პეტიციები

gallery images

წადი გოგი სახლში, წადი !

წადი გოგი სახლში, წააადი!
gallery images

ეს შენც გეხება, შეცვალე შრომის კოდექსი და დაიცავი სიცოცხლე ! ! !

შეცვალე შრომის კოდექსი და დაიცავი სიცოცხლე !კვირაზე მეტია რაც ჩემს ქუჩაზე ქაოსია - ნაცრისფერი უღიმღამო კორპუსი, რომელიც 90 იანი წლების დასაწყისში აშენდა, თეთრ ზოლებშია გადაწყვეტილი. მუშები, რომლებიც 9 სართულიანი კორპუსის სარემონტო სამუშაოებს ატარებენ დილიდან საღამომდე მუშაობენ.მიზანი სართულებს შორის დაზიანებული ნაპრალების ამოვსება და შემდეგ კორპუსის ერთ მხიარულ ფერში გაღებვაა. ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზეა, თუმცა ის, რასაც ახლა გიამბობთ აუცილებლად დაგაფიქრებთ. დაგაფიქრებთ - ადამიანებზე, მათ უფლებებზე, შრომით კოდექსზე, უსაფრთხოების ზომებზე, სახელმწოფოზე, სადაც ვცხოვრობთ დაზოგადად, იმ სიცოცხლეზე, რომელიც საქართველოში კაპიკადაც არ ფასობს !ხელოსნები, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ, ყოველგვარი უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე მუშაობდნენ. მე-9 სართულის სიმაღლეზე, ხის ფიცრულზე ისე დგანან, რომ მათი ერთადერთი დასაყრდენი ორად ორი ტროსით არის სახურავზე დამაგრებული. წელზე არანაირი სამაგრი არ აქვთ, არც ჩაფხუტი ახურავთ და არც რაიმე სპეციალური აღჭურვილობა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, უბედური შემთხვევისგან დაიცავთ.შეიძლება იფიქროთ, რომ ზედმეტ თავის ტკივილს ჰგავს იმაზე საუბარი, რაც ჯერ არ მომხდარა, თუმცა, ნუ დაგავიწყდებათ, რომ თითოეული ამ ადამიანის უკან, შესაძლოა გულშემატკივრების მთელი არმია იდგეს - დედა, მამა, შვილები, მეუღლე, მეგობრები და ნათესაბები, არადა, ამ სამუშაოში, ერთ კვადრატულ მეტრზე ისინი 2 ლარსა და 30 თეთრს იღებენ. არა, შრომა რომ ნებისმიერ ფასად ღირს,ამაზე არავინ დაობს, მაგრამ სახელმწიფო რომ არ უნდა გვაიძულებდეს სიცოცხლის კაპიკებში გაცვლას, ესეც ხომ უდაოა!"ჭიათურიდან ვარ, ქალაქში ოჯახი რომ ვარჩინო ამიტომ ჩამოვედი, ყველგან ასეთი სიტუაციაა, რომ მეკითხებით ასე მუშაობა როგორ არ გეშინიაო, კი მეშინია,  საფრთხილოა, მაგრამ ოჯახსაც ხომ რჩენა უნდა, ქუდი რომ დავიხურო და წავიდე ოჯახს ვინ არჩენს, ბევრია ჩემს დღეში, მაგრამ რას ვიზამ",- ამბობს  ხელოსანი, რომელიც 9 სართულიანი კორპუსის სარემონტო სამუშაოს ასრულებდა.არადა, საქართველოს შრომის კოდექსში, მკაფიოდ არის გაწერილი ის რეგულაციები, რომლებიც დამსაქმებელმა დასაქმებულის სამსახურში აყვანის შემთხვევაში მკაცრად უნდა დაიცვას:          დამსაქმებელი ვალდებულია დანერგოს შრომის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი პრევენციული სისტემა და დროულად მიაწოდოს დასაქმებულს სათანადო ინფორმაცია შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკებისა და მათი პრევენციის ზომების, აგრეთვე საფრთხის შემცველ აღჭურვილობასთან მოპყრობის წესების შესახებ, ა                   აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს დასაქმებული პერსონალური დამცავი აღჭურვილობით, სახიფათო მოწყობილობა ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად დროულად შეცვალოს უსაფრთხოთი ან ნაკლებად სახიფათოთი, მიიღოს ყველა სხვა გონივრული ზომა დასაქმებულის უსაფრთხოებისათვის და მისი ჯანმრთელობის დასაცავად.         დამსაქმებელი ვალდებულია გონივრულ ვადაში მიაწოდოს დასაქმებულს მის ხელთ არსებული სრული, ობიექტური და გასაგები ინფორმაცია ყველა იმ ფაქტორის შესახებ, რომლებიც მოქმედებს დასაქმებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ან ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებაზე.დღევანდელ პეტიციაში არაფერს ვამბობ დამსაქმებლის მიერ, შეგნებულად დარღვეულ პირობებზე, ზეგანაკვეთურ სამუშაოზე, რომელსაც დამსაქმებელი თითქმის არასდროს ანაზღაურებს, აღარაფერს ვამბობ დღენაკლულ შვებულებებზე და იმაზე, რომ ერთსა და იმავე ადამიანს ხშირად 5 ადამიანის სამუშაოს შესრულება უწევს.დღეს, პეტიციის მიზანი ადამიანების სიცოცხლეზე ზრუნვაა და მათთვის შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნაა. არ გვინდა კაპიკებში გაცვლილი სიცოცხლე და თუ დამსაქმებელი პირის ღირსეულ ანაზღაურებას ვერ შეძლებს, მისი სიცოცხლე მაინც დაიცვას !საქართველოში, უსაფრთხოების ზომების დაუცველობის გამო, უამრავი ადამიანი იღუპება, მაგრამ შეკითხვაზე, თუ ვინ არის ამაზე პასუხისმგებლი, პასუხი თავად გაეცით.მშენებლობაზე მუშა დაიღუპაბმული: http://www.myvideo.ge/v/1163214ჩამოვარდნილი კონსტრუქციის ქვეშ მოყოლილი მუშა დაიღუპაბმული: http://www.myvideo.ge/v/2026871ფოთის პორტში მუშა დაიღუპაბმული :http://news.ge/ge/news/story/56033-fotis-portshi-musha-daighupaტყი­ბუ­ლის მა­ღა­რო­ში მუ­შა და­ი­ღუ­პაბმული :http://24saati.ge/news/story/21966-tyibulis-magharoshi-musha-daighupaბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობაზე მუშა დაიღუპაბმული :http://kvira.ge/ბათუმი-ქობულეთის-შემოვლ-2/თბილისის აეროპორტში 26 წლის მუშა დაიღუპაბმული :http://liberali.ge/news/view/20810/tbilisis-aeroportshi-26-tslis-musha-daighupa2 მუშა დაიღუპაბმული: http://www.newposts.ge/?l=G&id=112545-მაზუთი, გარდაბანი