add one
gallery images

დაისაჯონ თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელები

საქართველოს პროკურატურა აპირებს, ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) დაასრულოს, ისე, რომ ამ მუხლითაც კი არავინ გამოკვეთოს ბრალდებულად.პეტიციაზე ხელმომწერები კატეგორიულად წინააღმდეგი ვართ გამოძიების ასეთი შედეგით დასრულების, პროტესტს ვაცხადებთ და მოვითხოვთ: პროკურატურამ საქმეზე მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება და დეტალურად გასცეს პასუხი ყველა იმ კითხვას, რაც დღემდე უპასუხოდ არსებობს საზოგადოებაში;გამოძიების მხრიდან დაცული იყოს სამართლის საერთაშორისო სტანდარტები, რათა დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება;გამოძიება გაგრძელდეს მკვლელობის მუხლით;გამოვლინდეს და დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც მონაწილეობა მიიღო 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობაში. 
gallery images

მოვითხოვთ საქართველოს ოპუპირებული ტერიტორიდან დევნილთა,შრომის და სოციალური დაცვის მინისტრის გადადგომას

მოვითხოვთ საქართველოს ოპუპირებული ტერიტორიდან დევნილთა,შრომის და სოციალური დაცვის მინისტრის გადადგომას
gallery images

სამოქალაქო საზოგადოების მანიფესტი ოპოზიციას

3 დეკემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. არჩევნების შედეგებს ოპოზიციური სპექტრი და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდობლობას უცხადებს. ცნობილია, რომ ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტები პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ და უცხოელი პარტნიორების მონაწილეობით, ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. გვსურს მადლიერება გამოვხატოთ თითოეული ოპოზიციური პარტიის და მათი წარმომადგენლის მიმართ, რომლებმაც გამოავლინეს უპრეცედენტო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მიუხედავად განსხვავებულობისა საერთო პოზიციაზე შეთანხმდნენ. მიგვაჩნია, რომ მხოლოდ შეთანხმების შენარჩუნების პირობებში არის შესაძლებელი შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დაძლევა და დემოკრატიის კონსოლიდაცია. პარლამენტის პირველი სხდომის თარიღის მოახლოვება კიდევ უფრო მეტ აქტუალობას სძენს შეთანხმების შესრულების აუცილებლობას და გაცხადებული პოზიციის განუხრელ დაცვას. მიმართვის ხელმომწერები მოვუწოდებთ ოპოზიციას პატივი სცენ ამომრჩევლის ნებას, დარჩნენ არსებული შეთანხმების ერთგულნი, არ მიიღონ მონაწილოება საპარლამენტო საქმიანობაში და ხელი არ შეუწყონ გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას
gallery images

