21 ივლისი

2016

Nini
Japaridze
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 964 ხელმოწერა
    36
    1000
    ადრესატი: საქართველოს პარლამენტი , საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრეზიდენტი

    ეს შენც გეხება, შეცვალე შრომის კოდექსი და დაიცავი სიცოცხლე ! ! !

    შეცვალე შრომის კოდექსი და დაიცავი სიცოცხლე !

    კვირაზე მეტია რაც ჩემს ქუჩაზე ქაოსია - ნაცრისფერი უღიმღამო კორპუსი, რომელიც 90 იანი წლების დასაწყისში აშენდა, თეთრ ზოლებშია გადაწყვეტილი. მუშები, რომლებიც 9 სართულიანი კორპუსის სარემონტო სამუშაოებს ატარებენ დილიდან საღამომდე მუშაობენ.

    მიზანი სართულებს შორის დაზიანებული ნაპრალების ამოვსება და შემდეგ კორპუსის ერთ მხიარულ ფერში გაღებვაა. ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზეა, თუმცა ის, რასაც ახლა გიამბობთ აუცილებლად დაგაფიქრებთ. დაგაფიქრებთ - ადამიანებზე, მათ უფლებებზე, შრომით კოდექსზე, უსაფრთხოების ზომებზე, სახელმწოფოზე, სადაც ვცხოვრობთ დაზოგადად, იმ სიცოცხლეზე, რომელიც საქართველოში კაპიკადაც არ ფასობს !

    ხელოსნები, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ, ყოველგვარი უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე მუშაობდნენ. მე-9 სართულის სიმაღლეზე, ხის ფიცრულზე ისე დგანან, რომ მათი ერთადერთი დასაყრდენი ორად ორი ტროსით არის სახურავზე დამაგრებული. წელზე არანაირი სამაგრი არ აქვთ, არც ჩაფხუტი ახურავთ და არც რაიმე სპეციალური აღჭურვილობა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, უბედური შემთხვევისგან დაიცავთ.

    შეიძლება იფიქროთ, რომ ზედმეტ თავის ტკივილს ჰგავს იმაზე საუბარი, რაც ჯერ არ მომხდარა, თუმცა, ნუ დაგავიწყდებათ, რომ თითოეული ამ ადამიანის უკან, შესაძლოა გულშემატკივრების მთელი არმია იდგეს - დედა, მამა, შვილები, მეუღლე, მეგობრები და ნათესაბები, არადა, ამ სამუშაოში, ერთ კვადრატულ მეტრზე ისინი 2 ლარსა და 30 თეთრს იღებენ. არა, შრომა რომ ნებისმიერ ფასად ღირს,ამაზე არავინ დაობს, მაგრამ სახელმწიფო რომ არ უნდა გვაიძულებდეს სიცოცხლის კაპიკებში გაცვლას, ესეც ხომ უდაოა!

    "ჭიათურიდან ვარ, ქალაქში ოჯახი რომ ვარჩინო ამიტომ ჩამოვედი, ყველგან ასეთი სიტუაციაა, რომ მეკითხებით ასე მუშაობა როგორ არ გეშინიაო, კი მეშინია,  საფრთხილოა, მაგრამ ოჯახსაც ხომ რჩენა უნდა, ქუდი რომ დავიხურო და წავიდე ოჯახს ვინ არჩენს, ბევრია ჩემს დღეში, მაგრამ რას ვიზამ",- ამბობს  ხელოსანი, რომელიც 9 სართულიანი კორპუსის სარემონტო სამუშაოს ასრულებდა.

    არადა, საქართველოს შრომის კოდექსში, მკაფიოდ არის გაწერილი ის რეგულაციები, რომლებიც დამსაქმებელმა დასაქმებულის სამსახურში აყვანის შემთხვევაში მკაცრად უნდა დაიცვას:

              დამსაქმებელი ვალდებულია დანერგოს შრომის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი პრევენციული სისტემა და დროულად მიაწოდოს დასაქმებულს სათანადო ინფორმაცია შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკებისა და მათი პრევენციის ზომების, აგრეთვე საფრთხის შემცველ აღჭურვილობასთან მოპყრობის წესების შესახებ, ა          

             აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს დასაქმებული პერსონალური დამცავი აღჭურვილობით, სახიფათო მოწყობილობა ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად დროულად შეცვალოს უსაფრთხოთი ან ნაკლებად სახიფათოთი, მიიღოს ყველა სხვა გონივრული ზომა დასაქმებულის უსაფრთხოებისათვის და მისი ჯანმრთელობის დასაცავად.

