პეტიციები

gallery images

მთიანი რეგიონების განვითარებისთვის

კაცობრიობის ისტორიაში უკვე 200 ათას ეთნოსზე მეტია გამქრალი, დღეს კი შემორჩენილია 6000-ზე მეტი. 21-ე საუკუნის ბოლოს კიდევ 3500 მათგანი შეუერთდება გამქრალთა რიგებს. საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 50 000 კაცით მეტი კვდება, ვიდრე იბადება. მოსახლეობა - უმეტესად კი ახალგაზრდობა გადის უცხოეთში და სამუდამოდ ტოვებს ქვეყანას. ეს კატასტროფაა! გაერომ ქართველი მომაკვდავი ეთნოსების, ხოლო ქართული ენა - მომაკვდავი ენების სიაში შეიყვანა. დარწმუნებული ვარ, ეს გააკეთეს კარგი გამომთვლელი სისტემებით (დახვეწილი უახლესი ტექნიკით) აღჭურვილმა უმაღლესმა სპეციალისტებმა. მათი გამოთვლებით სულ რაღაც 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა დაიკლებს 28%-ით. ხოლო, ამავე გამოთვლებით, ეთნიკური ქართველები ზუსტად განახევრდება - დაიკლებს 50%-ით.ეთნოსის გადარჩენის და პრეზერვაციის საუკეთესო საშუალებაა მთა.თუ გვინდა გადარჩენა, უნდა შევავსოთ და განვავითაროთ საქართველოს მთა ქართული მრალავალშვილიანი მოსახლეობით. როგორ შეგვიძლია შევინარჩუნოთ ხალხი ისტორიულ თუშეთში, ხევში, ფშავში, ხევსურეთში, რაჭაში, სვანეთში? საჭიროა ამ რეგიონების განვითარებისთვის, იქ კერძო ბიზნეს პროექტების დაფინანსებისთვის და ინფრასტრუქტურის სრულად გამართვისთვის სახელმწიფომ მოიძიოს თანხები და ბიუჯეტიდან მეტი ფული გამოიყოს. ცხადია, ეს თანხა ვერ მოაკლდება ისეთ სფეროებს, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, სამხედრო სფერო და ა.შ. მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ მთავრობის მიერ უამრავი მიმართულებით იხარჯება შეუფერებლად დიდი თანხები. ერთ - ერთი მათგანია საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოველწლიური დაფინანსება 50 მილიონი ლარის ოდენობით, თუმცა არხს მაღალი რეიტინგიც არ აქვს.გაუგებარია, თუ როგორ შეიძლება ჩვენს მდგომარებაში მყოფი ერი ასე გაუაზრებლად ხარჯავდეს ამხელა თანხებს. ამიტომ, გვინდა მივმართოთ ქართველ ხალხსა და საქართველოს ხელისუფლებას - ვინც იაზრებთ მდგომარეობის სირთულეს და ქართული მთის რეგიონების განვითარების, იქ ახალგაზრდობის დარჩენის და მათთვის კერძო ბიზნესის აწყობასა და წარმოებაში ხელშეწყობის, გაზიფიკაციის, გზების დაგების და ინტერნეტიზაციის აუცილებლობას, რომ არ დაიცალოს ქართული მთა და არ მოხდეს ქართული ეთნოსის განადგურების საფრთხის წინაშე დაყენება, მოაწერეთ ხელი ამ პეტიციას, რათა შეუწყდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება საზოგადოებრივ მაუწყებელს, გადაიქცეს ის ჩვეულებრივ ტელევიზიად, გამოთავისუფლებულ ოქნას ის 50 მილიონი ლარი და მოხმარდეს საქართველოს მთის განვითარებისთვის საჭირო პროექტების განხორციელებას. (ასეთმა მოთხოვნამ უკვე არაერთხელ გაიჟღერა სხვა და სხვა სოც. სივრცეში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პროექტი "გააგრძელე საქართველოს ისტორია" დაიხურა.) 
gallery images

შეიცვალოს ქართული ენის კანონი

საქართველოში არაქართულად წარმოდგენილი წინასაარჩევნო პლაკატების ფოტოების გამოქვეყნებასთან ერთად, ჩვენ დავდეთ პირობა, რომ იმ დღიდანვე მოვკიდებდით ხელს მსგავსი ფაქტების აღკვეთას. მსგავსი გამოვლინებების წინააღმდეგ სირბილი ვერაფერს შეცვლის, ხოლო ამ საკითხით სპეკულირება ერის მოტყუებაა.საქართველოს სახელმწიფო ენის შესახებ კანონის VII თავის მიხედვით: „საჯარო ინფორმირებისათვის განკუთვნილი განცხადების, შეტყობინების, სასათაურო წარწერის, პლაკატის, აბრის, აფიშის, რეკლამის, სხვა ვიზუალური ინფორმაციის ტექსტი სახელმწიფო ენაზე სრულდება. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაცია შეიძლება მიეთითოს არასახელმწიფო ენაზეც, ხოლო იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ – აგრეთვე ამ ეროვნული უმცირესობის ენაზე.“(მუხ. 24). „ საჯარო ინფორმირებისათვის განკუთვნილი წარწერის სახელმწიფო ენაზე წარმოდგენა სავალდებულოა.“ (მუხ. 25) - რაც ნათლად მიგვანიშნებს, რომ თუ ინფორმაცია არ არის საჯარო, ანუ მაგ: განკუთვნილია კონკრეტული საზოგადოებისათვის, მათ აქვთ უფლება შეადგინონ ნებისმიერი წარწერა მხოლოდ თავისთვის და მეტიც: ასეთი ინფორმაცია "საჭიროების" სტატუსითაც კი სარგებლობს. ამგვარი განსაზღვრება, ცხადია, ნებისმიერ ქართულენოვან მოქალაქეს გაურკვევლობაში აგდებს და უჭრის გზას იცოდეს, თუ რა ხდება მის ქვეყანაში, მის სამშობლოში, მის ქალაქში. სწორედ ამიტომ, "კავკასმა" მოამზადა პეტიცია:ჩვენ მოვითხოვთ საქართველოს ენის კანონის მერვე თავის ოცდამეოთხე მუხლში შევიდეს ცვლილება: ნებისმიერი განცხადების, შეტყობინების, სასათაურო წარწერის, პლაკატის, აბრის, აფიშის, რეკლამის თუ სხვა ვიზუალური ინფორმაციის ტექსტი შესრულდეს ორ (მოთხოვნად და ქართულ) ენაზე, ხოლო 25/ 1 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: "ნებისმიერი სახის საჯარო ინფორმირებისათვის განკუთვნილი წარწერის სახელმწიფო ენაზე წარმოდგენა სავალდებულოა, გამონაკლის შემთხვევებში კი ორ (მოთხოვნად და სახელმწიფო) ენაზე."ხელმოწერაზე დანახარჯი სულ რაღაც 30 წამით, თქვენ აწერთ ხელს იმაზე, რომ გსურთ იცოდეთ ის, რასაც ჩვეულებრივ უცხო სიტყვებით გვიმალავენ.