add one
gallery images

ჩვენ გვინდა Children Of Bodom Hate Crew საქართველოში

Children Of Bodom Hate Crewa-ს საქართველოში ძალიან ცოტა მსმენელი ყავს. მე ვარ Hate crew-ერების ერთ–ერთი წარმომადგენელი. ძალიან გვინდა COBHC-ს საქართველოში ჩამოიყვანოთ. იმედია დაგვეხმარებით ამ ოცნების ახდენაში.წინასწარ მადლობა გიხდით ყველას !!! მე იმედი მაქ რომ თუ ყველა ერთად ვიქნებით ჩვენ ამას შევძლებთ და საქართველოში ვიხილავთ უდძალიანმაგრეს კონცერტს...!!! მადლობა ყველას !!!
gallery images
gallery images

Miley Cyrus საქართველოში

ჩვენ მაილის ფანებს გვინდა რომ მაილი ჩმოიყვანოთ საქართველოში
gallery images

ნინა სუბლატი ევროვიზია 2014-ზე!

ვროვიზია 2014,საქართველოს წარმომადგენელი - ნინა სუბლატი,შეაგროვეთ 2000 ხელმოწერა და შედეგს მივაღწევთ.
gallery images

One Direction საქართველოში

ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბენდის ფანები და გვინდა რომ ის ჩამოვიდეს საქართველოში. რა აღარ გავაკეთეთ ამისთვის, ზაფხულში World Wide ტრენდებშიც კი მოვხვდით მაგრამ მაინც არ ცამოვიდნენ და ახლა იმედი გვაქვს, რომ ამ ხელმოწერების შეგროვებით მაინც დავიმსახურებთ იმას რომ გვეწვიოს ჩვენი ფავოროტი გუნდი საქართველოში. ასე რომ უკვებლივ ყველას გთხოვთ დაგვეხმაროთ იმაში, რომ იმედი არ გაგვიცრუვდეს. წინასწარ დიდი მადლობა.
gallery images

Coldplay საქართველოში

Coldplay-ს საქართველოში ძალიან ბევრი მსმენელი ყავს. მე ვარ Coldplayერების ერთ–ერთი წარმომადგენელი. ძალიან გვინდა საქართველოში ჩამოიყვანოთ coldplay. იმედია დაგვეხმარებით ამ ოცნების ახდენაში. მადლობა დიდი
gallery images

აიკრძალოს უცხოელებზე მიწების მიყიდვა!!!!!!

მამულიშვილნო თუ ეს ხელმოწერები რამეს უშველის ამ მეტად საჭირ-ბოროტო საკითხს ნუ დაიზარებთ და მოვიხადოთ ჩვენი ვალი მარტივად როგორც გმირ წინაპრებთან ასევე მომავალ თაობებთან.აქ მოყვანილ ყველა პეტიციასთან შედარებით ეს მოთხოვნა ყველაზე აღმეტებულად მიმაჩნია საქართველოსთან მიმართებაში თავისი სიღრმით და მნიშვნელობით.ღმერთი გფარავდეთ.
gallery images

" დაგვიბრუნეთ-ეროვნება"

საქართველოს “რადიკალ-პატრიოტები”-ს ინიციატივით, ეროვნულობის სტატუსის აღიარების მიზნით, მოქალაქეთა მოწმობაში (პასპორტში) ეროვნების მითითების აღმნიშვნელი გრაფის მოთხოვნით.
gallery images

პეტიცია არქიმედეს გლობალ ჯორჯიას გაკონტრებასთან დაკავშირებით

თუ თვლით რომ უსამართლობის და არაადამიანურობის ზეიმია 31 დეკემბერს კოპანიის გაკოტრება და 1000-მდე ოჯახის შემოსავლის გარეშე დატოვება ხელი მოაწერეთ პეტიციას!
gallery images

კახა კახიშვილი საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე

თუ გსურთ კახა კახიშვილი საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დაინიშნოს,გთხოვთ მოაწეროთ პეტიციას ხელი!!! გმადლობთ. 
gallery images

