add one
gallery images

მეგრული და სვანური ენების ნებაყოფლობითი სწავლება საქართველოს სკოლებში

მე ვარ გიორგი კვარაცხელია ბლოგერი. Youtube არხის Kvara-ს წამყვანი. ჩემი გადაცემის სტუმრებთან ერთად ვეხები ისეთ თემებს როგორიცაა კინო, ფული, გართობა, სექსი, მარიხუანას ლეგალიზება, ბორდელის ოფიციალურად გახსნა, განათლების დონე, სექსუალური უმცირესობები, პოლიტიკა, საბრძოლო ხელოვნება და ა.შ. ის რაც  საინტერესო და სახასალისო. აგრეთვე ჩემი გადაცემის ერთ-ერთი თემაა ქვეყანაში ორი ენის მეგრულისა და სვანური ენების პოპულარიზაცია, გადაშენების ეპირას მყოფ ენების, რომელიც ჩვენი საგანძურია და უნდა დავიცვათ ჩვენი ენები ქართულთან ერთად ქმნიან იმ სულს რომელმაც ათასწლეულებს გაუძლო და მომავალშიც მუდამ უნდა იარსებოს
gallery images

სოციალურ სამუშაოში დაინერგოს ხარისხიანი სერვისები, რომელიც უზრუნველყოფს, პოსტ-მშობიარობის დეპრესიაში მყოფი ქალების მხარდაჭერას, ინფორმირებულობასა და მათ გაძლიერებას

პოსტ-მშობიარობის შემდგომ, ქალებს ემართებათ დეპრესია, რაც იწვევს მათი სასიცოცხლო ენერგების დასუსტებას. დეპრესიის გამო, ქალებს უყალიბდებათ არაჯანსაღი დამოკიდებულება როგორც საკუთარი თავის, ასევე, ბვშვებისა და ოჯახის წევრების მიმართ. სამწუხაროდ, აღნიშნულ თემაზე, საზოგადოებაში ცნობიერების დონე საკმაოდ დაბალია, რის გამოც, ეს საკითხი ყურადღების მიღმა რჩება. რეალურად, პრობლემა გაცილებით კომპლექსურია, რადგან პირდაპირ კავშირშია ბავშის კეთილდღეობასთან. პეტიციის მიზანია, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში წარვადგინოთ ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს, სოციალური მუშაკების ინტერვენციას, აღნიშნული საკითხის დღის წესრიგში დაყენებას და ამასთანავე, ისეთი სერვისების დანერგვასა და განხორციელებას, რომელიც იქნება ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ბენეფიციართათვის. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ამ პროცესების დაძვრა, ხელს შეუწყობს, ჯანმრთელობის სფეროში სოციალური მუშაკების ჩართვასა და გააქტიურებას, რაც მეტად მნიშვნელოვანია საკითხია.
gallery images

2021 წლის ისტორიის გამოცდებში უსამართლობის აღმოფხვრა

მოგესალმებით. ქვეყანა დგას განათლებულ და ინტელიგენტ ადამიანებზე, უკეთესი მომავლის იმედი მაშინ ესახება საზოგადოებას, როდესაც ხედავს როგორ უწვდის დახმარების ხელს სახელმწიფო ახალგაზრდებს. განათლება- გზა თავისუფლებისკენ. როგორ მოვახდინოთ თვითრეალიზაცია და ცოდნის გაღრმავება, როდესაც უსამართლოდ იჩაგრებიან აბიტურიენტები? რა პრინციპით ირჩევა ჯგუფი რომელს გაუმარტივდება ეროვნული გამოცდების ჩაბარება, და რომელს დაუტვირთავენ არაპროგრამული საკითხებით ტესტს? სტატისტიკური შეჯამებით, ვერც კი შეედრება წლევანდელი გამოცდების სირთულე შარშანდელს. არის თუ არა ეს უსამართლობა? გიპასუხებთ აქვე- არის. არ გამოვარჩევთ ვარიანტების მიხედვით სირთულეს, ვერთიანდებით ყველა რათა მივაწვდინოთ ხმა გამოცდების ეროვნულ ცენტრსა და განათლების სამინისტროს. მოვითხოვთ, ნაკლები სიმკაცრით შესწორდეს ტესტები და ამავდროულად, თითოეულ აპლიკანტს მოემატოს თითო-თითო ქულა მაინც, (რომელიმე ვარიანტის რთულად გამოცხადების მიუხედავად) რადგან ორაზროვან კითხვებთან და გაუგებარ მოთხოვნებთან გამკლავება შეძლეს. NAEC-ის რეალური მიზანი იკვეთება ამ მოქმედებებში, მათ სურთ ნაკლები განათლებული და მონდომებული ადამიანი საქართველოში. ქვეყნის მომავალი თქვენს ხელში კი არა, ჩვენს- ახალგაზრდობის ხელშია. უსამართლობას წინ აღვუდგებით.  იმედი გვაქვს გაითვალისწინებთ გლობალური პანდემიით გამოწვეულ შეფერხებებსა და პროგრამულ გარღვევებს, 6 თვის განმავლობაში არასრულფასოვანი ტრანსპორტირების შედეგად, აბიტურიენტები ვერ მოემზადნენ სიღრმისეულად, - სკოლა კი არ გვაძლევს საფუძველს ამ გამოცდების ჩაბარებისა. განათლების სისტემა უდავოდ საჭიროებს რადიკალურ ცვლილებებს, თუმცა მანამდე, ჩამოიხსენით ვარდისფერი სათვალეები და მიხვდით, რომ ყველა ოჯახს არ აქვს ფინანსური უზრუნველყოფა მოამზადონ ბავშვები ცალკეულ რეპეტიტორებთან. შესაბამისად, არათანასწორი გარემო იქმნება.  გმადლობთ, თქვენი გათვითცნობიერების იმედი გვაქვს. ნუ მოგვიკლავთ სწავლის წყურვილს და ამბიციებს.  
gallery images

