add one
gallery images

აიკრძალოს კატალიზატორის ჩაბარება !

სოციალური ქსელების ჯგუფებში, არაერთხელ შევხვედრივართ კატალიზატორთან დაკავშირებით პოსტებს, მაგალთად: "სად ჩავაბარო კატალიზატორი?", "ვიბარებ კატალიზატორს" და ა.შ.   უნდა აიკრძალოს კატალიზატორის მოხსნა და ჩაბარება თუ გვინდა, რომ შედარებით სუფთა ჰაერი ვისუნთქოთ !    
gallery images

თავისუფლება ავთანდილ ხურციძეს (ჩაქუჩა)

    XXI საუკუნის ქართული კრივის ლეგენა, ავთანდილ (ჩაქუჩა) ხურციძე დაუსაბუთებელ სასჯელ იხდის ამერიკის მკაცრი ზედამხედველობის საპატიმროში. როგორც ცნობილია გამოძიება მას ედავება კრიმინალურ სამყაროსთან ურთიერთობას, რაც ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. გამომდინარე იქიდან რომ წაყენებული ბრალი აბსურდულია, მტკიცებულებები არ არსებობს და მითუმეტეს ბრალდებული ხურციძე არ აღიარებს დანაშაულს.    ბავშვობიდანვე ავთანდილი იყო წარმატებული სპორტსმენი, ღვთივმიმადლებული რაინდული ნიჭისა და ფიზიკური უნარების საშუალებით. მან ქართულ კრივს სახელი გაუთქვა მსოფლიო ასპარეზზე და მრავალგზის ასახელა სამშობლო.    ავთანდილი სასჯელს იხდის კოლუმბიელ მკვლელებთან და რეციდივისტებთან, რომლთაც არაერთხელ სცადეს შურით მისი ფიზიკური ლიკვიდაცია. თუმცა ჩაქუჩამ ყველას თავისი ადგილი მიუჩინა. ამასთანავე აღასანიშნავია ის ფაქტი, რომ ის არაერთჯერ იქნა ცივი იარაღით დაჭრილი და მისი სიცოცხლე სისტემატიურად საფრთხის ქვეშაა. მეგობრებსა და სპორტსმენებს ლეგიტიმური ეჭვი გვაქვს, რომ ავთოს დაპატიმრება უკავშირდება ბრიტანელი მოკრივის სანდერსის კარიერის მოსალოდნელ კრახს და ამ უკანასკნელის პირად ინტერესებსა და მაქინაციებს.    მოვუწოდებთა სპორტის სამინისტროს, პრეზიდენსტს, ამერიკის დიპლომატიურ კორპუსს, რომ გვიშუამდომლონ აშშ-ს საგამოძიებო სამსახურებთან რათა კიდევ ერთხელ გადაიხედოს ხურციძის საქმე, მისი უდანაშაულობის გასარკვევად.   ავთანდილი საკმაოდ ახალგაზრდაა და კვლავ პერსპექტიულ სპორტსმენად აღიქვამს კრივის სპორტული სამყარო და გულშემატკივრები.     მას სჭირდება ქართველი ერის თანადგომა და თავსიუფლება რათა კიდევ მრავალგზის ასახელოს ქართული გენი.
gallery images

თავისუფლება დავით-გარეჯის მცველ, გიორგი იჩუკაიძეს!!!

     სამშობლოს სიყვარული ქართველისათვის სასჯელს არ იმსახურებს.     2020 წლის 14 იანვარს, გიორგი იჩუკაიძემ, დავით-გარეჯის ტერიტორიული ერთიანობისათვის გადადგა თავგანწირული ნაბიჯი. მან ქართველ და აზერბაიჯანელ მესაზღვეებს მოუწოდა სამართლიანობის აღდგენისაკენ, რაც სამართალდარღვევად აღიქვა სახელმწიფომ და ნაცვლად იმისა, რომ დემარკაცია-დემილიტაციის კომისიას საბაბად მიეჩნია აღნიშნული მოვლენა და სახელმწიფოებრივ ინტერესებში გაეთვალისწინებინა გიორგის თავგანწირვა მას შეეფარდა ,,ხონის“ ფსიქიატრიულ კლინიკაში 3 წლით იძულებით თავისუფლების აღკვეთა. რაც ითვალისწინებს მკაცრი პროტოკოლით, ვიდეო კამერების წინაშე ,,სამკურნალოდ“ ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებას, რაც პრაქტიკულად გამოუსწორებელ ზიანსც მიაყენებს მის ჯანმრთელობას.     გიორგი იჩუკაიძე ყველა ქართველის სათქმელი თქვა, რითაც სამსხვერპლოზე მიიტანა საკუთარი სიცოცხლე.     ვთხოვოთ პრეზიდენტსა და შეწყალების კომისიას ელექტრონული ხელმოწერებით გიორგი იჩუკაიძის სასჯელის ანულირება.
gallery images

აიკრძალოს instagram - ზე წლის შემაჯამებელი სთორების დადება !

გამომდინარე იქედან, რომ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან პოპულარული გახდა წლის ბოლოს შემაჯამებელი სთორების გამოქვეყნაბა, ვქმნით პეტიციას, რათა 2020 წელს ყველა სხვა უბედურებასთან ერთად გავატანოთ ეს მავნე ჩვევაც.
gallery images

გაიზარდოს სებ-ის ფულის მუზეუმის მიერ გასაყიდად გამოქვეყნებული "მეფე ერეკლე II" საკოლექციო დანიშნულებით მოჭრილი ოქროსა და ვერცხლის მონეტების მოჭრის რაოდებნობა.

    მოგესალმებით, პირველრიგში მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის.მოგახსენებთ რომ 2020 წლის 28 დეკემბერს თბილისის დროით 10:00-ზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მისივე პორტალის - ფულის მუზეუმის ვებსაიტის (https://moneymuseum.nbg.gov.ge) საშუალებით გამოაქვეყნა ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო დანიშნულების მონეტები სერიიდან "საქართველოს მეფეები" სახელად "მეფე ერეკლე II" სადაც წარმოდგენილი იყო 2(ორი) მონეტა1."მეფე ერეკლე II" საკოლექციო დანიშნულების ოქროს მონეტა, სერიიდან "საქართველოს მეფეები" *ნომინალი: 5 ლარი *შემადგენლობა: Au900*წონა: 8.5 გრ *დიამეტრი: 25 მმ*წიბო: გლუვი*ხარისხი: პრუფი*გამოშვების წელი: 2020*მოჭრის რაოდენობა: 300 ცალი*დიზაინერი: ლევან კაკიაშვილი*ზარაფხანა: ნიდერლანდების სამეფო ზარაფხანა სარეალიზაციო ფასი - 1690 ₾2."მეფე ერეკლე II " საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის მონეტა, სერიიდან "საქართველოს მეფეები"*ნომინალი: 5 ლარი *შემადგენლობა: Ag925*წონა: 17 გრ *დიამეტრი: 34 მმ*წიბო: გლუვი*ხარისხი: პრუფი*გამოშვების წელი: 2020*მოჭრის რაოდენობა: 1500 ცალი*დიზაინერი: ლევან კაკიაშვილი*ზარაფხანა: ნიდერლანდების სამეფო ზარაფხანასარეალიზაციო ფასი - 100 ₾აღნიშნული მონეტების რეალიზაცია გეგმის მიხედვით დაიწყო ზემოთ აღნიშნულ დროსა და თარიღზე. მოგახსენებთ რომ ეს იყო პირველი შემთხვევა როდესაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტების რეალიზაცია მოახდინა ინტერნეტ-მაღაზიის საშუალებით. დღეს-დღეობით არსებული გასათვალისწინებელი პანდემიური ვითარების გამო.ხაზგასმით მინდა ავღნიშნო რომ არსებული მონეტის რეალიზაციის პროცესი ონლაინ-მაღაზიის საშუალებით არ(!) მიმდინარეობდა დაგეგმილ რეჟიმში.  ამის სავარაუდო მიზეზი გახლდათ ის ტექნიკური გაუმართაობა რომელსაც ვებსაიტი განიცდიდა გაზრდილ "ვიზიტორთა" რაოდენობით. კერძოდ ვებსაიტზე განთავსებული მონეტების რეალიზაციის პროცესის დაწყების თანავე მომხმარებლების უმრავლესობამ ვერ შეძლო მონეტების "კალათაში" დამატება შემდგომი შეძენის მიზნით. ეს პრობლემა მონეტების "ინტერნეტ მაღაზიაში არსებული ნაშთის" რაოდენობის ამოწურვამდე გაგრძელდა.უფრო დეტალურად რომ ვთქვათ მონეტების შეძენის მსურველების უამრავ რაოდენობასთან არსებული ტექნიკური გაუმართავობის გამო ღილაკზე "კალათაში დამატება" არ ფუნქციონირებდა მის გვერდით კი მუდმივად(!) იყო მითითება"*პროდუქტი არ არის გაყიდვაში" ამავედროს კი "ინტერნეტ მაღაზიაში არსებული ნაშთი:" სწრაფად იკლებდა(ოქროს მონეტის შემთხვევაში) 300-დან ქვევით. რამოდენიმე წუთის შემდეგ კი როგორც მოსალოდნელი იყო "ინტერნეტ მაღაზიაში არსებული ნაშთი:" გაუტოლდა 0(ნულს) ხოლო მონეტების ამსახველ ფოტოებზე ინტერნეტ-მაღაზიაში გამოჩნდა წარწერა "ტირაჟი ამოწურულია".არსებობს უამრავი ფოტო მტკიცებულება რომელიც ნათლად ადასტურებს და ასახავს ზემოთ აღნიშნულ ხარვეზებს.