პეტიციები

gallery images

ჩადუნელების მიმართვა უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს - ილია მეორეს

 გვაკურთხენ, უწმინდესო და უნეტარესო მეუფეო!.. ჩვენი გვარის მაკურთხეველსა და სულიერ მამას, მწყემსსა კეთილს, მოგმართავთ მოწიწებით: თქვენო უწმინდესობავ, მადლიერნი ვართ ღმრთისა იმ დიდი წყალობისათვის, რომელიც თქვენი სახით მოუვლინა ჩვენ გვარს და სრულიად საქართველოს!   მადლიერნი ვართ პირადად თქვენი, რადგან თქვენი პატრიარქობის დროს აღსრულებულ უამრავ სულიერ-მამულიშვილურ საქმესთან ერთად, ჩვენი გვარის და ასეულობით სხვა გვარის ერთიანობის მტკიცე საფუძვლი დაიდო თქვენი ლოცვა-კურთხევით.   ყოვლადწმიდა სამება ღმერთს, დედა ღმრთისმშობელს და სრულიად წმინდანთა დასს შევავედრებთ თქვენს ჯანმრთელობას, სულიერ და სხეულებრივ სიძლიერეს!