პეტიციები

gallery images

თავისუფლება მუსტაფა ემრე ჩაბუკს

მუსტაფა ემრე ჩაბუქი არის მოხალისე განათლების დარგში, რომელიც საქართველოში მოღვაწეობს უკვე 15 წელია. ამ ხნის განმავლობაში ის ასრულებდა სხვადასხვა მოვალეობებს საგანმანათლებლო კუთხით. ის ასევე იყო ინიციატორი მრავალი სოციალური და კულტურული პროგრამის,რომელიც ემსახურებოდა თურქეთ_საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებას. თურქეთის მთავრობამ ის ამოირჩია როგორც ბოლო მსხვეპლი იმ უსამართლო დევნისა, რომელიც დაიწყო გასულ წელს. თურქეთის მთავრობა ახდენს ზეწოლას საქართველოს მთავრობაზე, რათა მოხდეს მისი დაკავება და თურქეთში ექსტრადირება. ამ ზეწოლის გამო, საქართველოს მთავრობამ ის ტერორიზმის ბრალდებით დააკავა. თურქეთში უკვე 50 ათასზე მეტი უმაღლესი განათლების მქონე პირი იქნა დაპატიმრებული. მუსტაფა ემრე, ადამიანი რომელიც არ ავნებს მწერსაც კი, არის უდანაშაულო და ის უნდა გათავისუფლდეს დაუყონებლივ.
gallery images

მოვითხოვთ სახელმწიფომ იხსნას კონგოში, ტყვეობაში მყოფი ქართველო მფრინავი სოსო ოსურაული

პეტიციის ხელის მომწერნი, მოვითხოვთ რომ ჩაერიოს საქართველოს სახელმწიფო და იხსნას ტყვეობიდან, კონგოში ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მფრინავი. შეგახსნებთ, რომ ქართველი მფრინავი სოსო ოსურაული  ტყვეობაში 27 იანვარს ჩავარდა ხოლო ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია რომ ის ცოცხალია. ასევე გააზიარეთ რომ ბევრმა ხალხმა გაიგოს და მთავრობამდე მივიდეს ინფორმაცია
gallery images

არ გადაეცეს ტყე ეკლესიას, ტყე არის ხალხის

მოგეხსენებათ მთავრობამ წინა საარჩევნოდ ეკლესიას აჩუქა მის მიმდებარედ 20 -20 ჰექტარი ტყე  , ეს საკმაოდ დიდი ციფრია მთლიანობაში.  მათ ისედაც აქვთ საკმაოდ დიდი ტერიტორიები ეკლესიების გარშემო .გაუგებარია რა საჭიროება არის ეკლესიისთვის 20 ჰექრატის მიწების ჩუქრება, რა კავშირშია სულიერებასთან  ხალხის საკუთრებების ტყის ჩუქრება მღვდლებისთვის?   თუ არა საარჩევნოდ ეკლესიის მოსყიდვაპ.ს. საპატრიარქო ქართველის ხალხის მიერ ფინანსდება ყოველ წლიურად 25 მილიონი ლარით.ტყე შეუნახე შვილებას, მამა ხარ შენი ვალია
gallery images

მოხდეს საგანგებო მდგომარეობის დროს გამოწერილი ჯარიმების ჩამოწერა

არასამთავრობო ორგანიზაცია, ფლანგვის დეტექტორის მონაცემებით, 21 მარტიდან 22 მაისამდე - საგანგებო მდგომარეობის პერიოდში პოლიციამ სულ 22,590,000 ლარის ჯარიმები გამოწერა. ხალხმა დაკარგა სამსახური,  დაკარგა შემოსავლის წყარო და ამ დროს სახელმწიფო თხოვს 3000 ლარის გადახდას,  რაც გამოიწვევს ისედაც გაჭირვებული ხალხის უფრო გაღატაკებას, ამიტომ ვითხოვთ საგანგებო მდგომარეობის დროს დაჯარიმებული ხალხისთვის ჯარიმების ჩამოწერას.