ფოტოები - https://ibb.co/jbgX1x8https://ibb.co/d5GzYF7https://ibb.co/v4W4X8Shttps://ibb.co/wC8YCQghttps://ibb.co/Xx0Rfbdაქვე აღსანიშნავია რომ მიმდინარე ხარვეზისას ბევრმა მონეტის ყიდვის მსურველმა შენიშნა რომ "ინტერნეტ მაღაზიაში არსებული ნაშთი:" ზოგიერთ შემთხვევაში იზრდებოდა. მაგალითად: ვიხილეთ თუ როგორ მოიმატა რაოდენობამ 9 მონეტიდან 22 მონეტამდე და ასე შემდეგ.     საქართველოში და არამხოლოდ საქართველოში არსებობს უამრავი ადამიანი რომელიც დაინტერესებულია ქართული ნუმიზმატიკითა და მონეტების შეგროვებით. ასეთი ადამიანების აბსოლიტური უმრავლესობა დაინტერესებულია თანამედროვე ქართული ვერცხლისა და ოქროს მონეტებით და მათი შეგროვებით. სამწუხაროდ ზემოთხსენებულმა ხარვეზმა საშუალება არ მისცა მოქმედ ნუმიზმატებს შეეძინათ საკოლექციო დანიშნულების "მეფე ერეკლე II" მონეტები. ასეთი ადამიანები კი ათობის ასია რომლებიც იმედგაცრუებულნი დარჩნენ მომხდართან დაკავშირებით. ჩვენ, ნუმიზმატებმა ერთიან იდეაზე დაყრდნობით გადავწყვიტეთ წარმოგვედგინა კონკრეტული პეტიცია კონკრეტული მოთხოვნებით.მ ო ვ ი თ ხ ო ვ თ!1.გაიზარდოს მონეტების მოჭრის რაოდენობა- ვინაიდან მონეტის შეძენის მსურველი კიდევ ძალიან ბევრია. *"მეფე ერეკლე II" საკოლექციო დანიშნულების ოქროს მონეტა, სერიიდან "საქართველოს მეფეები". გაიზარდოს მოჭრის რაოდენობა მიმდინარე - 300(სამასი)-დან 800(რვაასი)-მდე.*"მეფე ერეკლე II " საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის მონეტა, სერიიდან "საქართველოს მეფეები". გაიზარდოს მოჭრის რაოდენობა მიმდინარე - 1500(ათას ხუთასი)-დან 2500(ორი ათას ხუთასი)-მდე.***დამატებითი მონეტების მოჭრის რაოდენობა შესაძლებელია იყოს მოთხოვნილისაგან განსხვავებული, მონეტების მოჭრის რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს საქართველოს ეროვნული ბანკი-ს მთავარმა წარმომადგენელმა. საქართველოს ეროვნული ბანკი-ს ვებსაიტიდან მოპოვებული სტატისტიკით მონეტების მყიდველთა(ვიზიტორთა) რაოდენობაზე დაყრდნობით. ***მონეტების რეალიზაცია მოხდეს საქართველოს ეროვნული ბანკი-ს ფულის მუზეუმის ვებსაიტზე მხოლოდ და მხოლოდ ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში! ან ***ტრადიციულად საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის მეშვეობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გაიდლაინებისა და რეგულაციების, სოციალური დისტანცირების მეშვეობით. ***მონეტების სერიიდან "საქართველოს მეფეები" სამომავლო მონეტების მოჭრის სტანდარტად დაწესდეს ზემოხსენებული რაოდენობები:*ოქროს მონეტებისთვის - 800 ცალი. *ვერცხლის მონეტებითვის -2500 ცალი. ***მოთხოვნილი პეტიციის დაკმაყოფილების შემთხვევაში ახალი მონეტების რეალიზაციის დროდ განისაზღვროს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული გონივრული ვადა.    ზემოაღნიშნული პეტიციის სავარაუდო დადებითი შედეგები:1.მონეტების რაოდენობის გაზრდა საქართველოს ეროვნულ ბანკს მოუტანს მეტ ბრუნვას/შემოსავალს.2.დაკმაყოფილდება მონეტების ყიდვის მსურველთა უმრავლესი ნაწილი.3.გახდის მონეტების გაყიდვას უფრო ლიქვიდურს.4.გაიზრდება ნუმიზმატიკის პოპულარიზაცია ვინაიდან ბაზარზე არსებული იქნება მეტი მონეტა, გამოიწვევს ქვეყანაში ნუმიზმატების მომრავლებას და კოლექციონერთა კულტურის ზრდას.5.ავირიდებთ თავიდან მონეტების არაჯანსაღ ზრდას ღირებულებაში და შევინარჩუნებთ სტაბილურ ნუმიზმატურ მარკეტს.დიდი მადლობა! ქართველი ნუმიზმატების სახელით -საბა გაგოშიძე. 28/12/2020 
gallery images

