add one
gallery images

ქუთაისის ყველა უბანს 1 მოედანი (მულტიფუნქციური)

ქუთაისში ახლადდფუძნებული ა.ა.ი.პ. "ინიციატივა ქუთაისისთვის" , იწყებს ხელმოწერების შეგროვებას, რათა მიმართოს საქართველოს მთავრობას, რომ ქუთაისს გაეზარდოს ბიუჯეტი (შესაბამისი რაოდენობით), რათა  თითო უბანს, ქონდეს მინიმუმ 1 სპორტული (მულტიფუნქციური) მოედანი, სტადიონი.....
gallery images

პეტიცია ამერიკული სამხედრო ბაზების საქართველოში განთავსების შესახებ

პოლიტიკური კლუბი „თავთავი“ აფასებს რა პოლიტიკურ სიტუაციას საქართველოში  და მის გარშემო, თვლის რომ დღეის მდგომარეობით რეალური საფრთხე ემუქრება არა მარტო ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ მისწრაფებას, არამედ მის რეალურ დამოუკიდებლობასაც. სულ უფრო ცხადი ხდება რუსეთის სურვილი ყველანაირი საშუალებით შეიყვანოს საქართველო ე.წ. ექვსის პლათფორმაში ( რუსეთი, თურქეთი, ირანი, სომხეთი აზერბაიჯანი) , რაც მას საშუალებას მისცემს  უკვე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე განახორციელოს ეფექტური კონტროლი და სხვადასხვა მიზეზით (ერთობლივი სამხედრო წვრთნები, შეიარაღებული ძალების როტაცია სომხეთში და ა.შ.) შემოიყვანოს და გადაადგილოს თავისი საჯარისო ფორმირებები საქართველოში. საყურადღებოა  რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის სერგეი ნარიშკინის უკანასკნელი განცხადებაც, სადაც იგი უწონებს საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას დისტანცირების პოლიტიკას ნატოსა და ევროკავშირთან და არაორაზროვნად სთავაზობს რუსეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას.  ყოველივე ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ მოცემულ სიტუაციაში ქვეყნის უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის ერთადერთი რეალური გარანტი შეიძლება გახდეს  უმოკლეს ვადაში,  აშშ-ს სამხედრო ბაზის გახსნა საქართველოში. დასაწყისისთვის თუნდაც ერთი ბრიგადის გადმოსროლა ვაზიანის ავიაბაზაზე. საქართველო, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან,  აშშ - ს ერთგული პარტნიორია კავკასიის რთულ და სტრატეგიულ რეგიონში. ამაზე მეტყველებს თუნდაც ნატოს მისიებში ყველაზე დიდი კონტრიბუცია ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის, სადაც ქართველი სამხედროები ერთგულებითა და ღირსებით, მაღალ პროფესიულ დონეზე ასრულებენ თავის მოვალეობას. ბოლო  მოვლენებმა, რომელებიც ვითარდება რუსეთ-უკრაინის საზღვარზე, ცალსახად დაგვარწმუნა რომ საქრთველოს და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის საჭიროა აშშ ს აქტიური ყოფნა და მონაწილეობა ჩვენს ქვეყანაში. ვფიქრობთ, ეს შედის ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებშიც. პოლიტიკური კლუბი „თავთავი“ დარწმუნებულია, რომ ახმოვანებს საქართველოს მოსახლეობის  უმრავლესობის გულწრფელ სურვილს. აღნიშნული მიმართვა ხელმოსაწერად დაეგზავნება საქართველოში მოქმედ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს და მთელს არასამთავრობო სექტორს.
gallery images