ვითხოვთ საკანონმდებლო ცვლილებებს ვეტერინარიის შესახებ

კომპანიონ ცხოველთა მეპატრონეები, რომლებიც მათ ოჯახის წევრებისგან ვერ განვარჩევთ, ხშირად ვეჯახებით მეტად არასასურველ და ტრაგიკულ სიტუაციას მათი არასრულყოფილი ვეტერინარული მომსახურების გამო. გარდა ვეტერინარების კომპეტენციის ნაკლებობისა იკვეთება სისტემური პრობლემები, რის შედეგადაც კომპანიონი ცხოველების მეპატრონეები თავს დაუცველად გრძნობენ ხოლო ვეტერინარები დაუსჯელობის გრძნობის გამო რიგ შემთხვევებში დაუდევრად და უპასუხისმგებლოდ ასრულებენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობას. სწორედ ამ სისტემურ პრობლემებზე გვინდა გავამახვილოთ ყურადღება:1. არ არსებობს ვეტერინარის საქმიანობის კონტროლზე უფლებამოსილი უწყება; სურსათის უსაფრთხოების ეროვნული სააგენტოს ვეტერინარული კლინიკების კონტროლის დეპარტამენტს მხოლოდ ვეტ კლინიკების სანჰიგიენური მდგომარეობის შემოწმება შეუძლია და არ აქვს უფლება შეამოწმოს სამედიცინო ჩანაწერები, ოქმები და ვიდეო ჩანაწერები.2. არ არსებობს ქვეყნის მასშტაბით მიღებული საერთო სავალდებულო პროტოკოლები, მათ შორის ანესთეზიის პროტოკოლი, რომლითაც იხელმძღვანელებდა როგორც ვეტერინარი ისე სასამართლო, ცხოველის და მეპატრონის დაზიანების შემთხვევაში. ამის შედეგად ხდება მრავალი დარღვევა, მათ შორის სანარკოზე ძილში ცხოველების სახლში გაწერა.3. არაა განსაზღვრული, თუ რომელი ოპერაციის ჩატარება შეიძლება არასადღეღამისო კლინიკაში და კლინიკები ატარებენ ურთულეს ოპერაციებს: ონკოლოგიურ ამპუტაციას, თირკმლის ოპერაციას, გულზე ოპერაციას იმ პირობებში, როცა არ შეუძლიათ პოსტოპერაციული დაკვირვების წარმოება, რადგან არ გააჩნიათ სტაციონარი. ასეთ შემთხვევებში ხდება პაციენტების სახლში არაამბულატორიულ პირობებში გაწერა, რის შედეგადაც რიგ შემთხვევებში დგება სიკვდილი და ფსიქოლოგიური ტანჯვა ადგება ადამიანებს. მკაცრად უნდა განისაზღვროს იმ ქირურგიულ ოპერაციათა ჩამონათვალი, რომლის ჩატარების უფლება შეიძლება გააჩნდეთ სტაციონარის არმქონე კლინიკებს. ამ ჩამონათვალს უნდა ჰქონდეს სავალდებულო კანონის სახე და მისი დარღვევისთვის უნდა ისჯებოდეს კლინიკა.4. ქუჩის ცხოველების პოპულაციის მართვის მიზნით ჩატარებული ოპერაციებიდან პაციენტების გაწერა რიგ შემთხვევებში ხდება სანარკოზე ძილში. რაც ქვეყნის მასშტაბით ანესთეზიის საერთო- სავალდებულო პროტოკოლის არარსებობის შედეგია.5. კლინიკაში ცხოველებს უტარდებათ მანიპულაციები და ადმინისტრირდება მედიკამენტები, რის დასახელებებს და დანიშნულებას არ აცნობენ პატრონს.6. ხშირად მკურნალობა მიმდინარეობს დიაგნოზის დასმის აუცილებელი პროცედურების გვერდის ავლით, რაც ასევე საერთო-სავალდებულო პროტოკოლების არარსებობის შედეგია.7. არ არსებობს ქვეყნის მასშტაბით საერთო-სავალდებულო პროტოკოლი ცხოველის ევთანაზიის გადაწყვეტილების მიღების და გახორციელების შესაზებ, რაც ხშირად ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიზეზი ხდება ცხოველის მოკვდინების სასარგებლოდ.8. არ არსებობს ვეტერინარებისა და ვეტ კლინიკებისთვის ლიცენზიის შეჩერების მექანიზმი.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 148 ე მუხლის მიხედვით ცხოველი განიხილება ნივთად, რის გამოც ვეტერინარიის საგანი ანუ ცხოველის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ცხადდება არარსებულ ცნებად. და ვეტერინარის შეცდომის მსხვერპლი ცხადდება ნივთად.