add one
gallery images

გაუქმდეს კარანტინი ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ადამიანებისთვის!

მოვითხოვთ მრომ გაუქმდეს დისკრიმინაციული კარანტინი მაფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის.საქართველოს მთავრობა ვალდებულია შეუქმნას ადამიანური პირობები გალის მოსახლეობას! მოვითხოვთ რომ შეიმუშაოთ ახალი გეგმა და დროულად მოახდინოთ რეაგირება!
gallery images

შეყვარებულ წყვილებს მოეხსნათ შეზღუდვები!

ერთი წელია ქვეყანა covid-ით გამოწვეული პანდემიის გამო შეზღუდვებითა და რეგულაციებით ცხოვრობს. ამ პერიოდის განმავლობაში საზოგადოების თითქმის ყველა ჯგუფის პრობლემების განილვა ხდება, თუმცა დღემდე არავის გახსენებია შეყვარებული წყვილები და პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებით დაზარალებული ახალგაზრდები... 1 წელია შეყვარებული წყვილები ვერ ახერხებენ საღამოობით სეირნობას, ჩახუტებას, ერთმანეთისთვის სითბოს გაზიარებას, უწევთ დისტანციურად საუბარი, ვეღარ იმართება რომანტიული საღამოები, დაიკეტა ყველა ასეთი დაწესებულება და კომენდანტის გამო ქუჩებსა და სკვერებშიც ვეღარ ახერხებენ დროის გატარებას. დღევანდელი მდგომარეობა კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას, წარმოიდგინეთ შეყვარებული წყვილები კვირაში 5 დღის განმავლობაში ერთმანეთს საერთოდ ვერ ნახულობენ, ერთ-ერთი მათგანი მაინც თუ მუშაობს, 7 საათზე სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ (საცობების გათვალისწინებით) დაუყოვნებლივ უწევს სახლში წასვლა და ფაქტობრივად მხოლოდ შაბათ-კვირასაა შესაძლებელი საყვარელი ადამიანის მონახულება და ამ დღეებშიც ყველა რესტორანი, კაფე და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი  დაკეტილია, მხოლოდ სკვერებშია შესაძლებელი შეხვედრა, ისიც 9სთ-მდე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ საქართველოში მყოფი შეყვარებული წყვილები ვითხოვთ ყველა შეზღუდვის მოხსნას, რათა დავუბრუნდეთ ძველ ფსიქო-სოციალურ მდგომარეობას და მინიმუმ შეყვარებულთან ერთად საღამოობით სეირნობა მაინც იქნას შესაძლებელი, ვინაიდან კომენდანტის საათი ფაქტობრივად ყველაზე მძიმე შეზღუდვაა. უამრავმა წყვილმა ვერ გაუძლო ასეთ ცხოვრებას და დაშორდნენ ერთმანეთს, დანარჩენნი კი მოწყენილნი აღტკინებით ელიან მომდევნო შაბათ-კვირის დადგომას რათა ქალაქის ერთი ბოლოდან სულაც ფეხით წავიდნენ მეორე ბოლოში საყვარელი ადამიანის სანახავად! 
gallery images

მუხლი 130. საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესი

მუხლი 130. საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესი1. თუ საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრი არჩეული იყო არჩევნებშიდამოუკიდებლად მონაწილე პარტიის პარტიული სიით, მის ადგილს 1 თვის ვადაში იკავებსიმავე სიაში რიგით მომდევნო საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, თუ მანვაკანსიის წარმოშობიდან 15 დღეში თანხმობა განაცხადა საქართველოს პარლამენტისწევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს სიაში მისი მომდევნოსაქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი და ა. შ.. თუ პარტიულ სიაში ასარჩევისაქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი აღარ არის, პარლამენტის წევრის ეს მანდატიგაუქმებულად ჩაითვლება, მაგრამ თუ პარტიულ სიაში ასარჩევი საქართველოს პარლამენტისწევრობის კანდიდატი აღარ არის და ამავდროულად გაუქმებული მანდატების რაოდენობააღემატება 38 მანდატს, პარლამენტის სრულფასოვანი მუშაობისათვის ამ ფაქტის დადგენიდანარაუგვიანეს 60 დღისა ცეესკოს თავმჯდომარე განკარგულებით ნიშნავს შუალედურ არჩევნებსმთელი საქართველოს ტერიტორიაზე სიითი შემადგენლობის სრულად შესავსებად.
gallery images

თეა წულუკიანის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრად დანიშვნის ცნობის შესახებ

