პეტიციები

gallery images

შეწყდეს ოქროს ჩარდახის მიმდებარე სკვერში კაფე–ბარ

1. გაუქმდეს ქალაქ ქუთაისის მერიის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა და შეწყდეს იმერეთის მეფეთა რეზიდენციის, "ოქროს ჩარდახის" მიმდებარე სკვერში კაფე–ბარ "არგოს" მშენებლობა.2. გამოიძებნოს ფინანსური რესურსი სკვერის ფუნქციური დანიშნულების აღსადგენად და კეთილმოწყობის ღონისძიებების ჩასატარებლად. 
gallery images

აღსრულდეს კანონი იური ლუჟკოვის მიმართ!

საქართველოს კანონის "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" მეოთხე მუხლის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან; ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან.ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.აღნიშნული კანონით ასევე იკრძალება ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება ოკუპირებულ ტერიტორიაზე.მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი, რომელიც არაერთხელ არის დაფიქსირებული ჩვენი კანონმდებლობის დარღვევაში, საქართველოს დედაქალაქში იმყოფება, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის დაუყოვნებელი მოქმედების პირდაპირი საფუძველია.ვითხოვთ კანონით დადგენილი ღონისძიებების აღსრულებას იური ლუჟკოვის მიმართ!
gallery images

ფეხბურთში 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მატჩები გაიმართოს ქუთაისშიც!

2023 წლის 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს.საქართველოში თამაშები 3 ქალაქში: თბილისში(ორ სტადიონზე), ბათუმსა და ფოთში გაიმართება.ისევე, როგორც 2017 წელს, საფეხბურთო ტრადიციებით და სტატისტუკურად მაყურებელთა ყველაზე მაღალი ინტერესითა და რაოდენობით  გამორჩული ქუთაისი კვლავაც საფეხბურთო რუკის მიღმა რჩება."ევროპა ჩვენი სახლია" მოგიწოდებთ შემოუერთდეთ მოთხოვნას ქუთაისში მატჩების გამართვის შესახებ, რაც საფეხბურთო ზეიმთან ერთად ჩვენი ქალაქისთვის ეკონომიკური სარგებელის მომტანიც იქნება!,