add one
gallery images

განთავსდეს იროდიონ ევდოშვილის (ბაბილინა ხოსიტაშვილის ძმის) სახლ-მუზეუმში ბაბილინას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი კუთხე

ჩვენ, პეტიციის ავტორები, ვფიქრობთ, ბაბილინას დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე იმდენად დიდია, რომ იგი იმსახურებს სოფელ ბოდბისხევში, სახლში, სადაც ბაბილინა გაიზარდა, მოეწყოს ბაბილინას კუთხე, სადაც მნახველებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ბაბილინას ცხოვრებასა და მის შემოქმედებას. გამომდინარე იქიდან, რომ ამჟამად იროდიონ ევდოშვილის სახლ-მუზეუმზე სრული პასუხისმგებლობა ადგილობრივ თვითმმართველობას აქვს აღებული, გვსურს სიღნაღის მუნიციპალიტეტმა იზრუნოს იმაზე, რომ ამავე სახლში განთავსდეს ბაბილინას ცხოვრების, მოღვაწეობის, დამსახურებისა და ისტორიის ამსახველი ნივთები და ნაშრომები. გვსურს სახლს, სადაც ბაბილინა ხოსიტაშვილი ცხოვრობდა, გადაერქვას და არა მხოლოდ იროდიონ ევდოშვილის, არამედ იროდიონ ევდოშვილისა და ბაბილინა ხოსიტაშვილის სახლ-მუზეუმი გახდეს.
gallery images
gallery images

გაუქმდეს კომენდანტის საათი! განახლდეს ცოცხალი მუსიკა!

ქართული მუსიკალური სფეროს წარმომადგენლები მივმართავთ საქართველოს მთავრობასა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რათა გაუქმდეს კომენდანტის საათი, რომ კვლავ შევძლოთ მუშაობა ქვეყნის მასშტაბით იმ ობიექტებზე, რომლებიც თანდათანობით იწყებს ფუქცნიონირებას, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო კვლავაც აკრძალულია კულტურული ღონისძიებები.სამწუხაროდ, 2020 წლიდან მოყოლებული პანდემიის პირობებში დაწესებულ შეზღუდვებს  გამორჩეულად შეეწირა მუსიკოსების უფლებები. უკანასკნელი რეგულაციების შემსუბუქებულ ჩამონათვალშიც ვერ ვნახეთ ინფორმაცია ჩვენი სფეროს წარმომადგენლებისთვის მსგავსი შეზღუდვის შემცირება-მოხსნის შესახებ, რამაც კიდევ ერთხელ გამოიწვია ჩვენი გაკვირვება და შეშფოთება. თუ ნელ-ნელა ხდება ბარების, რესტორნებისა და სასტუმრობის გარე და უკვე შიდა სივრცეების ფუნქციონირების დაშვება, გაუგებარია, რატომაა აკრძალული მუსიკის ცოცხალი შესრულება.მუსიკა ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ გართობა! მუსიკა არის ცხოვრების არა მხოლოდ შემადგენელი, არამედ განუყოფელი ნაწილი და ასევე, ცხადია, შემოსავლის წყარო,   უმრავლესობისთვის ოჯახის რჩენის ერთადერთი საშუალება ! ასე რომ, მივმართავთ ზემოთ აღნიშნულ შესაბამის ორგანოებს, გაითვალისწინონ მუსიკალური სფეროს წარმომადგენლების წუხილი და ადეკვატური რეაგირება მოახდინონ პრობლემის დროულად გადასაჭრელად.
gallery images

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მანიფესტი

2020-21 წლებში საქართველოში მედიაგარემო ძალიან დამძიმდა. გახშირდა ჟურნალისტებზე სიტყვიერი თუ ფიზიკური თავდასხმები. სახელმწიფო არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოებას. მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები სიძულვილის ენით, აგრესიით და ბოიკოტით პასუხობენ მედიის კრიტიკულ კითხვებს. სახელმწიფო პროპაგანდის მანქანა კრიტიკულ მედიას პოლიტიკურ ოპონენტებად ნათლავს და მათ მიმართ შეუწყნარებლობას უწყობს ხელს. პოლიტიკურად პოლარიზებულ საზოგადოებაში მედიისადმი ასეთი დამოკიდებულება ახალისებს მორიგ თავდასხმებს. მიმდინარეობს პოლიტიკურად მოტივირებული სამართალწარმოება მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანო პოლიტიზებულია და ცენზურის დაწესებას ცდილობს.ჩვენ, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლესი რანგის პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის წევრებს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს:• უზრუნველყონ ჟურნალისტებზე თავდასხმების სწრაფი გამოძიება და საზოგადოების ინფორმირება• შეწყვიტონ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წამოწყებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები• შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის წახალისება მედიის წარმომადგენლების მიმართ• შეწყვიტონ კრიტიკული მედიის ბოიკოტი და აღადგინონ მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმი• შეწყვიტონ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გამოყენება პოლიტიკური მიზნით.ვფიქრობთ, ამ მოთხოვნების შესრულება ხელს შეუწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირებას, განმუხტავს დაძაბულობას და გააუმჯობესებს მედიაგარემოს.
gallery images

საქართველოს მოქალაქეთა რეემიგრაციის ხელშეწყობის მიზნით სამთავრობო პროგრამის შექმნის შესახებ