             დამსაქმებელი ვალდებულია გონივრულ ვადაში მიაწოდოს დასაქმებულს მის ხელთ არსებული სრული, ობიექტური და გასაგები ინფორმაცია ყველა იმ ფაქტორის შესახებ, რომლებიც მოქმედებს დასაქმებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ან ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებაზე.

    დღევანდელ პეტიციაში არაფერს ვამბობ დამსაქმებლის მიერ, შეგნებულად დარღვეულ პირობებზე, ზეგანაკვეთურ სამუშაოზე, რომელსაც დამსაქმებელი თითქმის არასდროს ანაზღაურებს, აღარაფერს ვამბობ დღენაკლულ შვებულებებზე და იმაზე, რომ ერთსა და იმავე ადამიანს ხშირად 5 ადამიანის სამუშაოს შესრულება უწევს.

    დღეს, პეტიციის მიზანი ადამიანების სიცოცხლეზე ზრუნვაა და მათთვის შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნაა. არ გვინდა კაპიკებში გაცვლილი სიცოცხლე და თუ დამსაქმებელი პირის ღირსეულ ანაზღაურებას ვერ შეძლებს, მისი სიცოცხლე მაინც დაიცვას !

    საქართველოში, უსაფრთხოების ზომების დაუცველობის გამო, უამრავი ადამიანი იღუპება, მაგრამ შეკითხვაზე, თუ ვინ არის ამაზე პასუხისმგებლი, პასუხი თავად გაეცით.

    მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

    ბმული: http://www.myvideo.ge/v/1163214

    ჩამოვარდნილი კონსტრუქციის ქვეშ მოყოლილი მუშა დაიღუპა

    ბმული: http://www.myvideo.ge/v/2026871

    ფოთის პორტში მუშა დაიღუპა

    ბმული :http://news.ge/ge/news/story/56033-fotis-portshi-musha-daighupa

    ტყი­ბუ­ლის მა­ღა­რო­ში მუ­შა და­ი­ღუ­პა

    ბმული :http://24saati.ge/news/story/21966-tyibulis-magharoshi-musha-daighupa

    ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

    ბმული :http://kvira.ge/ბათუმი-ქობულეთის-შემოვლ-2/

    თბილისის აეროპორტში 26 წლის მუშა დაიღუპა

    ბმული :http://liberali.ge/news/view/20810/tbilisis-aeroportshi-26-tslis-musha-daighupa

    2 მუშა დაიღუპა

    ბმული: http://www.newposts.ge/?l=G&id=112545-მაზუთი, გარდაბანი

     




     

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    ნინო ჯაფარიძე საქაველოთ თბილისი 26/01/2018
    2
    ნინო მეტრეველი საქართველო თბილისი 26/01/2018
    3
    დავით ნაცვლიშვილი საქართველო თბილისი 14/07/2017
    4
    მარიკა კენჭოშვილი საქართველო თბილისი 23/05/2017
    5
    სალომე ახოიშვილი საქართველო თბილისი 29/03/2017
    6
    გიორგი საზანდარიშვილი თბილისი საქართველო 29/03/2017
    7
    ანი ჯაფარიძე საქართველო თბილისი 23/11/2016
    8
    გიორგი ანდრიაძე საქართველო თბილისი 22/11/2016
    9
    ზაზა მუმლაძე საქარტველო თბილისი 27/09/2016
    10
    ბერდია ბურდული საქართველო კასპი 20/09/2016
    11
    ანინა ტეფნაძე საქართველო თბილისი 25/08/2016
    12
    Gia Papi 13/08/2016
    13
    კახა ცხვირავაშვილი საქართველო თბილისი 11/08/2016
    14
    ქეთევან ეფრემიძე საქართველო თბილისი 10/08/2016
    15
    რობი მახარაშვილი საქართველო რუსთავი 06/08/2016
    16
    ბაქარ მდინარაძე საქართველო თბილისი 28/07/2016
    17
    მარიკა ნავერიანი მარნეული 25/07/2016
    18
    ქეთევან შაიშმელაშვილი საქართველო თბილისი 24/07/2016
    19
    ნინო სვანიძე საქართველო თბილისი 22/07/2016
    20
    მარიამ ონეზაშვილი საქართველო თბილისი 22/07/2016