 #cancelTheaთეა წულუკიანის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრად დანიშვნის ცნობის შესახებთეა წულუკიანის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრად დანიშვის ცნობა პროფესიონალებთან კონსულტაციის და სამოქმედო გეგმის გაცნობის გარეშე საშიშ ტენდენციად მიგვაჩნია. ასევე, გვაქვს რამდენიმე მიზეზი რის გამოც მისი მინისტრად დანიშვნის ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავთ:გვესმის რომ თანამედროვე სამინისტროს გამოცდილი მენეჯერი უნდა მართავდეს, თუმცა, გამოცდილი მენეჯერი, ასევე, კარგად უნდა იცნობდეს ზემოთჩამოთვლილ რამდენიმე, სრულიად განსხვავებულ სფეროს, რომლის წარმატებით და განვითარებით უნდა ამაყობდეს ქვეყანა. მინისტრის კანდიდატურა, მისი საჯარო ბიოგრაფიის გათვალისწინებით და კომპეტენტურობაზე დაყრდნობით, ამის იმედს არ გვაძლევს. ამ ყველასთვის რთულ და გამოწვევებით სავსე გარემოში არ გვახსენდება თეა წულუკიანის არცერთი კონსტრუქციული ინიციატივა, საჯარო გამოსვლა ან ქმედება, რომელიც ამ სფეროებში დამდგარი კრიზისული ვითარების დაძლევას ან სპორტისა და კულტურის პროფესიონალების ხელშეწყობას ემსახურებოდა. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს სჭირდება კომპეტენტური ადამიანი და გულშემატკივარი, რომელიც ძალაუფლებას მკაცრი, ცენზურით სავსე ჰომოფობიური და ქსენოფობიური განცხადებებით, სხვისი დამცირების მოუთოკავი ვნებით კი არ ინარჩუნებს, არამედ პროფესიონალიზმით, გახსნილობით, სიახლეების მიღებით და სექტორის რეალური საჭიროებებიდან გამომდინარე რეფორმებით არის დაინტერესებული. კულტურა და სპორტი ნიშნავს სხვა ადამიანების გათვალისწინებას, გუნდურობას, სხვისი გადაწყვეტილებების და სივრცის პატივისცემას, სამწუხაროდ, პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანისგან ამ ღირებულებების მუდმივი უგულვებელყოფის მომსწრენი ვართ.პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანისგან, მისი დანიშვნის შემდეგ, ვერ მოვისმინეთ ვერანაირი გეგმა პანდემიურ სივრცეში თვეობით ჩაკეტილი სახელოვნებო სივრცეების, ხელოვანების და სპორსტმენების მხარდაჭერის და ხელშეწყობის შესახებ. ბუნდოვანია  როგორია სფეროში მისი კომპეტენტურობა. აღნიშნული იწვევს მის მიმართ უნდობლობას კულტურის და სპორტის სფეროს წარმომადგენლების მხრიდან.აღნიშნული პუნქტების გათვალისწინებით, ჩვენ ვეწინააღმდეგებით თეა წულუკიანის მინისტრად დანიშნვნას, არ მიგვაჩნია მისი ღირებულებები და საჯარო აქტივობა და მკვეთრად ანგაჟირებული პოლიტიკური პოზიცია იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ კულტურა, როგორც გამოხატვის თავისუფლება, დადგება საფრთხის ქვეშ. მეტიც, არ გაგვაჩნია არანაირი საფუძველი არ გვჯეროდეს კულუარებში გავრცელებული ცნობებისა, რომელიც წინასწარ გვამცნობს სპორტისა და კულტურის სფეროებში დასაქმებული პროფესიონალების პოლიტიკური ნიშნით შესაძლებელ დათხოვნას. არ დავუშვებთ მის მიერ განხორციელებულ კონტროლს, ჩვენი პირადი და სოციალური სივრცის შესწავლის მიხედვით მიღებულ გადაწყვეტილებებს, არ დავუშვებთ ცენზურას იქ, სადაც ჩვენი ხმა თავისუფლად უნდა ისმოდეს. სადაც და როგორც შევძლებთ ყოველთვის მის წინააღმდეგ ვიქნებით. საქართველოს მთავრობისგან კი მოვითხოვთ მეტ გამჭვირვალობას, ინფორმაციის გასაჯაროებას, სამოქმედო გეგმის წარდგენას ამ მიმართულებების განვითარებაზე; ხელოვანების, სპორტსმენების და ახალგაზრდების დახმარებასა და ხელშეწყობაზე, მოვითხოვთ თეა წულიკიანთან საჯარო გასაუბრების მოსმენას, როგორც  პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან და არა როგორც მომავალ მინისტრთან.  
gallery images

მშვიდობიანი თანაცხოვრების 10 პოსტულატი

      მშვიდობიანი თანაცხოვრების 10 პოსტულატი     1. დავგმოთ სიძულვილის ენა.     2. ვიყოთ ტოლერანტულები.     3. მშვიდობა ყველა ადამიანს ერთნაირად ესაჭიროება.     4. მშვიდობას დაცვა და შენარჩუნება ჭირდება     5. პატივი ვცეთ ერთმანეთის კულტურას და ტრადიციებს.     6. ერთმანეთს შორის ნდობა მშვიდობის მყარი საფუძველია.     7.  ერთიანობა ამყარებს მშვიდობას.     8. დავიცვათ და გავუფრთხილდეთ მშვიდობას     9. ვგმობთ რელიგიურ და ეთნიკურ უთანასწორობას.   10. დაუშვებელია დისკრიმინაცია ეროვნების,სქესის,რასის მიხედვით. 
gallery images

● შეწყდეს ბათუმის ბულვარის განადგურება!!!