ბატონო ირაკლი! ჩვენ ქვემოთ ხელის მომწერი საქართველოს მოქალაქეები, ამჟამად ემიგრაციაში მყოფნი, მოგმართავთ თქვენ როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურს, რომლის პირდაპირი მოვალეობაც არის ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვა და არა მათი გაღატაკება და სხვათა მონებათ ქცევა როგორც ეს გააკეთეს წინამორბედმა მთავრობებმა. კარგად მოგეხსენებათ, ქართული ემიგრაციის როლი საქართველოს ეკონომიკასა და საერთოდ ქვეყნის მასობრივი შიმშილობისაგან გადარჩენაში. ახლა იმის დრო არ არის ერთმანეთს ლამაზი სიტყვებით ველაპარაკოთ, ჩვენ არ ვაპირებთ არც ამას და არც კეთილი ნების გამოჩენის თხოვნას, პირიქით ჩვენ გეუბნებით მწარე სიმართლეს და მოვითხოვთ მთავრობისაგან კონსტიტუციით გათვალისწინებულ მოვალეობების შესრულებას. თქვენ კარგად მოგეხსენებათ ჩვენი ემიგრაციაში წასვლა არ უკავშირდება ჩვენს არჩევანს და უკეთესი ანაზღაურების მქონე სამუშაოს არჩევას, არამედ პირდაპირ კავშირშია იმასთან რომ 30 წელიწადში არც ერთმა მთავრობამ არ შექმნა სამუშაო ადგილები და მთლიანად ეკონომიკა რომელიც მინიმალურად მაინც დააკმაყოფილებდა შრომითი ბაზრის მოთხოვნილებას, ამიტომ ჩვენ შრომისუნარიანი მოქალაქეები რომლებზედაც პირდაპირ კავშირშია სოფლის მეურნეობისა და ეკონომიმის განვითარება იძულებული ვიყავით უცხო ქვეყნებში გვეძებნა სამსახურები, რამაც გამოიწვია 3 700 000-იანი ერიდან 2 000 000-ზე მეტის ქვეყნიდან გასვლა, რაც ნებისმიერი სახელმწიფოსათვის კატასტროფის ტოლფასია, თქვენმა წინამორბედმა კი იმ დროს როდესაც ქართველი ხალხს ემიგრაციიდან სამშობლოში დაბრუნების სურვილი კლავს, ქასტინგი გამოაცხადა ქვეყნიდან წამსვლელთა მსურველებისათვის. ბუნდოვანია რა პოლიტიკას ატარებს 3 თვის წინ არჩეული პოლიტიკური პარტია. თუ ქვეყნის ხალხისაგან დაცლა და გასაყიდ ტერიტორიად აქვთ გადაწყვეტილი მაშინ ლოგიკურია ეს ქმედება თუ არა მაშინ გაუგებარია ეს ყველაფერი. ბატონო ირაკლი ჩვენი უმრავლესობა დავბერდით ემიგრაციაში, მაგრამ ჯერ კიდევ შრომისუნარიანებს ყველანაირი დასაბრუნებელი გზა მოჭრილი გვაქვს და წინ უცხო მიწაზე გარდაცვალების პერსპექტივის მეტს ვერაფერს ვხედავთ, დიდხანს ველოდით რომ ვინმე რაიმე პოლიტიკას გაატარებდა რე-ემიგრაცისათვის, მაგრამ მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდებათ ემიგრანტები, ხოლო დანარჩენი დრო ზიან და ითვლიან ჩვენს ტრანზაქციებს, ამიტომ ჩვენ მსოფლიო ქართველ ემიგრანტთა ალიანსმა გადავწყვიტეთ გავემიჯნოთ პოლიტიკას და ვიზრუნოთ მხოლოდ ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებისთვის, რომელთა კანონიერ ადგილებს უცხო ტომელები იკავებენ საქართველოში. ბატონო პრემიერო, მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ ჩაერთოთ ამ საკითხების სახელმწიფო დონეზე გადაწყვეტაში, შექმნათ სამუშაო ჯგუფი ან კომისია რომელიც მოამზადებს მთავრობის ინიციატივას საკანონმდებლო ორგანოში გასატანად. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ამ კომისიასთან და მივაწოდოთ ჩვენი ხედვა რომელიც დიდი ხანია დეტალურად გვაქვს დამუშავებული და იქ შეუსრულებადი არაფერია, სრულიად შესაძლებელია მთავრობამ შექმნას 4-5 წლიანი პროგრამა რომელსაც კანონის სახე ექნება და რომლითაც 1 000 000 მოქალაქეს საშუალებას მისცემს ღირსეულად დაბრუნდნენ სამშობლოში, პარალელურად ეს პროექტი პირდაპირ გავლენს იქონიებს ქვეყნის სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის გაძლიერებაზე. იმედს ვიტოვებთ რომ, ჩვენი ხმა იქნება გაგებული მთავრობის მხრიდან და ეს პეტიცია გადაიქცევა ემიგრაციის დაბრუნების ხელის შეწყობის პროექტად.პატივისცემით,ემიგრანტთა საორგანიზაციო ჯგუფის წევრები:1. ნანული გოგალაძე2. ქეთევან ჩხობაძე3. ნინო სვანიძე4. მადლონა თედორაძე5. ნანა ჩარკვიანი
gallery images

პეტიცია, რომ აქციების დროს არ იყოს საჯარო გამოსვლები

მოგესალმებათ შეწუხებული მოქალაქე.მოგეხსენებათ ბოლო 3 წლის მანძილზე საქართველოში რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი აქცია ჩატარდა. ძალიან მიხაროდა, როდესაც ამ აქციების ნაწილი ვიყავი, თუმცა საჯარო გამოსვლები, რომლებიც რესტორანში სუფრაზე ნათქვამ სადღეგრძელოებს გავს, ძალიან უადგილოდ და არაკომფორტულად მეჩვენებოდა. ყველამ ისედაც ვიცით გამომსვლელების პოზიცია და რა საჭიროა მიკროფონში კივილი და უკულტურობა? ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა, რომ მსგავს აქციებზე არ ყოფილიყო საჯარო გამოსვლები. თქვენ რას იტყვით?
gallery images

ეთხოვოს აშშ მთავრობას მოავლინოს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით წარმომადგენელი/ები, რათა ყველა სამინისტროში (და საკვანძო რგოლში) დაიკავონ მინისტრის მოადგილის პოზიცია და სრულფასოვანი კურირება გაუწიონ-რეფორმების მიმართულებას.

მოცემულობა    საქართველოს განვითარება და დასავლეთის განვითარებულ პოლიტიკურ და ღირებულებით ერთობაში ინტეგრაცია დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე სამი ათეული წელია მიმდინარეობს.     ამ მიზნის და ამოცანის მისაღწევად  წლებია ხორციელდება რეფორმები უპირატესად აშშ და ევროკავშირის ქვეყნების ინტელექტუალური, ინოვაციური და ფინანსური მხარდაჭერით, მაგრამ კვლავ მრავალი პრობლემა/ბარიერია გადასალახი, რათა ქვეყანა დასახელდეს-განვითარებულ დემოკრატიად სადაც შექმნილია სრულფასოვანი გარემო კეთილდღეობის საზოგადოების დასამკვიდრებლად. წინადადება    რადგან დახმარების უდიდეს ფინანსურ და ინტელექტუალურ წილს გაიღებს აშშ, რათა საქართველო სწრაფად განვითარდეს უპრიანია ეთხოვოს აშშ მთავრობას მოავლინოს  საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით წარმომადგენელი/ები, რათა ყველა სამინისტროში (და საკვანძო რგოლში) დაიკავონ მინისტრის მოადგილის პოზიცია და სრულფასოვანი კურირება გაუწიონ-რეფორმების მიმართულებას.·         აშშ და საქართველოს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობა გამორიცხავს შინაარსობრივ და ლოგიკურ დისპუტს სუვერენიტეტის შესუსტების სპეკულაციის თემაზე;·         აშშ მთავრობის დახმარება სასურველია წარმოადგენდეს გრანტს და სრული სახელფასო-სამივლინებო ხარჯები მათი მხრიდან იქნას ანაზღაურებული;·         შემუშავდეს შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაცია, რათა ზემოხსენებულმა საკითხმა არ შექმნას სამართლებრივი კოლიზია.   საქართველოში სტაბილურობის, მისი განვითარების და უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს ფაქტორად აშშ გვევლინება, შესაბამისად  სრულიად მისაღებად და დროულად მიმაჩნია მისი უფრო აქტიური ჩართვა ქვეყნის განვითარების პროცესში, რამეთუ პარტნიორობამ თვისებრივად ახალ საფეხურზე გადაინაცვლოს და გლობალურ პოზიტიურ შედეგებზე გავიდეთ.  2021 წლის 25 თებერვალი
gallery images

სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში

პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველაფრის ერთდროულად გახსნა გამოიწვევს ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრ ზრდას, ამიტომაც ზაფზულამდე უნდა იმოქმედოს დაწესებულმა შეზღუდვამ. ან უნდა მისცეეთ სტუდენტებს არჩევანის შესაძლებლობა, იმიტომ რომ ძალაინ ბევრი ახალგაზრდას უწევს ბინის ქირის, ასევე ტრანსპორტირებაში ფულის გადახდა. ძალიან გთხოვთ გაითვალისწინოთ დღევანდელი ვითარება და მიიღოთ უფრო სწორი გადაწყვეტილება. რაც შეეხება პრაქტიკულებს და ლაბორატორიულებს, ზაფხულშიც შესაძლებელია მათი აღდგენა, ბევრი სტუდენტი არც ესწრება სააუდიტორიო მეცადინეობებს, ამიტომ უნდა გვქონდეს არჩევანის შესაძლებლობა. მადლობა წინასწარ.
gallery images

სტუდენტების გზავნილი ხელისუფლებას მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით

საქართველოს უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტუდენტები ვეხმაურებით 23 თებერვალს განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, მთავრობის მიერ ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში განხორციელებულ სპეცოპერაციას, რომლის შედეგადაც პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლოს სუბიექტური გადაწყვეტილების საფუძველზე დააკავეს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია.ვგმობთ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და მისი განხორციელების ფორმებს, რაც არსებული კრიზისის აღმოფხვრის ნაცვლად, აძლიერებს მიმდინარე შიდა პოლიტიკურ კონფრონტაციას. აღნიშნული ქმედებებით მთავრობამ უგულებელყო საერთაშორისო პარტნიორების გაფრთხილებები და მოწოდებები და ნაცვლად არაძალადობრივი მეთოდებით წარმოებული დიალოგისა, მიმართა აგრესიულ რიტორიკას, ამით კი მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას, შეარყია მისი, როგორც დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყნის აღქმადობა და შეაფერხა ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს გზაზე, რასაც ცხადყოფს არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურის მძაფრი კრიტიკა აღნიშნული მოვლენებისადმი.მიმდინარე დღეებში საბჭოთა ოკუპაციიდან შესრულებული 100 წლის თავზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების დამკვიდრება და ერთხელ და სამუდამოდ, საბჭოთა წარსულისა და ავტორიტარული მემკვიდრეობის ნიშან-თვისებების ჩამოცილება, ერთი მხრივ, ქვეყნის შიდა გაძლიერებისა და თავისუფალი ქვეყნის აღმშენებლობისთვის, მეორე მხრივ კი, საერთაშორისო მხრდაჭერის შესანარჩუნებლად, რაც დღეს მთავარი დასაყრდენია ოკუპანტის ძალის წინააღმდეგ პოზიციების შესანარჩუნებლად.შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ხელისუფლებას მოვუწოდებთ:დარჩეს ერთგული ქვეყნის პროდასავლური კურსისა და არ განახორციელოს ქვეყნის ეროვნული ინტერესებისათვის საზარალო ქმედებები;პრიორიტეტად შეინარჩუნოს დემოკრატიის განვითარება და პატივი სცეს ხალხის გამოხატულ ნებას;შეწყვიტოს ზეწოლა სასამართლო ინსტიტუტებზე და ხელი შეუწყოს ქვეყანაში ობიექტური, პოლიტიკურად მიუკერძოებელი სამართალწარმპების პროცესებს;უარი თქვას ძალადობრივ რიტორიკასა და პოლიტიკურ დევნაზე, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და არსებული საკამათო საკითხების გადასაწყვეტად მხოლოდ იურიდიული და არაძალადობრივი გზები გამოიყენოს;დაუბრუნდეს დიალოგის ფორმატს საპარლამენტო არჩევნების შემდგომ შექმნილი კრიზისის განსახილველად და დასავლელი მედიატორების შუამდგომლობით, ოპოზიციასთან ერთად მიიღოს სიტუაციის განმუხტვის ორივე მხარისთვის ოპტიმალური გადაწყვეტილებები;მოახდინოს საზოგადოების პოლარიზაციისა და სამოქალაქო დაპირისპირების პრევენცია, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია ქვეყანაში პანდემიის შედეგად დამდგარი უაღრესად უარყოფითი ეკონომიკური და სოციალური სურათიდან გამომდინარე.
gallery images