მეგრულ-ლაზური და სვანური ენების მხარდაჭერისა და განვითარებისათვის

საქართველოს პრეზიდენტს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ არჩილ თალაკვაძეს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს ქალბატონ თეა წულუკიანს საქართველოს განათლების მინისტრს ბატონ მიხეილ ჩხენკელს   2021 წლის 14 აპრილს მთელმა საქართველომ მოისმინა საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მიმართვა მიძღვნილი დედა ენის დღისადმი, სადაც ის მრავალ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად შეეხო მეგრული და სვანური ენების დღევანდელ მდგომარეობას, მათ ფაქტობრივ სტატუსს თანამედროვე საქართველოს პირობებში. ქალბატონმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ: "ასევე, ვჩაგრავთ ჩვენი ენის ფუძე ენებს - მეგრულსა და სვანურს. რატომღაც გვეშინია ქართულის უმდიდრეს ლიტერატურულ ენად ჩამოყალიბებაში მათი როლის აღიარება. მეგრული და სვანურიც ჩვენი საგანძურია, რომელსაც უნდა ვიცავდეთ და ვანიჭებდეთ სწორ ადგილს. ყველა მსურველს უნდა ჰქონდეს სკოლაში ამ ენების არჩევით შესწავლის საშუალება და არ უნდა ვემორჩილებოდეთ ცრუ შიშებს!“ ჩვენ შევნიშნეთ, რომ მის მიერ გაჟღერებული აზრი და შენიშვნები იყო ადამიანურად გულწრფელი, ობიექტური და ღრმა პოლიტიკური შინაარსის მატარებელი. გამომდინარე აქედან ჩვენ, ამ წერილის ხელმომწერებმა გადავწყვიტეთ გულწრფელად მოვნიშნოთ ის ძირითადი პრობლემები რომელიც დაკავშირებულია საკითხის გარშემო განვითარებულ მრავალმხრივ პროცესებთან, რომელიც თავისთავად უკავშირდება სამეგრელოს და სვანეთს როგორც ერთიანი საქართველოს განუყოფელ ნაწილს, მის აწყმოს, მომავალს და ქართული სახელმწიფოს ღირსეულ გზას 21 -ე საუკუნეში. მეგრულ, ლაზურ და სვანურ ენებზე მოსაუბრე ადამიანები გახლავთ ის ხალხი, რომლებზეც აღმატებულ ტონში წერდნენ ანტიკური სამყაროს მწერლები და მეცნიერები. დღეს კი მრავალათასწლოვანი მეგრულ-ლაზური და სვანური ენები გაქრობის ზღვარზეა. ისტორიული ბედუკუღმართობისა და სხვადასხვა ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო, ქართულ სახელმწიფოს და აკადემიურ წრეებს ვერ მიეცა საშუალება სათანადოდ ეზრუნა აღნიშნული საგანძურის დაცვისა და განვითარებისათვის.ეს ტენდენცია დღითიდღე უარესი და თვალშისაცემია იმის გამო, რომ დღევანდელ საქართველოში მეგრულ-ლაზურ და სვანურ ენებს არა აქვს ინსტიტუციონალური მხარდაჭერა, არ არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მის სტატუსს იმგვარად განსაზღვრავდა, რომ მასზე ზრუნვა დამოკიდებული იყოს არა კეთილ ადამიანთა კეთილ ნებაზე, არამედ გარანტირებული იყოს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზით. მეგრულ-ლაზურ და სვანურ ენებზე საუბრობს, ან საუბარი გაეგება, მილიონნახევრამდე საქართველოს მოქალაქეს, როგორც სამეგრელოსა და სვანეთში, ასევე საქართველოს სხვა კუთხეებში. აქამდე არსებულმა მიდგომამ ის შედეგი გამოიღო, რომ მეგრულ და სვანურ ოჯახებში შვილებს და შვილიშვილებს არ ესაუბრებიან წინაპრების ენაზე, რომელიც ათასწლეულებს ითვლის, ენაზე, რომელიც ქართველი ხალხის სულიერი მემკვიდრეობის საამაყო ნაწილია. არ ესაუბრებიან, იმიტომ რომ, ამ ენებს არავითარი სტატუსი არა აქვს და ბუნებრივია, არავითარი პერსპექტივა, რის გამოც მათ აქტუალობა დაკარგეს და მივიწყების ზღვარზე არიან. მეგრული, ლაზური და სვანური ენების ასეთი სავალალო მდგომარეობა ყოვლად მიუღებელია ჩვენი რეგიონების და მთლიანად საქართველოს განათლებული და შეგნებული მოქალაქეებისთვის, საზიანოა მთლიანად ქართული სახელმწიფოსთვის, ქართველი ერის ერთიანობისთვის. სიტუაციის აღწერა გაცილებით დრამატულადაც შეიძლება და სწორედ ამ სიტუაციაში, პრეზიდენტის განცხადება, ჩვენი აზრით უნდა იქცეს ამ სიტუაციის სასიკეთოდ შემობრუნების საფუძვლად და ათვლის წერტილად. სასიხარულოა, რომ როგორც ჩანს, სახელმწიფოს პირველ პირებს გაცნობიერებული აქვთ აღნიშნული პრობლემის სიმწვავე, ობიექტური და სუბიექტური("ცრუ შიშები") მიზეზები და პრობლემის გადაწყვეტისათვის საჭირო გზების მოძიების აუცილებლობა. პეტიციის ხელმომწერნი მოგმართავთ, თხოვნით ნუ დარჩება აღნიშნული განცხადება მხოლოდ კეთილ განზრახვად და მოგიწოდებთ საკითხი გადავიდეს აქტიურ ფაზაში. დავიწყოთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, ფიქრი არსებული სავალალო სიტუაციის გამოსასწორებლად. ასევე მივმართავთ აკადემიურ წრეებს ჩაერთონ საკითხის განხილვაში.  
gallery images