სპეციალურ მასწავლებელთა მიმართვა პრემიერ მინისტრს და ასევე განათლების მინისტრს

   ჩვენ, სპეციალურ მასწავლებლებს, როგორც ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ პირებს წლებია გვიწევს საგნობრივ მასწავლებლებთან შედარებით არათანაბარ პირობებში მუშაობა.***ჩვენთვის წლების განმავლობაში არ არსებობდა კარიერული წინსვლის სქემა.*** დროულად არ ჩაგვრთო განათლების სამინისტრომ კარიერული წინსვლის სქემაში, რის გამოც, დავზარალდით როგორც მორალურად, ასევე ფინანსურად.*** საგნის მასწავლებლებს მიეცათ შესაძლებლობა რომ კრედიტების საშუალებით აემაღლებინათ სტატუსი.        დღემდე დიდი მოლოდინით ველოდით კარიერული წინსვლისთვის გამოცდის ჩატარებას, თუმცა  ეს გამოცდები არ დაინიშნა, რადგან ამის მიზეზად სახელდება "ქვეყანაში არსებული პანდემია"... და  აქვე გკითხავთ, ბატონებო:  ნუთუ პანდემია მაშინ არ ვრცელდება ჩვენზე, როდესაც საგნის მასწავლებლებისგან განსხვავებით   კანონი  მხოლოდ სპეც.მასწავლებლებს გვავალდებულებს  სკოლაში სიარულს?!ჩვენ მოვითხოვთ :1) მოგვენიჭოს უფროსი მასწავლებლის სტატუსი  იმ  მასწავლებლებს, რომელთაც წარმატებით გავიარეთ მასწავლებლის სახლის მიერ ჩატარებული 120 საათიანი ტრენინგი.(მოგახსენებთ, ეს ტრენინგი ფასდებოდა 7 კრედიტით  და ყველა მოდულის შემდეგ ვაბარებდით საკმაოდ რთულ გამოცდებს;)2) ვითხოვთ საგნის მასწავლებლების მსგავს პოზიციაში ჩაყენებას;3) მოგვემატოს ხელფასი, ჩვენი შრომა იყოს სათანადოდ დაფასებული, რათა არ მოხდეს კვალიფიციური კადრის სისტემიდან გადინება;4) დროულად დაინიშნოს გამოცდები და გაგრძელდეს  მასწავლებლის სახლის 120 საათიანი ტრენინგები ყველა იმ სპეც.მასწავლებლისთვის, რომელთაც არ გაგვივლია და დროულად მოგვეცეს ყველას კარიერული წინსვლის საშუალება;5) სპეც.მასწავლებლის კარიერული წინსვლის სქემაში  შევიდეს ცვლილებები, დაემატოს მენტორის სტატუსი, რათა საფეხურეობრივად არ მოხდეს ჩვენი ისევ უკანა პლანზე გადაწევა და სხვა, ანუ საგნის მასწავლებლებთან შედარებით, დაბალ საფეხურზე დარჩენა;6) ამოიღონ დოქტორობის მოთხოვნა სპეციალურ პედაგოგიკაში. რადგან ასე წამყვანის სტატუსის მოპოვებას 5 წელი მაინც ვერავინ შეძლებს საქართველოში, რაკი არ არსებობს სადოქტორო პროგრამები და არც დოქტორის ხარისხის მქონე სპეციალიტები გვყავს.     ჩვენ ვემსახურებით სსსმ და შშმ სტატუსის მქონე მოსწავლეებს და, ვფიქრობთ, რომ ჩვენი უფლებების დარღვევა  უარყოფითად აისახება სწავლების  ხარისხსა და ინკლუზიურობაზე
gallery images

კულტურის კრიზისის დასაძლევად - შემოუერთდი მოთხოვნებს!

