პეტიციები

gallery images

აღდგეს სამტრედიის ბალნეოლოგიური კურორტის ფუნქციონირება

სამტრედიაში არსებული თერმო–მინერალური წყალი გამოყენებული იქნას სამკურნალო გამაჯანსაღებელი მიზნებისთვისპეტიციის მოგების შემთხვევაში : ქალაქ სამტრედიას, რომლის ერთ–ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტს თერმულ–მინერალური წყლები წარმოადგენს, აღუდგება სტატუსი და გახდება ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილი. სამტრედიელებს და ჩამოსულ სტუმრებს შეეძლება ბუნებრივი რესურსის გამოყენება გამაჯანსაღებელი მიზნებით, ხოლო ქალაქი შეიძენს ახალ დატვირთვას.სამტრედიის ჰიპერთერმული მინერალური წყლის საბადო შემთხვევით აღმოაჩინეს გეოლოგებმა, რომლებმაც აქ ნავთობის არსებობა ივარაუდეს. ბურღვისას 1450 მ სიღრმიდან მოულოდნელად თერმულმა გოგირდიანმა წყალმა ამოხეთქა. წყლები გამოიკვლიეს, სამკურნალო ჩვენებები დაადგინეს და კურორტის აშენებაც გადაწყდა.  1970 წლიდან ბალნეოლოგიური კურორტი სრული დატვირთვით ფუნქციონირებდა, მაგრამ 1991 წლის ოქტომბერში პანსიონატის მთავარ შენობას ხანძარი გაუჩნდა და განადგურდა. მდგომარეობა დღეისათვის : დღეისათვის თერმულ–მინერალური წყლით სარგებლობს შპს "იმერეთი გრინერი", თუმცა წყლის ჭარბი რაოდენობა ინტენსიურად და სისტემატიურად იღვრება ჭაბურღილის სიახლოვეს. ეს მეტყველებს მნიშვნელოვანი რესურსის არსებობაზე, რომელიც კურორტის აღდგენისთვის აბსოლუტურად საკმარისია.მკურნალობის სახეობა: მინერალური წყლის აბაზანებისამკურნალო ჩვენებები: საყრდენ-მამოძრავებელი, გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი და პერიფერიული ნერვული სისტემების, ასევე კანისა და გინეკოლოგიური პროფილის დაავადებები