პეტიციები

gallery images

ოჯახის წევრის გარდაცვალება და ბავშვის დაბადება აღარ გახდეს საარსებო შემწეობის შეჩერების მიზეზი

არ შეიძლება, ადამიანის გარდაცვალება ან ბავშვის დაბადება, გახდეს სოციალური დახმარების შეჩერების მიზეზი. ამჟამად არსებული მახინჯი სისტემით ოჯახს, სოციალური დამხარება პრაქტიკულად 3-4 თვით უჩერდება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის რომელიმე წევრი გარდაიცვალა ან ოჯახში ბავშვი დაიბადა. ეს არის სრული უპასუხისმგებლობა და ადამიანების აბუჩად აგდება. ეს ოჯახები მომდევნო 3-4 თვის განმავლობაში ვეღარ იღებენ საარსებო შემწეობას და იძულებულნი არიან აიღონ ვალები/სესხები...ეს პატარა გოგო სალომე მამუდოვია, მას საარსებო შემწეობა 4 თვით შეუჩერდა სწორედ იმის გამო რომ დედა გარდაეცვალა. ბოლო 16 თვის განმავლობაში 11075 ადამიანს შეუჩერდა საარსებო შემწეობა ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო.  მივმართავთ ჯანდაცვის მინისტრს, გაითვალისწინოს უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების მდგომარეობა, მიიღოს შესაბამისი ზომები და გამოასწოროს სისტემაში არსებული ხარვეზი. 
gallery images

მოსკოვის გამზირს გადაერქვას სახელად საქართველოს გამზირი

თბილისში ისნისა და სამგორის რაიონების ტერიტორიაზე დღემდე მოსკოვის გამზირი ჰქვია გამზირს, რომელიც იწყება სამგორის მეტროდან და გრძელდება მეხუთე საავადმყოფომდე.ვფიქრობთ მოსკოვის გამზირს უნდა გადაერქვას სახელი და დაერქვას საქართველოს გამზირი.ეს იქნება მნიშვნელოვანი გზავნილი და ვფიქრობთ ბევრი ახსნა არაა საჭირო რატომ უნდა გადაერქვას სახელი მოსკოვის გამზირს. აღსანიშნავია რომ ,,სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს" გეგმით სახელის გადარქმევა მხოლოდ სახელის ცვლილებას არ ნიშნავს. ეს გამზირი გახდება საქართველოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი. საქართველოს გამზირის კონცეპტუალური განვითარება ხელს შეუწყობს ამ გამზირზე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.ამჟამად მოსკოვის გამზირი დაახლოებით ოთხი კილომეტრის მანძილზე გრძელდება. აქედან ორ კილომეტრზე მეტ მანძილზე სატრანსპორტო გზის შუაში განთავსებულია მარადმწვანე ხეების ხეივანი. აღნიშნული ბუნებრივი პირობა კიდევ უფრო გაამარტივებს ამ გამზირის ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად გადაქცევას. მოპირკეთდება სკვერები და მოეწყობა ახალი დასასვენებელი წერტილები.გაკეთდება შემეცნებითი მუზეუმები, სადაც საქართველოს ისტორიდან მნიშვნელოვანი პერიოდები და ფაქტები იქნება გაცოცხლებული. საქართველოს გამზირი მიიზიდავს, როგორც ტურისტებს, ასევე თბილისში და ზოგადად საქართველოში მაცხოვრებლებს.გაიხსნება ახალი გასართობი ცენტრები და კვების ობიექტები.ამ გამზირზე იქნება ყველაზე გრძელი საფეხმავლო ბილიკი.აღნიშნული გამზირი შეიძლება გახდეს რამდენიმე უბნის მაცხოვრებლების საყვარელი ადგილი სახლთან ახლოს. კერძოდ ეს გამზირი არის ერთგვარი კვანძი აფრიკის დასახლების, კაიროს დასახლების, ე.წ ,,ზეემკის“ დასახლების, 31-ე ქარხნის დასახლების, ორხევის, აეროპორტის დასახლების, ნავთლუღის, ლილოსა და ვარკეთილისთვის.აქვე აღვნიშნავთ, რომ სახელის გადარქმევის დროს, იქ მცხოვრებ მოქალაქეებს ვისაც ახალი პირადობა აქვს, ავტომატურად დაურედაქტირდება მისამართი. ხოლო ვისაც ძველი პირადობის მოწმობა აქვს, ის პირადობის მოწმობები ჩვეულებრივ იქნება ძალაში.თუ ეთანხმებით მოაწერეთ ხელი პეტიციას.თუ გაქვთ საინტერესო მოსაზრებები და იდეები აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით, გთხოვთ მოგვწერეთ teonachalidze@gmail.com ან დაგვირეკეთ 591051601
gallery images