COVID 19-ის პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა და ზოგადმა კრიზისმა კულტურის ინდუსტრია განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დააყენა. საქართველოში კულტურის სფეროში დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობა და სექტორში არსებული საშუალო ხელფასი, ეკონომიკის სხვა სფეროებთან შედარებით, ყველაზე უარესია. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო საკმაოდ დიდ რესურსს გამოყოფს, მაგალითად თეატრალური სფეროსთვის, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რამდენად სამართლიანად ნაწილდება ზემოაღნიშნული რესურსი. დისკრიმინაციის, შევიწროვების, მიზერული ანაზღაურებისა და  შრომის უსაფრთხოების დარღვევის ფაქტებთან ერთად, განსაკუთრებული პრობლემები გააჩინა, პანდემიის გამო, შექმნილმა საერთო კრიზისმა და შემდეგში უკვე შეზღუდვების უწყვეტმა ჯაჭვმა, რომელმაც კულტურის სფეროს ერთ წლიანი პარალიზება გამოიწვია. პანდემიის დასაწყისში, ხელოვანი ადამიანები, გაგებით მოეკიდნენ, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო გამოწვეულ აკრძალვებს, მიუხედავად იმისა, რომ კომპენსაციების გაცემის მხრივაც უამრავი პრობლემა წარმოეშვათ და ხელოვანთა უმრავლესობამ ვერ ისარგებლა სახელმწიფო დახმარების პროგრამის პირველი ტალღით, სექტორი მაინც მოთმინებითა და ნდობით იყო განმსჭვალული სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.  თუმცა კრიზისის პერიოდში მთავრობის, უფრო კონკრეტულად კი კულტურის სამინისტროს მხრიდან, აღნიშნული სექტორის მიმართ, გამოჩენილი უყურადღებობა და უპასუხისმგებლობა ყოველგვარ ზღვარს გაცდა. ხელისუფლებამ გადაწყვიტა უბრალოდ აეკრძალა შრომა კულტურის ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანებისთვის, თუმცა არ უსწავლებია მათთვის, როგორ გაეგრძელებინათ არსებობა შემოსავლის გარეშე. მიუხედავად არაერთი მიმართვისა, შემოქმედებითი სფერო მაინც ვერაფრით მოხვდა კომპენსაციების ახლებური გადანაწილების საკითხებზე მიმდინარე განხილვებშიც. სახელმწიფოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია და არ აქვს ხელოვანთა მიმართ რაიმე სახის კომუნიკაციას, არ შესწავლილა პრობლემატიკა და არავის მოუსმენია, პანდემიურ პროცესში თეატრების ფუნქციონირებაზე, თავად სფეროს წარმომადგენელთა აზრი, სრულად იყო უგულებელყოფილი სფეროში დასაქმებულთა მოსაზრებები პარალიზებული სფეროს ალტერნატიული განვითარების გზებთან დაკავშირებით, არ დაწყებულა მსჯელობა და სამზადისი პოსტ-პანდემიური მომავლისთვის.ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ გარდა სახელმწიფო სუბსიდირებაზე მყოფი კულტურული სივრცეებისა, ასევე არსებობს დამოუკიდებელი (კერძო) სექტორიც, რომლისთვისაც თითოეული ღონისძიება წარმოადგენს არა მხოლოდ შემოქმედებით პროცესს, არამედ სარჩოსა და შემოსავლის წყაროს. დღეს ეს შემოქმედებითი ჯგუფები გაქრობის რისკის წინაშე დგანან და საჭიროებენ განსაკუთრებულ მხარდაჭერას. კულტურული პროცესის გაყინვა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ძალიან მძიმე კვალს დაამჩნევს, როგორც თავად სფეროს და ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს, ისე მთლიანად საზოგადოებას.სწორედ ამიტომ, კულტურის სფეროში დასაქმებულთა პროფესიული კავშირი „გილდია“ ვითხოვთ: - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნას ხელოვანთა ანტიკრიზისული საკონსულტაციო ჯგუფი. პრობლემატიკის შესწავლის, ბიუჯეტის ადეკვატურად დაგეგმვის, სახელოვნებო ორგანიზაციების პანდემიური და პოსტპანდემიური ფუნქციონირების საკითხებზე მსჯელობისა და გადაწყვეტისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ჯგუფი შეიქმნას დროის უმოკლეს პერიოდში, რათა შესაძლებელი გახდეს კულტურის სფეროს პირველი რიგის საჭიროებებისთვის სათანადო ფინანსების გამოყოფაზე მსჯელობა პარლამენტში, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესში. - გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები სახელოვნებო სივრცეების ტექნიკური გადაიარაღებისა და „გაციფრულების“ მხარდასაჭერად. გადანაწილდეს ფინანსური რესურსები ონლაინ სპექტაკლებზე აუდიტორიის უფასოდ დასწრების სუბსიდირებისთვის.  - განათლებისა და კულტურის სამინისტრომ უზრუნველყოს შემოსავლის გარეშე დარჩენილ ხელოვანთა წვდომა სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული სოციალური დახმარების პაკეტებზე. ამისათვის დაიწყოს არასტანდარტულ შრომაში ჩართულ დასაქმებულთა აღრიცხვა და იდენტიფიცირება.  - დამოუკიდებელი სახელოვნებო ორგანიზაციებისთვის შემუშავდეს დახმარებისა და შეღავათების დამატებითი პაკეტი.  - მედიამრავალფეროვნების ხელშეწყობის ფარგლებში დაიწყოს კულტურის თემატიკაზე შექმნილი გადაცემების მხარდაჭერა.  - გადაიხედოს ბოლო პერიოდში, სფეროს სპეციალისტებთან კონსულტაციის გარეშე, გამკაცრებული რეგულაციები და განხილულ იქნას გამოსავალი ამ ჩიხური სიტუაციიდან, სადაც ან ვირუსი გკლავს ან შიმშილი.   
gallery images

