პეტიციები

gallery images

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლა გაგრძელდეს დისტანციურ რეჟიმში !

მოგეხსენებათ ქვეყაანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით საქართველოს განათლების, მეცნიერების , კულტურიდა და სპორტის სამინისტრო არ ცვლის გადაწყვეტილებას , რომლის თანახმადაც სწავლის კომპონენტები ლაბორატორიული, პრაქტიკული და სასემინარო მეცადინეობები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უნდა განახლდეს არადისტანციურ რეჟიმში, 19 ოქტომბრიდან. ჩვენ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა გვინდა გავავრცელოთ განცხადება რომლის თანახმადაც ვითხოვთ რომ სწავლა გაგრძელდეს დისტანციურ რეჟიმში მანამ სანამ ქვეყანაში არსებული მდგომარეობას არ ექნება დადებითი დინამიკა.  ამავდროულად ვგრძნობთ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას მიგვაჩნია და არ გვსურს გავხდეთ ინფიცირების გადამტან/გამარვცელებლები, რადგან ჩვენს უკან დგას ჩვენი ოჯახები.აქედან გამომდინარე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან ვითხოვთ იქნას მიღებული გონივრული გადაწყვეტილება რომ სწავლა ამ ეტაპზეც გაგრძელდეს დისტანციურ რეჟიმში.