პეტიციები

gallery images

არ მოუწიოს საზღვარგარეთიდან გამოწერილ 300 ლარიან ნივთებს განბაჟება, მოხდეს ზღვარის 600 ლარზე აწევა!

ჩვენ, პეტიციაზე ხელის მომწერებს, გვსურს 300 ლარიანი ზღვარის აწევა 600 ლარზე, რათა შევიძინოთ ხარისხიანი ნივთები მოსფლიოს სხვადასხვა საიტებზე ნორმალურ ფასად და აღარ მოგვიწიოს 90 $ იან ნივთზე განბაჟება .  ყველა თქვენგანმა, ვისაც გაწუხებთ ეს პრობლემა, მოაწერეთ ხელი და გააზიარეთ სოციალურ ქსელებში. 300 ლარიანი ზღვარის აწევა არ გამოიწვევს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელის შეშლას, როგორც ამას მთავრობა იძახის და ამ მიზეზით არ სურს ზღვარის აწევა 1. მცირე ბიზნესის გავითარებას სწორედაც ბაჟის არსებობა უშლის ხელს, რომელიც მცირე ბიზნესმენს იძულებულს ხდის ელემენტარული, მიზერული საქონლის შემოტანის შემთხვევაშიც კი გასწიოს ზომაზე დიდი ხარჯი, რითაც იზრდება, როგორც პროდუქციის ფასი, ისე ბიზნესის დაკარგვასთან დაკავშირებული რისკები, რითაც მცირე ბიზნესმენს რეალურად ეკარგება სურვილი რაიმეს წამოწყების; 2. საშუალო და დიდი ბიზნესისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს ინდივიდების მიერ შემოტანილი შემოტანილი საქონელი, რომელთა მოცულობა საკმაოდ მცირეა 3. დოლარის მომატებამ ლართან მიმართებაში კიდევ უფრო გაართულა ეს პრობლემა, ადრე თუ  160-170 $ ის ნივთის შეძენისას 300 ლარს არ გადააჭარბებდი ახლა, 90 $ ზემოთ უკვე გიწევს განბაჟება; 4. ზღვარის აწევა, გაზრდის საქონლის მრავალფეროვნებას და გააძლიერებს კონკურენციას, რაც დაარეგულირებს ფასებს და ხარისხს, ვფიქრობთ ეს მისაღებული უნდა იყოს ხელისუფლებისათვის 5. ჩვენ, არ ვითხოვთ, ბაჟის საერთოდ გაუქმებას, მოხდეს დაწესებული 300 ლარიანი ზღვარის აწევა. 300 ლარიანი არსებული ზღვარის აიწიოს 600 ლარამდე, ( 2009 წლის აგვისტომდე ზღვარი იყო 1500 ლარი) 6. ზღვარის აწევა 600 ლარამდე ხელსაყრელია მთავრობისთვისაც, ეს გამოიწვევს გარკვეულ პროდუქტებზე (მათ შორის საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე) ფასების კლებას და გარკვეულწილად დააბალანსებს ლარის დევალვაციით გამოწვეულ ფასების 
gallery images

დასრულდეს საგანგებო მდგომარეობა! არა დიქტატს!!!

უკვე ერთი თვეა რაც ჩვენს მთავრობას შეუზღუდავი ძალაუფლება აქვს. ქვეყანაში არის შერჩევითი სამართალი,  პატიოსან მოქალაქეებს უკრძალავენ მანქანით გადაადგილებას, მაგრამ გარეთ მაინც უამრავი მანქანა მოძრაობს საშვებით. უმუშევრად დარჩენილი ათასობით ადამიანი, არასამართლიანად გამოწერილი ჯარიმები და მთავრობის უპასუხისმგებლო ქცევა - ეს ყველაფერი ამ უკონტროლო ძალაუფლების შედეგია. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ დასრულდეს საგანგებო მდგომარეობა, დაიწყოს უკვე მიღებული გადაწყვეტილებების საჯარო განხილვა და ღია გამოძიება! https://www.facebook.com/events/220399009253705/
gallery images

საქართველოს მხარდაჭერა ალიონა თანის!!!

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო გოგოზე, რომელმაც Instagram-ზე დაწერა – “აფხაზეთი საქართველოა”. დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 27 მარტს სოც. ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოზე და მასში ასახული ყველა პირის მიმართ დაიწყო. ე.წ. სამართალდამცავ ორგანოებში დაფიქსირებული მრავალი უკმაყოფილო მესიჯების შემდეგ, გავრცელებული ვიდეოს ავტორის, 2001 წელს დაბადებული ალიონა თანის მშობლები დაიკითხნენ. თავად ალიონა თანის კი ვიდეორგოლის გავრცელებისთვის ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამართალდამცავ ორგანოში საზოგადოებისთვის ბოდიში მოახდევინეს. ჩვენ, ხელის მომწერებს გვსურს, დავაფიქსიროთ მის მიმართ მხარდაჭერა და მოვუწოდოთ ეგრეთწოდებულ დეფაქტო სამართალდამცველებს შეწყვინოთ ზეწოლა ალიონას და მის ოჯახზე.  
gallery images

შეწყდეს ჩვენი გადახდილი გადასახადებით საპატრიარქოს დაფინანსება

2021 წლის 5 ივლისს მომხდარ მასობრივ ძალადობას, რომელიც საპატრიარქოს ხელშეწყობით გაიმართა ტრაგიკული დასასრული აქვს, დაშავებულია 50-ზე მეტი ჟურნალისტი და გარდაცვლილია ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა.  ცნობილია რომ საპატრიარქო ბიუჯეტიდან ფინანსდება 25 მილიონით, ასევე ფლობს რამდენიმე ათეულ ბიზნესს, რომლებიც გათავისუფლებულები არიან სხვადასხვა გადასახადებისგან. აღმოჩნდა რომ საპარტიარქო რომელიც ჩვენი გადახდილი გადასახადებით ფინანსდება ჩვენს წინააღმდეგ განაწყობს რადიკალურად განყობილ მის მრევლს, რომლებიც სახიფათოები არიან ჩვენი და ჩვენი შვილებისთვის.  ჩვენ ხელის მომწერები მოვითხოვთ შეწყდეს საპატრიარქოს დაფინანსება ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადებით.