პეტიციები

gallery images

მოვითხოვთ პასუხისგებაში მიეცეს გიგი უგულავა ახალი გზის დაპროექტების გამო!

მოვითხოვთ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა მიეცეს პასუხისგებაში ახალი ესტაკადის დაპროექტებისთვის რომელიც არანაირ უსაფრთხოების სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა და სტიქიის მაშტაბებიც ბევრად გაზარდა ეს არის მისი ჩქარ-ჩქარა აშენებული გზა არცერთი გამოცდილი ადამიანის პოზიცია მაშინ არ გაიზიარეს  და ამ გზის გამო უგულავა უნდა მიეცეს აუცილებლად პასუხისგებაში!
gallery images

აიკრძალოს თამბაქოს მიყიდვა არასრულწლოვნებზე! გამკაცრდეს რეგულაციები!

როდესაც მოვალ თაობაზე და მათთან დაკავშირებულ პრობლემებზე ვსაუბრობთ, ხშირად მხედველობის არეს მიღმა რჩება ისეთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა როგორიც თამბაქოა, სტატისტიკური მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის 37% მწეველია, რაც მეტად სავალალოა, თუმცა გაცილებით საგანგაშო მდგომარეობაა არასრულწლოვნებში, სტატისტიკურად ყოველი მეორე 13 წელს გადაცილებული მოზარდი თამბაქოს აქტიური მომხმარებელია, მიუხედავად იმისა, რომ 18 წელს მიუღწეველ პირებზე მისი გაყიდვა აკრძალულია დღემდე ერთეული მაღაზიების გარდა არასრულწლოვნისთვის თამბაქო ყველგან ხელმისაწვდომია, მარკეტებში, მცირე მაღაზიებსა თუ თამბაქოს გასაყიდ ჯიხურებსი, ამას არავინ აკონტროლებს რასაც ამ მძიმე სტატისტიკამდე მივყავართ, საქართველოში ყოველწლიურად გარდაცვლილთა 25% ანუ 11 000 ადამიანი თამბაქოს მოხნარებისფან გამოწვეული დაავადებებით იღუპება.. მოწევისგან იღუპება.. ადრეულ ასაკში თამბაქოს ხშირი მოხმარება კი დამანგრეველად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, დღეისთვის არსებული კანონი საქმეს თავს ვერ ართმევს, აკრძალვის მიუხედავად თამბაქო მოზარდებისთვის ხელმისაწვდომია, ამიტომ საჭიროა პირველ რიგში აღნიშნულის მეტი კონტროლი, რომ ვერავინ შეძლოს კანონის დარღვევა, მკაცრად უნდა გაკონტროლდეს თითოეული ობიექტი სადაც თამბაქოს შეძენაა შესაძლებელი, რეგულაციები უნდა გამკაცრდეს და კანონდამრღვევი უმკაცრესად დაისაჯოს, აქ საუბარია თუნდაც შედარებით მაღალ ჯარიმებზე, რომელიც ხელმეორედ ჩადენის შემთხვევაში კიდევ უფრო გაიზრდება, რეგულაციები მეტად უნდა გამკაცრდეს, დღესდღეისობით არსებული რეგულაციები არასაკმარისია, ქმედითი ზომეია მისაღები, რომელიც ხელისუფლებამ უნდა მიიღოს, უმთავრესი კი ისევ გავიმეორებ არის კონტროლი, უნდა გაკონტროლდეს და უსწრაესად დაისაჯოს თითოეული კანონდამრღვევი, უნდა აიკრძალოს სიგარეტის ღერებით გაყიდვა, რაც ხელს უწყობს მის გავრცელებას არასრულწლოვნებზეც, რუსთაველზე არაერთი მაგალითია როგორ ყიდულობს ღერობით სიგარეტს მოზარდი, ასევე უნდა აიკრძალოს თამბაქოს მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, რადგან ხშირად ასეთ დროს მოზარდები, ზოგჯერ კი მცირეწლოვანი ბავშვები ხდებიან პასიური მოწევის მსხვერპლი, ეს სათანადოდ უნდა დარეგულირდეს, ზოგადად კი მსგავსი გადაწყვეტილება აუცილებლად მისაღებია, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა უნდა აიკრძალოს, მაგ. ავტობუსის გაჩერებებზე სადაც ზრდასრული ადამიანები ბავშვების თანდასწრებით ეწევიან, აუცილებლად უნდა მიიღოს მკაცრი რეგულაციები ხელისუფლებად და იმედს ვიტოვებ ეს ასეც იქნება, სხვა შემთხვევაში ამ სავალალო სტატისტიკას წინ ვერ აღვუდგებით, გაუფრთხილდით მომავალ თაობას ძვირფასო ხელისუფლებავ!!!
gallery images

დაუყოვნებლივ მოხდეს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია!

დეკრიმინალიზაცია ლეგალიზაცია არ არის, თუ ადამიანურ ენაზე ავხსნით ბოლო დროის ყველაზე გახმაურებულ ტერმინს დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში ნებისმიერი ნარკოტიკის მოხმარებისთვის ციხეში არავინ წავა, ანუ მომხმარებელი კრიმინალი რა იქნება, ქვეყანაში წლების განმავლობაში არსებული არაჰუმანური ნარკოპოლიტიკის გამო ბევრი ადამიანი უსამართლოდ დაისაჯა, და მეტიც არაჰუმანურ სისტემას რამდენიმე სიცოცხლეც შეეწირა, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და რეზონანსული იყო ლევან აბზიანიძის საქმე, ქუთაისელი მძღოლის რომელიც ნარკოტესტირებისას გარდაიცვალა,გარდა ამისა არსებული მკაცრი ნარკოპოლიტიკის პირობებში, რომელიც ძალაში 2006 წლიდან შევიდა საქართველოში ნარკომომხმრებელთა რიცხვი თითქმის 15%-ით გაიზარდა, ანუ აქედანაც ვხედავთ რომ მსგავსი სისტემა ნარკოტიკების მომხმარებელთა შემცირების ნაცვლად მათ ზრდას უწყობს ხელს, გარდა ამისა ბოლო 7 წლის განმავლობაში სულ ნარკოტესტირება 327 276 ადამიანს ჩაუტარდა, აქედან ნარკოტიკის კალს მხოლოდ 35%-ში მიაკვლიეს,რაც შეეხება დანარჩენ 65%-ს მათ ტყუილად იძულებით მოუხდათ შემოწმების ჩატარება, სადაც გარდა დაკარგული დროისა ზეწოლის გადატანაც მოუხდათ, ხვალ მათ ადგილზე ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს სანამ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია არ მოხდება, გარდა ამისა უაზრო ნარკოტესტირებებში სახელმწიფომ ფუჭად 11 მილიონი ლარი დახარჯა, გარდა ამისა დღესდღეობით საქართველოს კანონმდებლობა ძალიან მკაცრად უსწორდება მარიხუანას მომხმარებლებს, მისი საკუთარი მოხმარების მიზნით შენახვის გამო უფრო დიდი სასჯელია, ვიდრე გაუპატიურებაზე, ყაჩაღობაზე, შეიარაღებული ფორმირების შექმნაზე, ქურდობაზე და ა.შ. ამიტომ მე ვემხრობი დეკრიმინალიზაციას!!! იმედი მაქვს ხელისუფლება სათანადო გადაწყვეტილებას მიიღებს, მე ამაში დარწმუნებული ვარ!!!