პეტიციები

gallery images

გაათავისუფლეთ ""ბირჟა მაფიის" წევრები!

მოგეხსენებათ, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს, რაც პირდაპირ კავშირშია სიტყვის გამოხატვის თავისუფლებასთან. ამ უწყინარი ვიდეო კლიპით, "ბირჟა მაფიის" წევრებმა თავიანთი სათქმელი თქვეს.  მიგვაჩნია, რომ ქმედება, რომელიც განხორციელდა მათ წინააღმდეგ და სასჯელი, რომელიც მათ ემუქრებათ (თავისუფლების 20 წლამდე ან სამუდამო აღკვეთა) უსამართლო და შეუსაბამოა, ყოველგვარ აზრსა და ლოგიკასაა მოკლებული. გარდა ამისა სხვა საკითხია ის, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. ვითხოვთ დეტალურ გამოძიებას, რადგან მიგვაჩნია, რომ აღნიშნული რაოდენობის "მდმა" არც კი ეკუთვნოდათ მიშკა მგალობლიშვილსა და გიორგი ქებურიას.   გთხოვთ გაითვალისწინოთ ზემოთ აღნიშნული, გაეცნოთ საქმის დეტალებს და გაათავისუფლოთ "ბირჟა მაფიის" წევრები.
gallery images

მოვითხოვთ თათია დოლიძის მიმართ განხორციელებულ შეურაცხყოფაზე სათანადო რეაგირებას

მოგეხსენებათ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ჩვენს ქვეყანაში, კერძოთ "ქართველთა მარშის" მსვლელობა, მათი მოთხოვნები და დამოკიდებულებები სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელთა მიმართ. ამ ყოველივეზე, მრავალი აზრი დაფიქსირდა ამ მოკლე პერიოდში, მათ შორის დიდი პოპულარულობა მოიპოვა და გავრცელდა თათია დოლიძის ფეისბუქ პოსტი, სადაც აღნიშნავდა ამგვარი ღონისძიებების შესაძლო სავალალო შედეგებს ქვეყნის განვითარების გზაზე. იხილეთ ბმული: https://www.facebook.com/tatia.cornelia.doldorf/posts/10207752435048322?pnref=storyყოველივე ამას, საშინელი რეაგირება მოჰყვა, მათ შორის იყო პირადი შეურაცხყოფისა და მუქარის საშინელი ფაქტები. ჩვენ ვთვლით, რომ ამგვარი საქციელი უნდა ისჯებოდეს კანონით და მორალური შეურაცხყოფისთვის მან კომპენსაცია უნდა მიიღოს.ჩვენ ვთვლით, რომ უნდა მოხდეს სურათზე აღნიშნული პირების იდენტიფიცირებია და ამის შემდგომ მათ სათანადო პასუხისმგებლობა დაეკისროთ.გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ თათიას მიმართ წამოსულ აგრესიას, მოახდინეთ სურათზე მითითებულ პირთა იდენტიფიცირება, დაადგინეთ აუთენტურობა და მიიღეთ შესაბამისი ზომები, რომ ბულინგის მსგავსი ფაქტები შემცირდეს კონკრეტული პირებისა თუ ჯგუფების მიმართ.დიდი მალდობა.