add one
gallery images

პროტესტი საწვავის ფასებს !!!

პროტესტი საწვავის ფასს!არ შეიძლება მოკლედ დროის მონაკვეთში ფასი ასე ყოველდღიურად იზრდებოდეს!უნდა აიღონ კონკრეტული ვალდებულება, როგორც მთავრობამ, ასევე კომპანიებმა!ფასების ერთერთი განმსაზღვრელი არის აქციზი; ასევე მთავრობამ კომპანიებთან ურთიერთშეთანხმებით უნდა შეამცირონ საწვავის ფასი ! 
gallery images

დაწესდეს მინიმალური ხელფასი საათში 3 $ ექვივალენტის შესაბამისად ეროვნულ ვალუტა ლარში.

 დაწესდეს მინიმალური ხელფასი საათში 3 $  ექვივალენტის შესაბამისად ეროვნულ ვალუტა ლარში.   2021 წლის 20 მარტი გიორგი მკურნალიძე     
gallery images

პროტესტი საწვავის ფასს

აქციზის გადასახალი საწვავზე უნდა შემცირდეს! ამასთან, მთავრობისა და კომპანიების ურთიერთშეთანხმებით საწვავის ფასს უნდა დააკლდეს, როგორც აქციზური გადასახადი, ასევე კომპანიებმაც უნდა შეამცირონ საწვავის გადასახადს.  აღნიშნული საშუალებას მისცემს საზოგადოებას ნაკლებ და მისაღებ ფასში შეძლოს საწვავის შეძენა.   პეტიცია შეიქმნა ალექსანდრე კობაიძის მიერ.  
gallery images

ევროვიზია 2021 წლის საქართველოს წარმომადგენლის თორნიკე ყიფიანის კონკურსიდან მოხსნა.

2021 წლის 16 მარტს, საქართველოს წარმომადგენელმა თორნიკე ყიფიანმა თავის “Facebook” გვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც ზემოთ ხსენებული კონკურსი მოიხსენია უარყოფით და შეურაცხმყოფელ ასპექტში, რითაც ზიანი მიაყენა ამავე კონკურსზე მონაწილე ქვეყანა - საქართველოს და არა მარტო.მან შეურაცხყოფა მიაყენა საზოგადეობას, რომელმაც უკმაყოფილება გამოთქვა საკონკურსო სიმღერის მიმართ.თორნიკე თავის სტატუსში გამოირჩევა აგრესიული და დამამცირებელი რიტორიკით, რის საფუძველზეც, ქვეყნის იმიჯის შენარჩუნების მიზნით, მოგმართავთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ თორნიკე ყიფიანი დისკვალიფიცირებულ იქნას 2021 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსიდან.
gallery images

სასწრაფოდ შეჩერდეს „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა

სასწრაფოდ შეჩერდეს „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა", რომელიც არის დისკრიმინაციული ხასიათის,არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მასწავლებლებს...  სქემა პირდაპირ ხელს უშლის  საჯარო სკოლების დეცენტრალიზაციის პროცესს და რაც მთავარია უხეშად ერევა კერძო სკოლების სამუშაო პროცესში, რადგან იპერატიულად ავალებს სკოლის დირექტორს რამდენჯერ უნდა დაესწროს მასწავლებლებს სასწავლო წლის მანძილზე,  რამდენჯერ უნდა შეაფასოს და ა.შ.  ასევე ავალებს მასწავლებლებს გაიარონ  გარკვეული რაოდენობის საათების ტრენინგები  (20-12-8). ჩვენ თვლით რომ სკოლის დირექტორის გადასაწყვეტია,რამდენჯერ დაესწრება მასწავლებელს და რა ფორმებით მოახდენს მათი მუშაობის შეფასებას.ასევე მასწავლებლის უფლებაა თავად გადაწყვიტოს რამდენ საათიან ტრენინგს დაესწროს და რა თემაზე. ასევე არასამართლიანია სქემა უფროსი სტატუსის მასწავლებლების მიმართ,ვინაიდან აქამდე ვინც აიმაღლა სტატუსი  და გახდა წამყვანი/მენტორი- ბევრად ადვილიად მიაღწიეს შედეგს, ხოლო დანარჩენებს ძალიან გაურთულეს პროცესი. ასევე სისტემაში გვყავს 250 წამყვანი და მანტორი მასწავლებელი, რომლებმაც საგნის გამოცდა ჩააბარეს 1 და 4 კრედიტზე. ხოლო ახლა საგანში  50% -ზე მეტი  უნდა ქონდეს გადალახული. ჩვენი აზრით არ შეიძლება ქვეყანაში გვყავდეს წამყვანი და მენტორი მასწავლებელი-რომელიც საკუთარ საგანს ვერ აბარებს სრულად. კიდევ ბევრი ხარვეზი აქვს სქემას.ამიტომ აუცილებელია სასწრაფოდ შეჩერდეს და  დაიწყოს მუშაობა ახალ დოკუმენტზე, საჯარო ჩართულობით. 
gallery images