უფასო სასადილოებში ულუფა უნდა გასამმაგდეს!

 საქართველოში სიღარიბის მიღმა ათიათასობით ადამიანია!  მათი ყოველდღიურობა ყოველდღიურად უფრო მეტად მძიმდება იმის მაგივრად, რომ უკეთესობისკენ იცვლებოდეს!  მხოლოდ თბილისში 40.000-მდე ბენეფიციარია უფასო სასადილოებში რეგისტრირებული, რათა მერიის მიერ გამოყოფილი 1.30 ლარის დღიური ულუფა მიიღოს!  ერთ დღეში ჩვენ სიღარიბეს ვერ დავამარცხებთ, თუმცა ამ ადამიანების ყოველდღიურობის გაუმჯობესება შეგვიძლია, თუნდაც მცირედითაც!  გამოვდივარ ინიციატივით - მერიამ, საკუთარი სახსრებით ან ცენტრალური ბიუჯეტიდან, მინიმუმ გაასამმაგოს ამ ადამიანების დღიური ულუფა, რათა ოდნავ მაინც შეიცვალოს მათი ყოფა უკეთესობისკენ! ხალხის პრობლემები და ინტერესები - უნდა გახდეს პრიორიტეტი!
gallery images

გაუქმდეს ე.წ. კომენდანტის საათი

საქართველოს მთავრობას!  ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მოვითხოვთ გაუქმდეს ე.წ. კომენდანტის საათი. ვირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით დაწესებული, დღეს მოქმედი კომენდანტის საათი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და არ ემსახურება იმ მიზნებს, რის გამოც არის შემოღებული. კომენდანტის რეჟიმი იწვევს ადამიანთა მეტ კონცენტრაციას დახურულ საზოგადოებრივ სივრცეებში (საზოგადოებრივ ტრანსპორტში,  მაღაზიებსა და სხვა მსგავს არეებში) უშუალოდ კომენდანტის საათის დაწყების წინ, ვიდრე ეს იქნებოდა კომენდანტის რეჟიმის არარსებობის პირობებში. საზოგადოებრივ სივრცეებში დისტანცირების მოთხოვნის მკაცრი დაცვა, რომელიც აუცილებელია ვირუსის გავრცელების პრევინციისათვის, კავშირში არ არის კომენდანტის საათთან. პირიქით, საკომენდანტო რეჟიმის პირობებში, განსაკუთრებით მისი ამოქმედების დროის მოახლოებისას, დისტანციის დაცვა შეუძლებელი ხდება. გარდა ამისა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ნებისმიერი ვირუსი, გავრცელების ყოველ ჯერზე, ხდება უფრო მეტად გავრცელებადი, რაც საყოველთაო ჩაკეტვებს არაეფექტიანს ხდის. ასევე, უცნობია მეცნიერულად დადასტურებული შემთხვევები, როდესაც ვირუსის სწრაფი გავრცელებისას ფატალობის ხარისხის პირდაპირპროპორციული ზრდა ფიქსირდება. მით უფრო, უკანასკნელი კვლევის მიხედვით, თბილისის მაცხოვრებლების 35%-ს უკვე აქვს გადატანილი ვირუსი, ხოლო მათგან 68%-მა არ იცოდა ამის შესახებ. გარდა ამისა, კომენდანტის საათისა და საყოველთაო ჩაკეტვის მეშვეობით დროის მოგება ვაქცინაციის ან/და სხვა ღონისძიებების დროულად დასაგეგმად, ასევე არაეფექტიანი აღმოჩნდა, რადგან ვაქცინაციის მსურველთა რიცხვი არის უკიდურესად მცირე. ამიტომ, მნიშვნელოვანია, გაუქმდეს კომენდანტის საათი, მაგრამ, გაძლიერდეს საგანმანათლებლო კამპანია, გაუმჯობესდეს რისკ-ჯუფების მეთვალყურეობის ღონისძიებები და დაჩქარდეს საყოველთაო ვაქცინაცია; დასახელებული მიზეზების გათვალისწინებით, მოვითხოვთ კომენდანტის რეჟიმის გაუქმებას, რაც კი არ გააუარესებს არსებულ ვითარებას, არამედ ხელს შეუწყობს საზოგადოებრივ სივრცეებში ადამიანთა კონცენტრაციის შემცირებას და აღარ მოგვევლინება ვირუსის გავრცელების პირდაპირ ხელისშემწყობ ფაქტორად.
gallery images

