add one
gallery images

მოქალაქეთა ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობის ხარისხის გაზრდა და მათი სოციალური პოზიციების გამყარების ღონისძიება

  მოცემულობა:   საქართველოს მოსახლეობა  სხვადასხვა მიზეზთა გამო კლებულობს, კერძოდ:    დაბადება/გარდაცვალების ბალანსი დარღვეულია ამ უკანასკნელის სასარგებლოდ;  სახეზეა დაბალი სოციალური ყოფის მაჩვენებლები და უმუშევრობის მაღალი დონე, დაბალი ხელფასი/შემოსავალი ერთობლიობაში; მაღალი ინტენსივობის მიგრაციული პროცესები და სხვა;   ეკონომიკის განვითარებისთვის, რამაც უმუშევრობის მაჩვენებლები უნდა შეამციროს, უპირობოდ  აუცილებელია უწყვეტი და იაფი ელექტრო ენერგიის გამომუშავება, რაც აგრეთვე ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გარანტსაც წარმოადგენს; ქვეყანას გააჩნია მნიშვნელოვანი ჰიდრო რესურსი, რომელიც მოქალაქეთა კეთილდღეობის ერთ-ერთ და ამავდროულად მრავალწახნაგოვან ასპექტად უნდა იქცეს; საქართველო არ ფლობს ბუნებრივი აირის, ნავთობის და სხვა ენერგო მატარებლების ჭარბ მარაგებს და მის სიმდიდრედ გვევლინება აღდგენადი/განახლებადი, ეკოლოგიური და უსაფრთხო გრავიტაციული წყლების (აგრეთვე ზღვის ტალღების მიქცევაზე მომუშავე გენერატორები)  მეშვეობით გენერირებული ელექტრო ენერგია; საქართველოს მოქალაქეები დაბადებით უნდა ფლობდნენ უფლებას ზემოხსენებული დარგობრივი სიკეთისა და წიაღისეულის თანამონაწილეობრივ ფლობაზე, მაგრამ ეს სტანდარტი არ უნდა გავრცელდეს სხვა სფეროებზე და მხოლოდ ამ კონცეფციის ფარგლებში უნდა დასრულდეს მსგავსი ინიციატუვების ფორმირება; მნიშვნელოვანია მოქალაქეთა პასიური ჩართვა, კერძოდ-ბიზნესის წარმომადგენლებთან, კერძო მფლობელთან მართვადი/საწარმოო ჰიდრო რესურსებისა და ქარის რესურსების (ელექტროგენერაციული პროფილის) წილობრივი მეორეხარისხოვანი თანამონაწილეობით, რომელიც არ გულისხმობს საწარმოს მართვაში მონაწილეობას  საქართველოს მოქალაქეთა თანა საკუთრებას  უნდა წარმოადგენდეს; მოქალაქეთა ჩართვა ქვეყნის განვითარებაში, კეთილდღეობის გაზრდა და სოციალური ბაზისის შექმნა საშუალებას მისცემს უფრო ეფექტურად მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის განვითარებაში, მცირე და ინდივიდუალურ ბიზნეს აქტივობაში.   შეზღუდვები   დაუშვებელია წარმოდგენილი პროექტი შეეხოს: უკვე არსებულ (ექსპლუატაციაში გაშვებულ) ჰიდრო აგრეგატებს, ქარის აგრეგატებს და ზოგადად მცირე მასშტაბის აგრეგატებს და ყველა ტიპის მზის ენერგიის გენერირების სისტემებს. მაგრამ, თუ ზემოხსენებული კომპანია გაისტუმრებს რა სახელმწიფო ვალდებულებებს და მოისურვებს ჩაერთოს ახალი ტიპის ბიზნეს და საგადასახადო ურთიერთობაში, მას სრული უფლება აქვს; პროექტი არ ვრცელდება საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მფლობელ პირებზე; დივიდენდი არ დაერიცხება პირს (იმ პერიოდის განმავლობაში), რომელიც იძებნება საგამოძიებო სამსახურების მიერ; ან/თუ შეუერთდა/მონაწილეობს  ბანდ ფორმირებების, ან ტერორისტულ ორგანიზაციის საქმიანობაში; თუ სასამართლოს მიერ ძალაში შევიდა კანონიერი განაჩენი და იქნა ცნობილი მსჯავრდებულად; დაუშვებელია წარმოდგენილი პროექტი გავრცელდეს მოპოვებად და სხვა სახის ბუნებრივ წიაღისეულზე, გარდა წარმოდგენილი დოქტრინისა.   პროექტი   საშუალო და მეგა ქარის, წყლის, (ზღვის ტალღების ენერგიის) ელექტრო ენერგიად გარდაქმნის აგრეგატები (ჰიდრო ელექტრო სადგურები) სრულად განთავისუფლდეს-საშემოსავლო, მოგების, ქონების და დღგს გადასახადებისგან; საშუალო და მეგა ქარის, წყლის, (ზღვის ტალღების ენერგიის) ელექტრო ენერგიად გარდაქმნის აგრეგატების მფლობელმა მოგების 30% სახელობით/პერსონალურ ელექტრონულ აქციებად დაყოს საქართველოს მოქალაქეზე 0 წლიდან ვიდრე გარდაცვალებამდე და ყოველ წლიურად დივიდენდის სახით აისახოს მის პირად ანგარიშზე;  დაუშვებელია აქციის რეალიზაცია, გამოსყიდვა, გაჩუქება, მემკვიდრეობით გადაცემა დაყადაღება (შესაძლოა დაყადაღდეს მხოლოდ თანხა საბანკო ანგარიშზე ასახული). ლუკა მკურნალიძე გიორგი მკურნალიძე   თბილისი,    2021 წლის 20 მაისი  
gallery images

