აიკრძალოს აზარტული თამაშები
აზარტული თამაშები ერთმნიშვნელოვნად არის ბოროტების წყარო, და რაგინდ ფინანსურად მომგებიანი არ უნდა იყო იგი სახელმწიფოსთვის, აუცილებლად უნდა აიკრძალოს! განა ამგვარი შემოსავალი,რომელიც მრავალი ათასი ადამიანის გაუბედურებით,მათი ოჯახების გაღატაკებით და უამრავი ტრაგედიის ფასად შემოდის, ამად უნდა უღირდეს ჩვენს ქვეყანას?რომ აღარაფერი ვთქვათ ბოლო ხანს გახშირებულ თვითმკვლელობებზე!არაერთ ჩვენზე ძლიერი ეკონომიკის ქვეყნებშია აკრძალული ან მკაცრად გაკონტროლებული ეს სისხლიანი "ბიზნესი"..არ დავიზაროთ და ერთად შევძლებთ ამ საყოველთაო ჭირის შეჩერებას,რომელიც უკვე მომავალ თაობასაც ემუქრება წალეკვით!