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 148-ე მუხლი წინააღმდეგობაშია საქართველოს სისხლის სამართლის 259-ე მუხლთან, რომელიც ცხოველის წამებას სისხლის სამართლის დანაშაულად განიხილავს. შეუძლებელია ნივთი აწამო. ასევე შეუძლებელია ნივთი მოკლა.10. არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც განსაზღვავდა კომპანიონი ცხოველის ცნებას და მის ფუნდამენტალურ უფლებას სიცოცხლეზე და ტანჯვის გარეშე სიცოცხლეზე და სრულყოფილ ვეტერინარულ მომსახურებაზე.11. არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც დაიცავდა კომპანიონი ცხოველის მეპატრონის უფლებებს. ამიტომ კომპანიონი ცხოველის პატრონები მხოლოდ ნივთის მესაკუთრეებად განიხილებიან და მატერიალური ზარალის გარდა სხვა სახის ზიანი კანონს მზედველობიდან ეპარება.ვითხოვთ ვეტერინარიის დარგში განვითარებული ქვეყნების (აშშ, ევროგაერთიანების წევრი სახელმწიფოები, რუსეთის ფედერაცია და მრავალი სხვა) მსგავსი საკანონმდებლო გარემოს შექმნას. ვეტერინარიის დარგის კანონით რეგულირების ეფექტურობის ასამაღლებლად დაევალოს პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რომლის ფარგლებშიც დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები:1. განისაზღვროს უწყება, რომელსაც ექნება უფლებამოსილება განახორციელოს ვეტერინარული საქმიანობის კონტროლი ( ოპერაციების ოქმების, დანიშნულებების, ევთანაზიის გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელი პროცედურების ჩანაწერების, ვიდეო კამერების ჩანაწერების ამოღება და განხილვა).2. განისაზღვროს უწყება, რომელსაც შეეძლება ვეტერინარებისა და ვეტ კლინიკებისთვის ლიცენზიის მინიჭება ან შეჩერება/ჩამორთმევა. ასევე განისაზღვროს ლიცენზიების მინიჭების და შეჩერება/ჩამორთმევის კრიტერიუმები და წესები.3. შეიქმნას და მიღებულ იქნას საერთო სავალდებულო პროტოკოლები ანესთეზიის, ქირურგიული ოპერაციების, ინფექციური და სხვა სახის დაავადებების მკურნალობის, რომელთა შეუსრულებლობაც კვალიფიცირებული იქნება კანონდარღვევად.4. განისაზღვროს იმ ქირურგიულ ოპერაციათა ნუსხა, რომელთა ჩატარება მხოლოდ სადღეღამისო კლინიკებში იქნება შესაძლებელი, რათა უზრუნველყოფილი იქნას ნაოპერაციებ პაციენტზე სამედიცინო მხარდაჭერის განხორციელება, რაც დაიცავს როგორც ცხოველს ასევე მის მეპატრონეს გარდაუვალი ფსიქოლოგიური ტანჯვისა და სხვა ტრავმებისგან ცხოველის მდგომარეობის დამძიმების ან სიკვდილის შემთხვევაში. ის კლინიკები, რომლებიც ჩაატარებენ მაღალი რისკის შემცველ ოპერაციებს პოსტოპერაციულ პერიოდზე აუცილებელი დაკვირვების ჩატარების შესაძლებლობის არ ქონის პირობებში, რის გამოც არ უზრუნველყოფენ სამედიცინო ზედამხედველობას, უნდა დაისაჯონ ლიცენზიის ჩამორთმევით.5. კანონით განისაზღვროს კომპანიონი ცხოველის ცნება და მიღებულ იქნას კომპანიონ ცხოველთა დამცელი კანონმდებლობა, რაც დაიცავს მათ უფლებას სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე და ხარისხიან ვეტერინარულ მომსახურებაზე.6. შესაბამისობაში მოვიდეს სისხლის სამართლის 259-ე მუხლი და სამოქალაქო კოდექსის 148-ე მუხლი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 148ე მუხლიდან ამოღებული იქნას ცხოველის, როგორც ნივთის, განსაზღვრება. შედეგად, ვეტერინარიის საგანი ანუ ცხოველის სიცოცხლე და ჯანმრთელობა კანონისთვის ხელშესახებ მოვლენად იქცევა და ვეტერინარები ცოცხალ არსებებს უმკურნალებენ და არა ნივთებს.
gallery images

