26 მარტი

2016

თეიმურაზ
ხასია
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 7 ხელმოწერა
    293
    300
    ადრესატი: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო

    ტერენტი გრანელის სახელობის ქუჩა ბათუმში

    ძვირფასო ბათუმელებო, საქართველოს მოქალაქენო

     

    მინდა მოგმართოთ თხოვნით, რათა ხელი მოაწეროთ პეტიციას რომლის ერთადერთ იდეას წარმოადგენს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში,ერთ-ერთი ქუჩისთვის ღვაწლმოსილი ქართველი პოეტის, ტერენტი გრანელის (ტერენტი სამსონის ძე კვირკველია) სახელის მინიჭებას.

     

    მეტად მნიშვნელოვანი და ღირებულია ჩვენთვის ტერენტი გრანელის პოეზია, ტურისტულ ზღვისპირა ქალაქს აქვს უდიდესი პოტენციალი, მოახდინოს ქართული კულტურის პროპაგანდა, ადგილობრივ თუ უცხოელ ვიზიტორებში.

    ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს მომავალ თაობაში ცნობიერების ამაღლებას ქართული ლიტერატურისა და პოეზიის მიმართ, რაც ასევე პრინციპულად მნიშვნელოვანია ქართული ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბებაში.

     

    მაქვს თქვენი სოლიდარობის იმედი და მჯერა, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხრიდან კეთილი ნების გამოხატულების..


     

    ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება, 
    ახლა მოდის ივნისი, ირგვლივ მწვანე მოლია. 
    ჩემი წმინდა სახელი პოეზიას დარჩება, 
    ჩემი გული და სისხლი - ეს “Memento mori”-ა.

    დღეს სამია ივნისის, მინდა იყოს ცამეტი, 
    ჩემს გარშემო ციხეა - მწუხარების სავანე. 
    რომ მდომოდა სიცოცხლე, სიკვდილს არ ვიწამებდი, 
    მიწა არ იქნებოდა ჩემთვის შავი სამარე.

    სადღაც მთასთან იწვიმა, სადღაც მთაზე ბურია, 
    ამნაირი ღიმილი უწინ მე არ ვიცოდი. 
    ახლა მე ცას ვუცქერი, ცაზე ანთებულია 
    ვარსკვლავები - სიმბოლო თეთრი მარადისობის.

    ახლა რა ვქნა არ ვიცი, მე როდესაც ასე ვარ, 
    როცა სულს ეპარება აჩრდილები სიბერის.
    მე ძლიერი ტალანტი, ზეციური არსება, 
    ჩემი ნაზი სამშობლო - ლაჟვარდები ცისფერი.

    რა ვქნა, შავი ღამეა, მძიმე და უსაშველო, 
    მახსოვს ჩემი სოფელი, მისი ყრუ ადგილები. 
    ახლა რაღაც სხვა მინდა, რაღაც სხვა, უსახელო, 
    რომ დაღუპვა მომელის, ვიცი დანამდვილებით.

    ნელა გადის დღეები და ძნელია გარჩევა, 
    მე, ძვირფასო, ვერ მოვალ, გზა შენამდე შორია. 
    ჩემი გვარი: გრანელი - პოეზიას დარჩება, 
    ჩემი გული და სისხლი - ეს ”MEMENTO MORI”-ა..

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    თებრონე ალიოღლი საქართველო ბათუმი 22/06/2019
    2
    ლელა ხვიჩია საქართველო ბათუმი 25/01/2018
    3
    მიხეილ ხეცურიანი საქართველო თბილისი 20/11/2017
    4
    ქრისტი აბაშიძე საქართველო ბათუმი 12/11/2017
    5
    გიორგი გოგუაძე საქართველო ფოთი 01/07/2017
    6
    თენგიზ კვირკველია საქართველო ბათუმი 07/05/2017
    7
    ვიქტორ კვირკველია საქართველო ბათუმი 07/05/2017
    8
    ინგა ყუბანეისშვილი საქართველო ბათუმი 28/01/2017
    9
    მირა ყუბანეიშვილი საქართველო ბათუმი 28/01/2017
    10
    კონსტანტინე ჯიქიძე საქართველო რუსთავი 26/01/2017
    11
    მალხაზი არაბული საქართველო თბილისი 16/12/2016
    12
    ბექა რომანაძე საქართველო ბათუმი 26/10/2016
    13
    შორენა ნემსაძე საბერდნეტი ატენი 01/10/2016
    14
    ლილიანა გობეჯიშვილი საქართველო თბილისი 01/10/2016
    15
    ანი ჯაფარიძე საქართველო თბილისი 01/10/2016
    16
    რობი მახარაშვილი საქართველო რუსთავი 06/08/2016
    17
    ირაკლი ტყებუჩავა საქართველო თბილისი 14/07/2016
    18
    დავით ლაბაძე საქართველო თბილისი 14/07/2016
    19
    ამირან ფაღავა საქართველო თბილისი 14/07/2016
    20
    ანა ფაღავა საქართველო თბილისი 14/07/2016