ბათუმის ძველი ბულვარში, რომლის განაშენიანებაც ჯერ კიდევ მე–19 საუკუნეში დაიწყო და კულტურული მემკვიდრეობის საბაღე–საპარკო ხელოვნების ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, შპს „ამბასადორი ბათუმი“ 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ 16-სართულიანი სასტუმრო სრულიად შეუსაბამოა ბულვარისთვის და პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის კანონმდებლობასთან, საფრთხეს უქმნის და ამცირებს ბულვარის კულტურულ და ისტორიულ ღირებულებას. პროექტი უკვე მოიწონა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ და მასზე ნებართვის გაცემა აქვს გადაწყვეტილი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელსაც.მსგავსი გადაწყვეტილებით აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო საკუთარი ძირითადი ვალდებულების შესრულებისა და ბათუმის ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის ნაცვლად თავად ხდება ბულვარის განადგურების პროცესის მონაწილე და აგრძელებს ბათუმის განაშენიანების არასისტემურ და გაუაზრებელ პრაქტიკას, რომელმაც უკვე გამოუსწორებელი შედეგები დააყენა ქალაქ ბათუმისთვის. ხაზგასასმელია, რომ უკვე დაწყებულია მუშაობა ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმაზე, რომლის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ბულვარისთვის არსებული იერსახის მაქსიმალურად შენარჩუნება, ძველი ბულვარის კონსერვაცია და მოწესრიგება.ჩვენი მოვალეობაა წინ აღვუდგეთ ამ უკანონობას და დავიცვათ ბათუმის ბულვარი განადგურებისაგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ:    1.    დაუყონებლივ შეწყდეს ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე 16 სართულიანი სასტუმროს მშენებლობა და გაუქმდეს გაცემული ნებართვა.     2.    ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის დამტკიცებამდე შეჩერდეს ბულვარის ტერიტორიაზე ნებისმიერ მშენებელობაზე ნებართვის გაცემა.  დამატებითი ინფორმაცია დაგეგმილ მშენებლობაზე და თანმდევ უკანონო პროცესებზე შეგიძლიათ იხილოთ:ttps://batumelebi.netgazeti.ge/news/324681/?fbclid=IwAR2SktljP7nx4t4j2JmxwXAcSCe_h5UhKoH9zdnolx4Qd2KcKLTvxwloA2g  
gallery images

არა პოლიტიკურ LOCKDOWN-ს!

საქართველოს პრემიერ მინისტრის,საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარესბატონ გიორგი გახარიასსაკოორდინაციო საბჭოს ა/წ 22 იანვირს გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაირღვა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის #699 დადგენილება - ის შეზღუდვები, ანუ ე.წ. "წერტილოვანი შეზღუდვები" სინამდვილეში არის სრული LOCK DOWN ჩვეულებრივი მოქალაქეებისათვის, რამეთუ - გაჩერებულია ბიზნესი, მოქალაქეებმა დაკარგეს სამუშაო ადგილი, ქვეყნის ეკონომიკა დეფოლსის გზაზეა, უამრავ მოქალაქეს აწუხებს საბანკო ვალდებულება - რასაც ისინი სამწუხაროდ ვერ იხდიან. გარდა ამისა, ვისაც შეუნარჩუნდა სამსახური - არ არსებული სატრანსპორტო საშუალების გამო (გადაადგილების შეზღუდვა) - მოქალაქეები ვერ მიდიან თავიანთ სამსახურებში - ანუ სახლში ზიან უხელფასოდ. ასევე სხეზე გვაქვს ორმაგი კოლაფსი - ანუ ერთის მხვრივ სატრანსპორტო კოლაფსი და საცობები - 9 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვა - რაც გაუგებარი შინაარსისაა, მეორეს მხვრივ კი - ფინანსური - არ არსებული ტრანსპორტი, გაძვირებული ტაქსის ფასები (ხელფასიდან პრაქტიკულად 90% მიდის ტაქსში) ან სამსახურის მიერ დაქირავებული ტრანსპორტის საფასურს ხშირ შემთხვევაში იხდიან დასაქმებულები - ანუ ისევ ხელფასის უდიდესი ნაწილი მიდის სატრანსპორტო უზრუნველყოფის მიმართ - თუნდაც დაქირავებული კერძო ავტომობილი და მიკროავტობუსი. პრაქტიკულად, მათ ვისაც კი შერჩა სამსახური - მათი ხელფასი პრაქტიკულად იკარგება ამ რეგულაციების (სატრანსპორტო შეზღუდვა) გამო. ასევე - ე.