14 ივნისი

2016

Mariam
Bakradze
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 94 ხელმოწერა
    406
    500
    ადრესატი: თბილისის საკრებულო , თბილისის მერია

    #SOS_კორტები_ იპოდრომთან

    ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ალიბეგაშვილს

    ქ. თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავჯდომარეს გოჩა ბაბუნაშვილს

    ქ. თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ელისაშვილს

    ქ. თბილისის მერს დავით ნარმანიას

    ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსს დიმიტრი მოსულიშვილს

     

    მიმართვა 

    ჩვენ, ქალაქ თბილისის მცხოვრებნი, გამოვხატავთ აღშფოთებას თამარაშვილის ქუჩა #13-ში, იპოდრომის მიმდებარე კორტების ტერიტორიაზე განხორციელებულ ვანდალურ აქტთან, არსებული კორტების სრულ განადგურებასთან, დაკავშირებით. 
    ავღნიშნავთ, რომ ქალაქ თბილისში თამარაშვილის ქუჩა #13-ში, იპოდრომის მიმდებარე კორტების ტერიტორია ისტორიულად წარმოადგენდა საჯარო სივრცეს, რომლის მოვლა პატრონობა მრავალი წლის მანძილზე მოქალაქეთა უანგარო ძალისხმევით ხორციელდებოდა. სახელმწიფოს მხრიდან მის მიმართ, მიუხედავად საეჭვო განკერძოებისა, დღემდე არსებობს მოთხოვნა სპორტული და რეკრეაციული ფუნქციების უპირატესობის (მათ შორის ჩოგბურთის მოედნის) მქონე არქიტექტურული ნაგებობის მშენებლობისა.
    მაღალი საზოგადოებრივი და მაშასადამე სახელწიფოებრი ინტერესებიდან გამომდინარე მივმართავთ ქალაქ თბილისის საკრებულოს და მერიას მოთხოვნით:
    ქალაქ თბილისის საკრებულომ და მერიამ დაიცვას ქალაქ თბილისის მცხოვრებთა ინტერესები, მკაფიოდ გამოხატოს მისი დამოკიდებულება თამარაშვილის ქუჩა #13-ში, იპოდრომის მიმდებარე კორტების ტერიტორიაზე განხორციელებულ ვანდალურ აქტთან დაკავშირებით. მიანიჭოს სარეკრეაციო ზონის სტატუსი და მოთხოვოს ტერიტორიის მეპატრონეს აღნიშნულ ტერიტორიაზე სპორტული და რეკრეაციული ფუნქციების უპირატესობის (მათ შორის ჩოგბურთის მოედნის) მქონე არქიტექტურული ნაგებობის პროექტის უმოკლეს ვადებში წარმოდგენა. ხოლო, აღნიშნული პროექტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, დააყენოს საკითხი ქალაქ თბილისის თამარაშვილის ქუჩა #13-ში, იპოდრომის მიმდებარე კორტების ტერიტორიის მუნიციპალურ საკუთრებაში დაბრუნების შესახბ და შეეთავაზოს მესაკუთრეს ადგილმონაცვლეობა.

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    გიორგი ჩიქვინიძე საქართველო თბილისი 20/05/2018
    2
    მადლენა ხელაშვილი საქართველო თბილისი 20/05/2018
    3
    Baia Kalandadze Saqartvelo Tbilisi 19/05/2018
    4
    ლუკა ბაქრაძე გერმანია ბერლინი 07/05/2018
    5
    თორნიკე ხომერიკი საქართველო თბილისი 12/03/2018
    6
    ნიკა მამედოვი საქართველო თბილისი 11/01/2018
    7
    ლუკა წიკლაური საქართველო თბილისი 11/01/2018
    8
    მარიამ ბერიძე საქართველო თბილისი 11/01/2018
    9
    ლუკა მოდებაძე საქართველო წნორი 11/01/2018
    10
    ლადო ბერიძე საქართველო თბილისი 11/01/2018
    11
    ნიკა ბოლოთაშვილი საქართველო თბილისი 11/01/2018
    12
    ბონდო ლაგურაშვილი საქართველო თბილისი 11/01/2018
    13
    თენგო ვათიაშვილი საქართველო თბილისი 11/01/2018
    14
    ნიკა ვათიაშვილი საქართველო თბილისი 11/01/2018
    15
    ჯემალ თარხნიშვილი საქართველო თბილისი 11/01/2018
    16
    ნანა ლომიძე საქართველო თბილისი 11/01/2018
    17
    ნინა სირაძე საქართველო გორი 11/01/2018
    18
    ნინო სუბელიანი საქართველო ქუთაისი 11/01/2018
    19
    ოჯახშიც კარგად ვართ, თქვენ? 11/01/2018
    20
    ილია კიკაბეიშვილი საქართველო თბილისი 11/01/2018