პეტიციები

gallery images

გაუქმდეს ველო-ბილიკის ზოლი სანაპიროზე

თბილისის მერიას. ჩვენ, თბილისის მაცხოვრებლები, შეწუხებულები და შეძრწუნებულები ვართ იმ განახლებითი სამუშაოებით, რომელებიც თბილისის მერიამ ჩაატარა დედაქალაქში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. საუბარია ველო-ბილიკსა და სამანქანო გზის შევიწროებაზე. მოგეხსენებათ ამ ადგილას ძალიან იშვიათად გვხვდება როგორც ველოსიპედით, ასევე ფეხით მოსიარულე ადამიანი. ასევე სანაპიროზე სიჩქარის შეზღუდვა არის 70 კმ/სთ, ხოლო ველო-ბილიკი მიუყვება გზის ნაპირს, რომელსაც ესაზღვრება მდინარე მტკვარი, რაც საბოლოო ჯამში საკმაოდ სახიფათოა იმ საკმაოდ მცირე ადამიანის ჯგუფისათვის, რომელიც ამ ადგილას გადაადგილდება ველოსიპედით. ასევე ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ამ ადგილას ველო-ბილიკის არსებობა შემაწუხებელი და გამაღიზიანებელია, რადგანაც: ბილიკზე თითქმის არასდროს არ დადის ველოსიპედი ან ეკო-მეგობრული სკუტერი, ამის გამო მთელი დღის მანძილზე წამოქმნილია უზომოდ გრძელი საცობი და საგზაო პოლიცია არ აკონტროლებს ველო-ბილიკზე გადასულ მანქანებს. სანაპიროზე არსებული ტროტოარის ზომებიდან გამომდინარე თავისუფლად არის შესაძლებელი ველო-ბილიკის საფეხმავლო გზაზე გადატანა ისე, რომ ამით არც ეკო-მეგობრული ტრანსპორტის პატრონები, არც ფეხით და არც ავტომობილით მოსიარულე ადამიანები არ შევიწროვდებიან, არ შეყოვნდებიან და არ იქნება მათი გადაადგილება საფრთხის ქვეშ.