პეტიციები

gallery images

ცივი იარაღი არ უნდა იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი

დღეს, მხოლოდ თბილისში, 50-მდე მაღაზიაა, რომლებშიც ცივი იარაღი, მათ შორის დანა, კასტეტი, ელექტრო შოკი, ხელკეტი და სხვა თავისუფლად იყიდება. გაყიდვის ობიექტების დიდი ნაწილი სკოლებთან ახლოს მდებარეობს. კანონით არასწრულწლოვანისთვის ცივი იარაღის მიყიდვა აკრძალულია, თუმცა, კანონი არ სრულდება. მხოლოდ ბოლო 3 წლის განმავლობაში, თბილისის სკოლებიდან  540 ბასრი საგანია ამოღებული. თბილისის მასშტაბით, დღის განმავლობაში, ქუჩაში 300-მდე დანა და სხვა ცივი იარაღი იყიდება და მათი მყიდველების დიდი ნაწილი არასრულწლოვნები არიან. ეს სწორედ ის დანებია, რომლებითაც შემდეგ ის გახმაურებული დანაშაულები ხდება, რომლებსაც სხვადასხვა მედია საშუალებით ასე ხშირად ვისმენთ. თითქოს, ამ მოცემულობას ჩვენ უკვე როგორც ჩვეულებრიობას ისე ვიღებთ. სოციალური პროექტით „მოგისმენიათ როგორ ჟღერს გულგრილობა?“ კრეატიული სააგენტო „watergunz” საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებს, რომ პეტიციაზე ხელის მოწერით შეიცვალოს არსებული მდგომარეობა, კერძოდ: 1. გამკაცრდეს კანონი არასრულწლოვანთათვის ცივი იარაღის მიყიდვის შესახებ. 2. სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებებთან ან მათ სიახლოვეს მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელებში, ბაზრობებზე და სხვა ობიექტებში აიკრძალოს ცივი იარაღის რეალიზაცია. 3. ცივი იარაღის რეალიზაცია მხოლოდ ლიცენზირებულ, სპეციალიზებულ მაღაზიებში გახდეს დასაშვები. 4. ცივი იარაღის შესაძენად პირს სავალდებულოდ მოეთხოვოს ჯანმრთლებისა და ნასამართლეობის ცნობის წარდგენა. ასევე, განხორციელდეს ასეთი პირების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა, მათ მიერ შეძენილი იარაღის აღწერის მითითებით. მოაწერე ხელი პეტიციას