აღმაშენებლის ფილიალის თანამშრომლებმა „თბილისის სოლიდარობის ქსელთან“ ერთად, საქართველოს პროფკავშირების იურისტების დახმარებით, სამართლიანი შრომითი უფლებებისა და პირობების მოთხოვნით შედგენილი წერილი (იხ.ქვემოთ) „ფუდმარტისა“ და „სპარის“ სათაო ოფისში მიიტანეს და აღნიშნული ფილიალის მენეჯერის და აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი კასრაძის სახელზე დატოვეს. კომპანიას კანონით გათვალისწინებული 10 სამუშაო დღე აქვს რეაგირებისთვის.
     
    ქალბატონ ნათია ზარდიაშვილს


    ჩვენ, იოლის აღმაშენებლის ფილიალის თანამშრომლები, იოლის სხვა ფილიალების, ფუდმარტის, სპარის თანამშრომლებთან და  „თბილისის სოლიდარობის ქსელთან“ ერთად (პროფკავშირებისა და სტუდენტების ერთობლივი მოძრაობა) მოგმართავთ თქვენს ფილიალში დასაქმებულთა მიმართ არსებულ სხვადასხვა პრობლემებთან დაკავშირებით. ესენია: არაადამინურად მაღალი სამუშაო გრაფიკი, ზეგანაკვეთური საათების არაადეკვატური ანაზღაურება, დანაკლისები და ჯარიმები, მოლარე -კონსულტანტებისთვის შეუსაბამო მოვალეობების დაკისრება, მუდმივი მორალური შეურაცხყოფა ადმინისტრატორის მხრიდან და ასე შემდეგ.
     
    ჩვენ გადავწყვიტეთ ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებებისთვის, რომელსაც გვანიჭებს საქართველოს შრომითი კანონმდებლობა და წარმოგიდგენთ ჩვენს მოთხოვნებს, რომლებიც სრულიად კანონიერი, სამართლიანი და ლეგიტიმურია.

    1. 60 საათიანი სამუშაო კვირა შეიცვალოს 40 საათიანი სამუშაო კვირით. თუ სამუშაო დრო გადააჭარბებს კვირაში 40 საათს, სამუშაო ზეგანაკვეთურია, რომელმაც საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით არ უნდა გადააჭარბოს 48 საათს და ანაზღაურდეს კანონით და ხელშეკრულებით დადგენილი პროცედურების მიხედვით.
    2. შეიცვალოს და ზუსტად განისაზღვროს ცვლიანობის განრიგი, სადაც დეტალურად იქნება მითითებული სამუშაოს დაწყებისა და დასრულების, ასევე შესვენების დრო. ცვლა განისაზღვროს 8 საათით, 8 საათზე მეტი კი ანაზღაურდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესაბამისად.
    3. ღამის ცვლა, რომელიც გაცილებით მეტ ძალისხმევას მოითხოვს დასაქმებულისაგან, ვიდრე დღის სამუშაო საათებია, ანაზღაურდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს მსგავსად. დასვენების დღეები ანაზღაურდეს კანონდებლობის შესაბამისად, ასევე დაწესდეს ოფიციალური შესვენება და გაიზარდოს კვებისთვის გამოყოფილი დღიური თანხა 5 ლარის ოდენობით.
    4. მოხდეს დანაკლისების, ჯარიმების და უკვე ნამუშევარი ზეგანაკვეთური საათების დაანგარიშება კანონდებლობის  საფუძველზე და თითოეულ თანამშრომელს დაუბრუნდეს კუთვნილი თანხა. იმისათვის, რომ გაიზარდოს თანამშრომელთა მოტივაცია, კომპანიას შეუძლია დააწესოს ბონუსების სისტემა, რომელიც წახალისების მიზნით თანამშრომელს ხელფასთან ერთად   დაერიცხება,  ნაცვლად  ისედაც მიზერული ხელფასიდან არაკანონიერი ჯარიმების სახით თანხების ჩამოჭრისა. (თუ თქვენ არ მოახდენთ უკვე გაცემული ხელფასების გაუცემელი ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურებას, ჯარიმებისა და დანაკლისების დაანგარიშებას და ყველა თანამშრომლისთვის კანონიერად კუთვნილი თანხის დაბრუნებას, ჩვენ მივმართავთ სხვადასხვა ზომებს კანონის ფარგლებში, მათ შორის, უკიდურეს შემთხვევაში – სასამართლოს)
    5. მკაცრად განისაზღვროს მოლარე-კონსულტანტის მოვალეობები და აღიკვეთოს ამ პოზიციაზე მომუშავე თანამშრომელთათვის სხვა ტიპის სამუშაოების დაკისრება – დაწყებული დამლაგებლობიდან თუ საწყობის გადმოტვირთვიდან, დამთავრებული დაცვის ფუნქციის შეთავსებით. ამისათვის საჭიროა : მოხდეს შინაგანაწესის წერილობით დადგენა საქართველოს შრომის კოდექსის სტანდარტების გათვალისწინებით, თანამშრომლებთან შეთანხმების საფუძველზე (კანონის მიხედვით, ყოველი საწარმო ვალდებულია შეადგინოს  შინაგანაწესი წერილობითი ფორმით და უზრუნველყოს მისი ხელმისაწვდომობა დასაქმებულთათვის) სადაც არ იქნება შეტანილი სხვა მოვალეობები, გარდა იმ თანამდებობისა, რომელსაც დასაქმებული ოფიციალურად წარმოადგენს. ასევე, იმ პოზიციებზე, რომლებსაც ითავსებენ მოლარე -ოპერატორები, გამოიყოს ცალკე კადრები, რომლებიც ოფიციალურად დასაქმდებიან როგორც დამლაგებლები ან საწყობის მტვირთავები.
    6. კომპანიის ინტერესებში პირდაპირ შედის დაცვის დაქირავება, რომელიც უზრუნველყოფს ქსელში არსებული პროდუქციის დაცვას მოპარვისა თუ დაზიანებისგან, ასევე მან უნდა დაიცვას მაღაზიაში მომუშავე პერსონალი, რომელთაც ხშირად ემუქრებათ საფრთხე მოქალაქეებისგან, განსაკუთრებით კი ღამის საათებში.