შემოიტანეთ ქვეყანაში საკმარისი რაოდენობა pfizer/Bion-tech ის ვაქცინა

როგორც მოგეხსენებათ moh.gov.ge ზე წინასწარი რეგისტრაციის ფორმა გამოქვეყნდა 19 აპრილს და მას მერე ეს ფორმა შეავსო 83 175 მოქალაქემ, მათ შორის 74. 877 ადამიანმა მოითხოვა pfizer/Bion-tech ის ვაქცინა. გთხოვთ ნუ დაგვტოვებთ ამ ვაქცინის გარეშე და დროულად შემოიტანეთ ვაქცინა.  
gallery images

წმინდა სინოდის წევრებმა იწამონ ღმერთი!

საქართველოს მართლმადიდებლურ სამოციქულო ეკლესიაში მანკიერებების გამოვლენამ, ბოლო დროს ზედაპირზე გამოტანილმა აღვირხსნილობამ, მღვდელმსახურთა გათავხედებამ და მაღალი იერარქიის სასულიერო პირთა გასვლამ სჯულის კანონთა მიღმა დააყენა გადაუდებელი აუცილებობა ეკლესიის მმართველი ორგანოს, წმინდა სინოდის წევრებმა იწამონ ღმერთი.
gallery images

ჩემპიონთა ლიგის ფინალის ღამეს, 29 მაისს, შეჩერდეს კომენდატის საათი

დიდი ხანია ამ ბედნიერებას ველით. ასეთ თამაშს, თუნდაც შინ, მეგობრებთან ერთად უნდა უყურო. გავალთ, ვიზეიმებთ და სახლში დავბრუნდებით.
gallery images

შეამციროს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 28 აპრილს რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.50 პროცენტით განისაზღვრა. აღნიშნული მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი პირდაპირი მნიშვნელობით სიკვდილის მისჯაა ისედაც გაღატაკებული ადამიანებისათვის, ვინაიდან ცხოვრება მნიშვნელოვნად გაძვირდა რაც აისახება საარსებოდ აუცილებელი პროდუქტებისა თუ სერვისების შეუსაბამოდ გაძვირებაზე, არ იმატებს სახელფასო განაკვეთი, ხოლო ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულმა ახალმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთმა კატასტროფულად გაზარდა ბანკში არსებული სესხების საპროცენტო განაკვეთი (ეროვნულ ვალუტაში), რაც მნიშვნელოვნად აუარესებს სახელმწიფოში ისედაც გაღარიბებული და გაკოტრებული მოსახლეობის მდგომარეობას. მოვითხოვთ, რომ ეროვნულმა ბანკმა იმსჯელოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 5 პროცენტულ პუნქტამდე შემცირებაზე და დაუყოვნებლივ მიიღოს მოსახლეობისათვის სასარგებლო გადაწყვეტილება.     
gallery images