ბაღების აღსაზრდელების კვების მენიუს შეცვლა (არჩევანის საშუალება ბავშვებს)

ბაგა-ბაღების აღსაზრდელების კვების მენიუში 2018 წელს განხორციელებულმა ცვლილებებმა გამოიწვია მშობელთა და ბაღების აღმზრდელთა ნაწილის შეშფოთება. ამას დაემატა ისიც, რომ კვების პროდუქტების მომმარაგებელი კომპანია რიგ შემთხვევებში ვერ ასწრებს დროულ მომარაგებას, რაც იწვევს დამატებით პრობლემებს. თუ ერთ აღსაზრდელზე აქამდე განსაზღვრული იყო 1581 კ/კალორია, ახლა განსაზღვრულია 1292 კ/კალორიით. რამაც გამოიწვია მენიუში ისეთი ცვლილებები, რომ აღსაზრდელების ნაწილი დღის განმავლობაში სრულფასოვნად ვეღარ იკვებება.ჩვენი თხოვნაა კვების მენიუში გათვალისწინებული იქნეს ბავშვებისთვის არჩევანის მიცემის საშუალება, როგორც იყო აქამდე წლების განმავლობაში. მაგალითად საუზმეზე მხოლოდ რომელიმე ფაფა კიარ იყოს ჩასმული, არამედ კარაქიანი პური და ჩაი, ან ორცხობილა და ჩაიც დაემატოს ისევ ისე, როგორც აქამდე იყო.2017 წლის და 2018 წლის მენიუს დეტალური განხილვა და შედარება პეტიციის აღწერილობით ნაწილში ვფიქრობთ აღარ არის საჭირო. სურვილის შემთხვევაში მზად ვართ მშობელთა მონიტორინგის ჯგუფის შესაქმნელად, რომელიც აქტიურად ითანამშრომლებს ბაღებში არსებული პრობელემების გამოსწორებისთვის.პატივისცემით,,,სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს" სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძედამატებითი კითხვებისთვის 591051601 
gallery images

109-ე ბაგა-ბაღის შენობის განმეორებითი ექსპერტიზა და სხვა საკითხების შესწავლა

მთავარია ბავშვების უსაფრთხოება და ბავშვების ინტერესებისწორედ ამიტომ მოვითხოვთ ჩატარდეს 109-ე  ბაგა-ბაღის შენობის ორივე ფრიგელის განმეორებითი ექსპერტიზა.ასევე გასაჯაროვდეს იმ ბაგა-ბაღების ექსპერტიზის დასკვნები სადაც იგეგმება 109-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელების გადანაწილება. ამ ბაღში 750 ბავშვი და 107 თანამშრომელია, რომელთა ბედი გაურკვეველია.ასევე ვითხოვთ პასუხს! რადგან  ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2018 წლის 16 მარტს  გაუგზავნა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საინჟინრო დასკვნა ნომერი  #001616818, რატომ გახდა ეს დასკვნა საჯარო მხოლოდ 2018 წლის 17 აპრილს?! ერთი თვის განმავლობაში რას აკეთებდა ბაღების მართვის სააგენტო?აქვე აღსანიშნავია რომ 2015 წლის 14 დეკემბერს  გაიხსნა 109-ე ბაგა-ბაღის დახურული ფრიგელი, მას შემდეგ რაც თბილისის ბაღების მართვის სააგენტომ მოახდინა ამ ბაღის დახურული ფრიგელის აღდგენა რეკონსტრუქცია, რაც თბილის მერიის ბიუჯეტიდან 325 000 ლარი დაჯდა. საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, ისნის რაიონის გამგებელი ვახტანგ ქიზიყურაშვილი, საკრებულოს ისნის მაჟორიტარი დეპუტატი და სხვა პირები.ანუ რასთან გვაქვს საქმე? 2015 წელს გაარემონტეს, ისე რომ შენობა თურმე ავარიული იყო თუ ორ წელიწადში გახდა ავარიული? ამ პერიოდში საბედნიეროდ მიწისძვრა არ ყოფილა მაშ რამ გამოიწვია შენობის სეისმომდგრადობის დაქვეითება?დასკვნაში ვკითხულობთ რომ შენობის ოთახების დათვალიერების დროს შენობის ზედა სართულებში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოები ქმნის შთაბეჭდილებას რომ თითქოს შენობას დაზიანებები არ გააჩნია. გამოდის რომ თბილისის მერიამ ფასადურად შეალამაზა იქაურობა, გაფლანგა 325 000 ლარი და რაც ყველაზე მთავარია ამ ხნის განმავლობაში საფრთხეში იყვნენ ბავშვები?აუცილებლად უნდა აგონ პასუხი ამ საქმესთან დაკავშირებით შესაბამისმა პირებმა. ამიტომ უნდა ჩატარდეს 109-ე ბაგა-ბაღთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა საკრებულოს სარევიზიო კომისის მიერ და თბილისის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ.დაუკავშირდით პეტიციის ავტორს შეკითხვების შემთხვევაში 591051601
gallery images

