04 ივლისი

2016

თავისუფალი სასამართლო ხალხს
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 29896 ხელმოწერა
    104
    30000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი

    თავისუფალი სასამართლო ხალხს!

    საინიციატივო ჯგუფი დავით ჯანდიერის ხელმძღვანელობით 

    საკანონმდებლო ინიციატივის ანოტაცია

    „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ინიციატივით, სასამართლო სისტემის რეფორმირების მიზნით, პირველი კანონპროექტის თანახმად, განხორციელდება:

    1.       მოქმედი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლა და ახლებური წესის შესაბამისად, გამჭვირვალედ ახალი წევრებით დაკომპლექტება, რა დროსაც უზრუნველყოფილი იქნება სხვადასხვა ინსტიტუტების ჩართულობა;

    2.       მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის ეფექტიანი სისტემის შემოღება, რაც შესაძლებელს გახდის მოსამართლეებად 3 წლის ვადით ან/და უვადოდ შერჩეული იქნენ მაღალი ზნეობრივი თვისებებისა და კვალიფიკაციის მქონე პირები. მოსამართლეობის კანდიდატებს შეეძლებათ საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება;

    3.       რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეები თანამდებობაზე აირჩევიან და გათავისუფლდებიან იმავე სასამართლოების მოსამართლეების მიერ;

    4.       დადგინდება მოსამართლეების დაწინაურების ახალი წესი, რომელიც გულისხმობს - ერთ თანამდებობაზე დასაწინაურებელი რამდენიმე მოსამართლის არსებობის შემთხვევაში იმ მოსამართლის დაწინაურებას, რომელსაც შიდა კონკურსში ყველაზე მაღალი შეფასება ექნება მიღებული;

    5.       მოსამართლეს დაევალება საქმის განხილვაში მონაწილეობა ამავე სასამართლოს სხვა პალატაში ან საგამოძიებო კოლეგიაში მხოლოდ საკუთარი სპეციალიზაციის გათვალისწინებით;

    6.      სასამართლოებში საქმეთა ელექტრონული განაწილების წესის შემოღება, რაც უზრუნველყოფს სასამართლოებში საქმეთა თანაბარი და შემთხვევითი განაწილების პრინციპების დაცვას.          

     

    „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ინიციატივით, მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების პროცესისა და პროცედურების დახვეწის მიზნით, მეორე კანონპროექტის თანახმად, განხორციელდება:

    1.       მოქმედი საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის დაშლა და აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული სადისციპლინო კოლეგიის ახლებური ფორმირების წესის შესაბამისად, ახალი წევრებით დაკომპლექტება. სადისციპლინო კოლეგიის 3 მოსამართლე წევრს თითოეული ინსტანციიდან ერთს აირჩევს მოსამართლეთა კონფერენცია, ხოლო 2 არამოსამართლე წევრიდან ერთ წევრს დაასახელებს საპარლამენტო უმრავლესობა, ხოლო მეორეს - საპარლამენტო უმცირესობა;

    2.       საჯარო იქნება დისციპლინური საქმის განხილვა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოსამართლე მოითხოვს სხდომების ნაწილობრივ ან სრულად დახურვას;

    3.       მოსამართლის მიმართ დისციპლინური საქმის წინასწარ შემოწმებას განახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  ინსპექტორის სამსახური. ინსპექტორის სამსახური დაკომპლექტდება მთავარი ინსპექტორისგან და 7 ინსპექტორისგან. მთავარ ინსპექტორს აირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო ინსპექტორები შეირჩევიან საჯარო კონკურსის საფუძველზე თავად მთავარი ინსპექტორის მიერ;

    4.       გაიზრდება დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში მოსამართლეთა დაცვის გარანტიები, რაც გულისხმობს  - მოსამართლის ინფორმირებას დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების შესახებ, ასევე, მოსამართლის უფლებას - იყოლიოს დამცველი, განაცხადოს მისი დისციპლინური საქმის მწარმოებელი ინსპექტორის აცილება (მოსამართლის მიმართ დისციპლინური საქმის წინასწარ შემოწმებას განახორციელებს 2 ინსპექტორი) და სხვა;

    5.       მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის ახალი ზომის - სამოსამართლო უფლებამოსილების შეჩერება - შემოღება.

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    გიული ცეცხლაძე საქართველო ბათუმი 08/07/2017
    2
    მინდია გურჩიანი საქართველო დმანისი 24/07/2016
    3
    ბექა სარჯველაძე საქართველო თბილისი 13/07/2016
    4
    ანტონ ხუნდაძე საქართველო ჩოხატაური 13/07/2016
    5
    ლია ჯიშკარიანი საქართველო თბილისი 12/07/2016
    6
    tamari jandieri saqartvelo kutaisi 12/07/2016
    7
    აკაკი გიგაური საქართველო თბილისი 11/07/2016
    8
    თეიმურაზ ბენიძე საქართველო თბილისი 11/07/2016
    9
    ვიტალი მირზოიანი საქართველო თბილისი 10/07/2016
    10
    მაია სარაული საქართველო გორი 10/07/2016
    11
    ირინე ჯანდიერი საქართველო თელავი 10/07/2016
    12
    ლაშა აბურჯანია საქართველო ზუგდიდი 08/07/2016
    13
    მარინე ჭყონია საქართველო თბილისი 08/07/2016
    14
    ნათია კავსაძე საქართველო გორი 08/07/2016
    15
    ზურაბ თეთრუაშვილი საქართელო გორი 08/07/2016
    16
    თეონა ბერიშვილი საქართველო ზუგდიდი 07/07/2016
    17
    ია მელაძე საქართველო თბილისი 07/07/2016
    18
    გიორგი მოსია საქართველო ზუგდიდი 07/07/2016
    19
    სილოვან პერტახია საქართველო ზუგდიდი 06/07/2016
    20
    ანა ლელუაშვილი საქართველო თბილისი 06/07/2016