წ. "შემსუბუქებული" შეზღუდვები - თბილისს, ქუთაისს და რუსთავს არ შეეხო - სატრანსპორტო კუთხით. ჩნდება ბევრი ლოგიკური კითხვა, რაც აპრიორი არის ასევე პოლიტიკური შინაარსის მატარებელი. გაურკვეველია და ბევრ კითხვას ბადებს, რატომ იხსნება მოლები 1 თებერვლიდან, ბაზრობები - 15 თებერვლიდან? გაურკვეველია როგორ იხსნება 1 თებერვლიდან შეზღუდვა ფრენებზე - თუ არ არის რესტორნები, სამთო-სათხილამურო კურორტების ფუნქციონირება? გაურკვეველია სარესტორნო ბიზნესის ბედი? გაურკვეველია - როგორ შემოვლენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები - მხოლოდ PCR ტესტით თუ კარანტინი ექნებათ სავალდებულო? გაურკვეველია ჩვენ როგორ გავალთ საზღვარგარეთ - როდესაც არ არის გაწერილი ქვეყნიდან გასვლის წესები - მეზობელ ქვეყნებში, ასევე გაურკვეველია - უვიზოდ ტურისტულად ევროპაში ვერ მივდივართ - მაშ სად მივდივართ და როგორ?!ადამიანის თავისუფალი გადაადილება გარანტირებულიასაქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით;გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-13 მუხლით.26 ნოემბერს საქართველოს მთავრობის #699 დადგენლიბა თავისი აკრძალვებით არის ანტიკონსტიტუციური და ირღვევა როგორც საქართველოს კონსტიტუცია, ისე ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია - კერძოდ, იზღუდება თავისუფლად გადაადგილების უფლება. საუბარი, რომ ჯერ გაიხსნება ერთი, შემდეგ მეორე და ა.შ. - ანუ ეტაპობრივად - არის მხოლოდ და მხოლოდ საფუძველი იმისა, რომ მოქალაქეები არიან მოტყუებულები, ირღვევა 699 დადგენილება - ჩვენ ვნახეთ 3-ჯერ ზედიზედ უკვე დარღვევა - არ მოხდა შეზღუდვების შემსუბუქება როგორც ეს იყო დაანონსებული 24.12-02.01, 16.01-31.01 და 01.02-დან პერიოდში.ასევე, ქვეყანაში განვითარებული მოვლენები მხოლოდ გვაძლევს იმის საფუძვლიან ეჭვს, რომ ეს ყველა შეზღუდვა არის პოლიტიკური შინაარსის. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ მხოლოდ "აქციების ბრალეულობა" იყო სტატისტიკის ზრდა, საპირისპირო არგუმენტებზე კი მხოლოდ მივიღეთ ჩაკეტვა.COVID-19 სტატისტიკა იზრდება აქციების გამო (სამთავრობო განცხადება!)დენდროლოგიურ პარკში ხალხის აღურაცხველი რაოდენობა არ ზრდიდა სტატისტიკას?რუსთაველზე ნაძვის ხესთან - ხალხის აღურაცხველი რაოდენობაა - არ იზრდება სტატისტიკა?"ახალი წელი" - კონცერტი და გასართობი ღონისძიებები - მხოლოდ პრივილიგირებული მოქალაქეებისათვის, შეძლებული ოჯახებისათვის - ის არ იყო ხელმისაწვდომი რიგითი მოქალაქეებისათვის და გაჭირვებული ოჯახების ბავშვები სულ მცირე მოკლებული მოკლებულნი იყვნენ ნაძვის ხის ნახვის შესაძლებლობას - რამეთუ უაზრო შეზღუდვა კომენდანტის საათით (რაც აპრიორი არის ანტიკონსტიტუციური), არ არსებული ტრანსპორტი და ძვირი ტაქსის სერვისი.დიახ ეს არის პოლიტიკური ნაბიჯი! ქვეყნის ეკონომიკა ჩამონგრევისა და დეფოლსის წინაშეა!მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ გადახედოთ 22 იანვრის გადაწყვეტილება, მოხსნათ 1 თებერვლიდან ყველა შეზღუდვა, როგორც ეს იყო გათვალისწინებული #699 დადგენილებით, წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ არის გადაწყვეტილება არის პოლიტიკური ნიადაგის და მიიღებთ ახალგაზრდების და თავისუფალი მოქალაქეების მასიურ პროტესტს.ნუ გაწირავთ მოქალაქეებს!შეასრულეთ დანაპირები!ყველა მოქალაქე თანაბრია! ხელმომწერი ორგანიზაციები„ახალგაზრდა თაობა“     /დ.დონერიანი/„მონიტორინგის ცენტრი - საზოგადოება“     /დ.ქისტაური/„ახალი ძალა საქართველოსთვის“     /ლ.შველიძე/„ამერიკის მხარდამჭერთა ლიგა“     /ი.კიკიანი/„ახალგაზრდები ევროპული მომავლისათვის“     /მ.ანდღულაძე/
gallery images

