პეტიციები

gallery images

აიკრძალოს რეზინის ტყვიების მეშვეობით საპროტესტო აქციების დაშლა

დაუშვებელია მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა იმდაგვარი იარაღით, რომელიც გამოიწვევს ადამიანების დასახიჩრებას ან სიკვდილს. იარაღის ინსტრუქციაში პირდაპირ მითითებულია, რომ მისი გამოყენება ადამიანის წინააღმდეგ, იწვევს სასიკვდილო ჭრილობებს.პოლიციის შესახებ კანონის მე -12 მუხლი, ადგენს იმ სპეციალური საშუალებების ჩამონათვალს, რომელიც შესაძლებელია იქნას გამოყენებული მშვიდობიანი დემონსტრაციების დროს. ამ ჩამონათვალში, არსადაა ნახსენები რეზინის ტყვიების გამოყენების შესაძლებლობა. როგორც ჩანს, კანონში არსებული ჩანაწერი - არალეტალური იარაღი, პოლიციის მხრიდან აღქმულია როგორც რეზინის ტყვიების მომიტინგეების საპირისპიროდ გამოყენების შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია კანონში გაჩნდეს პირდაპირი აკრძალვა, ამდაგვარი იარაღის გამოყენების თაობაზე.მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეიკრიბოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა და ცვლილებები შევიდეს პოლიციის შესახებ კანონში. პირდაპირ აიკრძალოს, რეზინის ტყვიების მეშვეობით საპროტესტო აქციების დაშლა. 
gallery images

საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხების დაბრუნება მოქალაქეებს

შოულობდი? დააგროვე? ბოლო თეთრამე აიღე და გამოიყენე! - "სამოქალაქო მოძრაობა" ახალი ინიციატივით გამოდის. დაუბრუნდეს მოქალაქეებს საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხა. ამ ფულით ოჯახები სურსათის ელემენტარულ მარაგის შეძენას შეძლებენ. რა მნიშვნელობა აქვს ფიზიკური მდგომარეობისა და ასაკის გამო ვერ ვიმუშავებთ, თუ დღევანდელ ვითარებაში, როცა ჯანიც გვაქვს და ღონეც, მაგრამ ვერ ვახერხებთ მუშაობს. ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსამდე ხელზე 500 ლარს იღებდნენ, საპენსიო ფონდში უკვე ამდენივე ექნებათ დაგროვილი. ეს თანხა კი, მათ ყოფას, ცოტახნით შეამსუბუქებს.