პეტიციები

gallery images

ცხოველთა დამცველების მიმართვა

საქართველოს პრეზიდენტს, ბ-ნ გიორგი მარგველაშვილს.  [email protected]  საქართველოს პრემიერმინისტრს, ბ-ნ გიორგი კვირიკაშვილს  [email protected]საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბ-ნ ირაკლი კობახიძეს ([email protected]) ჩვენ, ქვემორეხელისმომწერნი, საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეები და ამომრჩევლები შეგახსენებთ, რომ საქართველომ აირჩია ევროინტეგრაციის კურსი, ხოლო ევროკავშირის კანონმდებლობის ფარგლებში ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრულია ის პრინციპები, რითაც უნდა იხელმძღვანელოს ევროპის სამეზობლოში ინტეგრირებულმა ქვეყანამ; რომ საქართველოში სულ უფრო მკვიდრდება ევროპული ღირებულებები, განუხრელად იზრდება ცხოველთა დამცველთა რიცხვი და იზრდება ინტერესი უსახლკარო ცხოველებისა და მათი უფლებების მიმართ. მიგვაჩნია, რომ:·         საქართველო უახლოეს ხანში უნდა მიუერთდეს ევროპის საბჭოს კონვენციას კომპანიონ ცხოველთა დაცვის შესახებ (EuropeanConventionfortheProtectionofPetAnimals).·         აუცილებელია, ქვეყანას გააჩნდეს ორგანული ჩარჩო კანონი, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს და დაიცავს კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის პრინციპებს და სტანდარტებს. მოგახსენებთ, რომ ამა წლის 09. 03. 2016 საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ” (N385). სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტმა გაიარა რამდენიმე საკომიტეტო მოსმენა,  არ გაუვლია ყველა აუცილებელი საპარლანენტო პროცედურა დასამტკიცებლად.საპარლამენტო კომიტეტების, ცხოველთა დაცვის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს შენიშვნები გათვალისწინებულია უკვე ჩასწორებულ ვარიანტში, რომელიც მზად არის მეორე მოსმენისთვის. გთხოვთ დააჩქაროთ პროცესი და განაახლოთ განხილვები.·         სასწრაფოდ გადასახედია ქ. თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული თბილისის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) და მათი პოპულაციების მართვის წესი (2015 წლის 6 აპრილი, N 7-28), რომლის აღსრულებაზე პასუხიმგებელია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ “ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო” (საკრებულოს დადგენილება, 2014 წლის 12 დეკემბერი, N17-56). ამ წესით თავიდანვე უხეშად ირღვეოდა საზოგადოების იმ ნაწილის უფლებები, ვინც ზრუნავს მიუსაფარ ცხოველებზე, ასევე მათი მზრუნველობის ქვეშ მყოფი ცხოველების უფლებებიც.. ხსენებული წესის მიღების შემდეგ, საკრებულომ წესში, სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით, შეიტანა რიგი ცვლილებები, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა სიტუაცია. აღსანიშნავია,რომ ცვლილებების მიღება მოხდა არასამთავრობო სექტორის და საზოგადოების აზრის გათვალისწინების გარეშე და გაუმჭვირვალედ, საზოგადოება არ ყოფილა ინფორმირებული წესში შესატანი ცვლილებების შესახებ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სახელმწიფოს მიერ ამ პრობლემების მოსაგვარებლად დახარჯული თანხები არაეფექტურად გამოიყენება და შედეგს არ იღებს, რის გამოც სიტუაციამ მიიღო საგანგაშო სახე.აქედან გამომდინარე კატეგორიულად მოვითხოვთ:1.      ხსენებული სტრუქტურის რეორგანიზაციას, კადრების გადახედვას და ამ საქმიანობისთვის შესაფერისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე კადრებით ჩანაცვლებას.  აუცილებელია სააგენტოში დასაქმებული თანამშრომლები ერკვეოდნენ ცხოველთა კეთილდღეობის ნორმებში. დაუშვებელია, ასეთი უწყება დაკომპლექტებული იყოს ამ სფეროში არაკვალიფიციური თანამშრომლებით, რომელთაც არ გააჩნია სათანადო ცოდნა და უნარები.2.      სსიპ- ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელობის გათავისუფლებას თანამდებობებიდან, ვინაიდან, ის ვერ უზრუნველყოფს სააგენტოს ეფექტურ და სწორ ფუნქციონირებას.3.      საკრებულოს მიერ მიღებულ,  ქ.  თბილისში მოქმედი წესისა და ცხოველთა მონიტორინგის  სააგენტოს დებულების (წესდების) ძირეულად შეცვლას, განხილვის პროცესში ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფას და მათი რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებას. 
gallery images