2021 წელს ადგილობრივი თვითმმართველობისა და ყველა სხვა არჩევნების ელექტრონულად ჩატარება

მოვითხოვთ, ჩატარდეს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ელექტრონული, მათ შორის ყველა რიგგარეშე არჩევნები 2021 წელს, თუ ასეთი იქნა, ესტონური მოდელის მსგავსი, შერეული საშუალებებით. ელექტრონული ნიშნავს, ხმის მიცემასა და დათვლას ელექტრონულად, მათ შორის ბლოკჩეინის გამოყენებით სადაც ეს შესაძლებელია, მათ შორის ფიზიკური ხმის მიცემის ბიულეტენების ელექტრონული საშუალებებით განხორციელებასა და დათვლას ავტონომიური ელექტრონული მოწყობილობების საშუალებებით. მოვითხოვთ, ამ სახით არჩევნების ჩატარების სისტემის შექმნა, მისი ადმინისტრირებისა და მონიტორინგის პროცესი, განხორციელდეს ინტერპარტიული, ინტერსამოქალაქო, ინტერსაექსეპრტო და ინტერდიპლომატიური მონიტორინგის დროებითი სამუშაო ad hoc ჯგუფის მიერ.
gallery images

ტყუპი სახლების რეკონსტრუქცია

<!--StartFragment-->წინამძღვრიშვილის #39 ში მდებარეობს ტყუპი სახლები, რომლებიც ორი ერთმანეთის მსგავსი სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის კომპლექსს წარმოდგენს.სახლის პროექტი 1909 წელს დამტკიცდა, მას თავისი ისტორია აქვს, რომელიც ნელ-ნელა ქრება და ნადგურდება. სახლი ეკუთვნოდა ალექსანდრე ჯაღეთიანს, რომელმაც 2 იდენტური შენობა ვაჟებს აუშენა.სახლის ერთი სადარბაზო სრულიად მოხატულია პოზნანის მიერ 1911 წელს, სადაც მან ავტოგრაფიც დატოვა. სახლი გამოირჩევა შემინული შუშაბანდით ეზოს მხარეს, შემორჩებილია რამდენიმე ბუხარი იტალიური მარმარილოთი გაწყობილი.სამწუხაროდ, მხატვრობა მხოლოდ რამდენიმე ადგილასაა შემორჩენილი და განადგურების პირასაა. სასწრაფოდ საჭიროებს რეკონსტრუქციას ან დაკონსერვებას.გთხოვთ, გავერთიანდეთ ჩვენი კულტურის და ისტორიის დასაცავად.<!--EndFragment-->
gallery images

გამოირთოს კომენდანტის საათებში საახალწლო განათება

მივმართავთ თხოვნით თბილისის მერს, რომ კომენდანტის საათებში გამოირთოს საახალწლო განათება.
gallery images

საქართველოში ევროსა და ლარის ერთიანი მიმოქცევის შესახებ

ევროსა და ლარის ერთიანი მიმოქცევის შესახებ  მოცემულობა:                   .ქართული სახელმწიფო მიისწრაფვის ევროპული ღირებულებების დასამკვიდრებლად და ევროკავშირში გასაწევრიანებლად. პრობლემა:              .მოქალაქეები ლარის კურსის ხშირი ცვალებადობის გამო განიცდიან ფინანსურ დანაკარგს;              .მთავრობა ხშირად კრიტიკის ადრესატი ხდება ლარის დევალვაცია-გაუფასურების გამო, რაც ისედაც მყიფე პოლიტიკურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.  სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით 18 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც დაახლოებით 4,5 მილიარდი ევროა, რაც დიდ სავალიუტო რესურსს არ შეადგენს.    მოსახლეობა ვისაც გააჩნია დანაზოგის შექმნის პოტენციალი, როგორც წესი მყარ ვალიუტაში დოლარსა და ევროში ახდენს თანხის კონვერტაციას.                           უპირატესობები და გამოსავალი:               . ლარის ამოღება უნდა მოხდეს ეტაპობრივად შემდეგი სქემით, პირველი წელი (2021)  განხორციელდეს ლარის მასის 50% შემცირება და ევროთი ჩანაცვლება, აგრეთვე იმავე წელს დადგინდეს ერთიდაიგივე წესი ევროსა და ლარის მომოქცევისთვის საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. (მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.)  დაქირავებულს მიეცეს უფლება მოითხოვოს ანაზღაურება სასურველ ვალუტაში (ევრო, ან ლარი); ყოველ მომდევნო წელს ლარის ემისია გაიზარდოს 30% სანამ მისი  ამოღება არ შეადგენს 90% და შესაბამისად 90% ევრო და 10% ლარის (სამიმოქცევო, საიუბილეო და ნუმიზმატური კუპიურების სახით უნდა იქნეს წარმოდგენილი).                .ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უნდა ეცნობოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების შესახებ და ეთხოვოს გარკვეული სავალუტო ქვოტა და შეღავათები დააწესოს საქართველოსთვის.                                                                       
gallery images

