12 აპრილი

2016

სამართალი
ითხოვს
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 4936 ხელმოწერა
    64
    5000
    ადრესატი: საქართველოს მთავრობა, სასამართლოს ხელისუფლება იუსტიციის უმაღლესი საბჭო

    არ მართო სასამართლო! Hands Off Judiciary!

    ჩვენ, პეტიციაზე ხელმომწერები, მივმართავთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მოვითხოვთ დაუყოვნებლივ შეჩერდეს უსამართლო, გაუმჭვირვალე და არაკონსტიტუციური პროცესის გზით სასამართლო კორპუსის დაკომპლექტება.

    ასევე, მივმართავთ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას, ყოველგვარი გაჭიანურების გარეშე, დაიწყოს მუშაობა ქვეყანაში მოსამართლის დანიშვნის გამჭვირვალე, სამართლიანი და დასაბუთებული სისტემის შესაქმნელად.

    დღეს, საზოგადოება მომსწრეა სასამართლო სისტემაში მიმდინარე  კრიზისული მოვლენების, რაც უპირველესად უკავშირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დაუსაბუთებელი და თვითნებური გადაწყვეტილებების მიღებას, არაჯანსაღი და ხარვეზიანი პროცესების გზით.

     მოსამართლეების დანიშვნის, დაწინაურების, დისციპლინური დევნის შესახებ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აჩვენებს, რომ გადაწყვეტილებები მიიღება არა ობიექტურ გარემოებებსა და კრიტერიუმებზე დაყრდნობით, არამედ ძალაუფლების მქონე სხვადასხვა ჯგუფის ინტერესების შესაბამისად, მათი ერთმანეთთან კულუარული გარიგებების გზით.

    განვითარებულ კრიზისს, მოსამართლეებზე არაჯანსაღი გავლენების მოხდენას და კონკრეტული ჯგუფების მიერ კონტროლის დამყარებას ხელს უწყობს ხარვეზიანი კანონმდებლობა,

     რის შედეგადაც:

    იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს მოსამართლის დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას ყოველგვარი დასაბუთების გარეშე;
    საბჭო გვერდს უვლის კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური კრიტერიუმების შემოწმებას და არ უზრუნველყოფს სამართლიან პროცესს საუკეთესო კანდიდატების შესარჩევად; 
    მოსამართლის დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ ექვემდებარება გასაჩვრებას.
    არსებული კანონმდებლობა, ისევე როგორც საბჭოს გადაწყვეტილებები საფრთხეს უქმნის სამართლიანი სასამართლოს შექმნას და თითოეული მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებას და ინტერესს - მისი საქმე განიხილოს დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა და კომპეტენტურმა მოსამართლემ. 

    არსებულ პირობებში მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელება გააღრმავებს კრიზისს და კიდევ უფრო დაგვაშორებს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს შექმნის იდეისგან. ამდენად, აუცილებელია შესაბამისი კანონმდებლობის დაუოვნებლივ შეცვლა. მოსამართლეთა კორპუსის მნიშვნელოვან ნაწილს უფლებამოსილების ვადა სწორედ ამ პერიოდში ამოეწურა ან უახლოეს თვეებში ეწურება. ვაკანტური ადგილების არსებული უსამართლო და არაკონსტიტუციური პროცესის გზით შევსება კი, აზრს უკარგავს შემდეგში კანონმდებლობის გაუმჯობესებას, რასაც პოზიტიური გავლენა ვეღარ ექნება სასამართლოს სათანადო კადრებით დაკომპლექტებაზე.

     სწორედ ამიტომ, დღეს პეტიციაზე ხელმომწერების მთავარი მოთხოვნაა:

    დაუყოვნებლივ შეჩერდეს არაკონსტიტუციური გზით მოსამართლეთა დანიშვნა სასამართლო სისტემაში და პროცესი გაგრძელდეს მხოლოდ სათანადო კანონმდებლობის შექმნის შემდეგ;
    ხელისუფლებამ უმოკლეს ვადებში დაიწყოს მოსამართლეთა დანიშვნის სისტემის რეალური რეფორმა.

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    გიორი მაისურაძე ინგლისი ლონდონი 11/08/2016
    2
    თამარ სტურუა საქართველო თბილისი 11/08/2016
    3
    ლუკა გუმბერიძე საქართველო თბილისი 29/06/2016
    4
    თათია ქაჯაია საქართველოს თბილისი 06/05/2016
    5
    მარიამ ჯვებენავა საქართველო თბილისი 20/04/2016
    6
    ლუკა შერმადინი საქართველო თბილისი 20/04/2016
    7
    ბონდო ბოგვერაძე საქართველო ქუთაისი 20/04/2016
    8
    გიორგი გამეზარდაშვილი საქართველო ქუთაისი 20/04/2016
    9
    მევლუდი თამარაშვილი საქართველო რუსთავი 20/04/2016
    10
    სოფიო მაზმანიანი საქართველო თბილისი 19/04/2016
    11
    დიმიტრი ხაჩიძე საქართველო თბილისი 19/04/2016
    12
    ანა ქათამაძე საქართველო რუსთავი 19/04/2016
    13
    როინი მარკოიძე საქართველო თბილისი 19/04/2016
    14
    დავითი ცინცაძე საქართველო თბილისი 19/04/2016
    15
    სალომე კანდელაკი Georgia Tbilisi 18/04/2016
    16
    ნინო ბასილაძე საქართველო ბათუმი 18/04/2016
    17
    ლევან ქათამაძე საქართველო თბილისი 18/04/2016
    18
    სოფიკო ოტიაშვილი საქართველო თბილისი 18/04/2016
    19
    თამარ რურუა საქართველო თბილისი 18/04/2016
    20
    მარიამ ჭუბაბრია საქართველო თბილისი 18/04/2016