ჩვენ გვინდა კახის და გივის ძეგლი თბილისში

გამოცხადეს ტენდერი და დაიდგას აღმაშენებელზე ძველ კინო სტუდიის წინ კახი და გივის ძეგლი. ჩვენ გვინდა კახის და გივის ძეგლი.
gallery images

სელიმ ხიმშიაშვილის თავის გადმოსვენება სტამბოლიდან

სელიმ და შერიფ, ხიმშიაშვილთა სახელობის „ხალხთა ერთიანობა“!  ახალი,მოხალისეთა თვითშემოქმედი, პატრიოტული სულისკვეთებით, აღზრდილთა გუნდია. ჩვენი მთავარი მიზანია, გმირ სელიმ ხიმშიაშვილის, თავის სტამბულიდან გადმოსვენება: ამ საისტორიო მისიის, მშვიდობიანი გზით შესრულებისათვის, აუცილებელია, ხელწერების შეგროვება, რომ ჩავრთოთ, საქართველოსა და თურქეთის მთავრობები: მრავალ, ქართველ მამულიშვილებთან ერთად, სელიმ და შერიფ ხიმშიაშვილების დამსახურებაა, ის დიდმნიშვნელოვანი მიღწევა, რომ დღეს აჭარა, საქართველოს შემადგენლობაშია და რომ ჩვენ ქართულად ვსაუბრობთ. მშვიდობიანი გზა ყველას, პატრიოტიზმის, თანასწორუფლებიანობისა და საქართველოს აღმშენებლობისაკენ... ხელწერით მიიღეთ მონაწილეობა, ამ სამამულიშვილო და საისტორიო მსვლელობაში!..     საკონტაქტო 568621600            
gallery images

არა დისკრიმინაციას! ყველა ადამიანი თანასწორია! გადადგეს გამყრელიძე!

საქართველოს პრემიერ მინისტრს, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს   არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი მიმართვა   ბატონო ირაკლი, ქალბატონო ეკატერინე,   საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1 პუნქტის და გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-2 მუხლის თანახმად - დაცულია თითოეული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები და აკრძალულია ამა თუ იმ ნიშნით (პოლიტიკური, რასისტული, რელიგიური, სოციალური თუ სხვა ნიშნით) ადამიანის დისკრიმინაცია და ადამიანის ამა თუ იმ უფლების შეზღუდვა! 2021 წლის 228 აპრილს NCDC ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა განცხადება, რომ მომავალ კვირას საკოორდინაციო საბჭოზე შემოვა ინიციატივით და მოხდება განხილვა, რომ იმ მოქალაქეებს, ვისაც ექნება გაკეთებული ვაქცინის 2 დოზა - მათთვის შემსუბუქდება შეზღუდვები და იგივე კომენდანტის საათი მათთვის მოიხსნება. ეს არის დისკრიმინაცია და დაუშვებელია მოქალაქეთა გარჩევა აქვს თუ არა მას გაკეთებული ვაქცინა და შემდეგ კი, შეზღუდვების მოხსნა გარკვეული კატეგორიის მოქალაქეთათვის! ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები მოგიწოდებთ: დაუყოვნებლივ მოიხადოს საჯარო ბოდიში ამირან გამყრელიძემ ამ დისკრიმინაციული განცხადების გამო; დაუყოვნებლივ დატოვოს ამირან გამყრელიძემ დაკავებული თანამდებობა (NCDC ხელმძღვანელი); დაუყოვნებლივ მოხდეს მისი გარიცხვა საკოორდინაციო საბჭოდან! ჩვენთვის მიუღებელია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა, დისკრიმინაცია და მოქალაქეთა დაყოფა ამა თუ იმ კატეგორიებად! იმისათვის, რომ არ მოხდეს ასეთი დისკრიმინაცია მოქალაქეების და არ გაგრძელდეს შეზღუდვები, მოგიწოდებთ აწარმოეთ პირდაპირი მოლაპარაკება WHO-ს მიერ ავტორიზებულ და მაღალი ხარისხის ვაქცინის pFizer-ის მწარმოებელთან პირდაპირი მოლაპარაკებები და დროულად ჩამოიტანეთ საკმარისი დოზა, რითიც აიცრება მოსახლეობა უშიშრად და სწრაფი ტემპებით. ყველა ადამიანი თანასწორია! არა დისკრიმინაციას! დაუყოვნებლივ გადადგეს ამირან გამყრელიძე! პატივისცემით,   „ახალგაზრდა თაობა“ /__________________________/ /დ.დონერიანი/ „მონიტორინგის ცენტრი - საზოგადოება“ /__________________________/ /ე.კერესელიძე/ „ახალი ძალა საქართველოსთვის“ /__________________________/ /ლ.შველიძე/ "თავისუფალი ხმა" /__________________________/ /ნ.კურტანიძე/    29 / აპრილი / 2021 წელი
gallery images

ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი

მოგესამლებით!მოგეხსენებათ უკვე წელიწადზე მეტია ვცხოვრობთ პანდემიის წესებით.ასეთ დროს კი განსაკუთრებით აუცილებელია ადამიანმა მაქსიმალურად ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროს. სწორედ ამიტომ რუსთავის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა გადავწყვიტეთ, ამ მიმართულებით ჩვენ ქალაქში არსებული ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი პრობლემის-ველობილიკების არ არსებობის მოგვარება. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, ჩვენ ახლა გესაუბრებით ველობილიკების არსებობის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე. ველობილიკების არსებობით დაცული იქნება როგორც ველოსიპედისტის ისე ქვეითის სიცოცხლე, რადგან ველოსიპედით მოძრავ პირს არ მოუწევს ტროტუარით ან საავტომობილო გზით სარგებლობა. სამწუხაროდ ძალიან ბევრი ცუდი ფაქტი მომხდარა ველობილიკების არ არსებობის გამო, რომელთა შემსწრეც ალბათ არაერთხელ ყოფილხართ. მაგალითად:2020 წლის ივნისში, რუსთავის პარკში რამოდენიმე ველოსიპედისტი, რომლებიც სარგებლობდნენ ქვეითებისათვის განკუთვნილი ტროტუარით, დაეჯახნენ ბავშვებს, რომელთაც სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდათ. კიდევ ერთ-ერთი ფაქტი, რომელიც მოხდა 2019 წლის 4 თებერვალს რუსთავში, რუსთაველისა და ბათუმის ქუჩების კვეთაზე, 38 წლის ველოსიპედით მოძრავ მამაკაცს, რომელიც გადაადგილდებოდა საავტომობილო გზაზე, დაეჯახა ავტომობილი. მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი.  ამ პროექტის განხორციელების შედეგად, ამ საკითხთან დაკავშირებული ინციდენტის რიცხვი საგრძნობლად იკლებს. ყველაზე მთავარი არის ის, რომ დღესდღეობით ძალიან ბევრ ადამიანს, უყვარს მაგრამ თავს იკავებს ველოსიპედით გადაადგილებისგან, რადგან ზოგიერთ ქუჩაზე ველობილიკების არ არსებობის გამო მათ არ შეუძლიათ გადაადგილდნენ დაუბრკოლებლად და ასევე ისინი უფრთხილდებიან როგორც საკუთარ ისე სხვების სიცოცხლეს. შესაბამისად ისინი ამით უარს ამბობენ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებაზე.  ველობილიკების გაკეთება კი მათ წაახალისებს და მისცემს სტიმულს, რომ იცხოვრონ ჯანსაღად. ასევე ბევრი ადამიანი დაინტერესდება და დაიწყებს ველოსიპედით სარგებლობას, რადგან მათ ექნებათ უსაფრთხოდ და დაუბრკოლებლად გადაადგილების საშუალება. ვიმედოვნებ, რომ რუსთავი იქნება სამაგალითო ქალაქი ამ კუთხით ჯანსაღი ცხოვრებისათვის ხელშეწყობაში. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსთავის ჰაერი მოგეხსენებათ საშინლად დაბინძურებულია. ველობილიკების არსებობით კი თუ უფრო მეტი ადამიანი დაიწყებს ველოსიპედით სარგებლობას, შესაბამისად შემცირდება მანქანების გამონაბოლქვი და ჰაერის მდგომარეობაც გაუმჯობესდება. მაგრამ ასევე ძალიან საყურადღებოა ისიც, რომ ხშირად ადამიანებიც და ქვეითებიც სარგებლობენ ველობილიკებით. მაგალითად:კოსტავას გამზირის რესტავრაციისას მიმდებარე ტერიტორიაზე გაკეთდა ველობილიკები, თუმცა ის დღესდღეობით გამოყენებულია ავტომობილების მიერ. მოცემული მონაცემებით კი ალბათ დაგარწმუნეთ იმაში, რომ არც ველოსიპედისტმა უნდა ისარგებლოს ტროტუარით და სავტომობილო გზით და არც ქვეითმა ან ავტომობილმა ველობილიკით, რათა არ დადგეს ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ. ასევე ეს დარღვევა რომ მაქსიმალურად თავიდან იყოს აცილებული, ჩვენი პროექტი მოითხოვს იმასაც, რომ მკაცრად იყოს გაკონტროლებული ეს. ჩვენი გადაწყვეტილებით კარგი იქნება თუ მოხდება მოცემული პროექტის განხორციელება რუსთაველის ქუჩაზე, რომლის რესტავრაციაც მოგეხსენებათ მიმდინარეობს ამჟამად. ამისათვის საჭიროა განცხადების შეტანა მერიაში. იმის დასადასტურებლად კი, რომ მოცემული პროექტის განხორციელებაზე თანახმაა მოსახლეობა გვჭირდება თქვენი ხელმოწერა.   გთხოვთ თანხმობა დაგვიდასტუროთ ხელმოწერით!  
gallery images