გადაკეთდეს ბსუ სალობიედ

თუ თვლი რომ სალობიეს უფრო მეტი სარგებლობა მოქვს ვიდრე ბსუს რაღას ელოდები? მოაწერე პეტიციას ხელი.
gallery images

სტუდენტებისთვის განახევრდეს სწავლის გადასახადი პანდემიის დროს

სტატუსშეჩერებული სტუდენტების რიცხვი ისტორიულ მაქსიმუმზეა, რის უმთავრეს გამომწვევ მიზეზს ფინანსური პრობლემა და, აქედან გამომდინარე, დაგროვილი სტუდენტური გადასახადი წარმოადგენს. 2020 წლის მონაცემებით, უმაღლესი სასწავლებლების 59076 სტუდენტს სტატუსი აქვს შეჩერებული. მათგან 19874 სტუდენტს, რაც საერთო რაოდენობის 33.6%-ია,  სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო აქვს შეჩერებული.სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა კოვიდპანდემიის პირობებში. ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამო უამრავი ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე. ამის მიუხედავად, დღეს არავინ ფიქრობს, რა ბედი ეწევათ იმ სტუდენტებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახურები და რომელთა მშობლებიც უმუშევრად დარჩნენ. სწორედ ფინანსური კრიზისის გამო ახალგაზრდები და მათი ოჯახები ვერ იხდიან სწავლის გადასახადს და სტუდენტები იძულებულნი არიან უარი თქვან განათლებაზე.განათლების უფლება კი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა.სწორედ ამიტომ, ჩვენ - ახალგაზრდები ვითხოვთ:1)      პანდემიისგან გამოწვეული პრობლემების გამო, განახევრდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გადასახადი;2)      სტუდენტებს აღუდგეთ 2020 წელს ფინანსური დავალიანების გამო შეჩერებული სტატუსი; სტუდენტები:მაკა ტოხიშვილიელენე ელბაქიძელაშა ანაკიძეზურაბ კურცხალიანინო წულაძემარიამ კუსიანიხატია მირცხულავანინო ხაზიურიმარი რუხაძექეთევან მუსერიძესალომე წერეთელითემურ შანავასალომე სუხიტაშვილიმარიამ რევაზიშვილიქრისტინე კიკალიშვილინათია ბლაგიძე 
gallery images

გაუორმაგდეს ბსუ-ს ადმინისტრაციას ხელფას დანამატები

ბსუ-ს სტუდენტების ონლაინ სწავლების გამარტივებისა და სტუდენტური ცხოვრების გაუმჯობესებისთვის სრულიად ბსუ-ს აკადემიურ პერსონალს გაუორმაგდეთ ხელფასები და პრემია დანამატები. 
gallery images

გადავარჩინოთ მცირე და საშუალო მეწარმეობა

ჩვენ, ადგილობრივი მეწარმეები, ვფიქრობთ, რომ უნდა შედგეს ჩვენი და საქართველოს მთავრობის შეხვედრა, სადაც გავაცნობთ მეწარმეთა კავშირის ხედვებს, თუ როგორ არის შესაძლებელი ქვეყანაში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესის, კრიზისული მდგომარეობიდან გამოყვანა, შეზღუდვების პირობებში.მადლობას გიხდით დროის დათმობისთვის და თუ გვეთანხმებით გთხოვთ,მოაწეროთ ხელი პეტიციას
gallery images

ერთად შევაჩეროთ კოვიდგენოციდი ! მხარი დაუჭირეთ ალტერნატიულ ანტიკრიზისულ 22 პუნქტიან გეგმას !

