13 იანვარი

2016

გურამ
მეგრელიშვილი
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 4846 ხელმოწერა
    154
    5000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი , საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრეზიდენტი

    აღდგეს ავტომობილების ტექდათვალიერება და ტაქსების ლიცენზირება

    გარემოს დაცვა მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. კლიმატის ცვლილება მსოფლიოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

    გარემოს დაბინძურება ბუნებრივი კატაკლიზმების ერთ-ერთი მთავარი მაპროვოცირებელი ფაქტორია, მაგრამ გარდა გლობალური საკითხებისა არის უმთავრესიც, ადამიანი, მოქალაქე, რომლებიც ყოველდღიური რისკის წინაშე ვგავართ მოუწესრიგებელი საკანონმდებლო რეგულაციების გამო.

    ბოლო ორ წელში მანქანების რაოდენობა კატასტროფულად გაიზარდა, მაგრამ კონტროლი მათ ხარისხსა და გამართულობაზე ისევ მხოლოდ მძღოლის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. მფლობელები კი არცთუისე იშვიათად, არც საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნავენ და მითუმეტეს არც თანამოქალაქეებისაზე. 

    ყველა, ვისაც ჰგონია, რომ მანქანის მართვა იცის, ტაქსაობს, ეს შემოსავლის დამატებით წყაროდ იქცა. უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყანაში, გასაგებია, რომ ადამიანი ცდილობს ოჯახი რაიმე ფორმით გამოკვებოს, მაგრამ არსებობს კიდევ უფრო მაღალი ფასეულობა - საზოგადოებისა და მისი წევრების ინტერესების დაცვაც, საკუთარი ოჯახის ინტერესების დაცვის ფონზე.

    დღეს ტაქსით მგზავრობა ლამის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტოლფასი გახდა, დაბალი ტარიფის ხარჯზე მძღოლები საკუთარ ავტომობილს ხუნდებსაც კი აღარ უცვლიან (საუბარი არაა სალონში არსებული წინდებისა და კომბოსტოს სუნის ნაზავზე). ქაოტური მოძრაობა, კონკურენციის შიში და დატვირთული სტრესულ გარემოში მუშაობა, ქალაქის გადატვირთვას და დაბინძურებას იწვევს. ქალაქის მასშტაბით, ლამის ყოველი მეხუთე ადამიანი ტაქსაობს, ყოველ მეორეს კატალიზატორი აქვს ამოცლილი, ხოლო ყოველი მეათე გარემოსათვის (როგორც ბუნების, ისე ადამიანისთვის) საშიშია. 

    ტექდათვალიერება და ტაქსის ლიცენზირება მტკივნეული პროცესი იქნება საზოგადოების ნაწილისთვის, მაგრამ ერთის მხრივ ის მეორე ნაწილის ინტერესებს დაიცავს, ვინც პატიოსანი გადამხდელია და უფლებამოსილია საკუთარი ინტერესების დაცვა მოითხოვოს, მეორეს მხრივ კი ხელს შეუწყობს ახალი, რეგისტრირებული სამუშაო ადგილების შექმნას (მოწესრიგებული ტაქსოპარკების რეგისტრაციით), რაც სახელმწიფო ბიუჯეტს ნაკლებ ზიანს მიაყენებს.

    ა(ა)იპ მომავლის სოფელი

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    რამაზ ჯიბუტი საქართველო თბილისი 26/01/2018
    2
    თამარ ღონიაშვილი საქართველო თბილისი 10/02/2017
    3
    გიორგი ანდრიაძე საქართველო თბილისი 22/11/2016
    4
    ირაკლი ბახტაძე საქართველო თბილისი 29/07/2016
    5
    პაატა გაბიძაშვილი საქართველო თბილისი 26/07/2016
    6
    გიორგი კაცაძე საქართველო თბილისი 26/07/2016
    7
    ქეთი ჭელიძე საქართველო თბილისი 26/07/2016
    8
    გიორგი ქსოვრელი საქართველო თბილისი 26/07/2016
    9
    ნიკა კიკაჩეიშვილი საქართველო თბილისი 26/07/2016
    10
    ალ ასა საქართველო თბილისი 26/07/2016
    11
    ალექსანდრე ასათიანი საქართველო თბილისი 26/07/2016
    12
    გურამ კანდელაკი საქართველო თბილისი 25/07/2016
    13
    გელა გელაშვილი საქართველო თბილისი 29/06/2016
    14
    გიორგი ცომაია საქართველო თბილისი 14/04/2016
    15
    ნათია კურტანიძე საქართველო თბილისი 04/04/2016
    16
    ზაზა ურუშაძე საქართველო თბილისი 11/02/2016
    17
    გიორგი ბეჟაშვილი საქართველო რუსთავი 03/02/2016
    18
    გიორგი ნიკოლაიშვილი საქარტველო თბილისი 28/01/2016
    19
    ნინი მანჯავიძე საქართველო თბილისი 26/01/2016
    20
    თამარ ხურცია საქართველო თბილისი 25/01/2016