არმატურის ავტოფარეხების დემონტაჟი

კორპუსების წინ არმატურისგან აშენებული , დაჟანგული ავტოფარეხების გამო ბევრ უბანში ან სკვერია დაპატარავებული ან კორპუსის მცხოვრებლები მანქანებს ვერ აჩერებს უბანში.  გახდეს სავალდებულო ნაგვის ბუდედ ქცეული "გარაჟების" დემონტაჟი
gallery images

აეკრძალოს ნათია ქოლუსის იუთუბზე არსებულ კონსპირაციულ ვიდეოებზე წვდომა!

               ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ზიარდება ნათია ქოლუსის სახელით ცნობილი "ბლოგერის" ვიდეოები ინტერნეტ-სივრცეში, სადაც იგი თავდაჯერებულად ანვითარებს შეთქმულების თეორიას, რომლის მიხედვითაც, ლგბტ თემი ცდილობს პოლიტიკური ძალაუფლების ხელში ჩაგდებასა და ქრისტიანული ღირებულებების განადგურებას საზოგადოებაში. მისი აზრით, საქართველოს დედაქალაქში 5 ივლისისთვის დაგეგმილი "ღირსების მარში" ემსახურებოდა სწორედ იმ პროპაგანდისტული მანქანის ამოქოქვას, რომელიც, მისი თქმით, კანადასა და სხვა დასავლურ ქვეყნებში უკვე კულმინაციურ ეტაპს აღწევს "ბავშვების გარყვნით" დაწყებული, "მათი გენდერული როლის გარეშე აღზრდით" დამთავრებული. სწორედ ამ მოტივით ამართლებს იგი 5 ივლისის ძალადრობრივ კონტრაქციაში მონაწილეობას.                ქალბატონი ნათიას ეს უსაფუძვლო შიშები და საქართველოში არსებული მდგომარეობის ფუნდამენტურად შეუსაბამო სწორება კანადასთან (სადაც იგი, ჩემი ინფორმაციით, გარკვეული დროის განმავლობაში ცხოვრობდა), თავისი აქა-იქ ჩართული ინგლისურენოვანი ფრაზებითა და წარსული გამოცდილებით (მისი თქმით, იგი ოდესღაც, ზოგადად, ლგბტ თემისა და მათი სიტყვის თავისუფლების მხარდამჭერი იყო), რაც შესაძლოა ზოგიერთებმა "პროგრესულადაც" აღიქვეს, არ იქნებოდა ჩემთვის საინტერესო - რომ არა ქალბატონი ქოლუსის მიერ სოციალურ ქსელში გაზიარებული ჩემი და სხვა ლიბერტარიანელი თუ გულწრფელად კონსერვატორი აკადემიკოსების ვიდეოები, რომლებსაც იგი "თავისიანებად" გვასაღებს.                ჩვენ, სინამდვილეში, სიტყვის თავისუფლებისთვის ვიბრძვით კანადაშიც, აშშ-შიც, დიდ ბრიტანეთშიც და ა.შ. და არაფერი საერთო არ გააჩნია ჩვენს აკადემიურ, ცოდნაზე დაფუძვნებულ მოსაზრებებს "ბლოგერის" მიერ გამოთქმულ შეხედულებებთან, რომლებიც მას 3-4 წუთიანი იუთუბ ვიდოებიდან შინაარსის გამოტანითა თუ ვერ გამოტანით "ჩამოუყალიბდა".                სწორედ ამიტომ, პეტიციაზე ხელმომწერები, მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან, აეკრძალოს ნათია ქოლუსის იუთუბზე არსებულ კონსპირაციულ ვიდეოებზე წვდომა, ჩამოერთვას მობილური ტელეფონი ძალოვანი უწყებების მიერ და იუთუბის სტანდარტული აპლიკაციის ნაცვლად, დაუინსტალირდეს მისი ინტელექტუალური მონაცემებისთვის უფრო შესაბამისი ვერსია "Youtube Kids", რათა ისედაც დაყლეებული საზოგადოების ნაწილი, უფრო მეტად არ დააყლეოს.
gallery images