პეტიცია ვაკის პარკის გადასარჩენად

ვაკის პარკში, რესტორან "ბუდაპეშტის" ადგილას გასცა მერიამ ნებართვა 30 მეტრი სიმაღლის შენობის, სასტუმროს ასაშენებლად. ამ ზონაში სასტუმროს მშენებლობა აკრძალული უნდა იყოს წესით, მაგრამ თბილისში ყველაფერი შეიძლება. განსაკუთრებით პარკებში და ბაღებში. სასტუმროს რამხელა ინფრასრუქტურა და მისასვლელი გზები ჭირდება, ყველამ იცის. რამდენი ხე შეეწირება ამას და რამდენად დავარდება ვაკის პარკის ხარისხი, ამას მერე ვნახავთ. 1204.5 მ2 ავტოსადგომი, 1397.2 მოშენების ფართობი, ნაკვეთის ზომა - 2863 მ2. სასტუმროს ნომრების ფართობი - 4881.3 მ2 !!!! ნუ მივცემთ ამის უფლებას, მოვაწეროთ ხელი რაც შეიძება ბევრმა და გადავუგზავნოთ საკრებულოს
gallery images

2014 - წიგნიერების წელი საქართველოში

2014 - წიგნიერების წელი საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს საქართველოს მოქალაქეთა მიმართვა საქართველოში მწიგნობრობის კულტურას თხუთმეტსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო კვლევების მიხედვით, დღეს ქვეყანაში წიგნიერების დონე საშუალო მაჩვენებელზე დაბალია. იმისათვის, რომ ვითარება გამოსწორდეს, აუცილებელია, შემუშავდეს გრძელვადიანი პროგრამა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება როგორც ადგილობრივი საჭიროებები, ისე წიგნიერების განვითარების სფეროში დაგროვილი მსოფლიო გამოცდილება. ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკება ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის ადმინისტრაციასთან, რომ 2017 წელს საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იყოს წარმოდგენილი ამ უდიდეს ფორუმზე. ერთი მხრივ, ეს ფაქტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას მსოფლიო კულტურულ პროცესში, მეორე მხრივ, ამით საქართველო იღებს ვალდებულებას, განავითაროს წიგნიერებასთან დაკავშირებული პროგრამები, ხელი შეუწყოს შესაბამის ინიციატივებს და მაქსიმალურად ჩაერთოს საერთაშორისო ღონისძიებებში. მიგვაჩნია, რომ საქართველოში 2014 წლის წიგნიერების წლად გამოცხადება შესაძლებელს გახდის სამოქალაქო ინტერესის ფოკუსირებას განათლებისა და კულტურის საკითხებზე. ვიზიარებთ გამომცემლობა „დიოგენეს“ ინიციატივას, რომ შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა განიხილონ წინადადება და მიიღონ გადაწყვეტილება 2014 წლის წიგნიერების წლად გამოცხადების შესახებ.
gallery images

გადადგეს ქალაქ ბათუმის მერი (ნაციონალური პარტიის წევრი) დაკავებული თანამდებობიდან !!!

ბათუმელების საყურადღებოდ!ვინც ეთანხმებით პეტიციას გთხოვთ მოაწეროთ ხელი!!!
gallery images

საკანონმდებლო დონეზე აიკრძალოს საბიუჯეტო სახსრების არარაციონალურად ხარჯვა!

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ბატონო ირაკლი, გთხოვთ მთავრობის სხდომაზე განიხილოთ ამ პრობლემის არსი და, მიიღოთ დადგენილება „საბიუჯეტო სახსრების რაციონალურად გამოყენების შესახებ“, რომლის შესაბამისადაც მოხდება სახელმწიფოს კუთვნილი ნებისმიერი დონის საბიუჯეტო სახსრებით შესყიდულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, მობილური ტელეფონის აპარატებზე, საოფისე ავეჯზე, საოფისე ტექნიკაზე, მივლინების პერიოდში სასტუმროს ღირებულებაზე, წარმომადგენლობით ხარჯებზე, საწვავის ხარჯვაზე, სასაუბრო სატელეფონო დროზე, მომუშავეებზე გასაცემ პრემიებზე და სადღესასწაულო ღონისძიებების ხარჯებზე, გარკვეული გონივრული ზედა ზღვრის დაწესება, რომლის ზევით ნებისმიერ საბიუჯეტო ორგანიზაციას აეკრძალება ამ ტიპის დანახარჯების გაწევა.
gallery images

