პეტიციები

gallery images

ბანკების მიერ დაწესდეს საშეღავათო პერიოდი დოლარში აღებულ სესხებზე სიტუაციის ნორმალიზაციამდე

ლარის კურსის კატასტროფული ვარდნის გამო მოსახლეობის დიდ ნაწილა, რომლებსაც საბანკო სესხი დოლარში ქონდა აღებული ფაქტიურად შემოსავალზე მეტის გადახდა უწევს პროცენტის დასაფარად. საჭიროა საბანკო სექტორმა გამოიჩინოს კეთილი ნება და დაუშვას საშეღავათო პერიოდი მინიმუმ სამი თვის ვადით, რომ ხალხმა შეძლოს სული მოითქვას და დამატებითი წყაროები გამონახოს ვალდებულების შესასრულებლად.
gallery images

კომუნალური გადასახადები

ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის ნორმალიზებამდე და ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებამდე, ვიდრე ხალხი არ შეძლებს დაუბრუნდეს სამსახურებს და მიიღებს ანაზღაურებას, შეჩერდეს კომუნალური გადასახების გამო ელექტროენერგიისა და გაზის გათიშვის პროცედურები დავალიანების გამო.