12 თებერვალი

2016

ნიკოლოზ
კიკნაველიძე
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 29995 ხელმოწერა
    5
    30000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი

    ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ ცვლილებების და დამატებების თაობაზე

    საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწის, როგორც ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფის ერთადრთი გარანტის დაცვა ჩვენი შვილებისათვის და მომავალის საქართველოსათვის. 

            

                            საქართველოს კანონი

                   ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ ცვლილებების და დამატებების თაობაზე

     მუხლი 1. საქართველოს კანონში ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ

    შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

    1. 15-ე მუხლს  15-1 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

    15.1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით,                                                                                  საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უცხოეთში ან საქართველოში რეგისტრირებულიურიდიულ პირს, საქართველოს მოქალაქეს, უცხოელ ფიზიკურ პირს, შეეზღუდოს 1 ჰექტარი და ჰექტარზე მეტი  სასოფლო-სამეურნეო მიწების კატეგორიის შეცვლა სახნავი სავარგულების ერთიან მასივში (0,1 ჰექტარიდან და 0,5 ჰექტარმდე  მომიჯნავე მიწის ფართობების დანიშნულების შეცვლა ერთი დი იგივე იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ) არასასოფლოდ-სამეურნეო კატეგორიად დარეგისტრირების მიზნით და მათი კიდევ უფრო დანაწევრება რამოდენიმე ნაკვეთად, რომელთა საქმიანობას არ წარმოადგენს აგრობიზნესი.

    მუხლი 2. 15-ე მუხლს  დაემატოს 15-2, 15-3 ნაწილი:

    15.2         საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოში ან უცხოეთში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, უცხოელ ფიზიკურ პირს,   უფლება აქვთ 1 ჰექტარი და ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის დანიშნულების შეცვლა არასასოფლო-სამეურნეოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში (სამაცივრე-სასაწყობო მეურნეობის, საკონსერვო გადამამუშავებელი საწარმოს, საკონდიტრო საწარმოს, ან სამრეწველო ქარხნის მშენებლობის უზრუნველსაყოფად). თუ :

    ა) არსებობს მთავრობის განკარგულება;

    ბ) ადგილობრივი მუნიციპალიტეტის განკარგულება;

    გ) სახელმწიფო-რწმუნებულ გუბერნატორის, სოფლის მეურნეობის მინისტრის ან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის  მიმართვის საფუძველზე.

    15.3         საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ადგილობრივ მოსახლეობას უფლება აქვს  დააყენონ საკითხი ადგილობრივ თვითმართველ ორგანოში (მუნიციპალიტეტში), სახელმწიფო-რწმუნებულ გუბერნატორის ადმინისტრაციაში, 1 ჰექტარი და ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის კატეგორიის შეცვლა, თუ არსებობს ტერიტორიული ორგანოს, თემის ან სოფლის ადგილობრივი მოსახლეობის 1/3 მოთხოვნა, მხოლოდ და მხოლოდ მათი დემოგრაფიული პრობლემებისა და გაფართოების მიზნით. საკითხის დაყენების უფლება აქვთ, ასევე საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, თუ იგი უშუალოდ არის  თემში საქმიანობის შემსრულებელი და აქვს შესაბამისი მოსახლეობის რწმუნება ნოტარიულად დამოწმებული.

    მუხლი 3.  ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

    საქართველოს პრეზიდენტი                                                გიორგი მარგველაშვილი

    კანონის რედაქცია

     

    ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი

    სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის                                    

                                          ცვლილება

     

     

    თავი II1 (6.09.2013 N 1079)

    გარდამავალი დებულებანი

     

    მუხლი 151. გარდამავალი დებულება (25.12.2014 N 2982)

    2015 წლის 1 ივლისამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისათვის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა დასაშვებია, თუ ეს განპირობებულია აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით. სააგენტოს მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას აფასებს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

    განმარტებითი  ბარათი

     

    ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით.