ერთად შევაჩეროთ კოვიდ და სოციალური გენოციდი ! ვაიძულოთ ხელისუფლება ჩვენივე ხარჯზე ნასესხები მილირდების უდიდესი ნაწილი, ჩვენი ჯანმრთელობის დაცვაზე და სოციალური მხარდაჭერის ადეკვატურ პროგრამებზე დახარჯოს, ხოლო რეგულაციები გახადოს ზომიერი, ისე, რომ არც ვირუსით და არც შიმშილით სიკვდილის რეალური საფრთხის წინაშე არ იყოს ათიათასობით ჩენი თანამოქალაქე ! მოაწერეთ ხელი და გააზიარეთ.. ჩვენ აქტიურობაზე და სიმრავლეზეა დამოკიდებული თუ რამდენად ვაიძულებთ უზურპატორ ხელისუფლებას საკუთარ გამდიდრებაზე მეტად მოსახლეობის გადარჩენაზე იზრუნოს ! გაეცანით გეგმას:  ანტიკოვიდკრიზისული ალტერნატიული 22 პუნქტიანი გეგმა1.       ყოველთვიური 400 ლარიანი კომპენსაციის გაცემა ყველა დასაქმებულსა და თვითდასაქმებულზე. მათ შორის ფიზიკური პირის ხელწერილის საფუძველზეც ! (6 თვის ვადით)2.       კომუნალური გადასახადების დაფარვა ყველა ოჯახისათვის, გარდა ქონების გადასახადის გადამხდელებისა. 200 კილოვატი ელ.ენერგიისა და 200 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის საფასურის ფარგლებში.3.       საბანკო ვალდებულებების მომსახურების 6 თვით შეჩერება, ფორს მაჟორული ვითარების გათვალისწინებით.4.     „ღამის კომენდანტის“ საათის გაუქმება ან მისი საწყისი დროის ღამის 12:00 საათისთვის გადაწევა.5.       საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა უსაფრთხოების გაზრდილი სტანდარტებით. სატრანსპორტო საშუალებების ოდენობის გაზრდის, ჯვარედინი სხდომის, ტრანსპორტსა და გაჩერებებზე სანიტაიზრების დამონტაჟებისა და სხვა შესაბამისი ზომების გატარების გზით.6.       მედიკამენტების, ასევე სურსათისა და პირველადი მოხმარების საგნების ფასების შემცირება, მოგების ზღვრული მარჟის დაწესების გზით, 6 თვის ვადით მაინც.7.       წვრილი ბიზნესისასთვის საგადასახადო ვალდებულებები შეჩერება 6 თვის ვადით, ხოლო დანარჩენისთვის განახევრება.8.       პირბადეებისა და ჰიგიენური საშუალებების სათანადო ოდენობის უფასოდ გაცემა სოციალურად დაუცველ პირებზე, ეპიდემიის დასრულებამდე.9.     თავდაცვის სამინისტროს საველე ჰოსპიტალების გამართვის დაუყონებლივ დაწყება.10.  დამატებითი მედპერსონალის ბრიგადების მოზიდავა-დაქირავება, მწვანე ზონის ქვეყნებიდან.11.   კოვიდვაქცინის წინასწარი შეკვეთის ოდენობის სულ მცირე გასამმაგება და მისი ქვეყანაში შემოტანის მოსალოდნელი ვადის მაქსიმალურად დაჩქარება.12.  112-ის, 144-ისა „ქოლცენტრების“ ოპერატორთა რაოდენობის გაორმაგება.13.   ექიმების აღჭურვა-გადამზადების მასშტაბური და ადეკვატური პროგრამის განხორციელება.14.  მაღალჩნოსანთა ხელფასების განახევრება, ეპიდემიის დასრულებამდე მაინც.15.  საპენსიო ფონდიდან 100 ლარიანი საპენსიო დანამატის გაცემა პენსიონრებზე.16.  „ფანჯრიდან ვაჭრობის“ დაშვება, ნებისმიეირი სახის პროდუქცისათვის.17.  სპეციალიზებული,  არასასურსათო ღია ბაზრობების მოწყობა, ან არსებულთა გადაკეთება, კოვიდუსაფრთხოების ადეკვატური რეგულაციების გათვალისწინებით.18.   დამატებითი 100 ლარიანი კომპენსაციის გაცემა ყველა სოც. დაუცველზე და არა მხოლოდ მრავალშვილიანებზე.19.   უსახლკაროთა დროებითი თავშესაფრების მოწყობა, ყველა ქალაქში.20.   გარემოსდაცვითი და სამშენებლო ნებართვების გაცემის შეჩერება, „ლოქდაუნის მოქმედების დასრულებამდე.21.   სათანადო ინტერნეპაკეტის საფასურის დაფარვა ყველა სოც. დაუცველი ოჯახისთვის, ასევე სათანადო ტექნიკის არმქონე ბავშვები სათანადო ტექნიკით უზრუნველყოფა.22.  კოვიდ-ეპიდემისათან დაკავშირებით აღებული 7 მილიარდ ლარამდე ოდენობის სესხისა და გრანტის, ასევე ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან გახარჯული თანხების სრული ანგარიშის გამოქვეყენება 1 კვირის ვადაში.
gallery images