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მიმართვა

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, ნიკა მელიასა და სამოქალაქო აქტივისტების დაკავებას ეხმაურებიან და შეშფოთებას გამოთქვამენ.სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გმობენ „ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ დევნას” პოლიტიკური ოპონენტებისა თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მიმართ.“აგრესიული პოლიტიკა, არსებითად აზიანებს სახელმწიფოს ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ნაცვლად, ხელისუფლების შეუზღუდავმა მოქმედებებმა, საზოგადოების განსხვავებული ჯგუფების პროტესტი გამოიწვია. დღეს,  ყველანი გავერთიანდით სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის დაცვის გარშემო. ამგვარი პოლიტიკის გატარება, ხელს არ უწყობს ქართველი ხალხის მიერ კონსტიტუციით გაცხადებული  ფასეულობების დამკვიდრებას და გარდაუვლად ზრდის დასავლური პარტნიორების სკეპტიციზმს. ამას ცხადყოფს დასავლელი მეგობრების დღევანდელი გამოხმაურებები. ამგვარი პოლიტიკის გაგრძელება, შეასუსტებს მსოფლიოს თანამეგობრობის მხარდაჭერას.გვსურს, ხელისუფლებას მოვუწოდოთ:უარი თქვას ქვეყნის  დემოკრატული განვითარების შეფერხებაზე;დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რეპრესიული ინსტრუმენტების გამოყენება და გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები;Ხელმომწერები:  1        სოფიო ჯაფარიძე-ექიმი სტომატოლოგი, დოქტორანტი2        ნუცა ზურაბიანი- ექიმი სტომატოლოგი,პოფესორი3        ვახტანგ კალოანი- ექიმი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი4        ნიკოლოზ საინიშვილი-ექიმი, მედიცინის აკადემიური დოქტორი5        თათა საყვარელიძე- ექიმი ნევროლოგი6        ვატო სურგულაძე- ექიმი, ჯანდაცვის ექსპერტი 7        სერგო ჩიხლაძე- ჯანდაცვის ექსპერტი8 ვახტანგ ქაცარავა- ექიმი პულმუნოლოგი, პროფესორი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი9        არჩილ საყვარელიძე-ექიმი ნევროლოგი, პროფესორი10      ლევან ფერაძე- ექიმი, ბავშვთა ქირურგის მიმართულების ხელმძღვანელი11      თეა ფაჩულია- ექიმი ნეონატოლოგი, საერთაშორისო პარტნიორების ტრენერი12      გიორგი გვილია- ექიმი  თერაპევტი, კარდიოლოგი, გასტოენტეროლოგი13      მიხეილ ზიმლიცკი- ექიმი ორთოპედი,  პროფესორი14      ტრისტან ნიშნიანიძე- ექიმი ორთოპედი, პროფესორი15      მაია დემურიშვილი- ექიმი რადიოლოგი, პროფესორი16      ნინო ყიფიანი- ექიმი ინფექციონისტი, დოქტორი, პროფესორი17      თამარ მეგრელიშვილი- ექიმი ინფექციონისტი, პროფესორი18      მარინა ტუღუში- ექიმი, თერაპევტი, პროფესორი19      მიხეილ დოლიძე- ექიმი, ჯანდაცვის ექსპერტი20      ნანა ჯაკობია-ექიმი ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი, აკადემიკოსი21      ნიკოლოზ სააკაშვილი-ექიმი გასტროენტეროლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი22      ლალი მელია -ექიმი მეან-გინეკოლოგი, პროფესორი23      ნატალია ფირცხალავა- მეან-გინეკოლოგი, პროფესორი24      ლარისა მელია-ექიმი მეან-გინეკოლოგი, პროფესორი25      ნანა სულაძე-ექიმი სტომატოლოგი, პროფესორი26      მანანა მახარაძე- მეან-გინეკოლოგი, პროფესორი27      ქეთევან ონიანი-ექიმი რევმატოლოგი, პროფესორი28      ვლადიმერ კუჭავა-ექიმი პროფესორი, ზოგადი ქირურგი, პროფესორი29      ლალი ჯანაშია- ექიმი პედიატრი30      მაია ქაჩლიშვილი- ექიმი პედიატრი, ინფექციონისტი31      ბექა ერაძე- ექიმი ორთოპედი32      არჩილ ბექიაშვილი- ექიმი, ფსიქიატრი, პროფესორი33      ელენე შეროზია -ექიმი პულმუნოლოგი34      ლევან ბარამიძე- ექიმი, პროფესორი35      ხათუნა ყუფარაძე - ექიმი გინეკოლოგი36      გაიანე სიმონია-ექიმი, პროფესორი37      ლუიზა გაბუნია- ექიმი, ასოცირებული პროფესორი38      დავით ციბაძე- ექიმი, პროფესორი, ნიუჰოსპიტალსის პედიატრიული სამსახურის უფროსი39      ანი ქავთარაძე- ექიმი ანესთზიოლოგი40      მაია მუმლაძე - ექიმი სტომატოლოგი41      დალი დეკანოსიძე- ექიმი პათოლოგ ანატომი42      ნინო ზიმლიცკი - ექიმი მეან-გინეკოლოგი43      ვალერიან კერესელიძე -ექიმი სტომატოლოგი44      მედეა გორგოძე- ექიმი სტომატოლოგი45      ირმა როგავა-ექიმი მეან-გინეკოლოგი46      ნინო ზაუტაშვილი- ექიმი სტომატოლოგი47      კახა ოტიაშვილი-ექიმი სტომატოლოგი48      ტარიელ თოდუა- ექიმი სტომატოლოგი49      მარინა ჯანგავაძე-მეტრეველი- ექიმი ინფექციონისტი50      გიორგი ჭეიშვილი- ექიმი ფსიქიატრი51      გიორგი ჩახუნაშვილი- ექიმი პედიატრი52      გიორგი კარდენახიშვილი-ექიმი რადიოლოგი53      ეკატერინე გოზალიშვილი- ექიმი პედიატრი54      ნინო ვაშაკიძე -ექიმი სტომატოლოგი55      ცისანა ყიფიანი-ექიმი ინფექციონისტი56      ნანა ქაჯაია-ექიმი რევმატოლოგი57      ალექსანდრე საბეკია-ექიმი პედიატრი58      ნოდარ სიხარულიძე - ექიმი59      მაია მუმლაძე- ექიმი სტომატოლოგი60      თინა სიხარულიძე-ექიმი ოფთალმოლოგი61      მარიამ გულაღლიშვილი -ექიმი სტომატოლოგი62      მარიამ ღულაძე - ექიმი