14 სექტემბერი

2015

ზაზა
პატარავა
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 1995 ხელმოწერა
    5
    2000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი , საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრეზიდენტი

    ვიდრე არ მომხდარა სოციალური ბუნტი!!!

    ორი კვირის წინ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გამოვიდა და განაცხადა, რომ ის საგარეო ფაქტორები, რომელიც ზემოქმედებას ახდენდა ლარზე, მთლიანად აღმოფხვრილია და ლარის კურსი დასტაბილურდებოდა. თუმცა, ამის შემდეგ გავიდა დღეები და ვხედავთ, რომ მაგალითად - გუშინ ზოგიერთი კომერციული ბანკის გაცვლითი კურსით, 1 დოლარის ღირებულება 2,47 ლარიც კი იყო. მაგალითად - ”პროკრედიტ ბანკის” კურსი 2,475 ლარი იყო, მაშინ როდესაც ”ლიბერთი ბანკში” დოლარის კურსი 2,43 ლარი იყო. რა მოხდა ამ ორი კვირის განმავლობაში? თუ ამბობენ, რომ საგარეო ფაქტორები მოხსნილია, გამოდის, რომ ამ პერიოდში რაღაც უარყოფითი მაკროეკონომიკური შოკი მოხდა, რამაც ლარის კურსი მინიმუმ 7 პუნქტით გააუფასურა. ამიტომ, შეიძლება თამამად ვიფიქროთ, რომ ეს არის წმინდა ხელოვნური პროცესი, რომელსაც სებ-ის იწვევს.თუ პროცესები ხელოვნურად მართული არ არის, რასთან გვაქვს საქმე? საქმე გვაქვს იმასთან, რომ სებ-ის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ცდილობს, რომ ხალხის სოციალური ბუნტი გამოიწვიოს და ეს ყველაფერი ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართოს. ეს ყველაფერი პოლიტიკური პროცესებია!

    მაშინ, როდესაც ”საქსტატი” აქვეყნებს ინფორმაციას, რომ ინვესტიციები წინა წელთან შედარებით გაიზარდა, არც თუ ისეთი ეკონომიკური წინსვლები არ გაქვს, მაგრამ არც ეკონომიკური ვარდნას არ აქვს ადგილი, რომ 3-4 დღის განმავლობაში ლარის კურსი 7 პუნქტით გაუფასურდეს. ამ ყველაფერში სებ-ის ბრალეულობა იკვეთება. კი მთავარობასაც თავისი როლი აქვს ამ საკითხში. არ შეიძლება მთავრობის ეკონომიკური გუნდი ცალკე გამოვყოთ. მან ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ხელი შეუწყოს ლარის გამყარებას, მაგრამ უკვე ვხედავთ, რომ ეს ვერ ხერხდება. ცხადია, რომ კურსი 3-4 დღის განმავლობაშიც ვერ ნარჩუნდება, რაც ცხადია ვიღაცეების ინტერესშია

     

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    ელისო გიგინეიშვილი საქართველო თბილისი 16/09/2015
    2
    ელისო გიგინეიშვილი საქართველო თბილისი 16/09/2015
    3
    მერაბ ჭიჭინაძე საქართველო თბილისი 14/09/2015
    4
    პაატა აროშიძე საქართველო ბათუმი 14/09/2015
    5
    ზაზა პატარავა 14/09/2015