შეიქმნას უნაყოფობის მკურნალობის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა

საქართველოში უნაყოფობის მკურნალობა  არ ფინანსდება.  მომავალი მშობლებისთვის დიაგნოსტირება/მკურნალობასთან დაკავშირებული ფინანსური წნეხი ძალიან დიდია. მკურნალობის საშუალო ღირებულებაა 8000-15000 ლარის ფარგლებში და ზევითაა, დამოკიდებულია დამატებით საჭიროებებზე ინდვიდუალურად.  სწორედ ფინანსური ხელმისაწვდომის ნაკლებობაა მკურნალობის დროულად დაწყების ყველაზე დიდი დამაბრკოლებელი ფაქტორი.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში უშვილო წყვილების რიცხვი 12-15%-ს შეადგენს.საქსტატის მონაცემებით 2009-2019 წწ.  საქართველოში რეგისტრირებულია 300 000-ზე მეტი ქორწინება. თუ კი ვივარაუდებთ უნაყოფობის 12-15%-იან რიცხვს შეიძლება ითქვას რომ 36000-45000-ზე მეტ წყვილს საორიენტაციოდ აქვს უნაყოფობის პრობლემა. ვინაიდან ეს მხოლოდ ბოლო ათწლეულის ქორწინების მონაცემებია, იგულისხმება რომ უნაყოფო წყვილების რიცხვი რეალურად ბევრად დიდია. ყოველწლიურად კი უნდა ვივარაუდოთ რომ 3600-4500 ახალი წყვილია უნაყოფობის პრობლემით საქართველოში.ყველა ადამიანიის უფლებაა ჰქონდეს როგორც ფიზიკური ისე ფსიქიკური ჯანმრთელობა. მშობლების უფლებაა თავად გადაწყვიტონ როდის და რამდენი შვილი იყოლიონ. უნაყოფობა არღვევს ადამიანის უფლებებს და ზიანს იწვევს გენდერულ ჭრილშიც,  როდესაც ურთიერთობაში ქალი მეტად ხვდება წნეხის ქვეშ იმისგან დამოუკიდებლად გამოწვეულია თუ არა უნაყოფობა მისი ჯანმრთელობის ფაქტორით. უნაყოფობას ნეგატიური ზეგავლენა აქვს სოციალურ ცხოვრებაზე. ქალები ხშირად განიცდიან უარყოფით დამოკიდებულებას, სოციალურ სტიგმას, ემოციურ სტრესს, დეპრესიას, შფოთს, საკუთარი თვითშეფასების დაქვეითებას და განქორწინებასაც კი.სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა მოქმედებდეს მსგავსი უთანასწორობების აღკვეთისა და ეფექტური, დროული და ხელმისაწვდომი მკურნალობის უზრუნველყოფისთვის.  ჯანდაცვის პოლიტიკის შემქმნელებმა უნდა აღიარონ უნაყოფობა როგორც დაავადება რომელსაც ისევე ესაჭიროება დიაგნოსტირება, მკურნალობა და ხარისხიანი მომსახურება როგორც სხვა ნებისმიერ დაავადებას.  ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში სამედიცინო კრიტერიუმებზე დაფუძნებით ფინანსდება უნაყოფობის მკურნალობა. 
gallery images

