პეტიციები

gallery images

შეწყდეს მობილურ ტელეფონზე სარეკლამო ტიპის SMS _ის, სპამის დაგზავნა!

საქართველოში მობილური ტელეფონების მფლობელებისთვის უცხო არ უნდა იყოს ყოველკვირეულად, ზოგჯერ კი ყოველდღიურად რამდენიმე სარეკლამო შეტყობინების მიღება. ხშირ შემთხვევაში, მესიჯებით ისეთი კომპანიების პროდუქციას თუ მომსახურებას გთავაზობენ, რომელთა შესახებაც არაფერი გსმენიათ და მათთვის არც შეტყობინებების გამოგზავნის უფლება მიგიციათ. თუ დარეკავთ და მოთხოვთ საიდან აქვთ ნომერი ზოგი მობილურ პროვაიდერზე იშვერს ხელს, მობილური პორვაიდერები კი ამტკიცებენ რომ არც თვითონ აგზავნიან სხვის რეკლამას და არც ბაზებს ყიდიან, მოვაწეროთ ხელი პეტიცია რათა ნახოს მარეგულირებელმა კომისიამ თუ რამდენად დიდი პრობლემაა SMS სპამი მოსახლებისთვის!!
gallery images

პეტიცია ბათუმის რვაფეხას დასაცავად!

ბოლო პერიოდში მუმდივად გვესმის ინფრომაცია იმის შესახებ, რომ კაფე "ფანტაზია" არ ექვემდებარება აღდგენას, რეაბილიტაციასა თუ რემონტს. ადგილობრივი ხელისუფლების ორაზროვანი განცხადებები გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს ძეგლის მიზანმიმართულ დისკრედიტაციასთან. ამავდროულად ფარული თუ ნახევრად ღია მოლაპარაკებები კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვს იმის შესახებ, რომ რვაფეხას მიმართ მიზანმიმართული ნეგატიური კამპანია მიმდინარეობს. გთხოვთ მოაწეროთ ხელი პეტიციას და ასევე მობრძანდეთ შაბათს 14:00 საათზე, კაფე "ფანტაზიას" დასაცავად