22 ოქტომბერი

2015

"სტუდენტები განათლების პოლიტიკის წინააღმდეგ"
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 1756 ხელმოწერა
    244
    2000
    ადრესატი: საზოგადოება

    ,,სტუდენტები განათლების პოლიტიკის წინააღმდეგ’’ - მიმართვა

    ,,სტუდენტები განათლების პოლიტიკის წინააღმდეგ’’ - მიმართვა

    წლების განმავლობაში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტუაცია უცვლელია. ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა ცვლილების მიუხედავად, არსებობას განაგრძობს კორუმპირებული, ელიტური და კლანური სისტემა. ეს სისტემა სტუდენტების მიერ მობილიზებულ რესურსებს არამიზნობრივად იყენებს საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. შედეგად, სტუდენტის სოციალური რეალობიდან გამომდინარე მაღალი სწავლის საფასურის გადახდის მიუხედავად, უნივერსიტეტი უმწვავესი გამოწვევების წინაშე დგას: განადგურებულია სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი ინფრასტრუქტურა, სასწავლებელში არ მიმდინარეობს სრულფასოვანი აკადემიური პროცესი, მოსაგვარებელია სტუდენტური საერთო საცხოვრებლის პრობლემა, სახელმწიფო ბიუჯეტის შევსებას საუნივერსიტეტო ტერიტორიების პრივატიზაციის ხარჯზე ცდილობს. არ არსებობს ქართულ ენაზე შექმნილი კლასიკური და ანთოლოგიური ლიტერატურა და ა.შ.

    ამავე სისტემის ნაწილია სტუდენტური თვითმმართველობა, რომელიც ილუზორული წარმომადგენლობითი ორგანოა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ მათთვის გაცემულ თანხას, საერთო სიკეთის შექმნის ნაცვლად, საკუთარი ძალაუფლების გამყარებისთვის და სტუდენტებს შორის კონფორმიზმის, შემგუებლობის გაძლიერებისთვის იყენებს. ისინი ამკვიდრებენ შეხედულებას, რომ მნიშვნელოვანი სტუდენტური წარმომადგენლობითი ორგანოს ფუნქცია გასართობი ღონისძიებების ორგანიზება უნდა იყოს, რაც აქრობს კრიტიკულობას და აყალიბებს სოციალურ ნიჰილიზმს, სტუდენტი ყალიბდება პასიურ დამკვირვებლად საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენების მიმართ. 

    უკანასკნელ პერიოდში, თვითმმართველობამ გადაწყვიტა პოლიტიკა შეეცვალა. სტუდენტთან ნაწილს ეჭვი ეპარება თვითმმართველობის ელიტური ნაწილის გულწრფელობაში. როგორც ქვეყანაში, ასევე უნივერსიტეტში, მოახლოებულია არჩევნები. შესაბამისად, ისინი გრძნობენ საკუთარი გავლენისა და ძალაუფლების დაკარგვის საფრთხეს. პრობლემები, რომლებიც მათთვის წლების განმავლობაში შეუმჩნველი იყო, მოულოდნელად, მათი დღის წესრიგის ნაწილი გახდა. ხოლო ადამიანები, რომლებიც აღნიშნული გამოწვევების შესახებ წლების განმავლობაში საუბრობდნენ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ მართულ ინდივიდებად გამოაცხადეს. ამასთანავე, მათ ძირითადი აქცენტი დასვეს არა სისტემურ ცვლილებებზე, არამედ კონკრეტული პერსონის, რექტორის გადადგომაზე. 