გამკაცრდეს კანონი ღამის საათებში ხმაურთან დაკავშირებით

ცენტრალურ ქუჩებში ცხოვრება უკვე შეუძლებელი გახდა მოტოციკლების, მოპედების და სპორტული მანქანების წყალობით. სოციალურ ქსელში ამასთან დაკავშირებით უკვე ძალიან ბევრი წერს და ყველას ერთი პრობლემა აქვს. სპეციალურად აქვს ზოგს დაზიანებული მაყუჩები რადგან თვითონ მიიღონ სიამოვნება და ძალიან გთხოვთ გადახედეთ კანონს და გაამკაცრეთ. ქალაქში არ უნდა ხდებოდეს მსგავსი რამ, დასახლებულ პუნქტში. მოგმართავთ თხოვნით, მოსახლეობის სახელით, გადახედეთ კანონს და შეცვალეთ. 
gallery images

გაუფასურებული ცოდნა

პეტიციისა და წერილის სახით მომართვის მთავარი მოტივი “დაუნდობლად”,დაუფიქრებლად, არაადეკვატურად შედგენილი ერთიანი ეროვნული გამოცდების მათემატიკის 2021წლის ტესტია.აბიტურიენტების უმრავლესობა მოგმართავთ თხოვნით:განიხილოთ ჩვენი შემდგომი არგუმენტები: 1)დაძაბული,მიმდინარე პანდემიური ფონი.უამრავმა ოჯახმა შემოსავალის მთავარი წყარო დაკარგა,რის გამოც ვეღარ შეძლეს ბავშვების რეპეტიტორებთან მომზადება.ისიც იცით რატომ?ლარის კურსი აღარ ჰყოფნით და დოლარებს ითხოვენ მასწავლებლები. იმედია თქვენც დაგვეთანხმებით, რომ სკოლის სახელმძღვანელოთი და სასწავლო დაწესებულებებში მიღებული ცოდნით აბიტურიენტისთვის მსგავსი სირთულის ტესტის დაძლევა შეუძლებელია. განვითარებულ ქვეყნებში განათლებაში ფულის დაბანდება პრობლემა არაა, მაგრამ საქართველოს უჭირს, ლუკმა უჭირს ქართველ კაცს. შვილი ,რა ქნას, ვერ მოამზდა გამოცდისთვის.ასეთებიც ვართ ამ რიგებში. 2)გასათვალისწინებელი იყო სკოლის სწავლების ხარისხი(რასაკვირველია ძირითადად საჯარო დაწესებულებები).თუ დავუკვირდებით დავინახავთ,რომ შეუსაბამობაშია აღნიშნულ ტესტსა და სკოლაში ნასწავლი სირთულეების ამოცანები.3)საგულისხმოა პანდემიური მდგომარეობა:2წელი online სწავლება,შეჩერებული ტრანსპორტი,კომენდანტი,რომლის არსებობის გამო მასწავლებლებთან გადარბენა გვქონდა ან საერთოდ ვერც კი მივდიოდით რეპეტიტორებთან უტრანსპორტობის გამო. ეკრანს მიღმა კი არც თუ ისე მარტივია მათემატიკა აღიქვა და გაიგო.4)აღსანიშნავია თქვენი სურვილისამებრ დროის შემცირებისა და საკითხების პირდაპირპროპორციულად კლება,ზემოთქმული ფაქტების გათვალისწინების გარეშე თქვენ შემოიტანეთ ურთულესი ტესტი,რომელიც არ იყო გათვლილი დაბალ დონეზე. საგულისხმოა, რომ მსგავსი გამოცდები გათვლილი უნდა იყოს ყველა დონის ბავშვზე და არა მხოლოდ მათემატიკური სკოლის მოსწავლეებზე.5)აუცილებელია ხაზი გაესვას ორ ,ფაქტობრივად,იდენტურ დავალებას ღია შეკითხვებში(ფუნქციებზეა საუბარი).შესაძლებელი იყო ერთ-ერთი ჩაგენაცვლებინათ,თუნდაც,რთული,მაგრამ ბავშვის ცოდნის გამოსამჟღავნებელი საკითხით. აღსანიშნავია ისიც, რომ წინა წლების უმეტეს ტესტში ვხვდებოდით განტოლებებით შედგენილ სისტემას და მასში მოპოვებულ მნიშვნელოვან ქულებს. წელს კი ეს საკითხიც “წაგვართვით” 6)2007 წლიდან მოყოლებული 2021 წლის საჩვენებელი ვარიანტის ჩათვლით არცერთი ტესტი ასეთ სირთულისა და ამოცანები სიტყვების “რახარუხით”არ იყო შედგენილი. იყო შემთხვევები, როდესაც კითხვა იმდენად ბუნდოვნად იყო დასმული, რომ აბიტურიენტებს ნაწილს გაუჭირდა ზუსტი პასუხის დაწერა.7)რადიკალურად იყო შეცვლილი ტესტის ფორმატი. ბარიერზე ერთი ქულის დაკლება არაფერში წაგვადგა. ტესტურ საკითხებში შევხვდით ამოცანებს, რომელთან უმრავლესობაც რთულად ამოსახსნელი იყო, გვჭირდებოდა რამდენიმე წესისა და თეორემის გამოყენება, რაც ასევე არღვევს ტესტური საკითხების ხიბლს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი სრულად გენიჭებათ ვალდებულება განიხილოთ ჩვენს მიერ გამოგზავნილი წერილი და განურჩევლად ვარიანტისა და აბიტურიენტისა გამოაცხადოთ მათემატიკის 2021 წლის ტესტები რთულად.
gallery images