მე მაქვს სიცოცხლის უფლება!

ბატონო გენერალურო პროკურორო, ამ პეტიციით მოგმართავთ პირადად დაზარალებული, ნატო სლეპაკოვა, და დარწმუნებული ვარ, უამრავი ადამიანი დამიჭერს მხარს, ვისაც ქვეყანაში გამეფებული დაუსჯელობის სინდრომი ყელში აქვს ამოსული. მე წარმოვადგენ ცხოველთა დამცველს, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ამ ქვეყანაში ცხოველის კი არა, საკუთარი, ფუნდამენტალური უფლებები მქონია დასაცავი, როგორიცაა ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა, სიცოცხლის და ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებები და სხვა...   2020 წლის 10 ივნისს, საღამოს 09:30, ჩემი (თავშესაფრიდან აყვანილი) ძაღლის ათწუთიანი ყეფის გამო მეზობელმა, გიორგი თევდორაძემ, წიხლქვეშ გამიგდო და ცხვირი მომტეხა!!!  ბატონო გენ. პროკურორო, შეგახსენებთ, რომ პროკურატურის საქმიანობებში გაწერილია: "კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და დანაშაულის პრევენციას", და არა - "ხელს უწყობს დანაშაულის რეციდივს". მოვითხოვ, გამოძიებამ და პროკურატურამ მხედველობაში მიიღოს: 1. ამ ფაქტის დროს მიღებულმა დაზიანებებმა წარუშლელი კვალი დამიტოვა სახეზე, მიჭირს სუნთქვა და აღმენიშნება ამ ტრავმასთან დაკავშირებული სხვა სიმპტომები. 2. ფაქტის დროს ვიყავი უსუსურ მდგომარეობაში (გავდიოდი მკურნალობას გადატანილი ლაპარატომიის გამო). 3. ბრალდებულს არ შემოუთავაზებია მკურნალობაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება. 4. ბრალდებული ახდენდა მოწმეებზე ზეწოლას და კონფლიქტის შემდგომ ესკალირებას, რაზედაც მაქვს წარდგენილი საპატრულო გამოძახებების ოქმები. 5. ბრალდებული ორჯერ ნასამართლებია ძალადობრივ მუხლებზე, რაც, მიუხედავად გაქარწყლებისა, გაცილებით უკეთ მეტყველებს მის პიროვნულ თვისებებზე, ვიდრე ვინმე მღვდლის დახასიათება. 6. ბრალდებულის მიერ წარდგენილი საბუთები, რომ ოპიოიდების მიღების შედეგად, ფსიქიკური და ქცევითი აშლილობა აქვს და ჩანაცვლებით თერაპიას გადის მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება სიმართლეს - ჩანაცვლებით თერაპიასთან ერთად, ის სხვადასხვა აკრძალული ნივთიერებების მიღებას განაგრძობს, რაზედაც, თუნდაც, მის წინააღმდეგ წარმოებული ადმინისტრაციული საქმე #330510020004056126 მეტყველებს. 7. ბრალდებულს გამოყენებული აქვს ამნისტია, სასარგებლო შრომა და "გამოსწორების" სხვა შანსები და 45 წლამდე ვერ გამოსწორებულა, კანონისადმი მორჩილების მოთხოვნას ის "შევიწროვებად" აღიქვამს, ხოლო ამ საქმეზე წაყენებულ ბრალს - "პროკურატურაზე და გამოძიებაზე ზეწოლად", რაც იმაზე მიუთითებს, რომ მას არც ბრალი აქვს გააზრებული და არც რაიმე სინანული აწუხებს, ხოლო მისი "ვაღიარებ" და მლიქვნელური ბოდიშები მხოლოდ სასჯელის არიდების მცდელობაა. 8. საკუთარი მეუღლის ჩვენების თანახმად, ბრალდებული გაუწონასწორებელი ფსიქიკის მატარებელია და მისი ოჯახის წევრები/ახლობლები ყველაფერს აკეთებენ, რომ "არ გაღიზიანდეს", ხოლო პროკურორი ყანდიაშვილი, რატომღაც დარწმუნებულია, რომ გიორგი თევდორაძე აღარაა საფრთხის მატარებელი. ბატონო პროკურორო, მხოლოდ კონსტიტუციით მონიჭებული უფლებების დაცვას ვითხოვ თქვენი სამსახურისგან. მე მარტომ გავზარდე ორი ვაჟკაცი და თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ამ საზოგადოების ღირსეული წევრი ვარ. ბატონო პროკურორო, შეასრულეთ თქვენი პროფესიული მოვალეობა, დამიცავით, რომ თავისუფლად გავაგრძელო ცხოვრება და საქმიანობა - შევძლო დავიცვა ჩემზე სუსტები და დავეხმარო ჩემზე გაჭირვებულებს. 
gallery images

