28 სექტემბერი

2016

დალი
დარჯანია
  • პეტიცია
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 9923 ხელმოწერა
    77
    10000
    ადრესატი: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

    საბავშვო ბაღებში ადაპტაციის პერიოდის შემოღება

    საბავშვო ბაღი არის დამოუკიდებელი სოციალური ცხოვრების პირველი საფეხური.

    სამწუხაროდ ადაპტაციის პროცესი ქართულ საბავშვო ბაღებში არის ნებაყოფლობითი და უმეტესად უგულებელყოფილია. მსოფლიოში შემუშავებულია სხვადასხვა მეთოდოლოგიური ჩარჩო ბავშვების საბავშვო ბაღში უმტკივნეულო ადაპტაციისთვის.

    მიჩვევა ძალიან საყურადღებო, საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, ბავშვმა არ უნდა იფიქროს, რომ ჩვენ მას "ვიშორებთ", ვსჯით (გაურკვეველი მიზეზით).
    ადაპტაციის პერიოდი მნიშვნელოვნად აისახება ბავშვის სოციალიზაციაზე, სკოლაში წასვლაზე და წარმატებაზე, ზოგადად, ყოველდღიური აუცილებელი საქმეებისადმი მიდგომაზე.
    თუკი ბავშვმა იფიქრა, რომ ბაღი სასჯელია, ან "არასასურველი ბავშვების" თავშეყრის ადგილი, შესაძლებელია იგივე განცდა გაჰყვეს სკოლაშიდაც, უნივერსიტეტშიდაც და სამსახურშიც.

    ამიტომ, საზოგადოების განვითარებისთვის აუცილებელია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სხვა პასუხისმგებელ ორგანოებთან ერთად თანამშრომლობით შეიმუშავოს საბავშვო ბაღებში ბავშვების ადაპტაციის პროგრამა და გადაამზადოს აღმზრდელები, რათა მათ ზედმიწევნით კარგად შეასრულონ საკუთარი მოვალეობა და გასაგებად აუხსნან მშობლებს მიჩვევასთან დაკავშირებული გამოწვევები.

    მიჩვევა არის ძალიან ინდივიდუალური და გრძელდება 1-კვირიდან 1 თვემდე. გააჩნია ბავშვის ასაკს, სოციალიზაციის დონეს, ბაღამდე დაგროვილ გამოცდილებებს, ბავშვის მშობელზე დამოკიდებულების დონეს.
     

    მაგალითად, ერთ-ერთი მეთოდი ასეთია:

    პირველი დღე:
    ერთი მშობელი და ბავშვი ერთად მიდიან ბაღში, ეცნობიან აღმზრდელს და სხვა ბავშვებს. აღმზრდელი და მშობელი გადაკოცნით და ჩახუტებით ხვდება ერთნამეთს, როგორც "ძველ" მეგობრებს შეეფერება - ასე ბავშვს უჩნდება აღმზრდელისადმი ნდობა, პრინციპით: "დედას უყვარს, ენდობა, ე.ი. სანდოა". შემდეგ აღმზრდელმა უნდა გამოჰკითხოს მშობელს ყველაფერი. დაწყებული დღის რეჟიმით, დამთავრებული საყვარელი თამაშებით, ნივთებით, მუსიკით, მისწრაფებებით, საჭმელებით, დაძინების მეთოდებით და ა.შ.
    დამშვიდობება, სახლი. (ჯამში 1-1,5 სთ)

    მეორე დღე:
    ერთი (იგივე) მშობელი და ბავშვი ბაღში მიდიან ერთად. აღმზრდელს ისევ სიხარულით ესალმებიან. ბავშვს ეძლევა დამოუკიდებლად თამაშის საშუალება 1-2 სთ ან სადილამდე. მშობელი ზის ბავშვის თვალთახედვის არეალში. უკეთესია, თუ სხვა მშობელს ელაპარაკება. მარცხის შემთხვევაში არ ერევა, ჯერ აღმზრდელმა უნდა სცადოს ბავშვის დამშვიდება.
    დამშვიდობება. სადილი - სახლში.

    მესამე დღე:
    იგივე, რაც 2-ე დღეს + სადილი. თუკი მეორე დღემ ტირილის გარეშე ჩაიარა, 20 წთ-ით შესაძლებელია ბავშვის დატოვება. მასთან დამშვიდობება და აუცილებლად იმის თქმა: "მალე დავბრუნდები, შენ ითამაშე!"
    სადილი, დამშვიდობება, სახლი.

    4-ე დღე:
    ამ ყველაფერს ემატება ძილი და წახემსება. მნიშვნელოვანია, რომ ბაღთან ახლო-მახლო იყოთ, რათა ისტერიკის შემთხვევაში დაუბრუნდეთ.
    გაღვიძებისას სასურველია მიაკითხოთ და წახემსების დროს იყოთ ბაღში.
    დამშვიდობება, სახლი.

    5-ე დღე:
    მთელი დღით დატოვების მცდელობა. გაითვალისწინეთ, რომ თუკი ბავშვს ვერავინ და ვერაფერი აწყნარებს, აუცილებლად უნდა მიაკითხოთ.

    ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა!
    ბავშვს შეიძლება გაუგრძელდეს ადაპტაციის პერიოდი. ან საჭმელი არ მოეწონოს, ან შეეშინდეს, ან არაფრით არ დაიძინოს. "შემდეგ დღეზე" გადასვლა, შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც წინა ეტაპი დაძლეულია.


     

    donate
  • სახელი გვარი ქვეყანა ქალაქი თარიღი
    1
    დავით ლაბარტყავა საქართველო თბილისი 10/04/2019
    2
    თამარ მოწონელიძე საქართველო თბილისი 10/04/2019
    3
    თეკლე ტაბატაძე საქართველო თბილისი 20/12/2016
    4
    ნატალი ბეზარაშვილი საქართველო გურჯაანი 24/11/2016
    5
    რევაზ კუპრაშვილი საქართველო თბილისი 09/11/2016
    6
    ნუნუ მჭდლიშვილი აშშ ნიუიორკი 06/11/2016
    7
    ია გულედანი საქართველო თბილისი 31/10/2016
    8
    ქეთევან ცინცაძე საქართველო ბათუმი 18/10/2016
    9
    გიორგი ნათაძე საქართველო თბილისი 15/10/2016
    10
    Elene Gagnidze Georgia Tbilisi 06/10/2016
    11
    გვანცა თურმანიძე საქართველი თბილისი 03/10/2016
    12
    ანა ჩორგოლაშვილი საქართველო თბილისი 02/10/2016
    13
    ქეთი ჩანადირი საქართველო თბილისი 02/10/2016
    14
    ნატო თორდია საქართველო ზუგდიდი 02/10/2016
    15
    ნატო ობოლაძე საქართველო თბილისი 02/10/2016
    16
    სოფო ლაპიაშვილი საქართველო თბილისი 02/10/2016
    17
    თამუნა ზურაბიშვილი საქართველო თბილისი 02/10/2016
    18
    ცირა მაისაია საქართველო თბილისი 02/10/2016
    19
    ნიკოლოზი ლუტიძე საქართველო თბილისი 02/10/2016
    20
    ირაკლი ლაშხია საქართველო თბილისი 02/10/2016