თავისუფალი უნივერსიტეტის იურისტმა ახსნას ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილება

თავისუფალ უნივერსიტეტში MACS-ის სკოლას მუდამ გვქონდა პრობლემა ადმინისტრაციასთან. ათასი უსინდისო ტყუილი, ათასი შეუსრულებელი დაპირება, არაორგანიზებული საგნები…ერთი თვის წინ, ვებ პროგრამირების ლექტორმა ყველანაირ სტანდარტს აცილებული გამოცდა ჩაატარა. 65-ზე მეტი სტუდენტის მხარდაჭერით, ჩატარდა შეხვედრა ლექტორთან და ადმინისტრაციასთან. ამ შეხვედრაზე მე და რამდენიმე სხვა სტუდენტმა ჩამოვთვალეთ მიზეზები, რომელთა გამოც მოტანილი გამოცდა იყო თავიდან ჩასატარებელი. ამის შემდეგ, ყველანაირი საფუძვლის გარეშე, ლექტორმა ძალიან უხეშად მომმართა 70 ადამიანის წინაშე, პირდაპირ შეეხო ჩემს თავმოყვარეობას, რაზეც თავისი სიტყვები შევუბრუნე (არც უხამსი ლექსიკა გამომიყენებია, არც გინება და არც ისეთი რამ მითქვამს, რაც ფაქტი არ იყო).შეხვედრის შემდეგ ადმინისტრაციამ გამომიცხადა, რომ თურმე დავარღვიე უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსის რამდენიმე მუხლი, კერძოდ:1. ვცადე სასწავლო პროცესის ჩაშლა2. მივაყენე ლექტორს სიტყვიერი შეურაცხყოფადა რაც მთავარია 3. ლექტორზე მოვახდინე მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლა. ეთიკის საბჭოსთან შეხვედრაზე ადმინისტრაციის რამდენიმე წარმომადგენელი ძალიან მტრულად დამხვდა (როდესაც წესით, ისინი მიუკერძოებლები უნდა ყოფილიყვნენ), ცდილობდნენ თითიდან გამოეწოვათ ბრალდებები, zoom-ის ჩანაწერიდან კონტექსტიდან ამოგლეჯილად მოჰქონდათ წინადადებები. არავის უხსენებია ის ფაქტი, რომ დაპირისპირების ინიციატორი მე არ ვყოფილვარ. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ჩემი დარღვევები იმდენად მძიმე იყო, წერილობითი გაფრთხილება არ ჰყოფნიდა და სტუდენტის სტატუსი შემიწყვიტეს (როდესაც დარღვევა ხდება პირველად, სტუდენტი იღებს წერილობით გაფრთხილებას, თუ ეს დარღვევა არაა ძალიან მძიმე). ყველაზე დიდი დაცინვა კი ის იყო, რომ 29 დეკემბერს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდათ, თუმცა მე 31 დეკემბერს "საახალწლო საჩუქრად" შემატყობინეს.ეს არ არის კონკრეტულ სტუდენტებზე შეტევის პირველი შემთხვევა. უნივერსიტეტში სწავლის 4 წლის განმავლობაში, როგორც სტუდენტი, პატიოსნად ვასრულებდი ჩემს მოვალეობებს, მქონდა კარგი ურთიერთობა ყველა ლექტორთან და ყველა სტუდენტთან. უნივერსიტეტის სახელით ბევრ ღონისძიებაში მიმიღია მონაწილეობა და გამიმარჯვია, რაც უნივერსიტეტს გამოუყენებია პიარში. ვგრძნობ თავს შეურაცხყოფილად ლექტორისაგან და ღალატს უნივერსიტეტის მხრიდან.ამ პეტიციით მოვითხოვთ უნივერსიტეტის მთავარი იურისტის განცხადებას (უნივერსიტეტის მეილის საშუალებით), სადაც იგი აგვიხსნის, რატომ გადაწყვიტა ეთიკის საბჭომ ყველაზე მძიმე ფორმის სასჯელის გამოტანა და მისი, როგორც იურისტის აზრით, არის თუ არა სასჯელი დანაშაულის პროპორციული.თავისუფალი უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსი:http://freeuni.edu.ge/sites/default/files/FREEUNI - studentis etikis kodeqsi.pdfშეხვედის ჩანაწერი (გთხოვთ ამ ეტაპზე არსად გადააზიაროთ, რაგდან ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს პროცესზე):https://drive.google.com/drive/folders/1XFR4Np1zCrByhf3xsFkXOVykxCLV5fqW
gallery images

სამთო-სათხილამურო კურორტებზე მოქმედი ბიზნეს-ოპერატორებისა და ზამთრის სამთო-ტურიზმის გულშემატკივართა მოთხოვნა!

სამთო-სათხილამურო კურორტებზე მოქმედი ბიზნეს-ოპერატორებისა და ზამთრის სამთო-ტურიზმის გულშემატკივართა მოთხოვნა! ეპიდემიოლოგთა და მთავრობის წევრთა ბოლოდროინდელი განცხადებები ცხადჰყოფს, რომ მთავრობა არ აპირებს მიმდინარე სეზონზე მთის კურორტების გახსნას, არ აწარმოებს კონსულტაციას იქ მომუშავე ბიზნეს-სექტორთან, რომელიც გაუაზრებელი ეპიდშეზღუდვების შედეგად გაკოტრების პირასაა, და არ ითვალისწინებს არც ადგილობრივი მოსახლეობის აზრს, რომელიც უმუშევრად არის დარჩენილი. ზამთრის სეზონის სრულად ჩავარდნის შემთხვევაში ორივე ეს ჯგუფი კიდევ ერთი წლით რჩება შემოსავლის გარეშე რაც დაუშვებელი პერსპექტივაა როგორც ამ ადამიანებისა და მათი ოჯახებისთვის, ასევე მთლიანად ეკონომიკისთვის. სექტორი უკვე ისედაც მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია და მისი რეაბილიტაცია ხანგრძლივ მარკეტინგულ და საინვესტიციო მუშაობას მოითხოვს, რაც თუკი დაუყონებლივ არ დაიწყო, შემდეგ დაგვიანებულიც შეიძლება აღმოჩნდეს.ამდენად მოგიწოდებთ ადექვატურად რეაგირებისთვის, კერძოდ კი ვითხოვთ შემდეგს:⇒ სამთო-სათხილამურო კურორტებზე (გუდაური, ბაკურიანი, მესტია, გოდერძი) 1 თებერვლიდან ამუშავდეს საბაგიროები ეპიდ-უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით;⇒ სამთო-სათხილამურო კურორტებზე (გუდაური, ბაკურიანი, მესტია, გოდერძი) რეგისტრირებულ ყველა ბიზნეს ობიექტს, ასევე ყველა იქ დასაქმებულ პირს, ადგილობრივ მცხოვრებლებს გაეწიოთ შუამდგომლობა საბანკო ვალდებულებების ერთი წლით, მომდევნო ტურისტულ სეზონამდე გადასავადებლად.⇒ სამთო-სათხილამურო კურორტებზე (გუდაური, ბაკურიანი, მესტია, გოდერძი) ყველა იმ ობიექტის ოპერატორს, რომელიც სახელმწიფოს მოიჯარეა ერთი წლით შეუჩერდეს საიჯარო გადასახადი.⇒ სამთო-სათხილამურო კურორტებზე (გუდაური, ბაკურიანი, მესტია, გოდერძი) მოქმედი ბიზნეს-ოპერატორების ხელშესაწყობად მინიმუმ 2 წლით 10%-მდე შემცირდეს მათთვის დღგ-ს გადასახადი.⇒ სამთო-სათხილამურო კურორტებზე (გუდაური, ბაკურიანი, მესტია, გოდერძი) მოქმედი ბიზნეს-ოპერატორების ხელშესაწყობად მინიმუმ 2 წლით 15%-მდე შემცირდეს მათთვის საშემოსავლო გადასახადი. 
gallery images

ფეხბურთში 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მატჩები გაიმართოს ქუთაისშიც!

