პეტიციები

gallery images

რონალდინიომ საქართველოში ითამაშოს!

ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, რონალდინიომ განაცხადა, რომ ფეხბურთში დაბრუნება სურს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გუნდი მას სრულ თავისუფლებას მიანიჭებს და ვარჯიშს არ მოთხოვს. მოვუწოდებთ ქართულ გუნდებს და ფედერაციას, რონალდინიოსთან მოლაპარაკება წამოიწყონ მაინც...
gallery images

კატალონიის "ბარსელონას" ეროვნულ ლიგაში თამაში შევთავაზოთ !

კატალონიაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, "ბარსელონას" ხელმძღვანელობა საფეხბურთო ლიგის შეცვლაზე ფიქრობს. დასახელდა სხვადასხვა ვარიანტი. თუნდაც ჩვენი, ქართული ეროვნული ლიგის პოპულარიზების გამო, ფეხბურთის ფედერაციამ უნდა შესთავაზოს "ბარსელონას" საქართველოში თამაში. რა თქმა უნდა, ასეთ შეთავაზებას "ბარსა" არც განიხილავს, თუმცა ამ წინადადებით დაინტერესდებიან მსოფლიო პრესის ჟურნალისტები და 1 დღით მაინც, ეროვნულ ლიგა ყურადღების ქვეშ მოექცევა. ჟურნალისტები დაინტერესდებიან ამ ლიგით, მოიძიებენ ინფორმაციას და უფრო მეტ ხალხს ეცოდინება ჩვენ შესახებ. აშკარაა, რომ ეროვნულ ლიგა გამორჩეული ლეგიონერების გარეშე დიდი ინტერესს ვერ გამოიწვევს და აბსოლუტურად ყველა შანსი უნდა გამოვიყენოთ ამისთვის.
gallery images

ემანუელ ებუე თბილისის

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელი, ემანუელ ებუე ბოლო დროს დიდ ფინანსურ კრიზისშია და Fifa-ს სასჯელის მიხედვით, 1 წელი ფეხბურთს პროფესიონალურ დონეზე ვეღარ ითამაშებს. სამაგალითო საქციელი იქნება თბილისის "დინამოსგან", საქართველოს ნაკრებისგან ან სხვა ქართული კლუბიდან, ებუესთვის შეეთავაზებინათ საინტერესო წინადადება და ამ ფეხბურთელის გამოცდილება დღესაც ნებისმიერ გუნდს დიდად წაადგებოდა. გარდა ამისა, ეს შემთხვევა საყოველთაო აღიარებას და მოწონებას დაიმსახურებდა მსოფლიო ფეხბურთში და საქართველოს ჩემპიონატის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობდა.