add one
gallery images

მე მაქვს სიცოცხლის უფლება!

ბატონო გენერალურო პროკურორო, ამ პეტიციით მოგმართავთ პირადად დაზარალებული, ნატო სლეპაკოვა, და დარწმუნებული ვარ, უამრავი ადამიანი დამიჭერს მხარს, ვისაც ქვეყანაში გამეფებული დაუსჯელობის სინდრომი ყელში აქვს ამოსული. მე წარმოვადგენ ცხოველთა დამცველს, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ამ ქვეყანაში ცხოველის კი არა, საკუთარი, ფუნდამენტალური უფლებები მქონია დასაცავი, როგორიცაა ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა, სიცოცხლის და ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებები და სხვა...   2020 წლის 10 ივნისს, საღამოს 09:30, ჩემი (თავშესაფრიდან აყვანილი) ძაღლის ათწუთიანი ყეფის გამო მეზობელმა, გიორგი თევდორაძემ, წიხლქვეშ გამიგდო და ცხვირი მომტეხა!!!  ბატონო გენ. პროკურორო, შეგახსენებთ, რომ პროკურატურის საქმიანობებში გაწერილია: "კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და დანაშაულის პრევენციას", და არა - "ხელს უწყობს დანაშაულის რეციდივს". მოვითხოვ, გამოძიებამ და პროკურატურამ მხედველობაში მიიღოს: 1. ამ ფაქტის დროს მიღებულმა დაზიანებებმა წარუშლელი კვალი დამიტოვა სახეზე, მიჭირს სუნთქვა და აღმენიშნება ამ ტრავმასთან დაკავშირებული სხვა სიმპტომები. 2. ფაქტის დროს ვიყავი უსუსურ მდგომარეობაში (გავდიოდი მკურნალობას გადატანილი ლაპარატომიის გამო). 3. ბრალდებულს არ შემოუთავაზებია მკურნალობაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება. 4. ბრალდებული ახდენდა მოწმეებზე ზეწოლას და კონფლიქტის შემდგომ ესკალირებას, რაზედაც მაქვს წარდგენილი საპატრულო გამოძახებების ოქმები. 5. ბრალდებული ორჯერ ნასამართლებია ძალადობრივ მუხლებზე, რაც, მიუხედავად გაქარწყლებისა, გაცილებით უკეთ მეტყველებს მის პიროვნულ თვისებებზე, ვიდრე ვინმე მღვდლის დახასიათება. 6. ბრალდებულის მიერ წარდგენილი საბუთები, რომ ოპიოიდების მიღების შედეგად, ფსიქიკური და ქცევითი აშლილობა აქვს და ჩანაცვლებით თერაპიას გადის მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება სიმართლეს - ჩანაცვლებით თერაპიასთან ერთად, ის სხვადასხვა აკრძალული ნივთიერებების მიღებას განაგრძობს, რაზედაც, თუნდაც, მის წინააღმდეგ წარმოებული ადმინისტრაციული საქმე #330510020004056126 მეტყველებს. 7. ბრალდებულს გამოყენებული აქვს ამნისტია, სასარგებლო შრომა და "გამოსწორების" სხვა შანსები და 45 წლამდე ვერ გამოსწორებულა, კანონისადმი მორჩილების მოთხოვნას ის "შევიწროვებად" აღიქვამს, ხოლო ამ საქმეზე წაყენებულ ბრალს - "პროკურატურაზე და გამოძიებაზე ზეწოლად", რაც იმაზე მიუთითებს, რომ მას არც ბრალი აქვს გააზრებული და არც რაიმე სინანული აწუხებს, ხოლო მისი "ვაღიარებ" და მლიქვნელური ბოდიშები მხოლოდ სასჯელის არიდების მცდელობაა. 8. საკუთარი მეუღლის ჩვენების თანახმად, ბრალდებული გაუწონასწორებელი ფსიქიკის მატარებელია და მისი ოჯახის წევრები/ახლობლები ყველაფერს აკეთებენ, რომ "არ გაღიზიანდეს", ხოლო პროკურორი ყანდიაშვილი, რატომღაც დარწმუნებულია, რომ გიორგი თევდორაძე აღარაა საფრთხის მატარებელი. ბატონო პროკურორო, მხოლოდ კონსტიტუციით მონიჭებული უფლებების დაცვას ვითხოვ თქვენი სამსახურისგან. მე მარტომ გავზარდე ორი ვაჟკაცი და თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ამ საზოგადოების ღირსეული წევრი ვარ. ბატონო პროკურორო, შეასრულეთ თქვენი პროფესიული მოვალეობა, დამიცავით, რომ თავისუფლად გავაგრძელო ცხოვრება და საქმიანობა - შევძლო დავიცვა ჩემზე სუსტები და დავეხმარო ჩემზე გაჭირვებულებს. 
gallery images