სტომატოლოგი63      ქეთევან გორგოძე- ექიმი თერაპპევტი64 ქეთევან გოგიბერიძე -ექიმი ენდოკრინოლოგი, მედიცნის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფეროსი65      დავით მაღრაძე- ექიმი ოტორინოლარინგოლოგი66      თეა  შენგელია- ექიმი ნევროლოგი67      ზანდა გოდერძიშვილი - ექიმი ანესთეზიოლოგი - რეანიმატოლოგი68      ეკატერინე ფერაძე- ექიმი,  ეპიმედიოლოგი69      ნინო გამყრელიძე -ექიმი პედიატრი70      ეთრი მორჩილაშვილი- ექიმი ნეონატოლოგი71      თეა ცინკვერაშვილი- ექიმი სტომატოლოგი72      თამარ სალია-ექიმი ნეონატოლოგი73      ნინა მენაღარიშვილი- ექიმი ფსიქიატრი74      ნანა ონიანი- ექიმი სტომატოლოგი75      ირმა ბოცვაძე- ექიმი სტომატოლოგი-ქირურგი76      გიორგი ახობაძე -ექიმი ანესთეზიოლოგ რეანიმატოლოგი77      მიხეილ კალატოზიშვილი -ექიმი ქირურგი 78      თემურ მჭედლიშვილი- ექიმი ორთოპედი-ტრავმატოლოგი79      თემურ იზორია- ანესთეზიოლოგ რეანიმატოლოგი80      ანნა კალანდაძე -ექიმი პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგი81      ქეთან ჯინჯოლოვა- მეან-გინეკოლოგი82      ეკატერინე ჩიხაშვილი- მეან-გინეკოლოგი რეპრუქტორლოგი83      გელა ობერიუხტინი -ოფთალმოლოგ ქირურგი84      კახაბერ ჩიხრაძე - რეანიმატოლოგი, ნეფროლოგი85      ლელა ინაიშვილი- ექიმი რადიოლოგი86      თინა ჯაში- ექიმი ფსიქიატრი87      ნინო ჩაჩანიძე -ექიმი ენდოკრინოლოგი88      ნინო ჭეიშვილი -ექიმი ფსიქიატრი89      დემურ ჭაფანძე- ექიმი თერაპევტი, კარდიოლოგი90      ცაგარეიშვილი მანანა- ექიმი მან-გინეკოლოგი91      თამთა ჯაფარიძე -ექიმი მეან-გინეკოლოგი92      მაია ბუსიშვილი- ექიმი ლაბორანტი93      მარიამ ბუიღლიშვილი- ექიმი  თერაპევტ პაროდონტოლოგი94      ეკა რუხაძე -ექიმი კარდილოი რეანიმატოლოგი95      სოფიო ტატიშვილი -ექიმი შინაგანი მედიცინა96      კახა ქაშიბაძე-ექიმი ტრანსპლანტოლოგი97      თეა თოდუა- ექიმი კარდიოლოგი98      ირაკლი თოიძე- ექიმი-ნეირიქურგი99      კონსტანტინე ჩახუნაშვილი -ექიმი პედიატრი100    ნოდარ სიხარულიძე -ექიმი101    თინა სიხარულიძე- ექიმი102    აკაკი გურჯიშვილი- ექიმი რეანიმატოლოგი, პირველადი სამედიცინო დახმარების ინსტრუქტორი103    ნინო ლომიძე- ექიმი პირველადი სამედიცინო დახმარების ინსტრუქტორი104    შორენა ჯეჯელავა- ზოგადი  პრაქტიკის ექიმი პირველადი სამედიცინო დახმარების ინსტრუქტორი105    გოჩა გოგალაძე- ქიმი ქირურგი, პირველადი სამედიცინო  დახმარებისი ნსტრუქტორი106    დავით ფოფხაძე- ექიმი ტრავმატოლოგი,  პირველადი სამედიცინო დახმარების ინსტრუქტორი107    მაია დვალიძე-ექიმი რეანიმატოლოგი,  პირველადი  სამედიცინო დახმარების ინსტრუქტორი108    ლევან გოგუაძე- ექიმი რეანიმატოლოგი, პირველადი  სამედიცინო დახმარების ინსტრუქტორი109    ქეთევან ანდღულაძე- ექიმი თერაპევტი,  პირველადი სამედიცინო დახმარების ინსტრუქტორი110    ირინა თუთბერიძე- ექიმი თერაპევტი,  პირველადი სამედიცინო დახმარების ინსტრუქტორი111    ნონა კუკულაძე- ექიმი თერაპევტი, პირველადი  სამედიცინო დახმარების ინსტრუქტორი112    გიგა ლომიძე-ქიმი ქირურგი113    გიორგი ხეროდინაშვილი- ექიმი ქირურგი114    გიორგი დემერაშვილი- ექიმი ქირურგი115    ლანა მალანია- ექიმი რადიოლოგი116    ანა ტატეიშვილი - ექიმი რეზიდენტი მეანობა გინეკოლოგია117    ზაზა ღაჭავა- ექიმი რეზიდენტი მეანობა გინეკოლოგია118    ივერი მაისურაძე- ფარმაცევტი119    ბესიკ კოხრეიძე- ექიმი სტომატოლოგი120    ეკა სამუშია- ექიმი ლაბორანტი121    თამთა ჩხეიძე- ექიმი რეზიდენტი122    კირა სამყურაშვილი-ფარმაცევტი123    ლელა ჩხიკვაძე- ექიმი მეან-გინეკოლოგი124    მანანა ხიდაშელი- ექიმი, რადიოლოგი125    ლევან მეტრეველი- ექიმი, პროფესორი126    ნათია თაკალანძე- ექიმი , თერაპევტ სტომატოლოგი127    გოჩა გორგოძე- ექიმი, პედიატრი128    დავით კაპანაძე - ექიმი პედიატრი129    პაატა გიორგაძე- ექიმი უროლოგი, პროფესორი130    ლევან ჯუღელი- ექიმი, ქირურგი131    ანჟელა თათარაშვილი- ექიმი, თერაპევტ სტომატოლოგი132    მარი იურაში - ექიმი, თერაპევტი სტომატოლოგი133    ნინიკო წულაია- ექიმი თერაპევტ სტომატოლოგი134    თამუნა თუმანიშვილი- ექიმი თერაპევტი135    ნინო ზიმლიცკი - ექიმი მეან-გინეკოლოგი136    ანა გახოკიძე-ექიმი თერაპევტი137    მანანა მაისურაძე- ექიმი ნევროლოგი138    ლელა კვაჯაძე-ექიმი პედიატრი139    აკაკი ჭუბაბრია- ექიმი ექოსკოპისტი 140    ლაშა ძიძიგური- ექიმი ტრავმატოლოგი141    მარი წერეთელი-ექიმი ნეონატოლოგი142    ლევან ქაძანაია- ექიმი უროლოგი143    ნანა ჩარგაზია-ექიმი ნევროლოგი144    რუსუდან ბარათელი- ფარმაცევტი145    თამრიკო ნატროშვილი-ექიმი სტომატოლოგი, პროფესორი146    ნიკოლოზ მეგრელიშვილი- ექიმი ფთიზიატრი147    ვარლამ მოსიძე-ექიმი, კანისა და ვენ სნეულებათა სპეციალისტი148    გია ჩალათაშვილი- ექიმი ექოსკოპისტი149    ნესტან ონიანი- ექიმი თერაპევტი150    მაია ჯაფარიძე- ექიმი მეან-გინეკოლოგი151    ნანა ძაგოშვილი- ექიმი კარდიოლოგი152    ლევან მაყაშვილი- ექიმი გინეკოლოგი153    ნიკა მეგრელიშვილი-ექიმი პულმუნოლოგი
gallery images

სტუდენტების მიმართვა ხელისუფლებას

ჩვენ, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, ვეხმაურებით ქვეყანაში განვითარებული მოვლენებს. განსხვავებული თუ კრიტიკული აზრის ჩახშობა, საზოგადოების ორად გახლეჩა და დაპირისპირება, სახელმწიფოს რეპრესიული და არაპროპორციული ძალის გამოყენება,   ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს და ადამიანის უფლებების დაცვის ღირებულებებს. ასე გვასწავლეს და ასე გვჯერა!  კონსტიტუციით გარანტირებული ღირებულებები  გვინდა ფურცლების გარდა პრაქტიკაშიც დავინახოთ.  გვინდა დავინახოთ იმიტომ, რომ ამით ჩვენს მომავალსაც სპობთ.ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ იზრუნოს ქვეყანაში არსებული პრობლემებისა და კრიზისების მოგვარებაზე, ის კიდევ უფრო აღრმავებს არსებულ კრიზისებს, ხელს უწყობს საზოგადოების პოლარიზაციას და რეალური პრობლემებიდან ფოკუსი გადააქვს სხვა ისეთ საკითხებზე, რომლებიც ნამდვილად არ წარმოადგენს საზოგადოების, მათ შორის სტუდენტების ინტერესებს.ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ ამ და სხვა პრობლემების მოგვარებაზე იზრუნოს, დაკავებულია პოლიტიკური ოპონენტების რეპრესიული დევნით, რაც გარდა იმისა რომ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას, ამავე დროს ყურადღების მიღმა ტოვებს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების საჭიროებებსა და პრობლემებს.მიგვაჩნია, რომ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა ტრაფარეტული შინაარსის არ უნდა იყოს, სახელმწიფო ინსტიტუტები სამართლებრივი, ხოლო ხელისუფლება არაძალადობრივი მეთოდებით უნდა ცდილობდეს ნებისმიერი კრიზისული ვითარების განმუხტვას!მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ არც ერთ ეტაპზე არ უნდა შეუქმნას საფრთხე ჩვენი სახელმწიფოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და არ დაუშვას ჩვენი დასავლეთისგან იზოლაცია! მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული კრიზისიდან გამოსვლის ნაცვლად ხელისუფლება ოპონენტების, სამოქალაქო აქტივისტების მიმართ რეპრესიულ პოლიტიკას არ უნდა ატარებდეს!ხელმომწერები:ნაზი ერემეიშვილი - სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიმარიამ ფოჩხუა - სამართლის ფაკულტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტიედო ჯავახაძე - სამართლის სკოლა, თავისუფალი უნივერსიტეტიგიორგი ნეფარიძე - სამართლის ფაკულტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიმათე მგელაძე - სამართლის სკოლა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტილაშა ჭუმბაძე - სამართლის ფაკულტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტილევან სანიკიძე - სამართლის ფაკულტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიგიგი გიგიტელაშვილი - სამართლის სკოლა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიმარიამ ჯიქია - საჯარო სამართალი და პოლიტიკა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიროლანდ ბაღათურია - საჯარო სექტორის ინოვაციები და ელექტრონული მმართველობა, KU Leuvenსალომე მაისურაძე - სამართლის ფაკულტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტიმეგი შამათავა - სამართლის სკოლა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისალომე კვირიკაშვილი - საჯარო სამართალი და პოლიტიკა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიგვანცა ქასრაშვილი - მედიცინის ფაკულტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისალომე რურუა - საჯარო სამართალი და პოლიტიკა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიმარიამ გეწაძე - სამართლის ფაკულტეტი, ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტი თამარ მეტრეველი - საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტინაზი ჭალისური - სამართლის სკოლა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიბექა ქავთარია - საერთაშორისო ურთიერთობები, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიფარნავაზ ზერეკიძე - არქიტექტურის ფაკულტეტი, საქართველოს სამხატვრო აკადემიაბექა ადუაშვილი - განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ქრისტინა ჯიქია - სამართლის სკოლა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიგაგა თუთარაშვილი - საჯარო სამართალი და პოლიტიკა,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი   ანა ოქრიაშვილი - მეცნიერების და ხელოვნების ფაკულტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიგიორგი ჩხეიძე - სამართლის სკოლა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტინინო ბოჭორიძე - იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტილევან ხარბედია - სამართლის ფაკულტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიმამუკა ჯუღელი - ბიზნესის ადმინისტრირება, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტინიკა რომანაძე - მეცნიერების და ხელოვნების ფაკულტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტილია დეკანაძე - პოლიტიკის მეცნიერებები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიპეტრე მაჩიტიძე - გეოგრაფიის ფაკულტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდავით მჟავანაძე - საჯარო სამართლის და პოლიტიკის ფაკულტეტი, ილიას სახელწმიფო უნივერსიტეტიმარიამ ადეიშვილი - სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტინაშირ ორდუხანი - სამართლის სკოლა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიირაკლი ხარატიშვილი - პოლიტიკის მეცნიერებები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისალომე ბრეგვაძე - სტუდენტი, თბილისიმერი გაფრინდაშვილი - სტუდენტი, თბილისიელენე სიჭინავა - სტუდენტი, თბილისინანა გვაზავა - სტუდენტი, თბილისილიკა თაბუკაშვილი - სტუდენტი, თბილისიარჩილ ბერიძე - სტუდენტი, ბათუმისოფიკო თავდიდიშვილი - სტუდენტი, ავსტრიალიზი ლომთაძე - სტუდენტი, თბილისინანა კიტია - სტუდენტი, ხობისაბა დარჩია - სტუდენტი, ფოთითეონა გურული - სტუდენტი, თბილისითათია შამათავა - სტუდენტი, თბილისიმარიკა გიორგაძე - სტუდენტი, თბილისიანანო სუარიძე - სტუდენტი, რუსთავიირაკლი იაგორაშვილი - სტუდენტი, თბილისინინო ლომაია - სტუდენტი, ბათუმიმირანდა კახიძე - სტუდენტი , თბილისიოთარ შენგელია - სტუდენტი, ჩხოროწყუბადრი ოყუჯავა - სტუდენტი, თბილისილუკა შავერდაშვილი - სტუდენტი, თბილისინათია თვალიაშვილი - სტუდენტი, თბილისი 
gallery images