შეწყდეს ჩვენი გადახდილი გადასახადებით საპატრიარქოს დაფინანსება

2021 წლის 5 ივლისს მომხდარ მასობრივ ძალადობას, რომელიც საპატრიარქოს ხელშეწყობით გაიმართა ტრაგიკული დასასრული აქვს, დაშავებულია 50-ზე მეტი ჟურნალისტი და გარდაცვლილია ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა.  ცნობილია რომ საპატრიარქო ბიუჯეტიდან ფინანსდება 25 მილიონით, ასევე ფლობს რამდენიმე ათეულ ბიზნესს, რომლებიც გათავისუფლებულები არიან სხვადასხვა გადასახადებისგან. აღმოჩნდა რომ საპარტიარქო რომელიც ჩვენი გადახდილი გადასახადებით ფინანსდება ჩვენს წინააღმდეგ განაწყობს რადიკალურად განყობილ მის მრევლს, რომლებიც სახიფათოები არიან ჩვენი და ჩვენი შვილებისთვის.  ჩვენ ხელის მომწერები მოვითხოვთ შეწყდეს საპატრიარქოს დაფინანსება ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადებით.
gallery images

მიუერთდეს სოფელი ახალი სამგორი ქალაქ რუსთავს

გარდაბნის რაიონი სოფელი ახალი სამგორის მოსახლეობა მოგმართავთ თხოვნით! და მოთხოვნით, მიგვაერთეთ რუსთავის მუნიციპალიტეტს.  სოფელში წლებია გვაქვს სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა წლებია  ვერ დავაყენეთ ფეხზე მეურნეობა სწორედ წყლის პრობლემის გამო, მოსაწესრიგებელია საკანალიზაციო სისტემები გზა, განათება, ინფრასტრუქტურა, სოფელს არ ყავს პატრონი და ძალიან გთხოვთ მოგვცეთ უფლება შევიდეთ რუსთავის ზედამხედველობის ქვეშ იქნებ მაშინ მაინც მოგვექცეს ყურადღება. სამგორს აქვს იმის დიდი პოტენციალი რომ   სოფლის მეურნეობის  განხრით განვითარდეს მაგრამ  გვჭირდება ხელ შეწყობა! 
gallery images