არ შეეხოს ამნისტია 19-21 ივნისის დანაშაულებში მონაწილე პოლიტიკურ თანამდებობის პირებსა და საჯარო მოხელეებს.

საქართველოს პოლიტიკური კრიზისდან გამოსვლისთვის საერთაშორისო მედიატორების ძალისხმევით მიღებული დოკუმენტის თანახმად, უნდა გამოიცეს ფართო ამნისტია 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება აღნიშნული პერიოდის ყველა დარღვევასა და დაკავებას. მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მათთვის თვალებში დამიზნებით მსროლელი და ამის ბრძანების გამცებებს შორის ტოლობის დასმა ნიშნავს-მწვანე შუქის ანთებას მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევისთვისა და ანტისაოკუპაციო აქციის უდანაშაულო მონაწილეების ჯერ დამნაშვეებად შერაცხვასა და შემდეგ შეწყალებას.  აღსაღნიშნავია, რომ ''გავრილოვის ღამეს'' უამრავმმა დემონსტრანტმა და მათ შორის, მედიის თანამშრომლებმაც სიცოცხლისთვის სახიფათო არაერთი დაზიანება მიიღეს სამართალდამცავების მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი, დანაშაულებრივი ქმედებების-გამო.  სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, მოლაპარაკებებში მონაწილე მხარეებსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ამოიღონ შეთანხმებიდან აღნიშნული პუნქტი. 
gallery images

არ აშენდეს ყიფშიძის ქუჩაზე დამატებითი კორპუსები!

ყიფშიძისა და მის მიმდებარე ქუჩებზე (აბულაძე, მიქელაძე, გაბაშვილი) ბოლო წლებში გამალებული მშენებლობაა. აშენდა ათობით მრავალსართულიანი კორპუსი. უკვე გართულებულია წყლის მიწოდება, ხშირია საცობები, დროულად ვერ მოდის სასწრაფო და სახანძრო მანქანები, ბინძურდება ჰაერი. ამ ფონზე განზრახულია კიდევ 3 კორპუსის ჩადგმა (25, 16 და 19 სართულიანი). ერთი შეხედვით მიზანი კეთილშობილია - 190 დაზარალებული ოჯახის დაკმაყოფილება.   მაგრამ: ამხელა დატვირთვას ყიფშიძის უბანი ვეღარ გაუძლებს!  ვითხოვთ: 1. არ აშენდეს ყიფშიძს ქუჩაზე დამატებითი კორპუსები! 2. გამოიძებნოს დაზარალებული ოჯახების უზრუნველყოფა სხვა ხერხები 
gallery images