2023 წლის 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს.საქართველოში თამაშები 3 ქალაქში: თბილისში(ორ სტადიონზე), ბათუმსა და ფოთში გაიმართება.ისევე, როგორც 2017 წელს, საფეხბურთო ტრადიციებით და სტატისტუკურად მაყურებელთა ყველაზე მაღალი ინტერესითა და რაოდენობით  გამორჩული ქუთაისი კვლავაც საფეხბურთო რუკის მიღმა რჩება."ევროპა ჩვენი სახლია" მოგიწოდებთ შემოუერთდეთ მოთხოვნას ქუთაისში მატჩების გამართვის შესახებ, რაც საფეხბურთო ზეიმთან ერთად ჩვენი ქალაქისთვის ეკონომიკური სარგებელის მომტანიც იქნება!, 
gallery images

აიკრძალოს კატალიზატორის ჩაბარება !

სოციალური ქსელების ჯგუფებში, არაერთხელ შევხვედრივართ კატალიზატორთან დაკავშირებით პოსტებს, მაგალთად: "სად ჩავაბარო კატალიზატორი?", "ვიბარებ კატალიზატორს" და ა.შ.   უნდა აიკრძალოს კატალიზატორის მოხსნა და ჩაბარება თუ გვინდა, რომ შედარებით სუფთა ჰაერი ვისუნთქოთ !    
gallery images

თავისუფლება ავთანდილ ხურციძეს (ჩაქუჩა)

    XXI საუკუნის ქართული კრივის ლეგენა, ავთანდილ (ჩაქუჩა) ხურციძე დაუსაბუთებელ სასჯელ იხდის ამერიკის მკაცრი ზედამხედველობის საპატიმროში. როგორც ცნობილია გამოძიება მას ედავება კრიმინალურ სამყაროსთან ურთიერთობას, რაც ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. გამომდინარე იქიდან რომ წაყენებული ბრალი აბსურდულია, მტკიცებულებები არ არსებობს და მითუმეტეს ბრალდებული ხურციძე არ აღიარებს დანაშაულს.    ბავშვობიდანვე ავთანდილი იყო წარმატებული სპორტსმენი, ღვთივმიმადლებული რაინდული ნიჭისა და ფიზიკური უნარების საშუალებით. მან ქართულ კრივს სახელი გაუთქვა მსოფლიო ასპარეზზე და მრავალგზის ასახელა სამშობლო.    ავთანდილი სასჯელს იხდის კოლუმბიელ მკვლელებთან და რეციდივისტებთან, რომლთაც არაერთხელ სცადეს შურით მისი ფიზიკური ლიკვიდაცია. თუმცა ჩაქუჩამ ყველას თავისი ადგილი მიუჩინა. ამასთანავე აღასანიშნავია ის ფაქტი, რომ ის არაერთჯერ იქნა ცივი იარაღით დაჭრილი და მისი სიცოცხლე სისტემატიურად საფრთხის ქვეშაა. მეგობრებსა და სპორტსმენებს ლეგიტიმური ეჭვი გვაქვს, რომ ავთოს დაპატიმრება უკავშირდება ბრიტანელი მოკრივის სანდერსის კარიერის მოსალოდნელ კრახს და ამ უკანასკნელის პირად ინტერესებსა და მაქინაციებს.    მოვუწოდებთა სპორტის სამინისტროს, პრეზიდენსტს, ამერიკის დიპლომატიურ კორპუსს, რომ გვიშუამდომლონ აშშ-ს საგამოძიებო სამსახურებთან რათა კიდევ ერთხელ გადაიხედოს ხურციძის საქმე, მისი უდანაშაულობის გასარკვევად.   ავთანდილი საკმაოდ ახალგაზრდაა და კვლავ პერსპექტიულ სპორტსმენად აღიქვამს კრივის სპორტული სამყარო და გულშემატკივრები.     მას სჭირდება ქართველი ერის თანადგომა და თავსიუფლება რათა კიდევ მრავალგზის ასახელოს ქართული გენი.
gallery images

თავისუფლება დავით-გარეჯის მცველ, გიორგი იჩუკაიძეს!!!