სესხების გადავადება

 ვითხოვთ , გადავადდეს 6 თვით სასესხო ვალდებულებები, როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირებზე.
gallery images

შშმ პირის პენსის გაზრდა 200 ლარის ოდენობით

შშმ პირების კატეგორიას  აქვს   პენსია 140 ლარი ინვრიდან ემატებათ 20 ლარი  მაგრამ  პენსია უნდა გათანაბრდეს და გახდეს  200 ლარი  გთხოვთ პედიციას მოაწეროთ ხელი   და გაიზიაროთ  რათა ყველამ ნახოს და მოაწეროს და შეძლოს გაზიარება 
gallery images

მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები

შშმ პირების სახელით მინდა გავაჟღერო მოთხოოვნები 1) საპენსიო სისტემის გადახედვა ანუ ის რომ ყოველ წელს იზრდება პენსია 20 ლარით და სამ წელში იქნება 200 ლარი გადასახედია აუცილებლად 2) 18 წლიდან ზემოთ ადამიანებს გაეწიოს დახმარება 100 ლარით 3) შშმ პირების დასაქმება ანუ worknetze არსებული ვაკანსიების გადახედვა იმიტომ რომ ყველას ფიზური მუშაობა არ შეუძლია და ვაკანსიები აუცილებლად გადასახედია
gallery images

ჩაირთოს საბაგიროები საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე!