დაემატოს ტრანსპორტი 116-ის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხაზს

ყოველდღიურად მოცემულ სამარშუტო ტაქსს გაჩერებაზე დილის და საღამოს საათებში უამრავი მგზავრი ელოდება, ყველაზე კარგ შემთხვევაში საშუალოდ 30-40 წუთი. რიგი ოთხ სამარშუტო ტაქსს ავსებს, ხაზზე კი სულ 2-3 ტრანსპორტი მუშაობს და დროის დიდი ინტერვალით გადაადგილდებიან. მოლოდინის დრო უსასრულოდ იწელება და სამსახურში დაგვიანების შიშით მგზავრებს ფეხზე დგომა ამ დამატებით ხარჯების გაღება უწევთ. საღამოს საათებში კი ზოგჯერ საათზე მეტი დროით ლოდინი გაჩერებებზე.  116 - გლდანის VII-VIII მ/რ > ჯორჯ ბალანჩინის ქუჩა > აღმაშენებლის ხეივანი > თბილისი მოლი. *გთხოვთ, გააუმჯობესოთ მათი მუშაობის პროცესი, დაამატოთ სატრანსპორტო საშუალება ან მოცემულ მარშრუტზე დააყენოთ ავტობუსი. ალოგიკურია ასეთ მოკლე მანძილზე მოქალაქეს 1 საათი ჭირდებოდეს გადაადგილებისათვის. 
gallery images
gallery images

განთავსდეს იროდიონ ევდოშვილის (ბაბილინა ხოსიტაშვილის ძმის) სახლ-მუზეუმში ბაბილინას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი კუთხე

ჩვენ, პეტიციის ავტორები, ვფიქრობთ, ბაბილინას დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე იმდენად დიდია, რომ იგი იმსახურებს სოფელ ბოდბისხევში, სახლში, სადაც ბაბილინა გაიზარდა, მოეწყოს ბაბილინას კუთხე, სადაც მნახველებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ბაბილინას ცხოვრებასა და მის შემოქმედებას. გამომდინარე იქიდან, რომ ამჟამად იროდიონ ევდოშვილის სახლ-მუზეუმზე სრული პასუხისმგებლობა ადგილობრივ თვითმმართველობას აქვს აღებული, გვსურს სიღნაღის მუნიციპალიტეტმა იზრუნოს იმაზე, რომ ამავე სახლში განთავსდეს ბაბილინას ცხოვრების, მოღვაწეობის, დამსახურებისა და ისტორიის ამსახველი ნივთები და ნაშრომები. გვსურს სახლს, სადაც ბაბილინა ხოსიტაშვილი ცხოვრობდა, გადაერქვას და არა მხოლოდ იროდიონ ევდოშვილის, არამედ იროდიონ ევდოშვილისა და ბაბილინა ხოსიტაშვილის სახლ-მუზეუმი გახდეს.
gallery images
gallery images

გაუქმდეს კომენდანტის საათი! განახლდეს ცოცხალი მუსიკა!