შეწყდეს მონობა საქართველოში

საქართველოში არსებულმა მძიმე სოციალურ-ეკონომიურმა მდგომარეობამ, რეგულაციებისა და კანონის უზენაესობის აღსრულების არქონამ, კერძო სექტორის წახალისებამ თუ დაუსჯელობის სინდრომმა, ფაქტიურად ლეგიტიმური გახადა საქართველოში მონათმფლობელობა. ქსელურ მარკეტებში და საათობრივ ანაზღაურებაზე მომუშავე პირთა უფლებები პირწმინდად იღრვევა კაბალური ხელშეკრულებებით. დასაქმებულთა დიდი უმეტესობა მონურად მუშაობს იმ საარსებო მინიმუმისთვის, რომელიც საერთოდ ვერ აკმაყოფილებს ერთსულიანი ოჯახის საარსებო კალათასაც კი. არ არსებობს მკაცრად გაწერილი მენეჯმენტი.ფუდმარტი, იოლი, სპარი, ორი ნაბიჯი, სუფთა სახლი, ლიბრე, ნიკორა, მაგნიტი, ჯორჯიტა, ზღაპარი, გუდვილი, სმარტი და სხვა კომპანიები ადამიანის უფლებების, პატივისა და ღირსების უხეში დარღვევების ხარჯზე, ქსელური მარკეტების თანამშრომლების ფიზიკურ შრომაზე აკეთებენ ეკონომიას და იზრდიან ფინანსურ მოგებას. აღნიშნული შემაშფოთებელი რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ ხელის მომწერნი მოვითხოვთ კანონის უზენაესობას, აღსრულებას და რეგულაციებს. მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისაგან, პრემიერ მინისტრისგან და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას! - შემოწმდეს საქართველოში მოქმედი უკლებლივ ყველა ქსელური თუ სუპერმარკეტის შრომითი ხელშეკრულება.- აიკრძალოს ყველა კაბალური ხელშეკრულება, რომელიც ცალსახად გათვლილია მხოლოდ დამსაქმებელზე;- დამსაქმებლის მიერ მკაცრად იქნეს გაწერილი მენეჯმენტი;- გასამმაგდეს საათობრივი ანაზღაურება, როგორც დღის, ასევე ღამიც ცვლაში დასაქმებულ პირთათვის;- შრომითი ხელშეკრულებით აიკრძალოს ვადაგასული პროდუქციის ჯამური თანხის დასაქმებულთა ხელფასებიდან ჩამოჭრა, რადგან ის კომპანიები, რომლებსაც არ გააქვთ ვადაგასული პროდუქცია საკმაოდ მაღალ ბონუსებს უხდიან ქსელური თუ სუპერმარკეტების მესაკუთრეებს, ხოლო მესაკუთრეები ფაქტიურად სამმაგ და ოთხმაგ მოგებაზე მუშაობენ;- აიკრძალოს ცრუ ბრალდებებით, ზეპირსიტყვიერად, დაშინებითა და მონიტორინგის სამსახურის მუქარით თანამშრომელთა მტკიცებულებათა გარეშე სამსახურიდან გათავისუფლება;- დამსაქმებელს დაევალოს დასაქმებულის მიერ იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს გადახდა არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით;- დამსაქმებელმა თითოეულ თანამშრომელს გაუფორმოს სველი ბეჭდით დამოწმებული შრომითი ხელშეკრულების ორი ასლი, რომელთაგან ერთი დარჩება კომპანიაში, ხოლო მეორე გადაეცემა დასაქმებულს;- თითოეულ თანამშრომელს შრომით ხელშეკრულებასთან ერთად გაუფორმდეს ჯანმრთელობის დაზღვევა;- განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ღამის ცვლაში მომუშავე დასაქმებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას და კომპანიების მიერ სავალდებულო გახდეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის წელიწადში ერთხელ კომპანიის ხარჯებით შემოწმება;- კომპანიებს დაევალოთ დასაქმებულთა უბედურ შემთხვევებზე დაზღვევა;- სტაჟირებაზე დასაქმებულ პირებს სტაჟირების პირველივე დღეს გაუფორმდეთ შესაბამისი შრომითი ხელშეკრულება, ხოლო ორკვირიანი სტაჟირების თანხად განისაზღვროს 100 ლარი;- აიკრძალოს არასრულწლოვანთა ღამის ცვლაში მუშაობა, ხოლო ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში კომპანიას დაეკისროს ჯარიმა;- აღსრულებაში იქნეს მოყვანილი შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილება. ნორმირებული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, ხოლო ყოველი გადაცილებული საათზე დასაქმებულს დაერიცხოს ზეგანაკვეთური სახელფასო სარგო, თუნდაც ის მუშაობდეს სპეც ფორმის გარეშე;- თითოეული ქსელური მარკეტის მენეჯერი და ადმინისტრატორი კომპანიის ხარჯით უზრუნველყოფილ იყოს კორპორატიულ ნომრიანი ტელეფონით, ულიმიტო სასაუბრო დროითა და ინტერნეტით;- ქსელური თუ სუპერმარკეტების თითოეული თანამშრომელი კომპანიების ხარჯით უზრუნველყოფილი იყოს სამგზავრო ბარათით;- ქსელური თუ სუპერმარკეტებში დასაქმებულთათვის დაწესდეს საბონუსე სისტემა და პრემიები;- აიკრძალოს ყველა ისეთი მარკეტის ფუნქციონირება, რომელიც უზრუნველყოფილი არ არის დაცვის სამსახურის თანამშრომლებით;- კომპანიებს დაევალოთ თანამშრომლებისთვის სპეციალური, კეთილმოწყობილი სასადილო კუთხის გამოყოფა;- თითოეული ქსელური თუ სუპერმარკეტი უზრუნველყოფილი იყოს პირველადი სამედიცინო დახმარების ინვენტარით;- თითოეული ობიექტი შემოწმებულ იქნას სახანძრო უსაფრთხოებაზე, გამაფრთხილებელ ნიშნებზე და საევაკუაციო გეგმის არსებობაზე;- კომპანიების მხრიდან მკაცრად იქნას დაცული და კომპანიის ხარჯით უზრუნველყოფილი დასაქმებულთა სანიტარული ნორმები;- აიკრძალოს კომპანიემის მიერ მოლარე-კონსულტანტებისთვის თუ წარმოების ხაზის კონსულტანტებისთვის სამუშაო საათებში დაჯდომის აკრძალვა
gallery images