არ გვინდა ID ბარათი, მოვითხოვთ ალტერნატივას

საქართველოს მოქალაქეებზე შეწყდეს ელექტრონული საბუთებით (ID ბარათებით, ბიომეტრიული პასპორტებით, ნებისმიერი საბანკო, საყოფაცხოვრებო თუ სატრანსპორტო პლასტიკური ბარათებით…)ადმინისტრაციული იძულება და შეიქმნას ყველა მიმართულებით ალტერნატივა–სახელმწიფოში ყველგან შენარჩუნდეს ფულის ერთეულით გადახდა.ყველა ეს პროცესი, სხვადასხვა ბარათების შექმნა იქნება ეს თუ ამ ბარათების ფულის ერთეულით გადახდის უალტერნატივო ჩანაცვლება, ადმინისტრაციული იძულების გზით მიზანმიმართულია ერთპიროვნული ელექტრონული მმართველობის ჩამოსაყალიბებლად, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ლახავს ადამიანის მთავარ ღირებულებას–ღირსებისა და პირად თავისუფლებას, რელიგიურ სინდისს, რითაც იბღალება კაცში ღვთის უზენაესი ხატება.აუცილებლად გასათვალისწინებელია სხვა ქვეყნების რეალური მაგალითები–ცნობილია, რომ ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ინგლისში, საფრანგეთში, იტალიაში კვლავაც ძველი ტიპის არაელექტრონული უჩიპო პირადობის მოწმობებია იქაურ მოქალაქეებზე გაცემაში, რაც ადგილობრივ მერიაში არსებულმა რეესტრებმაც დაგვიდასტურეს. ჩვენთან კი, სამწუხაროდ, კვლავაც ხდება სპეკულირება ევროპული კურსის სახელით, საქმით კი ვერ ვპასუხობთ… მოვითხოვთ, დაიშვას კანონი, სადაც ხაზგასმით იქნება აღნიშნული, რომ ახალი მოწმობების,ელექტრონული ბარათების, საიდენტიფიკაციო ნომრის საბაბით არ შეიძლება მოქალაქის იგნორირება და მისი დისკრიმინაცია.ასეთ შემთხვევაში სახელმწიფომ თავისი მოქალაქე უნდა დააკმაყოფილოს ალტერნატიული საბუთით. უამრავ ადამიანს თქვენს მიერ ნახსენები საკრედიტო ბარათიც არ გააჩნია და მითუმეტეს არ სურს, რომ აიღოს და ჩამოვართვათ მოქალაქეობრივი უფლებები?!თუმცა იმასაც დავძენთ, სხვაა კერზო ტიპის ბარათები და სულ სხვაა ელექტრონული ერთიანი ბაზა,რომელიც ადამიანის ყოფა–ცხოვრების აუცილებლობასთან არის მიბმული და რომლის მეშვეობითაც უალტერნატივობის შემთხვევაში სახელმწიფო გაიძულებს მისით სარგებლობას.ასეთი ტიპის ცენტრალიზებული ელექტრონული ბაზა, მთელ რიგ ქვეყნების მიერ უარყოფილი და დაწუნებული იქნა. აღსანიშნავია,უკრაინისა და მოლდოვეთის მთავრობებისადმი მორწმუნე ადამიანთა მოთხოვნა, რომ შემდგარიყო ისეთი ალტერნატიული საბუთებიც, სადაც მოქალაქეს არ ექნებოდა საიდენტიფიკაციო ნომერი, რადგან ასეთი სახით დანომრვა ელექტრონული მმართველობის ძირითად პროცესად ჩაითვალა.აღნიშნულმა სახელმწიფოებმა დააკმაყოფილეს მართლმადიდებელთა ეს მოთხოვნა და დაუშვეს ალტერნატივა. ამგავრია მათი ზრუნვა საკუთარ მოქალაქეებზე.