სტუდენტების მიმართვა ხელისუფლებას

ჩვენ, ქართველი სტუდენტები შეშფოთებას გამოვთქვამთ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით.ქვეყანაში არსებული ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რასაც ემატება პანდემიით გამოწვეული ჯანდაცვის სფეროში შექმნილი კრიზისი, ხელისუფლების მიერ პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ გატარებული რეპრესიული ღონისძიებები ერთი მხრივ აღრმავებს ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ პოლარიზაციას, რაც აფერხებს საზოგადოების კონსოლიდაციასა და  ძირს უთხრის მშვიდობიანი გზით ზემოთაღნიშნული პრობლემების მოგვარების შესაძლებლობას, ხოლო მეორე მხრივ, აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას საერთაშორისო ასპარეზზე, რითაც ეჭვქვეშ დგება ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს პოზიციების განმტკიცება.  ჩვენ მიგვაჩნია, რომ დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამართლებრივი სახელმწიფო  არის ის უალტერნატივო გზა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ქვეყანაში არსებულ გამოწვევებთან გამკლავება და მდგრადი ინსტიტუციური განვითარებისკენ სწრაფვა. ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ რეპრესიული ღონისძიებების გამოყენება კი წარმოადგენს აღნიშნული გზიდან გადახვევის მორიგ მკაფიო მაგალითს. ამ ფონზე,  გამოვხატავთ პროტესტს და გვსურს, ხელისუფლებას მოვუწოდოთ:კრიტიკულად გააანალიზოს არსებული რისკები და მიუსადაგოს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს; უარი თქვას ქვეყნის განუხრელი დემოკრატული განვითარების შეფერხებაზე;დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რეპრესიული ინსტრუმენტების გამოყენება და გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები; შეწყვიტოს პოლიტიკური მოტივით განპირობებული სამართლებრივი დევნა და დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მედიატორობით.ხელმომწერები: 1. ვასილ ჟიჟიაშვილი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;2. შოთა ქობალია - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი - ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი;3. მარიამ კაციტაძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;4. ნინი ალანია - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;5. თინათინ ინაური - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;6. მარიამ სისაური - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;7. მარიამ ბიბილური - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;8. ანი ლაბაძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;9. ქეთევან გიორგაძე - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;10. ბექა გორნაკაშვილი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;11. სანდრო აბაშიძე - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;12. აკაკი სპანდერაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლიტიკის მეცნიერებების ფაკულტეტი;13. მარიამ ქავთარაძე - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;14. ანანო ჯანიაშვილი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;15. თინა ნიკოლეიშვილი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;16. ქეთევან რუხაძე - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;17. ნია ბერაძე - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;18. დიანა გევორქიანი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;19. დიმიტრი ბაქრაძე - აგრარული უნივერსიტეტი, კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტი;20. მარიამ ყრუაშვილი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;21. ნუცა მაჩხანელი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;22. ეკატერინე სუბელიანი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;23. ლანა დარჯანია - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;24. ანა ბერიძე -  თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;25. გიორგი მელიქიძე  - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;26. ანი გოგელაშვილი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი; სამართლის ფაკულტეტი;27. რატი კობახიძე - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი; საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი;28. სოფო ჩუტკერაშვილი - აგრარული უნივერსიტეტი, ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტი;29. გვანცა პერტია - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი;30. ნია გუგუციძე -  თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;31. დავით სოლომონიძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;32. გაგი სულაქველიძე - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ინჟინერიის ფაკულტეტი;33. ლუკა კანდელაკი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი;34. თამარ კაპანაძე -   თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;35. ლიზა გეჯაძე - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;36. მარიამ ბაღდავაძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;37. გვანცა ძამუკაშვილი -  თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;38. საბა საბეკია - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი; 39. ილია ფაჩულია - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;40. ნინო სურგულაძე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი;41. ელდარ ჯავახიძე - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;42. ნუცა გაბუნია - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნების ფაკულტეტი;43. კონსტანტინე ჯაფარიძე - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;44. ანნა გოგავა - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;45. ელენე გვალია - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტი;46. ნათია ღელეყვა - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;47. გიზი ურუშაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, გეოლოგიის ფაკულტეტი;48. ივა ხავთასი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;49. ვანო გომურაშვილი  - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ და პოლიტიკის მეცნიერებების ფაკულტეტი;50.  მარიამ მოსია - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;51. მარიამ მარდალეიშვილი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი.52. რატი მდივანი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი;53. მარიამ ბოლქვაძე - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;54. ქეთევან ქელლეჯი-ხურციძე - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერობების ფაკულტეტი;    
gallery images

პროფესორ-მასწავლებლების მიმართვა

ჩვენ, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, ვეხმაურებით ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს - ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალის ლიდერისა და სამოქალაქო აქტივისტების დაკავების მძიმე ფაქტებს. შეშფოთებას გამოვთქვამთ და ვგმობთ ხელისუფლების მზარდ სიხისტეს პოლიტიკური ოპონენტებისა თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მიმართ. აგრესიული რევანშიზმის პოლიტიკა, არსებითად აზიანებს სახელმწიფოს ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.შექმნილი პოლიტიკური თუ სამართლებრივი კრიზისის განმუხტვის ნაცვლად, ხელისუფლების შეუზღუდავმა მოქმედებებმა, საზოგადოების განსხვავებული ჯგუფების პროტესტი გამოიწვია. დღეს,  ყველანი გავერთიანდით სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის დაცვის გარშემო. ნათელია, რომ კანონის უზენაესობისა და სხვა ფუძემდებლური პრინციპების ასეთი ფორმალური, შინაარსისგან დაცლილი და არასწორი განმარტება, სრულიად აცდენილია იმ ღირებულებებს, რომლისკენაც ჩვენი ქვეყანა მიისწრაფვის.    ამგვარი პოლიტიკის გატარება, ხელს არ უწყობს ქართველი ხალხის მიერ კონსტიტუციით გაცხადებული  ფასეულობების დამკვიდრებას და გარდაუვლად ზრდის დასავლური პარტნიორების სკეპტიციზმს. ამას კიდევ ერთხელ ცხადყოფს დასავლელი მეგობრების დღევანდელი გამოხმაურებები. ამგვარი პოლიტიკის გაგრძელება, შეასუსტებს მსოფლიოს თანამეგობრობის მხარდაჭერას, რაც საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავზე, პირისპირ შეგვატოვებს ოკუპანტ ძალას.ამ ფონზე,  გვსურს, ხელისუფლებას მოვუწოდოთ:სწორად გააანალიზოს არსებული რისკები და მიუსადაგოს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს; უარი თქვას ქვეყნის განუხრელი დემოკრატული განვითარების შეფერხებაზე;დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რეპრესიული ინსტრუმენტების გამოყენება და გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები; შეწყვიტოს პოლიტიკური მოტივით განპირობებული სამართლებრივი დევნა და დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მედიატორობით.  Ხელმომწერები:  ქეთევან ერემაძე - პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. Საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრიკახი ყურაშვილი - სამართლის დოქტორი, პროფესორი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტიდავით ჯანდიერი - სამართლის დოქტორი, პროფესორი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიბესიკ ლოლაძე - სამართლის დოქტორი, პროფესორი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრიდავით ზედელაშვილი - პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტიავთანდილ დემეტრაშვილი - სამართლის დოქტორი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გიორგი მშვენიერაძე - პროფესორი, თავისუფალი უნივერსიტეტიდიმიტრი გეგენავა - სამართლის დოქტორი, პროფესორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტიმალხაზ ნაკაშიძე - ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიკონსტანტინე კუბლაშვილი - სამართლის დოქტორი, პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. Საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარეკოტე ჩოკორაია - კონსტიტუციონალისტი, პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიზაზა მეიშვილი - პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. Საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე გიორგი პაპუაშვილი - პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. Საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარეგიორგი გორაძე - პროფესორი, სამართლის ფაკულტეტის დეკანი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი ირაკლი ფორჩხიძე - სამართლის სკოლის დეკანი, ასოცირებული პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის დამფუძნებელი სოფო დემეტრაშვილი - პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დავით ტაბატაძე - მოწვეული ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი ედუარდ მარიკაშვილი - მოწვეული ლექტორი, თავისუფალი უნივერსიტეტიკახა ურიადმყოფელი - სამართლის დოქტორი, პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიგიორგი მელაძე - პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტილიკა საჯაია - სამართლის დოქტორი, პროფესორი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტიეკა კაველიძე - სამართლის დოქტორი, პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტი და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტიგივი ლუაშვილი - მოწვეული ლექტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი. ასისტენტ-პროფესორი, თბილისის ღია უნივერსიტეტი.თამარ ლალიაშვილი - სამართლის დოქტორი, პროფესორი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტითენგიზ თევზაძე - ასისტენტ-პროფესორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტიალიკა კუპრავა- მოწვეული ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრიგიორგი მუმლაძე- მოწვეული ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრიგიორგი ნონიაშვილი - მოწვეული ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი,გიორგი ჩიტიძე - მოწვეული ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიმარინა მესხი - მოწვეული ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიგიორგი ბერაია - მოწვეული ლექტორი, თავისუფალი უნივერსიტეტიზურაბ ჯიბღაშვილი - სამართლის დოქტორი, პროფესორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიგიორგი სიორიძე - ასისტენტ-პროფესორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი. Მოწვეული ლექტორი, კიოლნის უნივერსიტეტის სამართლის პროგრამაგიორგი გობრონიძე - ასისტენტ-პროფესორი, ევროპის უნივერსიტეტი. მოწვეული ლექტორი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისოფიო ასათიანი - მოწვეული ლექტორი, ევროპის უნივერსიტეტიბექა კობახიძე - პროფესორი, თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი რაულ აგიკიანი - მოწვეული ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თამარ ავალიანი - სამართლის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი დავით ძიძიშვილი - მოწვეული ლექტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. „Სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი - საქართველოს” დამფუძნებელიანა ჟვანია - სოციოლოგიის ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტითინათინ ერქვანია - სამართლის დოქტორი, პროფესორი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
gallery images