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ,,დირსის" საცხოვრებელ კომპლექსამდე

მოგეხსენებათ ,,დირსის" საცხოვრებელ კომპლექსამდე არცერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს. მოსახლეობა ითხოვს, რომ დაინიშნოს ახალი ხაზი ან არსებული ხაზების ტრაექტორია შეიცვალოს და დირსის საცხოვრებელი კომპლექსიც დაემატოს სამარშრუტო თუ ავტობუსის ხაზებს, რომლებიც გაბრიელ სალოსის გამზირით მოძრაობენ. ასევე მოგეხსენებათ,რომ 109-ე ბაღი გადავიდა  დირსის საცხოვრებელ კომპლექსში. შესაბამისად ყოველდღე 750 ბავშვს, მათ მშობლებს და ბაღის 100-ზე მეტ თანამშრომელს ისედაც დაუგრძელდა გზა. ტრანსპორტის არარსებობა კი  დამატებით პრობლემას უქმნის მათ. გთხოვთ გაითვალისწინოთ ზემოთ აღნიშნული საკითხები და მიიღოთ შესაბამისი ზომები, რათა ,,დირსის" საცხოვრებელ კომპლექსამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მისვლა შესაძლებელი გახდეს ისე რომ ადგილობრივებს არ გაუორმაგდეთ ტრანსპორტის ხარჯი. კითხვებისა და მოსაზრებებისთვის დარეკეთ 591051601პატივისცემით, თეონა ჭალიძე
gallery images

ემიგრანტები ვუერთდებით თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების მოთხოვნას

ემიგრანტები ვუერთდებით თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების მოთხოვნას შეიქმნას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე, რათა ყველამ გაიგოს სიმართლე!ემიგრანტები ვუერთდებით მალხაზ მაჩალიკაშვილის და მედიკო მარგოშვილის ხელმოწერების შეგროვების კამპანიას.
gallery images

საარსებო შემწეობა აღუდგეს სოციალურად დაუცველ ოჯახებს

ქვეყანაში შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან გამომდინარე მოვითხოვთ საარსებო შემწეობის ჩარიცხვა აღუდგეს ყველა იმ ოჯახს, რომლებსაც შეუჩერდათ აღნიშნული სოციალური დახმარება. ეს არის აუცილებელი, რადგან ამ ადამიანებს სხვა არანაირი შემოსავალი არ გააჩნიათ. ისინი არსებობდნენ სწორედ სახელმწიფოს დახმარებით - საარსებო შემწეობით, რომელიც 30 ლარიდან 60 ლარამდე მერყეობს და ამ დახმარების გარეშე ადამიანები რჩებიან სრულიად უმწეო მდგომარეობაში. მითუმეტეს არანაირი გამართლება არ აქვს იმას, რომ მარტის თვეში კიდევ დამატებით შეუჩერდა დახმარება ათასობით ადამიანს ბიუროკრატიული პროცედურების (გეგმიური გადამოწმება და სხვა) გამო. ნუ გავწირავთ ადამიანებს შიმშილისთვის!მოაწერეთ ხელი პეტიციას! გისურვებთ ჯანმრთელობას.დამატებითი კითხვებისთვის 591051601 (თეონა ჭალიძე)