2020-წლის 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე დაწესებული შეზღუდვების წესით, გაჩერებულია ყველა საბაგიროს (როგორც ღია, ასევე დახურული ტიპის) მოძრაობა საქართველოს ოთხივე (გუდაური, ბაკურიანი, ჰაწვალი, გოდერძი) სამთო-სათხილამურო კურორტზე. აღნიშნული რეგულაცია მიღებულია COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თუმცა არ ითვალისწინებს არანაკლებ მნიშვნელოვან კომპონენტს, რაც არის შეზღუდვის ეკონომიკრი ეფექტი აღნიშნულ კურორტებზე.ასევე, სრულიად უგულებელყოფილია ის ფაქტორი, რომ ზამთრის კურორტზე სრიალი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო აქტივობაა პანდემიის პირობებში. მოთხილამურისა და სნოუბორდესრის (შემდგომში - „მოსრიალე“) სტანდარტული ეკიპირება შედგება: სათხილამურო სათვალისაგან, რომელსაც ხმარობენ ექიმები კოვიდ პაციენტებთან ურთერთობისას;ბაფისგან (იგივე პირთბილა, იგივე ე.წ. მრავალჯერადი პირბადე)წყალგაუმტარი შარვლის ან კომბინიზონისგან, რომელიც მჭიდროდ ეკვრის სათხილამურო ან სნოუბორდის ბათინკსწყალგაუმტარი ბათნკისაგანყალგაუმტარი ქურთუკისაგან, რომელიც ეფარება ზევიდან შარვალს ან კომბინიზონს, წყალგაუმტარი ხელთათმანებისაგან ჩაფხუტისაგან, რომელიც იცავს თავსშემოსილი მოსრიალე გამოიყურება ისე, როგორც ბმულზეა ნაჩვენები და ფაქტიურად იმეორებს იმ ჩაცმულობას, რითაც კოვიდ პაციენტებთან ექიმები არიან შემოსილნი.  ამ და ასევე იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ სამთო-სათხილამურო სპორტით დაკავებული ადამიანები სრიალის პროცესში ერთმანეთისგან მინიმუმ 20მ დისტანციით მაინც იმყოფებიან, პრაქტიკულად ნულის ტოლია ამ დროს ვირუსის გავრცელების შანსები. ასევე, რადგან საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე არის ღია ტიპის საბაგიროები, მათი მუშაობისა და საჭიროების შემთხვევაში ნაკადის რეგულირების შემთხვევაში, სრულიად შესაძლებელია უსაფრთხოდ სრიალი და საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი ნების გამოჩენა და გადაჭრის გზებზე ფიქრი. მიუხედავად ზემოთქმულისა, დღეის მდგომარეობით, ზუსტად ამ დაწესებული შეზღუდვების გამო, მრავალმა ლოკალურმა ბინზესმა სამთო-სათხილამურო კურორტებზე, უკვე განიცადა ფინანსური ზარალი, რომელიც მათთვის გაკოტრების ტოლფასია. ეს იმ პირობებში, როდესაც უხეში წინასწარი დათვლის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სეზონზე არსებობდა მინიმუმ 15 766 955 ₾ (თხუთმეტი მილიონ შვიდას სამოცდაექვსი ათას ცხრაას ორმოცდათხუთმეტი) დახარჯვის მზაობა და სურვილი ადგილობრივი (ქართველი) მოსრიალეების მიერ. შეზღუდვების პირობებში კი თანხა, რომელიც კურორტებზე დაიხარჯება, 0-ს უტოლდება. ქვემოთ მოცემულია ამ თანხის სავარაუდო განაწილება კურორტების მიხედვით.  გუდაური    45%     7,158,507.62 ₾ გოდერძი    4%        574,504.43 ₾ სვანეთი    16%     2,443,923.62 ₾ ბაკურიანი    35%     5,590,019.33 ₾ ზმოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერნი, ვითხოვთ: საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე (გუდაური, ბაკურიანი, ჰაწვალი, გოდერძი) ამუშავდეს საბაგიროები შესაბამისი უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით;საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე (გუდაური, ბაკურიანი, ჰაწვალი, გოდერძი) დაიშვას ღია ტიპის კაფეების მუშაობა;საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე (გუდაური, ბაკურიანი, ჰაწვალი, გოდერძი) სასტუმროს ტიპის საცხოვრებელ სახლებს (ე.წ. გესთჰაუზებს) და აპარტოტელებს მიეცეთ სტუმრების დატოვების უფლება. 
gallery images

ლიბერთი ბანკის სესხი

ლიბერთი ბანკში პენსიონერებს და შშმ სტატუსის პირებს წლებია გვაქვს საპენსიო სესხი და ოვერდრაფტი, ვუხდით თანხას და ძირ ფულს უმნიშვნელოდ აკლდება, ან საერთოდ არ აკლდება, სესხი არის 30% დან ზემოთ.არ გვაქვს სესხის ერთიანად დაფარვის საშუალება, ან მნიშვნელოვნად ძირის შემცირების საშუალება, ისე კი სესხს 3-4 წელი სჭირდება რომ განულდეს, ოვერდრაფტის შემთხვევაში კი გვეჭრება გადავადების თანხა მაგ: 1800 ლარზე 50 ლარი.პანდემიის დროს პენსიონერებისა და შშმ პირებისთვის ყოველი თეთრი მნიშვნელოვანია, გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი გაჭირვება და განიხილოთ ეს საკითხი,დიდი შეღავათი იქნება სესხის განულება და პენსიის სრულად აღება.