“Atrium” owner VS “Redco”

მოგესალმებით, გაცნობებთ, რომ გახლავართ გუდაურის კომპლექსის “ატრიუმის” აპარტამენტის მფლობელი.მინდა აღვნიშნო, რომ ზემოაღნიშნული კომპლექსი უნდა დასრულებულიყო 2018 წლის სექტემბერში (რაც ასახულიყო იყო ხელშეკრულებაშიც), თუმცა დეველოპერის ბრალეულობით კორპუსის ჩაბარება მფლობელებისათვის მოხდა მხოლოდ 2019 წლის ივლისში, რაც შეეხება კორპუსის ოფიციალურად ჩაბარებას, დეველოპერის დაპირების მიუხედავად, “ატრიუმ”-ს დღემდე “დაუსრულებლის” სტატუსი აქვს. ყოველივე ამის გამო, აპარტამენტების მეპატრონეებმა ზარალი განიცადეს. მოგეხსენებათ, რომ 2019-2020 წ.წ. სეზონს ბევრი სირთულე აახლდა, მათ შორის წყლის პრობლემა, თოვლის სიმცირე და მარტის დასაწყისშივე პანდემიის გამო დახურული სეზონი. მიუხედავად ამისა, მომსახურე კომპანიამ სულ მცირე ხნით შესთავაზა მომხმარებლებს 30%-იანი ფასდაკლება (ისიც მხოლოდ იმ ნაწილზე იყო საუბარი, ვისაც იმ ეტაპზე გადახდილი არ ჰქონდა გადასახადი, თორემ იმ მფლობელებს, რომლებმაც პირველებმა შეიტანეს გადასახადი და დაფარეს დავალიანება, აღნიშნული ფასდაკლება საერთოდ არ ეხებოდა), რითი სარგებლობაც პანდემიით გამოწვეული სიტუაციის გამო, ბევრმა ვერ მოახერხა.როგორც ვიცით, 2020-2021 წ.წ. სეზონი 2021 წლის თებერვლამდე არ იხსნება. მიუხედავად იმისა, არის თუ არა აპარტამენტი გაქირავებისთვის თუ საკუთარი მოხმარებისთვის, მისი გამოყენება, ფაქტობრივად, ვერ ხერხდება. ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, შეგახსენებთ, რომ გახლავართ შპს “რედკო მენეჯმენტის” დამკვეთები, ამიტომ შექმნილ სიტუაციაში მოვითხოვთ, რომ 2021 წლის შემუშავდეს მომსახურების სპეციალური გეგმა შესაბამისი ტარიფით… გვესმის, რომ მიუხედავად გამოყენებისა, გვაქვს ხარჯები, რომელსაც ვერ გავექცევით, ამიტომ მზად ვართ, კომპანიასთან ერთობლივად განვიხილიოთ აუცილებელი და წლევანდელი წლისათვის ნაკლებად საჭირო ხარჯები და ერთობლივად მივიღოთ გადაწყვეტილება (მაგალითად რეცეფშენი, რომლის თანხაც აპარტამენტის მფობელებმა გადაიხადეს, ფაქტობრივად, არ ფუნქციონირებდა, რაც მომსახურე კომპანიამ ახსნა პანდემიური სიტუაციით). ვფიქრობთ, კომპანიას გააჩნია რესურსი წლევანდელი სეზონისთვის სპეციალური ტარიფი შემუშავდეს: 1. ამჟამინდელი ტარიფი, დადგინდა დაახლოებით 2018 წ., როდესაც დოლარის კურსი იყო 2,5, შესაბამისად მომსახურე კომპანიის ხარჯი დოლართან მიმართებაში შემცირდა (თუ არ ჩავთვლით უმნიშვნელოდ გაზრდილ გაზის გადასახადს), 2. რეცეფშენი თითქმის მთელი წელი არ ფუნქციონირებდა (იანვარ-თებერვალს თუ არ ჩავთვლით), 3. სხვა შენობებისგან განსხვავებით არასეზონზე არ ხდებოდა “ატრიუმი”-ს სისტემატური დასუფთავება. 4. შესაძლოა ამ სეზონზე ინტერნეტისა და ტელევიზიის გათიშვა 5. ხალხის სიმცირის გამო ბუნებრივი აირის გადასახადი ისედაც შემცირებული იქნება წინა წლების ამ პერიოდთან შედარებით. 6. ყველა სხვა პუნქტზეც შეგვიძლია ვიმსჯელოთ და საერთოდ აზრამდე მივიდეთ. და ბოლოს, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ მზაობას განვიხილოთ ყველა საჭირო ხარჯის გადახდასთან დაკავშირებით, თუმცაღა ვფიქრობთ, არასწორია მიდგომაა, როდესაც კომპანია თვლის, რომ პანდემია არ არიას მიზეზი მივიღოთ არასტანდარტული გადაწყვეტილება და მიიჩნევს, რომ აპარტამენტის მფლობელებმა გადასახადის სრული ოდენობა უნდა აანაზღაურონ (ეს იმის ფონზე, რომ უმრავლესობას ხელშეკრულების ვადა ამოწურულია). ამასთანავე, მობინადრეთა იმ ნაწილს, ვისაც უკვე გადახდილი აქვს 2021 წლის გადასახადი შესაბამისი თანხა გამოექვითოს 2022 წლის აგდასახადიდან.პატივისცემით, "ატრიუმი"-ს აპარტამენტის მფლობელი
gallery images