     

    ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ

    ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი

     

    კანონპროექტის მიღების მიზეზია კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების  მოწესრიგება და სახნავი მიწების ერთიან მასივში სასოფლო-სამეურნეო მიწების დანიშნულების უსისტემოდ ცვლილებების შეზღუდვა.

     

    ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი

     

    კანონპროექტის მიღების მიზანია, სასოფლო-სამეურნეო მიწა, როგორც ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფის ძირითადი საშუალება იყოს დაცული და აღნიშნულ კანონში მოხდეს კონკრეტიზაცია, თუ რა შემთხვევაში იზღუდება ან შესაძლებელია იყოს ნებადართული მეწარმე სუბიექტის მიერ (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი), სახნავი მიწების ერთიან მასივში სასოფლო-სამეურნეო მიწის კატეგორიის შეცვლა.

     

    ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი

     

    2012 წლიდან უცხოელმა ბიზნესმენებმა საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, მასიურად დაიწყეს  კერძო მეწარმე სუბიექტებიდან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ყიდვა, შემდგომში მათი დანაწევრებისა და თავინთ თანამემამულეებზე საკარმიდამოებად გასხვისების მიზნით.

    სასოფლო-სამეურნეო მიწას სახნავი მიწების ერთიან მასივში ყიდულობდა საქართველოს მოქალაქე, რომელიც შემდგომ მიზნობრივად უცვლიდა დანიშნულებას არასასოფლოდ. რეგისტრირების დასრულების შემდგომ ხდებოდა აღნიშნული მიწიების უცხოელებზე გასხვისება.

    უცხოეთის მოქალაქე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც კერძო მეწარმე სუბიექტისგან ყიდულობს სახნავი მიწების ერთიან მასივში არასასოფლოდ რეგისტრირებულ ათეულობით ჰექტარ მიწის ფართობს, თავისუფალია სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარი ვალდებულებებისაგან. შესაბამისად, ის აღნიშნულ ფართობს ანაწევრებს მცირე ფართობებად თავიანთი ქვეყნის მოქალაქეებზე საკარმიდამო ნაკვეთებად გასხვისების მიზნით.

    მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკვე არსებობს უცხოელი მეწარმე სუბიექტების მხრიდან დანაწევრებული ხუთი ასეთი მასივი, სადაც შესაძლებელია უახლოეს მომავალში გაჩნდეს ხუთი არაბული სოფელი: სოფელ წილკანის ტერიტორიაზე 70 ჰექტარია გასხვისებული, საიდანაც 35 ჰექტარი სასახლკარეებად 122 ნაკვეთად არის დანაწევრებული (10-მდე ნაკვეთს ახალი მფლობელი უკვე ჰყავს). მუხრანის ტერიტორიულ ორგანოში სოფელ ძველ ქანდასთან, დანაწევრებულია საკარმიდამო ნაკვეთებად სახნავი მიწების ერთიანი მასივის 33 ჰექტარი. ამ ფართობშიც, რამოდენიმე ნაკვეთი უკვე გასხვისებულია. ასევე, მუხრანის ტერიტორიულ ორგანოში შატო მუხრანის სავარგულების მომიჯნავედ სახნავი მიწების ერთიან მასივში არასასოფლოდ  უცხოელებზე რეგისტრირებულია 52 ჰექტარი. სოფელ წეროვანში 2013 წელს გასხვისდა სასოფლო-სამეურნეო მიწის ერთი მასივი, რომელიც 2014 წლის ზაფხულში დაყვეს სასახლკარეებად და 2014 წლის 29 აგვისტოს პირველმა არაბმა მყიდველმა შეიძინა ამ ადგილზე ერთი ნაკვეთი. საგურამოს ტერიტორიულ ორგანოში სოფელ არაშენდაში 2014 წლის დეკემბრის ბოლოს დაიყო სასახლკარეებად არასასოფლოდ რეგისტრირებული მასივი. აღნიშნული ფართობებიდან 2015 წელს უცხოელ მოქალაქეებზე  გასხვისდა, რამოდენიმე ნაკვეთი.                                                

    მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებობს საფრთხე იმისა, რომ უცხოელი მეწარმე სუბიექტის ხელში არსებული არასასოფლო რეგისტრირებული ფართობები დამატებით, ანალოგიურად დანაწევრდეს შემდეგ სოფლებში: გალავანში 35 ჰექტარი, ნიჩბისში 37,3 ჰა, ლისში 5,8 ჰა, ხოლო საგურამოში უცხოელ მეწარმე სუბიექტზე გასასხვისებლად გამზადებულია არასასოფლოდ რეგისტრირებული სამი მასივი, საერთო ფართით 31,23 ჰაქტარი. ასევე, კომპანია “ჯორჯიან ლოჯისთიქ სენთერს”  გადაყვანილი აქვს 23,26 ჰექტარი მიწა არასასოფლო სამეურნეოდ სოფელ წეროვანის ტერიტორიაზე.                                   უცხოელი მეწარმე სუბიექტების მხრიდან, არასასოფლო სამეურნეო მიწების კიდევ უფრო დანაწევრება რომელიც ხდება სასოფლო სამეურნეო მიწების ხარჯზე, შეიძლება ჩაითვალოს ბიზნეს ინვესტიციად, მაგრამ სამომავლოდ ქვეყანა ვერავითარ სარგებელს ვერ მიიღებს. მათი მხრიდან მხოლოდ ერთჯერადად გადახდილი იქნება  არასასოფლო სამეურნეო მიწების გადასახადი ადგილობრივ თვითმართველობის ბიუჯეტში, შემდგომ კი როდესაც კომპაქტური დასახლება გაკეთდება, თავისთავად აღნიშნული მიწა დაკარგავს არასასოფლო-სამეურნეო მიწის სტატუსს, ხოლო ადგილობრივი თვითმართველობა მოსაკრებელს, რომელსაც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებიდან იღებდა.                        ამასთანავე, შესაძლებელია ქვეყნის უსაფრთხოებას შეექმნას მრავალმხრივი საფრთხე: სასურსათო უზრუნვეყოფის, ეთნო-კონფლიქტის, რელიგიური შუღლის გაღვივების და სხვა.

                აღნიშნული სიტუაციიდან გამომდინარე კანონს:

    ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“  მე-15 მუხლს უნდა დაემატოს პუნქტები, რომელიც დაიცავს როგორც სახელმწიფო უსაფრთხოებას, ასევე მეწარმე სუბიექტის ინტერესებს.

     

     

     

     

     

     

     

     

    ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება

    ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო

     

    კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.

     

    ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე

     

    კანონპროექტის მიღება არ იქონიებს მნიშვნელოვანგავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

     

    ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე

     

    კანონპროექტის მიღებას არ ექნება გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

     

    ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები

     

    კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.

     

    ბ.ე) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი

     

    კანონპროექტით არ დგინდება არანაირი საფასური იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.

     

    ბ.ვ) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება

     

    კანონპროექტით არ დგინდება მოსალოდნელი ფინანსური შედეგები უცხო ქვეყნის მეწარმე სუბიექტებისათვის, რომლებიც უკვე ფლობენ არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთს და არ გააჩნიათ სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებები.

     

    გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან

    გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან

     

    კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.

     

    გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან

     

    კანონპროექტს არ ექნება გავლენა საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში

    წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე.

     

    გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან

     

    კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.

     

    ე) კანონპროექტის ავტორი

     

    ზვიად ტომარაძე, ნიკოლოზ კიკნაველიძე

     

    ვ) კანონპროექტის ინიციატორი

     

    საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება                    

     

     

     

     

                 

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    თათული გვასალია საქართველო თელავი 08/02/2018
    2
    თათია მელექსიშვლი საქართბელო თბილისი 08/02/2018
    3
    თათა მელექსიშვლი საქარველო თბილისი 08/02/2018
    4
    ოთო ჩოხელი საქართველო მცხეთა 12/02/2016
    5
    ნიკოლოზ კიკნაველიძე საქართველო თბილისი 12/02/2016