გიორგი რურუა - "წიგნების თაროს" ახალი წამყვანი!

სასწრაფოდ მოიხსნას "წიგნების თაროს" წამყვანის პოზიციიდან ლევაკი ჩე ლორთქიფანიძე და დაინიშნოს პოლიტპატიმარი, ფერმერი და უბრალოდ კარგი ადამიანი გიორგი (გიო) რურუა. სასწრაფოდ. 
gallery images

ქუთაისის ყველა უბანს 1 მოედანი (მულტიფუნქციური)

ქუთაისში ახლადდფუძნებული ა.ა.ი.პ. "ინიციატივა ქუთაისისთვის" , იწყებს ხელმოწერების შეგროვებას, რათა მიმართოს საქართველოს მთავრობას, რომ ქუთაისს გაეზარდოს ბიუჯეტი (შესაბამისი რაოდენობით), რათა  თითო უბანს, ქონდეს მინიმუმ 1 სპორტული (მულტიფუნქციური) მოედანი, სტადიონი.....
gallery images

პეტიცია ამერიკული სამხედრო ბაზების საქართველოში განთავსების შესახებ

პოლიტიკური კლუბი „თავთავი“ აფასებს რა პოლიტიკურ სიტუაციას საქართველოში  და მის გარშემო, თვლის რომ დღეის მდგომარეობით რეალური საფრთხე ემუქრება არა მარტო ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ მისწრაფებას, არამედ მის რეალურ დამოუკიდებლობასაც. სულ უფრო ცხადი ხდება რუსეთის სურვილი ყველანაირი საშუალებით შეიყვანოს საქართველო ე.წ. ექვსის პლათფორმაში ( რუსეთი, თურქეთი, ირანი, სომხეთი აზერბაიჯანი) , რაც მას საშუალებას მისცემს  უკვე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე განახორციელოს ეფექტური კონტროლი და სხვადასხვა მიზეზით (ერთობლივი სამხედრო წვრთნები, შეიარაღებული ძალების როტაცია სომხეთში და ა.შ.) შემოიყვანოს და გადაადგილოს თავისი საჯარისო ფორმირებები საქართველოში. საყურადღებოა  რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის სერგეი ნარიშკინის უკანასკნელი განცხადებაც, სადაც იგი უწონებს საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას დისტანცირების პოლიტიკას ნატოსა და ევროკავშირთან და არაორაზროვნად სთავაზობს რუსეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას.  ყოველივე ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ მოცემულ სიტუაციაში ქვეყნის უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის ერთადერთი რეალური გარანტი შეიძლება გახდეს  უმოკლეს ვადაში,  აშშ-ს სამხედრო ბაზის გახსნა საქართველოში. დასაწყისისთვის თუნდაც ერთი ბრიგადის გადმოსროლა ვაზიანის ავიაბაზაზე. საქართველო, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან,  აშშ - ს ერთგული პარტნიორია კავკასიის რთულ და სტრატეგიულ რეგიონში. ამაზე მეტყველებს თუნდაც ნატოს მისიებში ყველაზე დიდი კონტრიბუცია ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის, სადაც ქართველი სამხედროები ერთგულებითა და ღირსებით, მაღალ პროფესიულ დონეზე ასრულებენ თავის მოვალეობას. ბოლო  მოვლენებმა, რომელებიც ვითარდება რუსეთ-უკრაინის საზღვარზე, ცალსახად დაგვარწმუნა რომ საქრთველოს და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის საჭიროა აშშ ს აქტიური ყოფნა და მონაწილეობა ჩვენს ქვეყანაში. ვფიქრობთ, ეს შედის ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებშიც. პოლიტიკური კლუბი „თავთავი“ დარწმუნებულია, რომ ახმოვანებს საქართველოს მოსახლეობის  უმრავლესობის გულწრფელ სურვილს. აღნიშნული მიმართვა ხელმოსაწერად დაეგზავნება საქართველოში მოქმედ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს და მთელს არასამთავრობო სექტორს.
gallery images