Გაუქმდეს აზარტული თამაშების ბაზები

Გაუქმდეს აზარტული თამაშების ბაზები და მოხდეს მომხმარებლის ხელახალი რეგისტრაცია, რეგისტრაციის გავლა შეეძლოს 25 წელს ზემოთ მქონე პირებს.
gallery images

მობილური კავშირი მეტროში

თბილისის მეტროპოლიტენის სადგურებს შორის დამაკავშირებელ გვირაბებში არ არსებობს მობილური კავშირი, რაც იწვევს მომხმარებელთა უკიდურეს გაღიზიანებას და არ შეესაბამება ცხოვრების თანამედროვე პირობებს. Მოვითხოვთ, აღმოიფხვრას ხსენებული პრობლემა.
gallery images

პროლეტარების რევოლუციას ჩამოშორდეს გრიშა ონიანი

ბატონ გრიგოლ ონიანს სრულიად საქართველოს ახალგაზრდა მემარცხენეების, მარქსისტებისა და სტალინისტების წერილი   ბატონო გრიგოლ,  გავიგეთ რა თქვენი პარტიის დაარსების შესახებ, მყისიერად მივაქციეთ მას ყურადღება, თუმცა ამ სამი ჯგუფიდან არც ერთმა არ მოვინდომეთ თქვენთან კავშირის დამყარება, რადგან არც ერთმა მათგანმა თქვენთან ასოცირება არ მოინდომა.  პროლეტარები უნდა გაერთიანდნენ, მაგრამ არა თქვენ გარშემო! თქვენი განცხადებები არათუ მემარცხენეობასა და მარქსიზმში, არამედ სტალინზმშიც არ ჯდება. ბანალური რუსეთუმეობისთვის ამ დახვეწილი და კომპლექსური იდეათა სისტემების სახელების მიბმა სამარცხვინო და მიუღებელია ჩვენთვის და გთხოვთ, ნუღა შებილწავთ მარქსიზმის დიად დოქტრინას და ჭეშმარიტი რევოლუციის სახელს.  თქვენი განცხადებები იოსებ სტალინის ღვთიურობის შესახებ ეწინააღმდეგება სამივე ჯგუფის მიერ გაზიარებულ მკაცრი სეკულარიზმის იდეას და დარწმუნებულები ვართ, რომ თავად სტალინსაც სასაცილოდ არ ეყოფოდა. ამავე კომენტარს ვაკეთებთ მესიანური მისიის შესახებ, რომელსაც საკუთარ თავს აკისრებთ. „წმინდანები” და ზოგადად რელიგიური დოქტრინები ჯერ ფეოდალებისა და შემდგომ კი კაპიტალისტების მიერ გამოყენებული მექანიზმია ჭეშმარიტი პროლეტარული რევოლუციის შესაკავებლად. ფეოდალიზმსაც და კაპიტალიზმსაც კი სტალინი მთელი ცხოვრება ებრძოდა, ამიტომ ეს ნაწილიც ჩვენთვის მიუღებელია. პატივს ვცემთ თქვენს მოსაზრებებსა და იდეალებს, თუმცა გვინდა გითხრათ, რომ ისინი არაა კავშირში მემარცხენეობასთან, მარქსიზმთან, კომუნიზმთან და თვით სტალინიზმთანაც კი. ამის გამო კი მოგიწოდებთ, აღარ გამოიყენოთ ეს სახელები მომავალში და არც საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკათა კავშირის სიმბოლიკა. პროლეტარების რევოლუცია აუცილებლად გაიმარჯვებს, თუმცა არა თქვენი ხელმძღვანელობით!    პატივისცემით, ახალგაზრდები
gallery images

ეკოლოგიური და ესთეტიური საარჩევნო პლაკატები

           მოცემულობა ღესდღეობით ქართულ რეალობაში საარჩევნო პლაკატები უმეტესწილად ქაღალდისგან მზადდება და წებოს მეშვეობით ხდება მათი განთავსება შენობებსა და ღობეებზე.   არჩევნების შემდეგ მათი ჩამოხსნა/გასუფთავება ფაქტობრივად არ ხდება, ან დაგვიანებით ხდება, რაც აბინძურებს ქალაქების და დასახლებული პუნქტების იერსახეს. პრპროექტი მიმდინარე წლის შემოდგომაზე საქართველოში ტარდება ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები, მნიშვნელოვანია, რომ წელსვე კანონმა დაარეგულიროს ზემოხსენებული თემა და ცივილიზებური ქვეყნების მსგავსად საარჩევნო პლაკატების უმრავლესობა განთავსდეს ბოძებზე მრავალჯერადი მასალისგან შექმნილ პანელებზე, რომელთა, როგორც ფიქსაცია აგრეთვე ჩამოხსნა იოლია, რადგან მაგრდება თასმებით.    2021 წლის 1 ივლისი