ქართული მუსიკალური სფეროს წარმომადგენლები მივმართავთ საქართველოს მთავრობასა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რათა გაუქმდეს კომენდანტის საათი, რომ კვლავ შევძლოთ მუშაობა ქვეყნის მასშტაბით იმ ობიექტებზე, რომლებიც თანდათანობით იწყებს ფუქცნიონირებას, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო კვლავაც აკრძალულია კულტურული ღონისძიებები.სამწუხაროდ, 2020 წლიდან მოყოლებული პანდემიის პირობებში დაწესებულ შეზღუდვებს  გამორჩეულად შეეწირა მუსიკოსების უფლებები. უკანასკნელი რეგულაციების შემსუბუქებულ ჩამონათვალშიც ვერ ვნახეთ ინფორმაცია ჩვენი სფეროს წარმომადგენლებისთვის მსგავსი შეზღუდვის შემცირება-მოხსნის შესახებ, რამაც კიდევ ერთხელ გამოიწვია ჩვენი გაკვირვება და შეშფოთება. თუ ნელ-ნელა ხდება ბარების, რესტორნებისა და სასტუმრობის გარე და უკვე შიდა სივრცეების ფუნქციონირების დაშვება, გაუგებარია, რატომაა აკრძალული მუსიკის ცოცხალი შესრულება.მუსიკა ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ გართობა! მუსიკა არის ცხოვრების არა მხოლოდ შემადგენელი, არამედ განუყოფელი ნაწილი და ასევე, ცხადია, შემოსავლის წყარო,   უმრავლესობისთვის ოჯახის რჩენის ერთადერთი საშუალება ! ასე რომ, მივმართავთ ზემოთ აღნიშნულ შესაბამის ორგანოებს, გაითვალისწინონ მუსიკალური სფეროს წარმომადგენლების წუხილი და ადეკვატური რეაგირება მოახდინონ პრობლემის დროულად გადასაჭრელად.
gallery images

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მანიფესტი

2020-21 წლებში საქართველოში მედიაგარემო ძალიან დამძიმდა. გახშირდა ჟურნალისტებზე სიტყვიერი თუ ფიზიკური თავდასხმები. სახელმწიფო არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოებას. მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები სიძულვილის ენით, აგრესიით და ბოიკოტით პასუხობენ მედიის კრიტიკულ კითხვებს. სახელმწიფო პროპაგანდის მანქანა კრიტიკულ მედიას პოლიტიკურ ოპონენტებად ნათლავს და მათ მიმართ შეუწყნარებლობას უწყობს ხელს. პოლიტიკურად პოლარიზებულ საზოგადოებაში მედიისადმი ასეთი დამოკიდებულება ახალისებს მორიგ თავდასხმებს. მიმდინარეობს პოლიტიკურად მოტივირებული სამართალწარმოება მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანო პოლიტიზებულია და ცენზურის დაწესებას ცდილობს.ჩვენ, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლესი რანგის პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის წევრებს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს:• უზრუნველყონ ჟურნალისტებზე თავდასხმების სწრაფი გამოძიება და საზოგადოების ინფორმირება• შეწყვიტონ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წამოწყებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები• შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის წახალისება მედიის წარმომადგენლების მიმართ• შეწყვიტონ კრიტიკული მედიის ბოიკოტი და აღადგინონ მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმი• შეწყვიტონ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გამოყენება პოლიტიკური მიზნით.ვფიქრობთ, ამ მოთხოვნების შესრულება ხელს შეუწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირებას, განმუხტავს დაძაბულობას და გააუმჯობესებს მედიაგარემოს.
gallery images

საქართველოს მოქალაქეთა რეემიგრაციის ხელშეწყობის მიზნით სამთავრობო პროგრამის შექმნის შესახებ