     სამშობლოს სიყვარული ქართველისათვის სასჯელს არ იმსახურებს.     2020 წლის 14 იანვარს, გიორგი იჩუკაიძემ, დავით-გარეჯის ტერიტორიული ერთიანობისათვის გადადგა თავგანწირული ნაბიჯი. მან ქართველ და აზერბაიჯანელ მესაზღვეებს მოუწოდა სამართლიანობის აღდგენისაკენ, რაც სამართალდარღვევად აღიქვა სახელმწიფომ და ნაცვლად იმისა, რომ დემარკაცია-დემილიტაციის კომისიას საბაბად მიეჩნია აღნიშნული მოვლენა და სახელმწიფოებრივ ინტერესებში გაეთვალისწინებინა გიორგის თავგანწირვა მას შეეფარდა ,,ხონის“ ფსიქიატრიულ კლინიკაში 3 წლით იძულებით თავისუფლების აღკვეთა. რაც ითვალისწინებს მკაცრი პროტოკოლით, ვიდეო კამერების წინაშე ,,სამკურნალოდ“ ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებას, რაც პრაქტიკულად გამოუსწორებელ ზიანსც მიაყენებს მის ჯანმრთელობას.     გიორგი იჩუკაიძე ყველა ქართველის სათქმელი თქვა, რითაც სამსხვერპლოზე მიიტანა საკუთარი სიცოცხლე.     ვთხოვოთ პრეზიდენტსა და შეწყალების კომისიას ელექტრონული ხელმოწერებით გიორგი იჩუკაიძის სასჯელის ანულირება.
gallery images

აიკრძალოს instagram - ზე წლის შემაჯამებელი სთორების დადება !

გამომდინარე იქედან, რომ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან პოპულარული გახდა წლის ბოლოს შემაჯამებელი სთორების გამოქვეყნაბა, ვქმნით პეტიციას, რათა 2020 წელს ყველა სხვა უბედურებასთან ერთად გავატანოთ ეს მავნე ჩვევაც.
gallery images

გაიზარდოს სებ-ის ფულის მუზეუმის მიერ გასაყიდად გამოქვეყნებული "მეფე ერეკლე II" საკოლექციო დანიშნულებით მოჭრილი ოქროსა და ვერცხლის მონეტების მოჭრის რაოდებნობა.