მეგრულ-ლაზური და სვანური ენების მხარდაჭერისა და განვითარებისათვის

საქართველოს პრეზიდენტს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ არჩილ თალაკვაძეს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს ქალბატონ თეა წულუკიანს საქართველოს განათლების მინისტრს ბატონ მიხეილ ჩხენკელს   2021 წლის 14 აპრილს მთელმა საქართველომ მოისმინა საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მიმართვა მიძღვნილი დედა ენის დღისადმი, სადაც ის მრავალ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად შეეხო მეგრული და სვანური ენების დღევანდელ მდგომარეობას, მათ ფაქტობრივ სტატუსს თანამედროვე საქართველოს პირობებში. ქალბატონმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ: "ასევე, ვჩაგრავთ ჩვენი ენის ფუძე ენებს - მეგრულსა და სვანურს. რატომღაც გვეშინია ქართულის უმდიდრეს ლიტერატურულ ენად ჩამოყალიბებაში მათი როლის აღიარება. მეგრული და სვანურიც ჩვენი საგანძურია, რომელსაც უნდა ვიცავდეთ და ვანიჭებდეთ სწორ ადგილს. ყველა მსურველს უნდა ჰქონდეს სკოლაში ამ ენების არჩევით შესწავლის საშუალება და არ უნდა ვემორჩილებოდეთ ცრუ შიშებს!“ ჩვენ შევნიშნეთ, რომ მის მიერ გაჟღერებული აზრი და შენიშვნები იყო ადამიანურად გულწრფელი, ობიექტური და ღრმა პოლიტიკური შინაარსის მატარებელი. გამომდინარე აქედან ჩვენ, ამ წერილის ხელმომწერებმა გადავწყვიტეთ გულწრფელად მოვნიშნოთ ის ძირითადი პრობლემები რომელიც დაკავშირებულია საკითხის გარშემო განვითარებულ მრავალმხრივ პროცესებთან, რომელიც თავისთავად უკავშირდება სამეგრელოს და სვანეთს როგორც ერთიანი საქართველოს განუყოფელ ნაწილს, მის აწყმოს, მომავალს და ქართული სახელმწიფოს ღირსეულ გზას 21 -ე საუკუნეში. მეგრულ, ლაზურ და სვანურ ენებზე მოსაუბრე ადამიანები გახლავთ ის ხალხი, რომლებზეც აღმატებულ ტონში წერდნენ ანტიკური სამყაროს მწერლები და მეცნიერები. დღეს კი მრავალათასწლოვანი მეგრულ-ლაზური და სვანური ენები გაქრობის ზღვარზეა. ისტორიული ბედუკუღმართობისა და სხვადასხვა ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო, ქართულ სახელმწიფოს და აკადემიურ წრეებს ვერ მიეცა საშუალება სათანადოდ ეზრუნა აღნიშნული საგანძურის დაცვისა და განვითარებისათვის.