ბატონო ირაკლი! ჩვენ ქვემოთ ხელის მომწერი საქართველოს მოქალაქეები, ამჟამად ემიგრაციაში მყოფნი, მოგმართავთ თქვენ როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურს, რომლის პირდაპირი მოვალეობაც არის ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვა და არა მათი გაღატაკება და სხვათა მონებათ ქცევა როგორც ეს გააკეთეს წინამორბედმა მთავრობებმა. კარგად მოგეხსენებათ, ქართული ემიგრაციის როლი საქართველოს ეკონომიკასა და საერთოდ ქვეყნის მასობრივი შიმშილობისაგან გადარჩენაში. ახლა იმის დრო არ არის ერთმანეთს ლამაზი სიტყვებით ველაპარაკოთ, ჩვენ არ ვაპირებთ არც ამას და არც კეთილი ნების გამოჩენის თხოვნას, პირიქით ჩვენ გეუბნებით მწარე სიმართლეს და მოვითხოვთ მთავრობისაგან კონსტიტუციით გათვალისწინებულ მოვალეობების შესრულებას. თქვენ კარგად მოგეხსენებათ ჩვენი ემიგრაციაში წასვლა არ უკავშირდება ჩვენს არჩევანს და უკეთესი ანაზღაურების მქონე სამუშაოს არჩევას, არამედ პირდაპირ კავშირშია იმასთან რომ 30 წელიწადში არც ერთმა მთავრობამ არ შექმნა სამუშაო ადგილები და მთლიანად ეკონომიკა რომელიც მინიმალურად მაინც დააკმაყოფილებდა შრომითი ბაზრის მოთხოვნილებას, ამიტომ ჩვენ შრომისუნარიანი მოქალაქეები რომლებზედაც პირდაპირ კავშირშია სოფლის მეურნეობისა და ეკონომიმის განვითარება იძულებული ვიყავით უცხო ქვეყნებში გვეძებნა სამსახურები, რამაც გამოიწვია 3 700 000-იანი ერიდან 2 000 000-ზე მეტის ქვეყნიდან გასვლა, რაც ნებისმიერი სახელმწიფოსათვის კატასტროფის ტოლფასია, თქვენმა წინამორბედმა კი იმ დროს როდესაც ქართველი ხალხს ემიგრაციიდან სამშობლოში დაბრუნების სურვილი კლავს, ქასტინგი გამოაცხადა ქვეყნიდან წამსვლელთა მსურველებისათვის. ბუნდოვანია რა პოლიტიკას ატარებს 3 თვის წინ არჩეული პოლიტიკური პარტია. თუ ქვეყნის ხალხისაგან დაცლა და გასაყიდ ტერიტორიად აქვთ გადაწყვეტილი მაშინ ლოგიკურია ეს ქმედება თუ არა მაშინ გაუგებარია ეს ყველაფერი. ბატონო ირაკლი ჩვენი უმრავლესობა დავბერდით ემიგრაციაში, მაგრამ ჯერ კიდევ შრომისუნარიანებს ყველანაირი დასაბრუნებელი გზა მოჭრილი გვაქვს და წინ უცხო მიწაზე გარდაცვალების პერსპექტივის მეტს ვერაფერს ვხედავთ, დიდხანს ველოდით რომ ვინმე რაიმე პოლიტიკას გაატარებდა რე-ემიგრაცისათვის, მაგრამ მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდებათ ემიგრანტები, ხოლო დანარჩენი დრო ზიან და ითვლიან ჩვენს ტრანზაქციებს, ამიტომ ჩვენ მსოფლიო ქართველ ემიგრანტთა ალიანსმა გადავწყვიტეთ გავემიჯნოთ პოლიტიკას და ვიზრუნოთ მხოლოდ ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებისთვის, რომელთა კანონიერ ადგილებს უცხო ტომელები იკავებენ საქართველოში. ბატონო პრემიერო, მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ ჩაერთოთ ამ საკითხების სახელმწიფო დონეზე გადაწყვეტაში, შექმნათ სამუშაო ჯგუფი ან კომისია რომელიც მოამზადებს მთავრობის ინიციატივას საკანონმდებლო ორგანოში გასატანად. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ამ კომისიასთან და მივაწოდოთ ჩვენი ხედვა რომელიც დიდი ხანია დეტალურად გვაქვს დამუშავებული და იქ შეუსრულებადი არაფერია, სრულიად შესაძლებელია მთავრობამ შექმნას 4-5 წლიანი პროგრამა რომელსაც კანონის სახე ექნება და რომლითაც 1 000 000 მოქალაქეს საშუალებას მისცემს ღირსეულად დაბრუნდნენ სამშობლოში, პარალელურად ეს პროექტი პირდაპირ გავლენს იქონიებს ქვეყნის სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის გაძლიერებაზე. იმედს ვიტოვებთ რომ, ჩვენი ხმა იქნება გაგებული მთავრობის მხრიდან და ეს პეტიცია გადაიქცევა ემიგრაციის დაბრუნების ხელის შეწყობის პროექტად.პატივისცემით,ემიგრანტთა საორგანიზაციო ჯგუფის წევრები:1. ნანული გოგალაძე2. ქეთევან ჩხობაძე3. ნინო სვანიძე4. მადლონა თედორაძე5. ნანა ჩარკვიანი
gallery images