    მოგესალმებით, პირველრიგში მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის.მოგახსენებთ რომ 2020 წლის 28 დეკემბერს თბილისის დროით 10:00-ზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მისივე პორტალის - ფულის მუზეუმის ვებსაიტის (https://moneymuseum.nbg.gov.ge) საშუალებით გამოაქვეყნა ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო დანიშნულების მონეტები სერიიდან "საქართველოს მეფეები" სახელად "მეფე ერეკლე II" სადაც წარმოდგენილი იყო 2(ორი) მონეტა1."მეფე ერეკლე II" საკოლექციო დანიშნულების ოქროს მონეტა, სერიიდან "საქართველოს მეფეები" *ნომინალი: 5 ლარი *შემადგენლობა: Au900*წონა: 8.5 გრ *დიამეტრი: 25 მმ*წიბო: გლუვი*ხარისხი: პრუფი*გამოშვების წელი: 2020*მოჭრის რაოდენობა: 300 ცალი*დიზაინერი: ლევან კაკიაშვილი*ზარაფხანა: ნიდერლანდების სამეფო ზარაფხანა სარეალიზაციო ფასი - 1690 ₾2."მეფე ერეკლე II " საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის მონეტა, სერიიდან "საქართველოს მეფეები"*ნომინალი: 5 ლარი *შემადგენლობა: Ag925*წონა: 17 გრ *დიამეტრი: 34 მმ*წიბო: გლუვი*ხარისხი: პრუფი*გამოშვების წელი: 2020*მოჭრის რაოდენობა: 1500 ცალი*დიზაინერი: ლევან კაკიაშვილი*ზარაფხანა: ნიდერლანდების სამეფო ზარაფხანასარეალიზაციო ფასი - 100 ₾აღნიშნული მონეტების რეალიზაცია გეგმის მიხედვით დაიწყო ზემოთ აღნიშნულ დროსა და თარიღზე. მოგახსენებთ რომ ეს იყო პირველი შემთხვევა როდესაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტების რეალიზაცია მოახდინა ინტერნეტ-მაღაზიის საშუალებით. დღეს-დღეობით არსებული გასათვალისწინებელი პანდემიური ვითარების გამო.ხაზგასმით მინდა ავღნიშნო რომ არსებული მონეტის რეალიზაციის პროცესი ონლაინ-მაღაზიის საშუალებით არ(!) მიმდინარეობდა დაგეგმილ რეჟიმში.  ამის სავარაუდო მიზეზი გახლდათ ის ტექნიკური გაუმართაობა რომელსაც ვებსაიტი განიცდიდა გაზრდილ "ვიზიტორთა" რაოდენობით. კერძოდ ვებსაიტზე განთავსებული მონეტების რეალიზაციის პროცესის დაწყების თანავე მომხმარებლების უმრავლესობამ ვერ შეძლო მონეტების "კალათაში" დამატება შემდგომი შეძენის მიზნით. ეს პრობლემა მონეტების "ინტერნეტ მაღაზიაში არსებული ნაშთის" რაოდენობის ამოწურვამდე გაგრძელდა.უფრო დეტალურად რომ ვთქვათ მონეტების შეძენის მსურველების უამრავ რაოდენობასთან არსებული ტექნიკური გაუმართავობის გამო ღილაკზე "კალათაში დამატება" არ ფუნქციონირებდა მის გვერდით კი მუდმივად(!) იყო მითითება"*პროდუქტი არ არის გაყიდვაში" ამავედროს კი "ინტერნეტ მაღაზიაში არსებული ნაშთი:" სწრაფად იკლებდა(ოქროს მონეტის შემთხვევაში) 300-დან ქვევით. რამოდენიმე წუთის შემდეგ კი როგორც მოსალოდნელი იყო "ინტერნეტ მაღაზიაში არსებული ნაშთი:" გაუტოლდა 0(ნულს) ხოლო მონეტების ამსახველ ფოტოებზე ინტერნეტ-მაღაზიაში გამოჩნდა წარწერა "ტირაჟი ამოწურულია".არსებობს უამრავი ფოტო მტკიცებულება რომელიც ნათლად ადასტურებს და ასახავს ზემოთ აღნიშნულ ხარვეზებს.ფოტოები - https://ibb.co/jbgX1x8https://ibb.co/d5GzYF7https://ibb.co/v4W4X8Shttps://ibb.co/wC8YCQghttps://ibb.co/Xx0Rfbdაქვე აღსანიშნავია რომ მიმდინარე ხარვეზისას ბევრმა მონეტის ყიდვის მსურველმა შენიშნა რომ "ინტერნეტ მაღაზიაში არსებული ნაშთი:" ზოგიერთ შემთხვევაში იზრდებოდა. მაგალითად: ვიხილეთ თუ როგორ მოიმატა რაოდენობამ 9 მონეტიდან 22 მონეტამდე და ასე შემდეგ.     საქართველოში და არამხოლოდ საქართველოში არსებობს უამრავი ადამიანი რომელიც დაინტერესებულია ქართული ნუმიზმატიკითა და მონეტების შეგროვებით. ასეთი ადამიანების აბსოლიტური უმრავლესობა დაინტერესებულია თანამედროვე ქართული ვერცხლისა და ოქროს მონეტებით და მათი შეგროვებით. სამწუხაროდ ზემოთხსენებულმა ხარვეზმა საშუალება არ მისცა მოქმედ ნუმიზმატებს შეეძინათ საკოლექციო დანიშნულების "მეფე ერეკლე II" მონეტები. ასეთი ადამიანები კი ათობის ასია რომლებიც იმედგაცრუებულნი დარჩნენ მომხდართან დაკავშირებით. ჩვენ, ნუმიზმატებმა ერთიან იდეაზე დაყრდნობით გადავწყვიტეთ წარმოგვედგინა კონკრეტული პეტიცია კონკრეტული მოთხოვნებით.მ ო ვ ი თ ხ ო ვ თ!1.გაიზარდოს მონეტების მოჭრის რაოდენობა- ვინაიდან მონეტის შეძენის მსურველი კიდევ ძალიან ბევრია. *"მეფე ერეკლე II" საკოლექციო დანიშნულების ოქროს მონეტა, სერიიდან "საქართველოს მეფეები". გაიზარდოს მოჭრის რაოდენობა მიმდინარე - 300(სამასი)-დან 800(რვაასი)-მდე.*"მეფე ერეკლე II " საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის მონეტა, სერიიდან "საქართველოს მეფეები". გაიზარდოს მოჭრის რაოდენობა მიმდინარე - 1500(ათას ხუთასი)-დან 2500(ორი ათას ხუთასი)-მდე.***დამატებითი მონეტების მოჭრის რაოდენობა შესაძლებელია იყოს მოთხოვნილისაგან განსხვავებული, მონეტების მოჭრის რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს საქართველოს ეროვნული ბანკი-ს მთავარმა წარმომადგენელმა. საქართველოს ეროვნული ბანკი-ს ვებსაიტიდან მოპოვებული სტატისტიკით მონეტების მყიდველთა(ვიზიტორთა) რაოდენობაზე დაყრდნობით. ***მონეტების რეალიზაცია მოხდეს საქართველოს ეროვნული ბანკი-ს ფულის მუზეუმის ვებსაიტზე მხოლოდ და მხოლოდ ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში! ან ***ტრადიციულად საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის მეშვეობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გაიდლაინებისა და რეგულაციების, სოციალური დისტანცირების მეშვეობით. ***მონეტების სერიიდან "საქართველოს მეფეები" სამომავლო მონეტების მოჭრის სტანდარტად დაწესდეს ზემოხსენებული რაოდენობები:*ოქროს მონეტებისთვის - 800 ცალი. *ვერცხლის მონეტებითვის -2500 ცალი. ***მოთხოვნილი პეტიციის დაკმაყოფილების შემთხვევაში ახალი მონეტების რეალიზაციის დროდ განისაზღვროს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული გონივრული ვადა.    ზემოაღნიშნული პეტიციის სავარაუდო დადებითი შედეგები:1.მონეტების რაოდენობის გაზრდა საქართველოს ეროვნულ ბანკს მოუტანს მეტ ბრუნვას/შემოსავალს.2.დაკმაყოფილდება მონეტების ყიდვის მსურველთა უმრავლესი ნაწილი.3.გახდის მონეტების გაყიდვას უფრო ლიქვიდურს.4.გაიზრდება ნუმიზმატიკის პოპულარიზაცია ვინაიდან ბაზარზე არსებული იქნება მეტი მონეტა, გამოიწვევს ქვეყანაში ნუმიზმატების მომრავლებას და კოლექციონერთა კულტურის ზრდას.5.ავირიდებთ თავიდან მონეტების არაჯანსაღ ზრდას ღირებულებაში და შევინარჩუნებთ სტაბილურ ნუმიზმატურ მარკეტს.დიდი მადლობა! ქართველი ნუმიზმატების სახელით -საბა გაგოშიძე. 28/12/2020