ეს ტენდენცია დღითიდღე უარესი და თვალშისაცემია იმის გამო, რომ დღევანდელ საქართველოში მეგრულ-ლაზურ და სვანურ ენებს არა აქვს ინსტიტუციონალური მხარდაჭერა, არ არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მის სტატუსს იმგვარად განსაზღვრავდა, რომ მასზე ზრუნვა დამოკიდებული იყოს არა კეთილ ადამიანთა კეთილ ნებაზე, არამედ გარანტირებული იყოს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზით. მეგრულ-ლაზურ და სვანურ ენებზე საუბრობს, ან საუბარი გაეგება, მილიონნახევრამდე საქართველოს მოქალაქეს, როგორც სამეგრელოსა და სვანეთში, ასევე საქართველოს სხვა კუთხეებში. აქამდე არსებულმა მიდგომამ ის შედეგი გამოიღო, რომ მეგრულ და სვანურ ოჯახებში შვილებს და შვილიშვილებს არ ესაუბრებიან წინაპრების ენაზე, რომელიც ათასწლეულებს ითვლის, ენაზე, რომელიც ქართველი ხალხის სულიერი მემკვიდრეობის საამაყო ნაწილია. არ ესაუბრებიან, იმიტომ რომ, ამ ენებს არავითარი სტატუსი არა აქვს და ბუნებრივია, არავითარი პერსპექტივა, რის გამოც მათ აქტუალობა დაკარგეს და მივიწყების ზღვარზე არიან. მეგრული, ლაზური და სვანური ენების ასეთი სავალალო მდგომარეობა ყოვლად მიუღებელია ჩვენი რეგიონების და მთლიანად საქართველოს განათლებული და შეგნებული მოქალაქეებისთვის, საზიანოა მთლიანად ქართული სახელმწიფოსთვის, ქართველი ერის ერთიანობისთვის. სიტუაციის აღწერა გაცილებით დრამატულადაც შეიძლება და სწორედ ამ სიტუაციაში, პრეზიდენტის განცხადება, ჩვენი აზრით უნდა იქცეს ამ სიტუაციის სასიკეთოდ შემობრუნების საფუძვლად და ათვლის წერტილად. სასიხარულოა, რომ როგორც ჩანს, სახელმწიფოს პირველ პირებს გაცნობიერებული აქვთ აღნიშნული პრობლემის სიმწვავე, ობიექტური და სუბიექტური("ცრუ შიშები") მიზეზები და პრობლემის გადაწყვეტისათვის საჭირო გზების მოძიების აუცილებლობა. პეტიციის ხელმომწერნი მოგმართავთ, თხოვნით ნუ დარჩება აღნიშნული განცხადება მხოლოდ კეთილ განზრახვად და მოგიწოდებთ საკითხი გადავიდეს აქტიურ ფაზაში. დავიწყოთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, ფიქრი არსებული სავალალო სიტუაციის გამოსასწორებლად. ასევე მივმართავთ აკადემიურ წრეებს ჩაერთონ საკითხის განხილვაში.  
gallery images

უფასო სასადილოებში ულუფა უნდა გასამმაგდეს!