არ შეეხოს ამნისტია 19-21 ივნისის დანაშაულებში მონაწილე პოლიტიკურ თანამდებობის პირებსა და საჯარო მოხელეებს.

საქართველოს პოლიტიკური კრიზისდან გამოსვლისთვის საერთაშორისო მედიატორების ძალისხმევით მიღებული დოკუმენტის თანახმად, უნდა გამოიცეს ფართო ამნისტია 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება აღნიშნული პერიოდის ყველა დარღვევასა და დაკავებას. მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მათთვის თვალებში დამიზნებით მსროლელი და ამის ბრძანების გამცებებს შორის ტოლობის დასმა ნიშნავს-მწვანე შუქის ანთებას მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევისთვისა და ანტისაოკუპაციო აქციის უდანაშაულო მონაწილეების ჯერ დამნაშვეებად შერაცხვასა და შემდეგ შეწყალებას.  აღსაღნიშნავია, რომ ''გავრილოვის ღამეს'' უამრავმმა დემონსტრანტმა და მათ შორის, მედიის თანამშრომლებმაც სიცოცხლისთვის სახიფათო არაერთი დაზიანება მიიღეს სამართალდამცავების მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი, დანაშაულებრივი ქმედებების-გამო.  სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, მოლაპარაკებებში მონაწილე მხარეებსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ამოიღონ შეთანხმებიდან აღნიშნული პუნქტი. 
gallery images

არ აშენდეს ყიფშიძის ქუჩაზე დამატებითი კორპუსები!

ყიფშიძისა და მის მიმდებარე ქუჩებზე (აბულაძე, მიქელაძე, გაბაშვილი) ბოლო წლებში გამალებული მშენებლობაა. აშენდა ათობით მრავალსართულიანი კორპუსი. უკვე გართულებულია წყლის მიწოდება, ხშირია საცობები, დროულად ვერ მოდის სასწრაფო და სახანძრო მანქანები, ბინძურდება ჰაერი. ამ ფონზე განზრახულია კიდევ 3 კორპუსის ჩადგმა (25, 16 და 19 სართულიანი). ერთი შეხედვით მიზანი კეთილშობილია - 190 დაზარალებული ოჯახის დაკმაყოფილება.   მაგრამ: ამხელა დატვირთვას ყიფშიძის უბანი ვეღარ გაუძლებს!  ვითხოვთ: 1. არ აშენდეს ყიფშიძს ქუჩაზე დამატებითი კორპუსები! 2. გამოიძებნოს დაზარალებული ოჯახების უზრუნველყოფა სხვა ხერხები 
gallery images

საქართველო ცალმხრივად შეუერთდეს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო)-ს

საქართველო ცალმხრივად შეუერთდეს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატოს)-ს.   რადგან: ნატოში გაწევრიანების პლებისციტს მხარი დაუჭირა გამოკითხულთა 77%; საქართველო მიისწრაფვის და ახდენს პოლიტიკურ და სამხედრო სტანდარტიზაცია/ადაპტაციას ალიანსის სრული თავსებადობისთვის; დღესდღეობით საქართველოს ნაწილი, ტერიტორიის 21% ოკუპირებულია და სამწუხაროდ ოკუპაციის პროცესი, აგრეთვე  ოკუპაციის საფრთხე გაზრდილია; საქართველო ზემოხსენებული კეთილი ნებით და ამ უპრეცედენტო ნაბიჯით დიდწილად დააჩქარებს საკუთარ გაწევრიანებას ალიანსში.   2021 წლის 16 აპრილი
gallery images

გაიწმინდოს ეკლესია უღირსი სასულიერო პირებისგან!

საქართველოს ხსნა და გადარჩენა ქრისტე ღმერთის გზაზე სიარულშია! ამიტომ მოვითხოვთ გაიწმინდოს დედა ეკლესია, უღირსი სასულიერო პირებისგან!
gallery images

ემიგრანტები ნამოჰვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ

ემიგრანტები ნამოჰვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ... არაა....!!!  ქართული მიწების გასხვისებას....!!! არაა...!!! ნამოჰვანჰესის მშენებლობას...!!!
gallery images

რიონის ხეობის გადარჩენისთვის

თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის კურსდამთავრებულების ნაწილი გამოვთქვამთ ჩვენს მტკიცე პოზიციას ნამოხვანში ჰესების კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ აქციის ორგანიზატორებს და ვიზიარებთ მათ მიერ გამოთქმულ პოზიციებს, ვთვლით რა, რომ კომპანია „ენკა რინიუებლზსა“ და საქართველოს ხელისუფლებას შორის დაიდო ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს სახელმწიფო არის წაგებულ პოზიციაში ყველა მიმართულებით, შესაბამისად ეს კონტრაქტი არის კაბალური და ვითხოვთ მის გაუქმებას. გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ისევე, როგორც აქციის ორგანიზატორები, ჩვენც ვემიჯნებით ქსენოფობიურ განცხადებებსა და რელიგიური ნიშნით ადამიანების გამიჯვნას, ჩვენში აღშფოთებას იწვევს კონტრაქტის კაბალური შინაარსი, მიწის დიდი ფართობის გადაცემა უცხო კომპანიისთვის, როგორც პირდაპირი მიყიდვის წესით სამუდამოდ, ასევე აღნაგობის უფლებით 99 წლის მანძილზე, ბუნდოვანია ჰესების კასკადთან დაკავშირებული სხვა საკითხებიც, რომელიც ხელს გვიშლის ვენდოთ მხარეებს. ასევე, ვითხოვთ გაუქმდეს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა ხეობაში, რომელიც უსაფუძვლოა და არღვევს ადამიანის უფლებებს.   პატივისცემით ხელმომწერები
gallery images

არა პოლიტიკურ და-ЗАМОК-ებას!

საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეს, საქართველოს პრემიერ მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს  არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი მ    ი    მ    ა     რ    თ   ვ    ა ბატონო პრემიერ მინისტრო, 2021 წლის 9 აპრილის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 2021 წლის 4-დან 11 მაისის ჩათვლით გამოცხადდა უქმე დღეები. ჩვენ გვახსოვს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადება, რომ აღდგომამდე 1 კვირით ადრე გადაწყდება ამა თუ იმ შეზღუდვის დაწესების მიზნობრიობა (https://www.interpressnews.ge/ka/article/649893-jandacvis-ministris-gancxadebit-agdgomis-dgesascaulamde-erti-kvirit-adre-gaxdeba-cnobili-dacesdeba-tu-ara-raime-shezgudva/). ასევე ცნობილია, რომ ძალაში რჩება კომენდანტის საათი (ანტიკონსტიტუციური) - 21:00-05:00 შეზღუდულია გადაადგილება. 2021 წელს აღდგომა აღინიშნება 2 მაისს, ანუ - ე.წ. "უქმე დღეებამდე" დასვენების დღეებია 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით, ასევე დასვენების დღეა 12 მაისი. ცნობილია, რომ 15 მაისს დაგეგმილია ოპოზიციის აქცია. რათქმა უნდა ლოგიკურად იკითხება ხელისუფლების განზრახვა - შექმნას დამატებითი შეზღუდვები - ანუ პოლიტიკური LOCKDOWN დააწესოს ქვეყანაში. სწორედ ამიტომ, "არა პოლიტიკურ და-ЗАМОК-ებას!" რატომ "და-ЗАМОК-ება"? - იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება არის სიანმდვილეში რუსულ პოლიტიკურ ორბიტაზე და ატარებს რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკას! აღნიშნულზე მეტყველეს არაერთი ფაქტი - პოზნერის ვიზიტი და შეზღუდვების მოხსნა რუსი სტუმრებისათვის, ქეიფი და დაბადების დღის სუფრა, გავრილოვის ვიზიტი, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქეებისათვის დისკრიმინაციული 5-დღიანი კარანტინი და ა.შ. ჩვენ გვახსოვს საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრების (ანუ მმართველი პარტიის, ქართული ოცნების) არაერთი განცხადება - შეკრება, მანიფესტაცია, აქცია - ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას. საპირისპირო ვითარება ვიხილეთ 9 აპრილს უცნობის, იგივე გია გაჩეჩილაძის აქციაზე - თუმცა არც ერთ ჯანდაცვის მუშაკს (იმნაძე, გამყრელიძე) არ გამოუთქვავს პროტესტი! ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციაბი ვაცხადებთ, რომ: მთავრობის განცხადებებში იკითხება პოლიტიკური LOCKDOWN-ის გამოცხადების შინაარსი; კომენდანტის საათი - არის ანტიკონსტიტუციური და ის ასევე არის პოლიტიკური შინაარსის მატარებელი. ქვეყანაში ჩამონგრეული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, ქვემოთ ხელმომწერი ორგანიზაციები და ასევე თავისუფალი და საჯარო მანიფესტის ხელმომწერი მოქალაქეები მოგიწოდებთ: პოლიტიკური შინაარსით არ დააწესოთ არანაირი შეზღუდვა; გააუქმეთ ანტიკონსტიტუციური კომენდანტის საათი; #322 დადგენილებაში შეიტანეთ ცვლილება და გააუქმეთ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქეებისათვის სავალდებულო 5-დღიანი დისკრიმინაციული კარანტინი; დროულად აწარმოეთ პირდაპირი მოლაპარაკება WHO-ს მიერ აღიარებული pFizer-ის ვაქცინა. ჩვენ გვესმის უკვე საერთაშორისო საზოგადოების მესიჯები გადაადგილების უკანონო შეზღუდვებზე, ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ შეზღუდვაზე. ზემოთხსენებული პუნქტების არ შესრულებით, მოქალაქეთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დარღვევით და მაღალი ხარისხის ვაქცინის არ შემოტანით (შემდგომ კი განცხადებები - ხალხი არ იკეთებს ვაქცინას) გამოვლინდება მხოლოდ ერთი - მმართველი პარტიის პოლიტიკური ინტერესი და შინაარსი - რამეთუ ახლოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, და მმართველი პარტია ემზადება უკვე წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყებად და ნუ შეუზღუდავთ პოლიტიკურ პარტიებს კამპანიის ჩატარებაში. არა პოლიტიკურ და-ЗАМОК-ებას! ნუ კლავთ გაჭირვებაში ქვეყნის მოსახლეობას! ნუ გახსენდებათ მოქალაქეები მხოლოდ წინასაარჩევნოდ! გახსენით ეკონომიკა! გახსენით ტურიზმი! მოხსენით უკანონო კომენდანტის საათი! არა პოლიტიკურ და-ЗАМОК-ებას!   „ახალგაზრდა თაობა“     /დ.დონერიანი/ „მონიტორინგის ცენტრი - საზოგადოება“     /ე.კერესელიძე/ „ახალი ძალა საქართველოსთვის“     /ლ.შველიძე/    10/აპრილი/2021 წელი
gallery images

ჩატარედეს "ერთიანი ეროვნული გამოცდები" ონლაინ ფორმატით

მოგესალმებით! მოგეხსნებათ უკვე 1 წელია გვიწევს პანდემიის პერიოდში ყოფნა, რამაც დიდი გავლენა იქონია ჩვენს  ყოველდღიურობაზე, დაიწყო ონალინ სწავლება , რამაც დამაკმაყოფილებელი შედეგი გამოიღო, ახლა როდესაც ქვეყანაში კორონა ვირუსი მძვინვარებს ,გვაქვს მოლოდინი შემდეგ "ტალღებზე" არსწორად მიმაჩნია ერთიანი "ეროვნული გამოცდების 2021"  ჩატარება ჩვეულებრივი ფორმატით, ასევე თუ ვთანხმდებით რომ ონლაინ სწავლება შედეგიანია რატომ არშეიძლება ონლაინ გაკვეთილებით ნასწავლი მასალის ონლაინ ჩაბარება? აღნიშნული მეთოდი წარმატებით იქნა დანერგილი და განხორციელებული უმაღლეს სასწავლებლებში.  მივმართავთ "საქართველოს განათლებისა მეცნიერბის სამინისტრო" ს  და "შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი" ს  რომ წელს დაუშვას ონლაინ ფორმატით "ერთიანი ეროვნული გამოცდები" ს ჩატარება. რაც გამოწვეულია მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო მადლობა!
gallery images

პეტიცია: სოფელ ნუკრიანის 24 საათიანი წყალმომარეგბის შესახებ

მოვითხოვთ სოფელ ნუკრიანში მოეწყოს ჭაბურღილები, რომლებიც უზრუნველყოფენ სოფლის 24-საათიან წყალმომარაგებას, ამასთანავე შეიცვალოს წყალსადენი მილები, რადგან არსებულის მილები გახლავთ ამორტიზირებული და არ აკმაყოფილებს დღევანდელ მოთხოვნებს, ადგილზე მოდის დაბინძურებული წყალი ,  რომელიც არ არის სასმელად ვარგისი, სოფლის მოსახლეობას ჯანმთელობის პრობლემას უქმნის  და ამასთანავე მოსახლეობა იძულებულია სასმელი წყალი იყიდოს , ან მეზობელი სოფლიდან მოიმარაგოს. თხოვთ, გაითვალისწინოთ სოფელ ნუკრიანის მოსახლეობის მოთხოვნა და დადებითად გადაწყვიტოთ ჩვენი არსებული პრობლემა. 
gallery images

ვადამდელი არჩევნები

არჩევნები დაინიშნოს 2022 აპრილში ან ოქტომბერში! მანამდე ჩატარდეს  ხალხის გამოკითხვა!
gallery images

საქართველოს მხარდაჭერა ალიონა თანის!!!

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო გოგოზე, რომელმაც Instagram-ზე დაწერა – “აფხაზეთი საქართველოა”. დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 27 მარტს სოც. ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოზე და მასში ასახული ყველა პირის მიმართ დაიწყო. ე.წ. სამართალდამცავ ორგანოებში დაფიქსირებული მრავალი უკმაყოფილო მესიჯების შემდეგ, გავრცელებული ვიდეოს ავტორის, 2001 წელს დაბადებული ალიონა თანის მშობლები დაიკითხნენ. თავად ალიონა თანის კი ვიდეორგოლის გავრცელებისთვის ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამართალდამცავ ორგანოში საზოგადოებისთვის ბოდიში მოახდევინეს. ჩვენ, ხელის მომწერებს გვსურს, დავაფიქსიროთ მის მიმართ მხარდაჭერა და მოვუწოდოთ ეგრეთწოდებულ დეფაქტო სამართალდამცველებს შეწყვინოთ ზეწოლა ალიონას და მის ოჯახზე.  
gallery images

გაკეთდეს ჯონ სტეინბეკის "ედემის აღმოსავლეთით" წიგნის რეპრინტი

მოგესალმებით,მოგმართავთ მკითხველთა ლიგის სახელით,სხვადასხვა სოციალურ ქსელში გავრცელებული საჭიროებიდან გამომდინარე, რაც უკავშირდება ჯონ სტეინბეკის "ედემის აღმოსავლეთით" წიგნის ტირაჟის ამოწურვით გამოწვეულ უკმაყოფილებას, გადავწყვითეთ შეგვექმნა პეტიცია, რომლის მიზანიც არის მოვითხოვოთ აღნიშნული წიგნის რეპრინტის გაკეთება წიგნის სხვადასხვა გამომცემლობების მიერ.გთხოვთ, შემოუერთდეთ აღნიშნულ პეტიციას, რათა ერთად მივიტანოთ ჩვენი სურვილი ქართულ გამომცემლობებამდე.წინასწარ დიდ მადლობა მოგახსენებთ აქტიურობისთვის. 
gallery images

უშვილო წყვილების პრობლემატიკა

   საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალის როლი საზოგადოებისთვის“ ახორციელებს პროექტს, უშვილო წყვილების საზოგადოებრივ მხარდაჭერასთან დაკავშირებით.    ორგანიზაციამ, დარგის სპეციალისტების და ექსპერტების მონაწილეობით გლობალურად შეისწავლა აღნიშნული საკითხი. გამოიკვეთა კონკრეტული პრობლემები, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან მოითხოვს მხარდაჭერას და აჩენს პირდაპირ ვალდებულებას, ვინაიდან ესაა სახელმწიფოს პრიორიტეტი და მისი სამომავლო მდგრადობის გარანტი. სამწუხაროდ ეს პრობლემა გაახალგაზრდავდა.      ორგანიზაციის მოთხოვნებია:პირველადი რადიოლოგიური, ლაბორატორიული და ინვიტრო განაყოფიერების  სუბსიდირებამედიკამენტების შეღავათიანი ფასებით შესყიდვა.  ორგანიზაცია დარწმუნებულია და აქვს იმედი, თქვენი მხარდაჭერის და თანადგომის.
gallery images

შეიქმნას ვაქცინაციის სათადარიგო სია

მოგმართავთ ვაქცინაციის მხარდამჭერთა საინიციატივო ჯგუფის სახელით. გიერთდებით რა ვაქცინაციის ეფექტურად განხორციელების სურვილში, გთხოვთ:აცრების სარეგისტრაციო გვერდზე (booking.moh.gov.ge) დაამატოთ სათადარიგო ჯავშნების ფუნქცია იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც მზად არიან, დღის ბოლოს სწრაფად გამოცხადდნენ აცრების ცენტრებში და აიცრან გამოუყენებლად დარჩენილი, გადასაღვრელად განკუთვნილი ვაქცინით.    ღრმად გვწამს, რომ ქვეყანაში სათადარიგო რეგისტრაციის დაშვებით:- დაიზოგება ძვირფასი რესურსი ვაქცინების სახით და შემცირდება მის შესაძენად გაწეული ხარჯი;- გაიზრდება აცრილთა რაოდენობა;- იმ ადამიანთა აცრით, რომლებიც გადასაღვრელად გადადებულ ვაქცინებს აითვისებენ, ვაქცინაციის მიმართ კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებში გაჩნდება რწმენა ვაქცინების მიმართ, რადგანაც გაიაზრებენ, თუ როგორი ძვირფასი რესურსია თითოეული ვაქცინა. ეს ქვეყანაში აცრების საწინააღმდეგო განწყობას შეასუსტებს; - მოიმატებს აცრების პროცესის მხარდაჭერა მოქალაქეებს შორის;- გამრავალფეროვნდება აცრილთა კატეგორიები და ასაკობრივი ჯგუფები; - ფართო ჩართულობითა და მოქნილობით დამატებით წვლილს შევიტანთ პანდემიის დაძლევის ძალისხმევაში.  საინიციატივო ჯგუფის წევრები (ჟურნალისტები, ექიმები, სოციალური მუშაკები, განმანათლებლები და სხვა პროფესიონალები,) გამოვხატავთ მზაობას, აქტიურად მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია ამ ახალი შესაძლებლობის თაობაზე.