Novruz Bayramı Rəsmi Bayram olsun / ნოვრუზ ბაირამი ოფიციალური დღესასწაული იყოს

Gürcüstan etnik rəngarəngliyi ilə seçilir və bu bizim ölkəmizin zənginliyidir. Uzun illərdir ki, Gürcüstanda bu ölkənin etnik azlıqlarını Gürcüstanın tam vətəndaşı kimi hiss etdirən inteqrasiya siyasəti həyata keçirilməyib. Gürcüstanda yaşayan müxtəlif etnik azlıqların nümayəndələri Gürcüstanı öz vətənləri hesab edirlər, lakin ölkənin siyasi və ya mədəni həyatında iştirakı demək olar ki, görünmür.Hesab edirəm ki, xalqları biri birinə bağlayan və yaxınlaşdıran onların mədəniyyətidir. Bu birliyi qeyd etmək üçün mükəmməl nümunə UNESCO-ya qeyri-maddi mədəni irs siyahısına daxil edilən Novruz bayramıdır. Gürcüstanda Novruzun qeyd edilməsi ənənəsi əsrlərdən başlayır. Bunu parlaq gürcü poeması “Pələng dərisi deyinmiş pəhləvan” sübut edir. Novruzun milli bayram elan edilməsi Gürcüstanda yaşayan müxtəlif etnik qrupların dostluğunun möhkəmlənməsində, mədəni və sosial əlaqələrin güclənməsində mühüm rol oynayacaqdır. Dövlət tərəfindən bu qərarın verilməsi ölkəmizin çoxmədəniyyətli keçmişinin və bu gününün tanınmasına və gələcəkdə gücləndirilməsinə yönəlmiş mühüm bir siyasi mesaj olacaqdır.საქართველო გამოირჩევა ეთნიკური მრავალფეროვნებით და ეს არის ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე. მრავალი წლის განმავლობაში საქართველოში ვერ განხორციელდა ისეთი ინტეგრაციული პოლიტიკა, რაც ამ ქვეყნის ეთნიკური უმცირესობებს  თავს აგრძნობინებდა საქართველოს სრულუფლებიან მოქალაქეებად. საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები საქართველოს საკუთარ სამშობლოდ თვლიან, მაგრამ მათი მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ თუ კულტურულ  ცხოვრებაში თითქმის შეუმჩნეველია.მიგვაჩნია, რომ სწორედ კულტურა აკავშირებს და აერთიანებს საზოგადოებას. ამ ერთიანობის აღსანიშნად შესანიშნავი მაგალითია ნოვრუზის დღესასწაული, რომელიც შეტანილია იუნესკოს მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში. ნოვრუზის აღნიშვნის ტრადიცია საქართველოში საუკუნეებს ითვლის. ამას მოწმობს ბრწყინვალე ქართული პოემა „ვეფხისტაყაოსანიც“. ნოვრუზის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადება მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების მეგობრობის განმტკიცებაში, კულტურული და სოციალური კავშირების  გაძლიერებაში. სახელმწიფოს მიერ ამ  გადაწყვეტილების მიღება, იქნება ჩვენი ქვეყნის მულტიკულტურალური წარსულის და აწმყოს აღიარებისკენ და სამომავლოდ მისი განმტკიცებისკენ მიმართული მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი.
gallery images

აღდგეს სავარჯიშო დარბაზების ფუნქციონირება

გვსურს მოვუწოდოთ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს აღიარონ სავარჯიშო დარბაზების აუცილებლობა ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის მნიშვნელობაში და დროულად აღდგეს სავარჯიშო დარბაზების ფუნქციონირება.2020 წელს პანდემიის პერიოდში რამდენიმე თვიანი მუშაობის განმავლობაში სავარჯიშო დარბაზებში მკაცრად სრულდებოდა ყველა დადგენილი რეგულაცია და მომხმარებლების მიღება ხდებოდა უაღრესად უსაფრთხო გარემოში.ამის მიუხედავად, 2020 წლის ლოქდაუნების პერიოდში დარბაზები იხურებოდა პირველ რიგში და იხსნებოდა ბოლოს. აქედან გამომდინარე, გასული წლის განმავლობაში საქართველოში მნიშვნელოვნად დაეცა მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის დონე.მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და შესაბამის ორგანოებს, მიიღონ მხედველობაში პანდემიის პერიოდში ფიზიკური აქტივობის, ვარჯიშის და ჯანსაღი ცხოვრების წესის, შესაბამისად საქართველოში ფიტნეს ინდუსტრიის შენარჩუნების მნიშვნელობა, გახსნან სავარჯიშო დარბაზები უმოკლეს პერიოდში.