 საქართველოში სიღარიბის მიღმა ათიათასობით ადამიანია!  მათი ყოველდღიურობა ყოველდღიურად უფრო მეტად მძიმდება იმის მაგივრად, რომ უკეთესობისკენ იცვლებოდეს!  მხოლოდ თბილისში 40.000-მდე ბენეფიციარია უფასო სასადილოებში რეგისტრირებული, რათა მერიის მიერ გამოყოფილი 1.30 ლარის დღიური ულუფა მიიღოს!  ერთ დღეში ჩვენ სიღარიბეს ვერ დავამარცხებთ, თუმცა ამ ადამიანების ყოველდღიურობის გაუმჯობესება შეგვიძლია, თუნდაც მცირედითაც!  გამოვდივარ ინიციატივით - მერიამ, საკუთარი სახსრებით ან ცენტრალური ბიუჯეტიდან, მინიმუმ გაასამმაგოს ამ ადამიანების დღიური ულუფა, რათა ოდნავ მაინც შეიცვალოს მათი ყოფა უკეთესობისკენ! ხალხის პრობლემები და ინტერესები - უნდა გახდეს პრიორიტეტი!
gallery images

გაუქმდეს ე.წ. კომენდანტის საათი

საქართველოს მთავრობას!  ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მოვითხოვთ გაუქმდეს ე.წ. კომენდანტის საათი. ვირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით დაწესებული, დღეს მოქმედი კომენდანტის საათი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და არ ემსახურება იმ მიზნებს, რის გამოც არის შემოღებული. კომენდანტის რეჟიმი იწვევს ადამიანთა მეტ კონცენტრაციას დახურულ საზოგადოებრივ სივრცეებში (საზოგადოებრივ ტრანსპორტში,  მაღაზიებსა და სხვა მსგავს არეებში) უშუალოდ კომენდანტის საათის დაწყების წინ, ვიდრე ეს იქნებოდა კომენდანტის რეჟიმის არარსებობის პირობებში. საზოგადოებრივ სივრცეებში დისტანცირების მოთხოვნის მკაცრი დაცვა, რომელიც აუცილებელია ვირუსის გავრცელების პრევინციისათვის, კავშირში არ არის კომენდანტის საათთან. პირიქით, საკომენდანტო რეჟიმის პირობებში, განსაკუთრებით მისი ამოქმედების დროის მოახლოებისას, დისტანციის დაცვა შეუძლებელი ხდება. გარდა ამისა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ნებისმიერი ვირუსი, გავრცელების ყოველ ჯერზე, ხდება უფრო მეტად გავრცელებადი, რაც საყოველთაო ჩაკეტვებს არაეფექტიანს ხდის. ასევე, უცნობია მეცნიერულად დადასტურებული შემთხვევები, როდესაც ვირუსის სწრაფი გავრცელებისას ფატალობის ხარისხის პირდაპირპროპორციული ზრდა ფიქსირდება. მით უფრო, უკანასკნელი კვლევის მიხედვით, თბილისის მაცხოვრებლების 35%-ს უკვე აქვს გადატანილი ვირუსი, ხოლო მათგან 68%-მა არ იცოდა ამის შესახებ. გარდა ამისა, კომენდანტის საათისა და საყოველთაო ჩაკეტვის მეშვეობით დროის მოგება ვაქცინაციის ან/და სხვა ღონისძიებების დროულად დასაგეგმად, ასევე არაეფექტიანი აღმოჩნდა, რადგან ვაქცინაციის მსურველთა რიცხვი არის უკიდურესად მცირე. ამიტომ, მნიშვნელოვანია, გაუქმდეს კომენდანტის საათი, მაგრამ, გაძლიერდეს საგანმანათლებლო კამპანია, გაუმჯობესდეს რისკ-ჯუფების მეთვალყურეობის ღონისძიებები და დაჩქარდეს საყოველთაო ვაქცინაცია; დასახელებული მიზეზების გათვალისწინებით, მოვითხოვთ კომენდანტის რეჟიმის გაუქმებას, რაც კი არ გააუარესებს არსებულ ვითარებას, არამედ ხელს შეუწყობს საზოგადოებრივ სივრცეებში ადამიანთა კონცენტრაციის შემცირებას და აღარ მოგვევლინება ვირუსის გავრცელების პირდაპირ ხელისშემწყობ ფაქტორად.