მოიმატოს პენსიები!!! შემცირდეს ბანკი ლიბერთის 30% (!!!!) წინსწრებით აღებულ პენსიის განაკვეთი!

როდემდე უნდა გაგრძელდეს საკუთარი ხალხის, ყველაზე დაუცველი ფენის გენოციდი საქართველოში?! 20 ლარის მომატება მაღალი ინფლაციის ფონზე ადამიანების სრული ცინიკოსობა და დაცინვაა! წინსწრებით აღებული 2-3 თვის პენსიის შემთხვევაში, პენსიონერს უწევს 30% დატოვება ბანკში ყოველთვიურად!!! როგორ შეიძლება გადარჩეს პენსიონერი ამ დამცინავ თანხაზე? როგორ უნდა იყიდოს წამლები? როგორ უნდა იკვებოს? სითბოში იყოს და შუქიც ჰქონდეს? ტრანსპორტით იმგზავროს და კიდე იყოს ჯამრთელი, და აქტიური ამომრჩეველი?!!! პენსიონრებს წაერთვა მათთვის საჭირო პროდუქციის განვადებით გამოტანის საშუალება, სადაზღვევო კომპანიებში მაღალი რისკის კატეგორია არ ფინანსდება სათანადოდ, რადგან რაც უფრო ასაკიანი ხარ, მით უფრო პრობლემატური ხარ. ადამიანებო, ნუ თუ არ აპირებთ დაბერებას? ნუ თუ გგონიათ რომ მუდამ იქნებით იქ სადაც ხართ? ქვეყანა სადაც უფროს თაობას ასე აჭერენ წიხლს, მომავალი არ აქვს. მარიხუანას ლეგალიზაციისთვის, ათასობით ხალხი გამოიყვანეს გარეთ, ნუ თუ აქ მაინც ვერ დავეხმარებით ჩვენ დედებს და მამებს, ბაბუებს და ბებიებს?! თქვენ ხომ ყველა გყავთ ეს საყვარელი ადამიანები ოჯახებში, ვისაც უნდათ ნორმალური ადამიანური ცხოვრება, ვინც თავისი ოფლით და სისხლით დაიმსახურა პატივისცემა. დავეხმაროთ ჩვენი საზოგადოების ყველაზე სუსტ კატეგორიას, რა ვიცით რამდენი ხანი დაგვრჩა ამათთან ერთად ყოფნა ამ დედაიწაზე? ზრუნვა საჭიროა სანამ ცოცხალია ადამიანი. და ყველასთვის ცნობილია რომ სამარეში ვერაფერს წავიღებთ, თუმცა მმართველი გუნდის წარმომადგენლებს რატომღას ეს ავიწყდებათ. 
gallery images

მიხეილ სააკაშვილზე დაუმსახურებლად მისჯილი სასჯელის მოსახსნელად.