    ჩვენ მივიჩნევთ, რომ როგორც საუნივერსიტეტო, ასევე განათლების პოლიტიკაში, ფუნდამენტური გარდაქმნებია განსახორციელებელი. რექტორთა ცვალებადობამ სისტემას ვერაფერი დააკლო.
    ჩვენ, ყველა პასუხისმგებელი სუბიექტისგან (სტუდ.თვითმმართველობისგან, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და რექტორატისგან, განათლების სამინისტროსა და პარლამენტისგან) მოვითხოვთ:

    1)სტუდენტური თვითმმართველობის ერთადერთ ფუნქციად საუნივერსიტეტო წარმომადგენლობით ორგანოებში (საფაკულტეტო საბჭოები, სენატი) მუშაობა განისაზღვროს; გაუქმდეს მისი ბიუროკრატიული სტრუქტურა. სტუდენტური პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილ თანხაზე დაწესდეს მკაცრი კონტროლის მექანიზმები;

    2)წლის ბოლომდე გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სისტემური გარდაქმნის მიმართულებით - განისაზღვროს ყველა ადმინისტრაციული ერთეულის ზუსტი ფუნქცია. თანამდებობები დატოვონ საშუალო და მაღალი რგოლის თანამდებობის პირებმა, რომლებიც სათანადოდ ვერ ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას;

    3)საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტში დაუყონებლივ დაიწყოს ,,კანონი უმაღლესი განათლების შესახებ’’ ცვლილება, რომელიც გააუმჯობესებს სასწავლო და სამეცნიერო პროცესებს და ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის დემოკრატიული პრინციპების მიხედვით მართვას;

    4)საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვითხოვთ უნივერსიტეტისათვის ბაზური დაფინანსების გამოყოფას;

    5)მოვითხოვთ ეკონომიკის სამინისტროსა და უნივერსიტეტს შორის არსებული სადავო ობიექტების უნივერსიტეტისათვის დაბრუნებას საერთო საცხოვრებლებისა და საუნივერსიტეტო საქმიანობისათვის საჭირო სივრცეების მოსაწყობად.

    ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ყველა ჯგუფთან, მათ შორის, სტუდენტურ თვითმმართველობასთან, თუ ისინი ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების პრინციპებს სრულად გაიზიარებენ. პრივილეგიების დათმობისა და პრობლემების პერსონიფიცირებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ნებისმიერ სტუდენტურ ჯგუფს შორის შესაძლებელია საერთო საქმისთვის სასარგებლო კომუნიკაციის დაწყება.

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    მაკა ჩილინგარაშვილი საქართველო თბილისი 17/04/2016
    2
    მარიამ გაბელია საქართველო თბილისი 04/03/2016
    3
    ანა ბადალაშვილი საქართველო თბილისი 04/03/2016
    4
    ილია ბორცვაძე საქართველო თბილისი 04/03/2016
    5
    ანა ხუციშვილი საქართველო თბილისი 02/01/2016
    6
    რობი მახარაშვილი საქართველო რუსთავი 24/11/2015
    7
    ნუცა ხვადაძე საქართველო თბილისი 14/11/2015
    8
    ნინო გოგოხია საქართველო თბილისი 05/11/2015
    9
    თამარ ლოსაძე საქართველო ბორჯომი 28/10/2015
    10
    გიგა ჩოჩნიძე საქართველო თბილისი 26/10/2015
    11
    ანი მარტიაშვილი საქართველო თბილისი 25/10/2015
    12
    გიორგი ლაცუზბაია საქართველო თბილისი 25/10/2015
    13
    ელგუჯა კაკაბაძე საქართველო თბილისი 25/10/2015
    14
    ეკატერინე დანელია საქართველო თბილისი 25/10/2015
    15
    ნუცა დოლიძე საქართველო თბილისი 25/10/2015
    16
    მარიამ ხიზანაშვილი საქართველო თბილისი 24/10/2015
    17
    მარიამი თარაშვილი საქართველო თბილისი 24/10/2015
    18
    თამაზი სოზაშვილი გერმანია ბერლინი 24/10/2015
    19
    სვეტლანა მელიქიანი საქართველო თბილისი 24/10/2015
    20
    მარიამ შუმან საქართველო თბილისი 24/10/2015