28 ივლისი

2016

ლაშა
გოგიჩაიშვილი
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 9992 ხელმოწერა
    8
    10000
    ადრესატი: სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს რაგბის კავშირი

    ჩაატარეთ რაგბის ეროვნული ნაკრების შემოდგომის ტესტ-მატჩები დინამო არენაზე და მოაბით თავი ბილეთების ონლაინ გაყიდვას

    გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები აპირებს, სამოასა და იაპონიასთან გასამართი ტესტ-მატჩები მიხეილ მესხის სტადიონზე ჩაატაროს. ვფიქრობთ, რომ საბედნიეროდ, გვაქვს უკეთესი ვარიანტიც - დინამო არენა. მოედნის შეცვლა საჭიროდ მიგვაჩნია რამდენიმე მიზეზის გამო, რომელთაც პრიორიტეტულობის მიხედვით გთავაზობთ:

    1. საქართველო - რუმინეთის თამაშზე გამოჩნდა, რომ რაგბით გაცილებით მეტი ადამიანია დაინტერესებული, ვიდრე 27 000 კაცი, რომელსაც მიხეილ მესხი დაიტევს. იაპონიასა და სამოასთან თამაშებზე თავისუფლად მოვა 55 000 კაცი, ნაკლები დარჩება უბილეთოდ და უფრო კარგი ატმოსფერო შეიქმნება
    2. გაცილებით უფრო მცირე მასშტაბების თამაშებიც კი იწვევს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიის, თამარაშვილისა და ჭავჭავაძის გამზირების პარალიზებას, დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე ეს უარყოფითი ეფექტი გაცილებით ნაკლებია
    3. მიხეილ მესხის სტადიონს აქვს მხოლოდ ერთი შესასვლელი, ყველა დიდ თამაშზე ჩნდება ჭყლეტვა და ქაოსი, მუდმივად არის სექტორებში შესვლის გა მოედნის გარშემო გადაადგილების პრობლემა. დინამო არენაზე ეს პრობლემები პრაქტიკულად არ არსებობს.
    4. დინამო არენას უდგება მეტროს 2 სადგური და რამდენიმე ქუჩა და სტადიონზე მოხვედრა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს მაშინ, როცა მიხეილ მესხთან მისასვლელად ზემოთ აღნიშნული პარალიზებული ადგილების გავლა გარდაუვალია ხოლმე.
    5. დინამო არენას აქვს გაცილებით უფრო მოწესრიგებული სისტემა ბილეთების კონტროლისა და ადგილების გადანაწილების, ვიდრე მიხეილ მესხის სტადიონს.
    6. დინამო არენა ხშირად არ ივსება, შესაბამისად არ ხდება მისი მასშტაბების სრულფასოვანი გამოყენება. ეს ორი შეხვედრა კი ნამდვილად შეავსებს ქალაქის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას და გაამართლებს მის არსებობას ამ ზომითა და მოცულობით.

    გასაგებია, რომ დინამო არენაზე თამაშის გადატანა გარკვეულ კომერციულ თუ ორგანიზატორულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, მაგრამ შედეგი ნამდვილად გაამართლებს ყველა დანახარჯსა და გაწეულ შრომას.

    გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ხალხმრავალ ღონისძიებებზე მოხდეს ბილეთების ონლაინ გაყიდვა. დიდი ხანია, რაც მე-20 საუკუნე დამთავრდა და ბილეთების ყიდვაც სალაროსთან ჭყლეტვის გარეშეც შესაძლებელია. ამის ტექნოლოგიები არსებობს საქართველოში და მათ გამოყენებას მხოლოდ შესაბამისი ნება სჭირდება.

    იმედი მაქვს, გაითვალისწინებთ საზოგადოების აზრს. გმადლობთ.

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    გურო სვანიძე საქართველო თბილისი 30/09/2016
    2
    სალომე დუნდუა საქართველო თბილისი 25/08/2016
    3
    დავით ჩხუტიშვილი საქართველო თბილისი 29/07/2016
    4
    თორნიკე ყიფშიძე საქართველო თბილისი 28/07/2016
    5
    გიორგი ნანიაშვილი საქართველო თბილისი 28/07/2016
    6
    რეზო მეტრეველი საქართველო თბილისი 28/07/2016
    7
    ნოდარ დეკანოსიძე საქართველო თბილისი 28/07/2016
    8
    ლაშა გოგიჩაიშვილი საქართველო თბილისი 28/07/2016