          მიხეილ სააკაშვილზე დაუმსახურებლად მისჯილი სასჯელის მოსახსნელად.    მე საქართველოს მოქალაქე გოჩა გიუნაშვილი  ვარ, რომელიც ყოველდღე ვხედავ და ვაწყდები იმ უსამართლობას რომელსაც სისტემატიური ხასიათი აქვს ჩვენს ქვეყანაში. რომელსაც იმედი მქონდა, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდებოდა სამართლიან გარემოში და გვეყოლებოდა ისეთი მრავალპარტიული პარლამენტი, რომელშიც არცერთი პარტია არ იქნებოდა უმრავლესობით წარმოდგენილი. რომლის შედეგად, როგორც მე ისე საქართველოს სხვა მოქალაქეებს მიეცემოდათ შესაძლებლობა ეცხოვრათ სამართლიან ქვეყანაში, ღირსეულად. მაგრამ ცხადი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს ხელისუფლების დათმობას, რომელმაც ყველა ხელთ არსებული ძალაუფლების გამოყენებით, საპარლამენტო მანდატების უმეტესობა მიისაკუთრა. რაზედაც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა აღშფოთდა, ხოლო ყველა  ოპოზიციურმა პარტიებმა უარი სთქვეს საპარლამენტო მანდატებზე. რომლის შედეგად საქართველოს პარლამენტი წარმოადგენს ერთ პარტიულ პარლამენტს, რაც იწვევს პოლიტიკურ კრიზისს. მაგრამ მიუხედავად ამ რთული და მწვავე პოლიტიკური გარემოებისა, ივანიშვილმა მაინც არ დათმო პოზიციები და არ დანიშნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. რაც იმისი წინა პირობაა, რომ კიდევ დიდხანს მოგვიწევს არსებულ გაუსაძლის პირობებში ცხოვრება, თუ საქართველოს მოსახლეობამ არ ვიმოქმედეთ და  არ მივიღეთ ისეთი საჭირო ზომები როგორიც მთელი ერის ერთ მუშტად შეკვრაა, რაც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების უპირობო წინაპირობაა. რომელ გაერთიანებასაც სჭირდება ისეთი ავტორიტეტული ლიდერი როგორიც მიხეილ სააკაშვილია. რაც კარგად მოეხსანება ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც იმ მიზეზით, რომ სააკაშვილისათვის სამშობლოში ჩამოსვლის უფლება მოესპო, პროკურატურის უსაფუძვლო ბრალდებების საფუძველზე, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს რამდენიმეჯერ დაუსწრებლად მიუსაჯეს პატიმრობა. მაგრამ მიუხედავად ამ გაუგონარი ცილისმწამებლური და დაუსაბუთებელი სასჯელისა, ჩვენ საქართველოს მთელი მოსახლეობა უყურებდით ამ უსამართლობას და ხმა არ ამოგვიღია. რომლის შედეგად ჩვენც დანაშაული მიგვიძღვის სააკაშვილის წინაშე რომელებმაც მიუხედავად გარკვეული გადაცდომებისა, რაზედაც მრავალჯერ მოიხადა ბოდიში, ბევრი სასიკეთო რამ გააკეთა როგორც ჩვენი ქვეყნისთვის ისე ჩვენთვის, რომლის დაუნახავობა და იმ ღვაწლის ფეხქვეშ გათელვა უღირსი საქციელია. რომელი უსამართლობის გრძნობა მკლავს და მოსვენებას მიკარგავს. რომელმაც იმისთვის, რომ ჩემს სინდისთან ვიყო მართალი და უსამართლობა არა მკლავდეს, მიხეილ სააკაშვილზე დაუმსახურებელი სასჯელის მოსახსნელად და იმისათვის რომ მას მიეცეს სამშობლოში თავისუფლად დაბრუნების შესაძლებლობა დავიწყე ხელმოწერების შეგროვება როგორც ფიზიკურად, ისე ელიქტრონული ფოსტით ისე  პეტიციის სახი. ამასთან ერთად ვახორციელებ მთელ რიგ ღონისძიებებს მიხეილ სააკაშვილზე მისჯილი სასჯელის მოსახსნელად. რომელი ხელმოწერების რაოდენობით და სხვა ღონისძიებების შედეგად, არამარტო პრეზიდენტს და ხელისუფლებას ვაიძულებთ მიხეილ სააკაშვილზე  დაუმსახურებლად დაკისრებული სასჯელის მოხსნას, არამედ, ამ ხელმოწერების რაოდენობით დადგინდება და დადასტურდება თუ  რა რაოდენობით გააყალბა ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები. რადგან დღეის მდგომარეობით, ცესკოს ხელმძღვანელ თამარ ჟვანიას ყველაფერი ისე ექნება გასწორებულ-შელამაზებული, რომ სიყალბის დადგენა ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება.  მაგრამ მაშინ როდესაც მიშა სააკაშვილის სასჯელის მოხსნის ხელმომწერები გადააჭარბებენ ერთმილიონს, თუ არა მეტს. ამითი ფარდა აეხდაბა არჩევნების გაყალბების საქმეს და  ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მიტაცებაც დადასტურდება. რაც ერთობ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს როგორც მიხეილ სააკაშვილის სასჯელის მოსახსნელად და სამშობლოში დასაბრუნებლად ისე ჩვენი ქვეყნის წინსვლა განვითარებისათვის.  ამიტომ, მათ ვისაც გიყვართ  მიხეილ  სააკაშვილი და ვინც ჩემსავით განიცდით და გკლავთ უსამართლობა, იმათ ვისაც გიყვართ საქართველო და იმისი  მოსახლეობა და ვისაცა გსურთ განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრება, გთხოვთ პეტიციაზე ხელმოწერით ან ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნეთ თქვენი ხელმოწერილი განცხადება და  გახდით მიხეილ სააკაშვილზე დაუმსახურებელი სასჯელის მოხსნის თანამონაწილე.ორგანიზატორი: გოჩა გიუნაშვილი.
gallery images

