14 ოქტომბერი

2015

ლაშა
სხიერელი
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 4998 ხელმოწერა
    2
    5000
    ადრესატი: ქრისტიანული მასონური ორდენი ოთხი გვირგვინოსანი / დავით სერაფიმე დავითაშვილი

    ამხილე სარწმუნოების მტრები!

    2015 წლის 19 აგვისტოს გამოქვეყნდა საქართველოს ქრისტიანული ორდენის – "ოთხი გვირგვინოსანის"  წარმომადგენლის, დავით სერაფიმე დავითაშვილის ღია წერილი, რომელსაც გაგრძლება მოჰყვა სექტემბრის და ოქტომბრის თვეებში. წარმოგიდგენთ ამონარიდს წერილიდან: "წინამდებარე წერილს ვაქვეყნებ როგორც საქართველოში მოღვაწე მასონური საზოგადოების წარმომადგენელი – ფსევდონიმით დავით სერაფიმე დავითაშვილი – ხოლო თუ რამ მიბიძგა აღნიშნული ტექსტის გამოქვეყნება, იხილავთ ქვემოთ. ეს წერილი ჩემთვის – მორწმუნე ქრისტიანი, მართლმადიდებელი კაცისთვის, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ქართული საზოგადოებისთვის, რომელსაც გული შესტკივა აწმყოზე და ცხოვრობს იდეით – იბრძოლოს ნათელი და ღირსეული მომავლისთვის. ეს იდეა, რომელიც შესაძლოა სამუდამოდ დასამარდეს, თუ არ იქნება საზოგადოების მობილიზება, სასიცოცხლოდ აუცილებელია შთამომავლობისათვის, თუმცა, მისი განხორციელების შანსებს მკვეთრად ამცირებს ზემოთ ხსენებული ( მასონური ) გაერთიანების “მოღვაწეობა“, რომლისთვისაც აღნიშნული ტექსტის არსებობა უცნობია და ისინიც პირველად თქვენი კომპანიის საშუალებით გაეცნობიან ჩემს მიმართვას..." 
    აგვისტოს და ოქტომბრის წერილებით იკვეთება საქართველოში მოქმედი არალეგიტიმური მასონური ლოჟების დამოკიდებულება ჩვენი სარწმუნოების და ჩვენი საზოგადოების მიმართ. საქართველოს თავისუფალ მასონთა ქრისტიანულ ორდენს "ოთხ გვირგვინოსანს" და მის წარმომადგენელს – ბატონ დავით სერაფიმე დავითაშვილს მივმართავთ თხოვნით, რომ გამოაქვეყნოს სარწმუნოებიS მტრებზე ყველა ის ინფორმაცია, რაც საზოგადოებას დაგვეხმარება მათ ამოცნობაში და მათგან თავის არიდებაში.
    ლინკზე სტატიები დავით სერაფიმე დავითაშვილის - http://marshalpress.ge/?p=11774 - http://marshalpress.ge/?p=9716

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    ლალი დავითაშვილი საქართველო თბილისი 30/09/2016
    2
    ლაშა სხიერელი საქართველო თბილისი 14/10/2015