    ყოველივე ზემოთქმულის შესრულება და გათვალისწინება (ცალკეული პუნქტების გარდა) ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია ახლანდელი ხელშეკრულების შეცვლის გარეშე. ამიტომ, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, გარდა სამუშაო საათების კანონით დადგენილი ნორმების მიხედვით შემცირებისა და ზეგანაკვეთური სამუშაოს ადეკვატური ანაზღაურებისა, არის არსებული შრომითი ხელშეკრულების შეცვლა და თავიდან გაფორმება იოლის ქსელის ყველა თანამშრომელთან. ხელშეკრულების შედგენაში მონაწილეობა უნდა მიიღონ ჩვენი ნდობით აღჭურვილმა იურისტებმა და მოიყვანონ ის შესაბამისობაში საქართველოს შრომით კანონმდებლობასთან (ვინაიდან და რადგანაც ამჟამინდელი კონტრაქტები მთელ რიგ უკანონო მუხლებს შეიცავს, მაგალითად პირგასამტეხლო 5000 ლარის ოდენობით და ასე შემდეგ)
    ჩვენი საბოლოო და კატეგორიული მოთხოვნაა მოხდეს აღმაშენებლის იოლის ფილიალის ადმინისტრატორის ნინო ოდოშაშვილის განთავისუფლება მთლიანად ქსელიდან, რომლისგანაც თვეების და წლების განმავლობაში ამ ფილიალის უამრავი თანამშრომელი იტანდა მორალურ შეურაცხყოფას, უამრავმა თანამშრომელმა მის გამო დატოვა სამსახური, ბევრი სტაჟიორი მეორე დღესვე მიდის სამსახურიდან მის გამო. გარდა ამისა, ის უარყოფით გავლენას ახდენს მომხმარებლებზეც, ამიტომ,  მისი სამსახურიდან გათავისუფლება მაღაზიის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს.
    კანონით გათვალისწინებული ვადებით, თქვენ ვალდებული ხართ გვიპასუხოთ 10 სამუშაო დღის განმავლობაში: ამ ვადაში თქვენ უნდა წარმოადგინოთ წერილობითი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ სასწრაფოდ შესრულდება მოთხოვნები, ან თუ რომელიმე მათგანის შესრულება ობიექტური მიზეზების გამო აღნიშნული 10 სამუშაო დღის ვადაში ვერ ხერხდება, ასევე წარმოგვიდგინოთ განმარტებითი წერილობითი საბუთი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მივმართავს სხვადასხვა ზომებს კანონის ფარგლებში.
     
    თუ თქვენ ან თქვენი ახლობელი ხართ დასაქმებული და განიცდით მსგავს უსამართლობას, მოაწერეთ ხელი პეტიციას, იმისთვის რომ დაცული იყოს თქვენი უფლებები!

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    ნინო ჟვანია საქართველო თბილისი 09/02/2017
    2
    გიორგი ანდრიაძე საქართველო თბილისი 22/11/2016
    3
    მაია ბალიაშვილი საქართველო თბილისი 14/10/2016
    4
    თამარ სალარიძე საქართველო თბილისი 30/09/2016
    5
    ნატალია გორგიშელი საქართველო თბილისი 18/02/2016
    6
    ნინო ბერიანიძე საქართველო თბილისი 30/01/2016
    7
    რუსუდან კვალიაშვილი საქართველო თბილისი 30/01/2016
    8
    თეონა ელოშვილი საქართველო თბილისი 28/01/2016
    9
    არჩილ ინაშვილი საქართველო თბილისი 28/01/2016
    10
    ივერი ახვლედიანი საქართველო თბილისი 22/10/2015
    11
    გიორგი ნაკაშიძე საქართველო თბილისი 21/10/2015
    12
    მარიამი ჯიბუტი საქართველო თბილისი 21/10/2015
    13
    ავთო ბერძენაძე საქართველო ქუთაისი 21/10/2015
    14
    ლელა ნოზაძე საქართველო თბილისი 21/10/2015
    15
    მიშა ლეჟავა საქართველო თბილისი 21/10/2015
    16
    არჩილ საფარიძე საქართველო ბათუმი 21/10/2015
    17
    ნათია ქადაგიშვილი საქართველო თბილისი 21/10/2015
    18
    გიორგი ლევიძე საქართველო ქუთაისი 21/10/2015
    19
    otar gugunava saqartvelo tbilisi 21/10/2015
    20
    ანანო მერკვილაძე საქართველო თბილისი 21/10/2015