მოვითხოვთ გამოირთოს ქალაქის საახალწლო განათება კომენდანტის საათებში

 მიგვაჩნია, რომ თბილისში საახალწლო განათებების ჩართვა კომენდანტის საათის პერიოდში, მაშინ, როცა მოსახლეობას არ აქვს გარეთ გასვლის უფლება, არის სახელმწიფო ბიუჯეტის არაგონივრული ხარჯვა.მოგეხსენებათ, თბილისში 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით. ასევე იკრძალება საჯარო სივრცეში ყოფნა. შესაბამისად, არც ლოგიკურია და არც მიზანშეწონილი, რომ თბილისის მერია თანხას ხარჯავდეს საახალწლო განათებებზე იმ პერიოდში, როცა ღამით ადამიანები ქუჩაში ვერ გადაადგილდებიან.მოვითხოვთ თბილისის მერიამ გამორთოს ქალაქის საახალწლო განათება კომენდანტის საათებში (21:00-დან 05:00-მდე).დაზოგილი თანხა მოხმარდეს სოციალურად დაუცველებს და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებს.
gallery images

გამკაცრდეს კანონი ცხოველების პატრონების მიმართ, ვისაც არ სურს მათი ოთხფეხა მეგობრების შემდეგ ქუჩაში ფეკალიების გაწმენდა. დამატებით შეიქმნას სპეციალურად განკუთვნილი ადგილები ძაღლების გასეირნებისათვის ყველა უბანში, სადაც ხელმისაწვდომი იქნება სპეციალური კონტ

უმეტესობას გვიყვარს ცხოველები, და ვისაც პატრონობის პრეტენზია და სურვილი გააჩნია, უნდა გაიღოს პასუხისმგებლობაც, რომ ცხოველი მხოლოდ გართობისთვის არ არის, ეს მძიმე შრომაა, პასუხისმგებლობა, მუდმივი სწავლა და ერთგულებაა. ქალაქის ტროტუარები ანტისანიტარიის კერებად იქცა, ყველგან ყრია ფეკალიები, ზოგ კუჩაში შეუძლებელია გავლა, ეს ყველაფერი ყარს და აბინძურებს გარემოს. ეს პრობლემა აგრეთვე მიუთთებს იმაზე, რომ  არ არსებობს სპეციალურად განკუთვნილი ადგილები, სადაც შეიძლება ძაღლის გასეირნება. პარკები, სადაც თამაშობენ პატარა ბავშვები, ასევე საშინლად დაბინძურებულია და ეს ვითარება ზრდის ჯამრთელობის საფრთხეს ბავშვებისთვისა და სხვა ცხოველებისთვისაც.  შეიქმნას სპეციალურად განკუთვნილი ადგილები ძაღლების გასეირნებისათვის ყველა უბანში, სადაც პატრონებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სპეციალური კონტეინერებიც, პარკებიც და ასაღები მოწყობილობებიც. ცივილიზებულ სამყაროში, რისი პრეტენზიაც ჩვენც გაგვაჩნია, ასეთი დარღვევები ჯარიმდება 400-600 ევრომდე, ალბათ სხვანაირად ვერ აიძულებ ადამიანებს სხვებს პატივით მოეპყარონ და დაიცვან გარემოს ჰიგიენა.
gallery images

ზომიერი გამოხატული შესაძლებლობის მქონე პირებს გაეზარდოს პენსია 100 ლაით

ზომიერად  გამოხატული  შესაძლებლობის  მქონე  პირებს  გაეზარდოს  პენსია  100 ლარით