add one
gallery images

მოაწერეთ ხელი პეტიციას, რათა ბათუმის ქუჩებში მოეწყოს ტრამვაის სივრცე.

  ტრამვაი სხვა ტრანსპორტისგან განსხვავებით, ყველაზე ვიწრო ქუჩაშიც უპრობლემოდ გადაადგილდება, რადგან მას არ სჭირდება დამატებითი სივრცე მანევრირებისთვის. ტრამვაი ძალიან მოუხდება ჩვენს ტურისტულ ქალაქს. იგი ესთეტიურად ლამაზიც იქნება და ქალაქიც განიტვირთება ქაოსური მოძრაობის ნაკადისგან. ბათუმში ტრამვაის სისტემის მოწყობა ფინანსურ საკითხებს უკავშირდება, მაგრამ იმედია, გამოიძებნება თანხები და ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო, ეკონომიური, კომფორტული ტრამვაი მალე დაამშვენებს ბათუმის ქუჩებს. წრიული მარშრუტი: საბაგირო, გოგებაშვილი, რუსთაველი, ახალი ბულვარი, ტ.აბუსერიძე, ჭავჭავაძე, საბაგირო.
gallery images

დაუწესდეს შეღავათები მარტოხელა მშობლებს

პანდემიით  გამოწვეული  მძიმე  ეკონომიკური  და  სოციალური  პირობები  განსაკუთრებით  რთული  აღმოჩნდა  მარტოხელა  მშობლებისთვის.  აღნიშული  კი  გახდა  საფუძველი,  რომ  მრავალი  მათგანი  იძულებული  გახდა  ქვეყანა  დაეტოვებინა, რაც  ძალიან  დიდ  პრობლემას  უქმნის  ქვეყნის  დემოგრაფიულ  მდგომარეობას.     იმისათვის,  რომ  შეწყდეს  საქართველოს  მოქალაქეების   მასობრივი  გადინება, მთავრობამ  უნდა  მიიღოს  სათანადო  ზომები და მოვითხოვთ,  რომ  მთავრობამ მარტოხელა  მშობლებისთვის დააწესოს  შემდეგი  სახის  შეღავათები: 1. 1000  ლარამდე  შემოსავლის  მქონე  მარტოხელა  მშობელს  დაუწესდეს  200  ლარის  ოდენობის  დახმარება  თითო  ბავშვზე; 2.  იმ მარტოხელა  მშობლებს,  რომელთაც  არ  გააჩნიათ  საცხოვრებელი,  დაუფინანსდეთ საცხოვრებელი  სახლის ქირავნობის  გადასახადის   50%; 3. კომუნალური  გადასახადების  50 %-ით  დაფინანსება.   ვიმედოვნებთ,  რომ  მთავრობა  დააკმაყოფილებს აღნიშულ  მოთხოვნებს.  
gallery images

შეიცვალოს მარტოხელა მშობლის სტატუსის განსაზღვრის წესი

დღევანდელი  მძიმე  ვითარების  პირობებში  მარტოხელა  მშობლისთვის  ბავშვის  აღზრდა  მრავალ  სირთულესთან  არის  დაკავშირებული  როგორც  ეკონომიკური,  ისე  სოციალური  თვალსაზრისით.  ამას  ართულებს   ისიც,  რომ  მოქმედი  სამართლებრივი  რეგულაციები  არ  ეხება  იმ პირთა  წრეს, რომელსაც  სრულიად  მარტო  უხდება  არასრულწლოვანი  შვილის/შვილების  აღზრდა.  აღნიშნული  კი  გახლავთ  მიზეზი  იმისა, რომ  ისინი  ვერ სარგებლობენ  სოციალური  შეღავათებით. სამოქალაქო  კოდექსის  1191  პრიმა  მუხლი  ეხება  მარტოხელა  მშობლების  ძალიან  ვიწრო  კატეგორიას  და  ყურადღების  მიღმა  ტოვებს  იმ  მშობლებს,  რომლებსაც  მეუღლე  გარდაცვლილი  ჰყავთ  და  არ  იმყოფებიან  ქორწინებაში  ან   თუ  ბავშვის  მეორე  მშობელს  ჩამორთმეული  აქვს  ამ  ბავშვის  მიმართ  მშობლის  ყველა  უფლება-მოვალეობები  და  შესაბამისად,  მშობელს  სრულიად  მარტო  უხდება  ბავშვის  აღზრდა. მოვითხოვთ,  რომ  სამოქალაქო  კოდექსის  1191  პრიმა  მუხლის  მეორე  და  მესამე  ნაწილები  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  სახით: 2. მარტოხელა  დედა  არის  პირი,  რომელსაც  ჰყავს  ქორწინების  გარეშე  დაბადებული  18  წლამდე  ასაკის  შვილი,  თუ  ბავშვის  დაბადების  აქტის ჩანაწერში  არ არის  შეტანილი  ჩანაწერი  ბავშვის  მამის  შესახებ,  ან  თუ  დაბადების  აქტში  არის  ჩანაწერი  ბავშვის  მამის  შესახებ,  მაგრამ  ბავშვის  მამა  არის  გარდაცვლილი  და  დედა  არ  იმყოფება  ქორწინებაში  ან თუ  მამას  ჩამორთმეული  აქვს  ამ  ბავშის  მიმართ  მშობლის  უფლება-მოვალეობები  და  დედა  არ  იმყოფება  ქორწინებაში.   აგრეთვე  პირი,  რომელსაც  ჰყავს  შვილად  აყვანილი  18  წლამდე  ასაკის  ბავშვი  და  რომელიც  ბავშვის  შვილად  აყვანის  მომენტში  არ  იმყოფებოდა  რეგისტრირებულ  ქორწინებაში.   3. მარტოხელა  მამა  არის  პირი,  რომელსაც  ჰყავს  ქორწინების   გარეშე  დაბადებული  18  წლამდე  ასაკის  შვილი,  თუ  ბავშვის  დაბადების  აქტის ჩანაწერში  არ  არის  შეტანილი  ჩანაწერი  ბავშვის  დედის  შესახებ,  ან  თუ  დაბადების  აქტში  არის  ჩანაწერი  ბავშვის  დედის  შესახებ,  მაგრამ  ბავშვის  დედა  არის  გარდაცვლილი  და  მამა არ  იმყოფება  ქორწინებაში  ან  თუ  დედას  ჩამორთმეული  აქვს  ამ  ბავშვის  მიმართ  მშობლის  უფლება-მოვალეობები  და  მამა  არ  იმყოფება  ქორწინებაში.   აგრეთვე  პირი,  რომელსაც  ჰყავს  შვილად  აყვანილი  18  წლამდე  ასაკის  ბავშვი  და  რომელიც  ბავშვის  შვილად  აყვანის  მომენტში  არ  იმყოფებოდა  რეგისტრირებულ  ქორწინებაში.     ვიმედოვნებ,  რომ  პარლამენტი  გაიზიარებს  აღნიშნულ  მოთხოვნას.  
gallery images

თანამდებობიდან გადადგეს ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და თენგიზ ცერცვაძე.

მოვითხოვთ თანამდებობიდან გადადგეს ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და თენგიზ ცერცვაძე. აღნიშნული პირების არასწორი, აგრესიული და არაკვალიფიციური ქმედებების გამო, საქართველოს საავადმყოფოებში პერმანენტულად ხდება  პაციენტების გარდაცვალება, გარდაცვლილთა რიცხვი აღწევს 10 000 (ათი ათასს), რაც არის არა მხოლოდ კორონა ვირუსის ბრალი, არამედ ავადმყოფის და ავადმყოფობის არასწორი მართვის შედეგი. უამრავი ფაქტი აქვს, იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება, ე.წ ბოქსირებულ პალატებში, რეანიმაციებში და როგორ ხდება პაციენტების არასწორი ინტუბაცია, რაც საბოლოოდ მათი სიკვდილის გამომწვევი მიზეზი ხდება.   უახლოეს მომავალში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას წარვუდგენ ყველა ფაქტს. ასევე ეს პირები ყოველდღიურად გამოდიან ტელევიზიით  და აანონსებენ ადამიანების სიკვდილს, ლანძღავენ მოსახლეობას ირიბად,  რაც ნორმალურ ქვეყანაში და სახელმწიფოში დაუშვებელია. სტანდარტი რომლითაც ესენი საქართველოს მოსახლეობას  ესაუბრებიან არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის განვითარების სტანდარტს შესაბამისად მოვითხოვთ ამ პირებმა დაუყოვნებლივ დატოვონ თანამდებობები და მათ ადგილზე დაინიშნონ ნორმალური თანამედროვე განვითარების და უნარების მქონე ადამიანები.
gallery images

შეიცვალოს სტუდენტური თვითმმართველობის ავტორიტარული სისტემა

სტუდენტური თვითმმართველობის არსებული სისტემა დაშორებულია სტუდენტების საჭიროებებსა და ინტერესებს. უნივერსიტეტებში, ,,უმაღლესი განათლების შესახებ" კანონის საფუძველზე, შექმნილია სტუდენტური თვითმმართველობის ავტორიტარული წესდება, ყოველგვარი დამოუკიდებელი მაკონტროლებელი სისტემის გარეშე.   შედეგად, თვითმმართველობას არ გააჩნია არანაირი ანგარიშვალდებულების კომპონენტი და სტუდენტები მოკლებულნი არიან საუნივერსიტეტო რესურსების თანაბარ წვდომას, უნივერსიტეტის მართვაში მონაწილეობასა და პლურალისტურ გარემოს.   სამწუხაროა, რომ ამგვარ სისტემას ემატება გარე ჩარევები სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან.   დროა, შეიცვალოს ,,უმაღლესი განათლების შესახებ" კანონით არსებული მოდელი და დაიშვას უნივერსიტეტებში პლურალისტური, ანგარიშვალდებული და დემოკრატიული სისტემა, რომელიც მოემსახურება მხოლოდ და მხოლოდ სტუდენტების (და არა მხოლოდ ცალკეული პირების) ინტერესს.   ,,პროგრესის ცენტრის" სტუდენტური კოალიცია
gallery images

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სტუდენტების მოთხოვნა

მოგეხსენებათ, რომ დღესდღეობით წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გამოცდებზე ადგილზე გამოცხადების გამო სტუდენტების ნაწილი შეშფოთებულია. არიან ადამიანები, რომლებიც ვერ ახერხებენ რეგიონებიდან ჩამოსვლას, არიან ისეთებიც, რომლებსაც ეშინიათ იმფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამო, არიან რისკ ჯგუფები და უბრალოდ ის ადამიანები, რომლებიც ერთმანეთის მდგომარეობაში შედიან და ეწინააღმდეგებიან გამოცდებზე უკლებლივ ყველა სტუდენტის მიყვანის აზრს. გთხოვთ ასეთმა სტუდენტებმა ხელის მოწერით დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია, კერძოდ ის, რომ არ ეთანხმებით გამოცდების ადგილზე დაწერის აზრს და ფიქრობთ, რომ თუ სწავლება ჰიბრიდულია, მაშინ გვაქვს არფევანის საშუალება მივიდეთ გამოცდებზე უნივერსიტეტში თუ არა. ხელმოწერამდე მეილის ველში მიუთითეთ სანგუს მეილი და სახელი და გვარი ისე, როგორც პირადობის მოწმობაში გიწერიათ. მადლობა თანადგომისათვის.
gallery images

FREE PRESIDENT MIKHEIL SAAKASHVILI

Honorable Members of US Congress,     The Georgian Immigrants living in the United States express their utmost concern over the rapidly deteriorating political situation in Georgia. The ruling party, Georgian Dream, led by an oligarch Bidzina Ivanishvili, is quickly and irreversibly destroying democratic institutions and pulling the country into the Russian orbit.      The foregoing crisis has been exacerebated by the imprisonment of President Mikheil Saakashvili on politically motivated charges.  We call on the United States Congress to act in defence of young Georgian Democracy, the fundamental rights of Georgian people to free and fair elections, the rule of low and democratic values. Silence is not an option. Democracy in Georgia is in peril. Euro-Atlantic ideals are worth defending in any part of the world.  We urge the Congress to act decisively with all the tools at its disposal, including personal sanctions on the oligarch Ivanishvili, effectivelly governing the country and the members of Georgian government who seem to only serve the oligarch.  We, the Georgian American community, call on all friends of Georgia in the United States Congress to use their moral authority and political leadership to help us save democracy in Georgia.  Pease see attached file full version of petition.     
gallery images

მოხდეს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მუხიანი - 2 დასახლებაში.

10 წელზე მეტია, რაც მუხიანი -2 დასახლებასა და კერძოდ, მუხიანის აგარაკებზე, მათ შორის გამარჯვების და სამეგრელოს ქუჩებზე და მათთან მიმდიბარე ჩიხებში, რამოდენიმე კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთი კატასტროფულ მდგომარეობაშია. აღნიშნულ პრობლემას, თან ერთვის GWP მიერ პასუხისმგებლობის მოხსნა, აღნიშნული დასახლებისთვის საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგების შესახებ, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მოცემულობას.   მუდმივად მზარდ დასახლებაში, ასეულობით ოჯახი ცხოვრობს, რომელთაც ყოველდღიურად უწევთ გადაადგილება ტალახიან, დანგრეულ და სახიფათო გზაზე; მათ შორის მცირეწლოვანებსა და მოხუცებს, რომელთაც ჩანთით უწევთ ყოველდღიურად ორი წყვილი ფეხსაცმლის ტარება სკოლაში და მაღაზიაში მისასვლელად.   ვითხოვთ, მიეცეს დასახლებაში მაცხოვრებელ ასეულობით ოჯახს საშუალება, ადამიანურ პირობებში იცხოვრონ და გადაადგილნენ საკუთარ ოჯახებში. სირცხვილია, რომ 2021 წელს თბილისის ერთერთ ყველაზე დიდ უბანში ასეთი ვითარებაა შექმნილი. საკანალიზაციო სისტემა მოუწესრიგებელია, წყლის მიწოდება გრაფიკით ხორციელდება, საფეხმავლო ბილიკები ფიზიკურად არ არსებობს. მუდმივად ატალახებული გზა არამყარი ნიადაგით, საფრთხეს უქმნის მაღლობზე აშენებულ კერძო სახლებს და ნაგობებსაც.   ვითხოვთ სასწრაფო რეაგირებას!  
gallery images

არა! სააკაშვილის უკანონო გათავისუფლებას

ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაზე ხელმომწერებს შეუერთდა რამდენიმე ეპისკოპოსი, რომლებიც არიან საქართველოს საპატრიარქოს სინოდის წევრები. ეს მეუფეები თავის პოზიციას გაჭირვებაში ჩავარდნილ მოყვასზე ზრუნვის საბაბით და იმით ხსნიან, რომ ზოგადად ძალიან აწუხებთ ერის გახლეჩისა და მძიმე მდგომარეობაში მყოფი პატიმრის პრობლემები, რის გამოც ამტკიცებენ, რომ მხოლოდ კეთილშობილური მიზნები ამოძრავებთ. თუმცა, არ გვგონია, ისინი იმდენად გულუბრყვილო ადამიანები იყვნენ, რომ ვერ ხვდებოდნენ, რას ნიშნავს ასეთ მოთხოვნაზე ხელმოწერა. თუ მაინც გულუბრყვილო პოზაში განაგრძობენ დარჩენას, ასეთ შემთხვევაში გვინდა მათ (და სხვებსაც) ავუხსნათ - მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნა ნიშნავს, რომ ისინი მოითხოვენ, რეანიმირებული და რეაბილიტირებულ იქნას: ქუჩებში ადამიანების მკვლელობები და ციხეებში პატიმართა მიმართ წამებები და არაადამიანური, ღირსების შემლახველი მოპყრობები; სახელმწიფოს ინტერესების სახელით მოქალაქეებისთვის ქონებების ჩამორთმევები; საპროტესტო აქციების გადაჭარბებული ძალის გამოყენებით და სამაგალითო სისასტიკით დარბევები, რომელსაც ზოგ შემთხვევაში თან ახლავს მშვიდობიანი მომიტინგეების მკვლელობები; ანტირუსული ისტერიის საფარქვეშ ტერიტორიებისა და ქონებების რუსეთზე გადაცემისათვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელი მოქმედებები; მედიის დარბევები და მისი მონოპოლიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები; კიდევ მრავალ საფრთხეზე შეიძლება საუბარი, მაგრამ თუ ჩვენი „გულუბრყვილო“ ეპისკოპოსები ფიქრობენ, რომ ამ ყველაფერთან სააკაშვილს არავითარი შეხება არ ჰქონია და ის უდანაშაულოდ ზის ციხეში, მაშინ პირდაპირ უნდა განაცხადონ, რომ ან სააკაშვილის მმართველობის ამ ბოროტებებს ადგილი არ ჰქონია და 2003-12 წლებში მიშა ახალი საქართველოს დამაარსებელი და აღმაშენებელია, ან უნდა აღიარონ, რომ კი, ბევრი ბოროტება ხდებოდა მისი მმართველობის დროს, მაგრამ მან ამის შესახებ არაფერი იცოდა (ფანატიკოსთა ცნობილი თეზის მსგავსად, რომ “სტალინის დროინდელი მასობრივი მსხვერპლების შესახებ სტალინმა არაფერი იცოდა“). შეუძლებელია გონიერ ადამიანს მართლა ეგონოს, რომ სააკაშვილის თავისუფლებაში ყოფნა ერის გამთლიანებას შეუწყობს ხელს და არა პირიქით. ისიც უცნაურია, როგორ დაუთუთქა გული ასე ერთსულოვნად რამდენიმე ეპისკოპოსს ერთი პატიმრის შიმშილობამ და რატომ მრავალ სხვა ისეთ პატიმარზე არ გამოუჩენიათ ასეთი ქრისტიანული გულმოწყალება, რომლებიც დღეები კი არა, ლამის თვეები აგრძელებდნენ შიმშილობას, თანაც უფრო მკაცრ პირობებში? თუ სააკაშვილი განსხვავებულია რომელიმე მათგანისგან? თუ ყოფილი პრეზიდენტობა რაიმე უპირატესობას ანიჭებს დანაშაულის ჩამდენ რომელიმე მოქალაქეს? თუ ბრაზილია, ისრაელი, ფილიპინები, სამხრეთ კორეა, გერმანია ან თუნდაც საფრანგეთი ნაკლებად დემოკრატიული ქვეყნები არიან, როდესაც თავის დამნაშავე ყოფილ ლიდერებს ასამართლებენ და ციხეებშიც სვამენ? კითხონ ამ „გულუბრყვილო“ ეპისკოპოსებმა სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩახოცილი და დაინვალიდებული შვილების მშობლებს, სააკაშვილის გათავისუფლებით რა მესიჯს გაუგზავნის მათ სახელმწიფო. სინამდვილეში ეს სწორედ განხეთქილების გაღრმავებას გამოიწვევს და შეიძლება ქვეყანა სამოქალაქო ომამდეც კი მიიყვანოს, ამაზეც ხომ უნდა ფიქრობდნენ სულიერი მამები. ან, ჩვენო ძვირფასო მეუფეებო, თქვენ რომ სანდრო გირგვლიანის, ირინა ენუქიძის, მამა-შვილი ვაზაგაშვილების, ბუტა რობაქიძის, სულხან მოლაშვილის, გიორგი გამცემლიძის, სერგო თეთრაძის, როინ შავაძის, გია კრიალაშვილის და სადისტურად მოკლული სხვა მრავალის ოჯახის წევრები იყოთ, მაშინაც მოაწერდით ხელს სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას? იქნებ მართლა გულუბრყვილოდ გგონიათ, რომ არც კაცების გაუპატიურების კასრებში გადამალული მრავალი კადრის შესახებ იცოდა არაფერი ქვეყნის პრეზიდენტმა? ჰოდა წარმოიდგინეთ, როგორ შეხედავდით მსხვერპლის ოჯახის მდგომარეობაში მყოფები თქვენი ოჯახების გამამწარებელი სისტემის შემქმნელს, აი სწორედ ასე გიყურებთ დღეს თქვენ ძალიან ბევრი ადამიანი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, როდესაც ზოგიერთი ოპოზიციური პარტიაც კი არ უერთდება დამნაშავე ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნას და ეპისკოპოსები იწყებენ „პოლიტიკანობას“, ისღა დაგვრჩენია, ან დავიჯეროთ მათი გულუბრყვილობა, ან მათი ქმედების უკან მხოლოდ ანგარება დავინახოთ, რომლის მოტივი გარკვეული დივიდენდების თუ სხვა მატერიალური სიკეთეების მიღებაა. მოკლედ, პეტიციაზე ხელმომწერმა ეპისკოპოსებმა ამ ხელმოწერით თავისთავზე უფრო მეტი თქვეს, ვიდრე სააკაშვილზე.
gallery images

თავისუფლება მიშას!

არ აქვს მნიშვნელობა მოგწონთ თუ არა მიხეილ სააკაშვილი. აქ მთავარია კითხვა, რომელზე პასუხი ყველას გვაქვს და ეს კითხვა ასეთია: გვაქვს თუ არა საქართველოში დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, არის თუ არა რიგითი მოსამართლე თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან და შეგვიძლია თუ არა ვანდოთ ივანიშვილის სახელისუფლებო გუნდს საქართველოს მესამე პრეზიდენტის გასამართლება. #თავისუფლებამიშას
gallery images

Offline Exams = Offline Education; Online Education = Online Exams

Fellow SDSUG Students ! This petitions exists for only one purpose - let students demosntrate the knowledge they got on the lectures in a fair environment. If the exams are conducted offline, that should be the result of offline quality learning. Consequently, if the learning process is done online, then the exams should be online as well, because the quality of teaching differs a lot. One simple example is that most professors do not even try to explain concepts or problems on online lectures, they can simply share the screen of some random video and they get paid for that. Most professors (not all) do not feel responsibility of teaching while conducting lectures online, thus, offline lectures are much more efficient even in this sense - professors HAVE TO stand by the board and do something.Simply put, online education does not give students the knowledge to go and write the material offline that they did not learn because WERE NOT taught.The reality is that offline learning was indeed better than online learning, there was communication between lecturer and students and professors knew capability of students because she/he was the one who taught them the material in face-to-face manner.Our request is - Require as much knowledge from us as the university actually gives.Purpose: LEAVE EXAMS UP UNTIL 1 NOVEMBER - ONLINE 
gallery images

ერთად შევაჩეროთ სამშენებლო გენოციდი !

ერთად შევაჩეროთ სამშენებლო გენოციდი! ბათუმის უდიდესმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მშენებლობის სფეროში არსებული ქაოტური და კორუფციული გარემო გვანადგურებს ! 30 წლის განმავლობაში, მრავალი ნრგევისა და მსხვერპლის გლოვა გვახსოვს, თუმცა ამ მკვლელობებისთვის პასუხისგებაში მიცემული – არცერთი მაღალჩინოსანი... რეალურად, მსხვერპლი გაცილებით, ათჯერ, ასჯერ და კიდევ მეტია, რადგან ჩვენ ძირითადად , მყისიერი ნგრევის შედეგად დაღუპულებს ვიმახსოვრებთ, რაც ბუნებრივიცაა. თუმცამრავალჯერ და მრავალჯერ მეტი ვიღუპებით (10, 20, 30 და მეტი წლით ნაკლებს ვცოცხლობთ) მასობრივი, ყოველგვარ სტანდარტს აცდენილი მშენებლობების შედეგად. ბათუმში, თბილისში და სხვა ქალაქებში განხორციელებული ამგვარი სამშენებლო ვაკხანალიის შედეგად,ჩვენი საარსებო  გარემოუკიდურესად და სულ უფრო მეტადუარესდება... რაც,უპირველეს ყოვლისა, სუფთა ჰაერსა და მზის შუქს გვართმევს (მაგრამ  არამხოლოდ),ამ ყოველივეს შედეგად, ჩვენს სამშობლოში, ყოველი მე–5 სიკვდილი ჰაერის დაბინძურებასთანაა დაკავშირებული. თავად მშენებლობის ხარისხიცუაღრესად მძიმეა, რაც გამოწვეულია სამშენებლო რეგულაციების  დაბალი სტანდარტით, ნებართვების გაცემის პროცესში არსებული მასშტაბური, სისტემური და ძირითადად სახელისუფლო კორუფციით, ასევე ნებართვების პიროებების აღსრულებაზე ზედამხდველობის პრაქტიულად ნულოვანი დონით. ამას ემატება, როგორც ძველი, ასევე ახალნაშენი ნაგებობების მდგრადობის პერიოდული ინსპექტირებისა და პასპორტიზაციის სისტემის არ არსებობა. ყოველივე ნათქვამიდან გამომდინარე, ალბათობა, ბათუმის მსგავსი ტრაგედიების განმეორებისა და გახშირებისაც კი უაღრესად მაღალია (პრაქტიკულად გარდაუვალია).ამიტომ, აუცილებელია დროული და გადამჭრელი ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის: მიმდინარე მშენებლობების („ნებართვიანისა და უნებართვოს“) ინსპექტირების მასშტაბური პროცესის განხორციელების დაუყონებლივ დაწყება; ბათუმისა და სხვა მსგავსი ტრაგედიების მიზეზთა სრულფასოვანი საგამოძიებო პროცესის წარმართვა, მათ შორის მაღალჩინოსანთა პასუხისმგებლობის გამოკვეთისკენ მიმართული სათანადო ძალისხმევის გაწევის პირობით; სამშენებლო ნებართვების გაცემისა და მათ აღსრულებაზე ზედამხედველობის, მარეგულირებელი კანონმდებლობისა და მათი აღსრულების მექანიზმების ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანა; მრავალსართულიანი კორპუსების სამშენებლო ნებართვების გაცემის შეჩერება–მორატორიუმი, კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანამდე; სათანადო გეოლოგიური, სეისმოლოგიური, ჰიდროლოგიური და სხვა კვლევების განხორციელებამდე. ასევე კანონმდებლობის აღსრულებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურისა და საკადრო მომზადება–გადამზადების პროცესის დასრულებამდე. დასრულებული შენობა–ნაგებობების სრულმასშტაბიანი ინსპექტირება–პასპორტიზაციის პროცესის დაუყონებლივ დაწყება; მხოლოდ უძრავი ქონების შესყიდვის სანაცვლოდ, სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე ბინადრობის მოწმობის უპირობო გაცემის წესის გაუქმება, რადგან მასშტაბური მშენებლოები, რომელთაც თბილისი და ბათუმი „ვეღარ აუდის“, დიდწილად სწორედ ამ ფაქტორითაა განპირობებული.    ავტორი: ლაშა ჩხარტიშვილი               ეკოლოგიის მაგისტრი    
gallery images

დაუშვით სკოლა პირბადის გარეშე!!!

ბავშვებისთვის საათობით პირბადის ტარების ვალდებულება არის დანაშაული! რადგან აქვეითებს იმუნიტეტს, ნეგატიურად მოქმედებს ფილტვებსა და გულსისხლძარღვთა სისტემაზე. გარდა ამისა, ბევრი მშობელი წერს რომ ბავშვებს გაუხშირდათ თავის ტკივილები, მომატებული მთქნარება (რაც მიუთითებს ჟანგბადის უკმარისობაზე) ძილიანობა, მოთენთილობა. ბავშვები ზიან სკოლაში გათბობის გარეშე ღია ფანჯრებით ხშირად ორპირში რაც მეტად გამოიწვევს გაციებას და რესპირატორული დაავადებების რისკს!  მივცეთ ბავშვებს სუნთქვის საშუალება!!! ონლაინ სწავლა გამოსავალი არ არის! ყველას აქვს უფლება დაესწროს სასწავლო პროცესს! ნუ არღვევთ ბავშვების კონსტიტუციურ უფლებებს!  P.S.პირბადე სკოლაში ბავშვებს არ უკეთიათ: შვედეთში, ირლანდიაში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, უკრაინაში აშშ-ში და კიდევ სხვა ბევრ ქვეყანაში! დავიჯეროთ იმ ქვეყნებში ბავშვებს არ უფრთხილდებიან? 
gallery images

სწავლის განახლება აუდიტორიებში!

სტუდენტები მოვითხოვთ,რომ უნივერსიტეტში სწავლება გაგრძელდეს აუდიტორიებში,რადგან ონლაინ რეჟიმში,სტუდენტს არ ეძლევა საშუალება იმისა,რომ განათლება მიიღოს საჭირო რაოდენობით,სრული განათლების მისაღებად აუცილებელია სწავლის განახლება აუდიტორიებში. ამასთანავე, უნივერსიტეტს აქვს ყოველგვარი რესურსი იმისა, რომ სწავლა შერეული ფორმატით განაახლოს.
gallery images

ავკრძალოთ საქართველოში კომპანია "Facebook-ის" კუთვნილი საიტებით(instagram.com facebook.com whatsapp.com და ასე შემდეგ) სარგებლობა

ავკრძალოთ საქართველოში კომპანია "Facebook-ის" კუთვნილი საიტებით(instagram.com facebook.com whatsapp.com და ასე შემდეგ) სარგებლობა