პეტიციები

gallery images

მოგვეცით შვილის განათლების უფლება

მოგესალმებით. მსურს ერთ მტკივნეულ თემას შევეხო. დიდი ხნის დაკვირვებისა და გადაფასებების შემდეგ, საბოლოოდ დავრწმუნდი იმაში, რომ უსამართლოა ბავშვების სკოლამდელი ასაკის ასე მკაცრად განსაზღვრა. უსამართლოა მშობლების მიმართაც და კიდევ უფრო უარესი, უსამართლოა ბავშვის მიმართაც. გამომდინარე იქიდან, რომ პირობითად 16 სექტემბერს და შემდეგი წლის 14 სექტემბერს დაბადებული ბავშვები ერთ კლასში იქყებენ სწავლას, ვიღებთ მოცემულობას, რომ ორი სრულიად სხვადასხვა განვითარების საფეხურზე მყოფი ბავშვი იღებს განათლებას ზუსტად ერთიდაიგივე პროგრამით. ამიტომ, უფროს ბავშვს ეკარგება მოტივაცია უკეთესობისთვის, რადგან, თანაბარი პირობების შემთხვევაში, ის მის თანაკლასელზე მეტად განვითარებულია. მით უარესი, თუ ეს ერთი წლით უფროსი, ერთი წლის წინაც უკეთესად იყო განვითარებული მისი კლასელის ახლანდელ განვითარებასთან შედარებით. ამიტომ, ვფირობ, საკმაოდ მნიშვნელოვანი და შედეგისმომტანი იქნებოდა ამ რეგულაციის გაუქმება ან გარკვეულწილად ცვლილება. ნებისმიერ მშობელს უნდა ჰქონდეს შვილის სკოლაში მიყვანის ან მიყვანის მცდელობის უფლება. მცდელობას ვუსვამ ხაზს, რადგან ეს მტკივნეული გარდატეხა იქნება და იმისათვის, რომ არ დაიკარგოს თანასწორობის განცდა, რომელიც ახლა ნამდვილად დაკარგულია, ვფიქრობ, საინტერესო შედეგს მოგვცემდა გარკვეული ტესტის ან ფსიქოლოგიური ანალიზის საფუძველზე ხდებოდეს მოსწავლეთა მიღება პირველ კლასში. ამას საჭიროების შემთხვევაში, შ3საბამისი კომპეტენციის მქონე პირები გადაწყვეტენ. იმისათვის, რომ ამ საკითხის მნიშვნელობა დაინახოთ, ვფიქრობ 10 000 ხელმოწერა საკმარისი უნდა იყოს. რაც შეეხება კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას, ამას ჩვენი სიმრავლე ისედაც არ სჭირდება.