პეტიცია, რომ აქციების დროს არ იყოს საჯარო გამოსვლები

მოგესალმებათ შეწუხებული მოქალაქე.მოგეხსენებათ ბოლო 3 წლის მანძილზე საქართველოში რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი აქცია ჩატარდა. ძალიან მიხაროდა, როდესაც ამ აქციების ნაწილი ვიყავი, თუმცა საჯარო გამოსვლები, რომლებიც რესტორანში სუფრაზე ნათქვამ სადღეგრძელოებს გავს, ძალიან უადგილოდ და არაკომფორტულად მეჩვენებოდა. ყველამ ისედაც ვიცით გამომსვლელების პოზიცია და რა საჭიროა მიკროფონში კივილი და უკულტურობა? ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა, რომ მსგავს აქციებზე არ ყოფილიყო საჯარო გამოსვლები. თქვენ რას იტყვით?
gallery images

ეთხოვოს აშშ მთავრობას მოავლინოს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით წარმომადგენელი/ები, რათა ყველა სამინისტროში (და საკვანძო რგოლში) დაიკავონ მინისტრის მოადგილის პოზიცია და სრულფასოვანი კურირება გაუწიონ-რეფორმების მიმართულებას.

მოცემულობა    საქართველოს განვითარება და დასავლეთის განვითარებულ პოლიტიკურ და ღირებულებით ერთობაში ინტეგრაცია დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე სამი ათეული წელია მიმდინარეობს.     ამ მიზნის და ამოცანის მისაღწევად  წლებია ხორციელდება რეფორმები უპირატესად აშშ და ევროკავშირის ქვეყნების ინტელექტუალური, ინოვაციური და ფინანსური მხარდაჭერით, მაგრამ კვლავ მრავალი პრობლემა/ბარიერია გადასალახი, რათა ქვეყანა დასახელდეს-განვითარებულ დემოკრატიად სადაც შექმნილია სრულფასოვანი გარემო კეთილდღეობის საზოგადოების დასამკვიდრებლად. წინადადება    რადგან დახმარების უდიდეს ფინანსურ და ინტელექტუალურ წილს გაიღებს აშშ, რათა საქართველო სწრაფად განვითარდეს უპრიანია ეთხოვოს აშშ მთავრობას მოავლინოს  საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით წარმომადგენელი/ები, რათა ყველა სამინისტროში (და საკვანძო რგოლში) დაიკავონ მინისტრის მოადგილის პოზიცია და სრულფასოვანი კურირება გაუწიონ-რეფორმების მიმართულებას.·         აშშ და საქართველოს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობა გამორიცხავს შინაარსობრივ და ლოგიკურ დისპუტს სუვერენიტეტის შესუსტების სპეკულაციის თემაზე;·         აშშ მთავრობის დახმარება სასურველია წარმოადგენდეს გრანტს და სრული სახელფასო-სამივლინებო ხარჯები მათი მხრიდან იქნას ანაზღაურებული;·         შემუშავდეს შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაცია, რათა ზემოხსენებულმა საკითხმა არ შექმნას სამართლებრივი კოლიზია.   საქართველოში სტაბილურობის, მისი განვითარების და უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს ფაქტორად აშშ გვევლინება, შესაბამისად  სრულიად მისაღებად და დროულად მიმაჩნია მისი უფრო აქტიური ჩართვა ქვეყნის განვითარების პროცესში, რამეთუ პარტნიორობამ თვისებრივად ახალ საფეხურზე გადაინაცვლოს და გლობალურ პოზიტიურ შედეგებზე გავიდეთ.  2021 წლის 25 თებერვალი