მოვითხოვთ შუმბა ლენდში ცხოველების ფორმის ურნების შეცვლას

ცხოველთა უფლებების მსოფლიო დეკლარაცია:·         მუხლი 2ყველაცხოველს აქვს უფლება,  მოეპყრან პატივისცემით;·         მუხლი 3არცერთ ცხოველს არ უნდა ეპყრობოდნენ ცუდად, მითუმეტეს სასტიკად;·         მუხლი 10საგანმანათლებლო სახელმწიფო ორგანოები ადრეული ასაკიდან უნდა უზრუნველყოფდნენ მოქალაქეთა მიერ ცხოველებზე დაკვირვების, მათი გაგების და მათდამი ჰუმანურად მოპყრობის ცოდნასა და უნარ-ჩვევებს. ვინაიდან დღეს ჩვენ ქვეყანაში სულ მეტად იკვეთება ცხოველთა მიმართ მომხმარებელი და სასტიკი და მოკიდებულება.იმის ფონზე, რომ სახელმწიფო არ იჩენს ინტერესს, ჰქონდეს სრულყოფილი კანონმდებლობა და გააჩნდეს საგანმანათლებლო სტრატეგია ახალგაზრდა თაობის ცხოველებისადმი ჰუმანური და ჰარმონიული დამოკიდებულების დასამკვიდრებლად, რაც იწვევს სისასტიკის და აგრესიის მატებას დაუცველი არსებების მიმართ, დაუშვებლად მიგვაჩნია ვაკის პარკში, “შუმბალენდ”-ის ტერიტორიაზე განთავსებული ცხოველების ფიგურების გამოყენება ნაგვისურნებად.ცხოველებისადმი სისასტიკე უშუალო კავშირშია ადამიანისადმი სისასტიკესთან და მისი პროფილაქტიკა საჭიროა ადრეული ასაკიდან. ბავშვი ცხოველებისადმი სიყვარულით უნდა იზრდებოდეს, ცხოველების ფორმის "საყვარელი" ურნები კი ვერჩაითვლება კარგ პედაგოგიურ იდეად. გაუგებარია, რატომ უნდა ჩატენო საყვარელ არსებას პირში ნაგავი, სიგარეტის ნამწვები და აშ. ამ გზით პატარა ბავშვი ეჩვევა ცხოველებთან უდიერად მოპყრობას და ასეთი ქცევის წაქეზება მიუღებელია ქალაქის მმართველობის მხრიდან.ასევე საყურადღებოა, რომ ბავშვებს სათამაშოდ და გასართობად მოსწონთ ეს ურნები, ისინი ეხუტებიან სიგარეტის ნამწვებითა და ნარჩენებით ამოვსებულ ცხოველების ფიგურებს, რაც არაჰიგიენურია.კატეგორიულად მოვითხოვთ არსებული ნაგვის ყუთების დემონტაჟს. ვფიქრობთ, რომ საზოგადოების საკეთილდღეოდ უმჯობესია, ჩაანაცვლოთ ისინი სხვა ფორმის კონტეინერებით, რომლებსაც არ ექნება უარყოფითი გავლენა ბავშვის ფსიქიკაზე. ცხოველთა უფლებების კომიტეტიცხოველთა დაცვის ორგანიზაცია „ჰუმანიმალი“პარტიზანული მებაღეობადემოკრატიული ინსტიტუტიააიპ. ფისომოყვარულთა კლუბიცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონიტი  
gallery images

აიკრძალოს და დაწესდეს რეგულაციები საახალწლო პიროტექნიკასა და სხვადასხვა ასაფეთქებლებზე

ხშირია შემთხვევები, ასაფეთქებლებით  ადამიანის სხეულის დაზიანებისა, ასევე გულით დაავადებული ადამიანების ჯანმრთელობის გაუარესების, ამას გარდა ეს არაჰუმანური "გასართობი" დამანგრეველად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე.მოვითხოვთ, აიკრძალოს და დაწესდეს რეგულაციები საახალწლო პიროტექნიკისა  და სხვადასხვა ასაფეთქებლების გაყიდვებზე, ასევე მათ უკანონოდ გამოყენებაზე დაწესდეს სანქციები.
gallery images

დაისაჯოს დამნაშავე, გამკაცრდეს კანონი

ა.წ. 14 ნოემბერს, სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია, გლდანში ნაწამები ლეკვის შესახებ, რამაც საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია. ჩვენ, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც გმობს სისასტიკეს, შესაბამისი ორგანოებისგან მოვითხოვთ უსწაფეს რეაგირებას და დამნაშავეს დასჯას კანონის ფარგლებში. ვინაიდან, სააქართველოში, ცხოველთა დაცვის კუთხით არსებობს მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი, რაც არ არის საკმარისი და არ ითვალისწინებს ადეკვატურ სასჯელს, ჩვენ ასევე მოვითხოვთ, გამკაცრდეს ცხოველთა სასტიკი მოპყრობასთან დაკავშირებული მუხლი და საქართველოს პარლამენტმა მიიღოს კანონი კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ.