პეტიციები

gallery images

არ დავუშვათ ქართული უნივერსიტეტის წინ სასტუმროს მშენებლობა!

მოგახსენებთ, რომ "ქართული უნივერსიტეტის" მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება სასტუმროს მშნებლობა,საუბარია უნივერსიტეტის წინ მდებარე გამწვანებულ სივრცეზე.ვფიქრობთ, სასტუმროს მშენებლობა გამოიწვევს აღნიშნული ტერიტორიაზე მარადმწვანე ხეების მოჭრას, აღნიშნული ზონა კი ამ უბანში მაცხოვრები მოსახლეობისათვის ერთადერთ გამწვანებულ მასივს წარმოადგენს.მშენებლობის შედეგად გამოწვეული ხმაური ხელს შეუშლის და შეიძლება ითქვას წარმოუდგენელს გახდის სასწავლო პროცესის მიმდინარეობას. ამასთან ერთად, დამახინჯდება უნივერსიტეტის ყოველდღიური ცხოვრება, წარმოუდგენელია ამ პატარა სივრცეში იფუნქციონიროს 12 სართულიანმა სასტუმრომ, თავისი ინფრასტრუქტურით და ამავდროულად 25 მეტრის დაშორებით სასწავლო-საგანმანათლებლობა დაწესებულებამ.ჩვენ არ ვერევით არავის კერძო საკუთრების განკარგვაში, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ამ ტერიტორიაზე, ამ სახის მშენებლობის წამოწყება ზიანს მიაყენებს როგორც ქალაქის ეკოლოგიას, ასევე მის იერსახეს, ხელს შეუშლის სასწავლო პროცესს.დაიცავი შენი ქალაქი, დაიცავი შენი უნივერსიტეტი !!!
gallery images

ხაშური სატელევიზიო ამინდის პროგნოზებში დააბრუნონ

ხაშურის მუნიციპალიტეტი საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ქალაქი ხაშური კი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი და საავტომობილო და სარკინიგზო კვანძია.  აქაა განაწილებული  აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამრხრეთ საქართველოსაკენ მიმავალი გზები. მუნიციპალიტეტში ცხოვრობს 56000 მოქალაქე, შესაბამისად მნიშვნელოვანია აქ მცხოვრებლებსა და ამ გზებით მოსარგებლე მოქალაქეებს,  სატელევიზიო ეთერით მიეწოდოს ამინდის პროგნოზი ისევე, როგორც საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებს. ხაშურის პროგნოზი პერიოდულად იყო სატელევიზიო ეთერში. ამჟამად არცერთი ტელევიზია არ გვიჩვენებს. ამიტომ მოვითხოვთ ხაშურის ამინდის პროგნოზში მოხსენიება ტელევიზიებისთვის სავალდებულო იყოს.
gallery images

ხაშურის მუნიციპალიტეტშიც გვჭირდება წყალი!

ათწლეულებია ხაშურის ქუჩების დიდ ნაწილში ონკანის წყალი არ წამოსულა!ათწლეულებია ხაშურის მოსახლეობა იწამლება არტეზიული ჭის წყლებით.ათწლეულებია მოსახლეობის ნაწილი წყალს მეზობლებისგან ეზიდება (ვისაც ჭა არ აქვს).ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყაროს სადინარი არხები მოიშალა, წყლები აღარ აღწევს სოფლებამდე.ზუსტად 4 თვეა ხაშურში, ყაზბეგის ქუჩის კორპუსებში ონკანიდან წყალი არ წამოსულა (მანამდე განრიგით მოდიოდა)!მაშინ როცა 21-ე საუკუნის მეორე ათწლეული იწურება, ხაშური კი ქალაქის სტატუსითაა. მუნიციპალიტეტის მოსახლება 52 000-ზე მეტია, ხოლო ქალაქ ხაშურში 26 000-ზე მეტი მოსახლეა. მუნიციპალიტეტის დედაქალაქიდან სულ 114 კილომეტრის სავალზეა და ამ ცივილიზებულ სამყაროში ჩვენ წყალი არ გვაქვს!მოაწერეთ ხელი პეტიციას და მოითხოვეთ, რომ ხაშურში წყლის პრობლემა მოწესრიგდეს!
gallery images

ხაშურის მუნიციპალიტეტს დაერქვას ვალერისის მუნიციპალიტეტი

ხაშურის მუნიციპალიტეტის სამგზის მაჟორიტარი დეპუტატი და ერთგზის (მეოთხედ) პარლამენტის წევრი ვალერი გელაშვილის ღვაწლისა და დამსახურების გამო ხაშურის მუნიციპალიტეტის წინაშე, ხაშურის მუნიციპალიტეტს ეწოდოს ვალერისის მუნიციპალიტეტი.