საქართველო ცალმხრივად შეუერთდეს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო)-ს

საქართველო ცალმხრივად შეუერთდეს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატოს)-ს.   რადგან: ნატოში გაწევრიანების პლებისციტს მხარი დაუჭირა გამოკითხულთა 77%; საქართველო მიისწრაფვის და ახდენს პოლიტიკურ და სამხედრო სტანდარტიზაცია/ადაპტაციას ალიანსის სრული თავსებადობისთვის; დღესდღეობით საქართველოს ნაწილი, ტერიტორიის 21% ოკუპირებულია და სამწუხაროდ ოკუპაციის პროცესი, აგრეთვე  ოკუპაციის საფრთხე გაზრდილია; საქართველო ზემოხსენებული კეთილი ნებით და ამ უპრეცედენტო ნაბიჯით დიდწილად დააჩქარებს საკუთარ გაწევრიანებას ალიანსში.   2021 წლის 16 აპრილი
gallery images

გაიწმინდოს ეკლესია უღირსი სასულიერო პირებისგან!

საქართველოს ხსნა და გადარჩენა ქრისტე ღმერთის გზაზე სიარულშია! ამიტომ მოვითხოვთ გაიწმინდოს დედა ეკლესია, უღირსი სასულიერო პირებისგან!
gallery images

ემიგრანტები ნამოჰვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ

ემიგრანტები ნამოჰვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ... არაა....!!!  ქართული მიწების გასხვისებას....!!! არაა...!!! ნამოჰვანჰესის მშენებლობას...!!!
gallery images

რიონის ხეობის გადარჩენისთვის

თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის კურსდამთავრებულების ნაწილი გამოვთქვამთ ჩვენს მტკიცე პოზიციას ნამოხვანში ჰესების კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ აქციის ორგანიზატორებს და ვიზიარებთ მათ მიერ გამოთქმულ პოზიციებს, ვთვლით რა, რომ კომპანია „ენკა რინიუებლზსა“ და საქართველოს ხელისუფლებას შორის დაიდო ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს სახელმწიფო არის წაგებულ პოზიციაში ყველა მიმართულებით, შესაბამისად ეს კონტრაქტი არის კაბალური და ვითხოვთ მის გაუქმებას. გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ისევე, როგორც აქციის ორგანიზატორები, ჩვენც ვემიჯნებით ქსენოფობიურ განცხადებებსა და რელიგიური ნიშნით ადამიანების გამიჯვნას, ჩვენში აღშფოთებას იწვევს კონტრაქტის კაბალური შინაარსი, მიწის დიდი ფართობის გადაცემა უცხო კომპანიისთვის, როგორც პირდაპირი მიყიდვის წესით სამუდამოდ, ასევე აღნაგობის უფლებით 99 წლის მანძილზე, ბუნდოვანია ჰესების კასკადთან დაკავშირებული სხვა საკითხებიც, რომელიც ხელს გვიშლის ვენდოთ მხარეებს. ასევე, ვითხოვთ გაუქმდეს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა ხეობაში, რომელიც უსაფუძვლოა და არღვევს ადამიანის უფლებებს.   პატივისცემით ხელმომწერები
gallery images

არა პოლიტიკურ და-ЗАМОК-ებას!

საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეს, საქართველოს პრემიერ მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს  არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი მ    ი    მ    ა     რ    თ   ვ    ა ბატონო პრემიერ მინისტრო, 2021 წლის 9 აპრილის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 2021 წლის 4-დან 11 მაისის ჩათვლით გამოცხადდა უქმე დღეები. ჩვენ გვახსოვს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადება, რომ აღდგომამდე 1 კვირით ადრე გადაწყდება ამა თუ იმ შეზღუდვის დაწესების მიზნობრიობა (https://www.interpressnews.ge/ka/article/649893-jandacvis-ministris-gancxadebit-agdgomis-dgesascaulamde-erti-kvirit-adre-gaxdeba-cnobili-dacesdeba-tu-ara-raime-shezgudva/). ასევე ცნობილია, რომ ძალაში რჩება კომენდანტის საათი (ანტიკონსტიტუციური) - 21:00-05:00 შეზღუდულია გადაადგილება. 2021 წელს აღდგომა აღინიშნება 2 მაისს, ანუ - ე.წ. "უქმე დღეებამდე" დასვენების დღეებია 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით, ასევე დასვენების დღეა 12 მაისი. ცნობილია, რომ 15 მაისს დაგეგმილია ოპოზიციის აქცია. რათქმა უნდა ლოგიკურად იკითხება ხელისუფლების განზრახვა - შექმნას დამატებითი შეზღუდვები - ანუ პოლიტიკური LOCKDOWN დააწესოს ქვეყანაში. სწორედ ამიტომ, "არა პოლიტიკურ და-ЗАМОК-ებას!" რატომ "და-ЗАМОК-ება"? - იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება არის სიანმდვილეში რუსულ პოლიტიკურ ორბიტაზე და ატარებს რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკას! აღნიშნულზე მეტყველეს არაერთი ფაქტი - პოზნერის ვიზიტი და შეზღუდვების მოხსნა რუსი სტუმრებისათვის, ქეიფი და დაბადების დღის სუფრა, გავრილოვის ვიზიტი, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქეებისათვის დისკრიმინაციული 5-დღიანი კარანტინი და ა.შ. ჩვენ გვახსოვს საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრების (ანუ მმართველი პარტიის, ქართული ოცნების) არაერთი განცხადება - შეკრება, მანიფესტაცია, აქცია - ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას. საპირისპირო ვითარება ვიხილეთ 9 აპრილს უცნობის, იგივე გია გაჩეჩილაძის აქციაზე - თუმცა არც ერთ ჯანდაცვის მუშაკს (იმნაძე, გამყრელიძე) არ გამოუთქვავს პროტესტი! ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციაბი ვაცხადებთ, რომ: მთავრობის განცხადებებში იკითხება პოლიტიკური LOCKDOWN-ის გამოცხადების შინაარსი; კომენდანტის საათი - არის ანტიკონსტიტუციური და ის ასევე არის პოლიტიკური შინაარსის მატარებელი. ქვეყანაში ჩამონგრეული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, ქვემოთ ხელმომწერი ორგანიზაციები და ასევე თავისუფალი და საჯარო მანიფესტის ხელმომწერი მოქალაქეები მოგიწოდებთ: პოლიტიკური შინაარსით არ დააწესოთ არანაირი შეზღუდვა; გააუქმეთ ანტიკონსტიტუციური კომენდანტის საათი; #322 დადგენილებაში შეიტანეთ ცვლილება და გააუქმეთ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქეებისათვის სავალდებულო 5-დღიანი დისკრიმინაციული კარანტინი; დროულად აწარმოეთ პირდაპირი მოლაპარაკება WHO-ს მიერ აღიარებული pFizer-ის ვაქცინა. ჩვენ გვესმის უკვე საერთაშორისო საზოგადოების მესიჯები გადაადგილების უკანონო შეზღუდვებზე, ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ შეზღუდვაზე. ზემოთხსენებული პუნქტების არ შესრულებით, მოქალაქეთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დარღვევით და მაღალი ხარისხის ვაქცინის არ შემოტანით (შემდგომ კი განცხადებები - ხალხი არ იკეთებს ვაქცინას) გამოვლინდება მხოლოდ ერთი - მმართველი პარტიის პოლიტიკური ინტერესი და შინაარსი - რამეთუ ახლოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, და მმართველი პარტია ემზადება უკვე წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყებად და ნუ შეუზღუდავთ პოლიტიკურ პარტიებს კამპანიის ჩატარებაში. არა პოლიტიკურ და-ЗАМОК-ებას! ნუ კლავთ გაჭირვებაში ქვეყნის მოსახლეობას! ნუ გახსენდებათ მოქალაქეები მხოლოდ წინასაარჩევნოდ! გახსენით ეკონომიკა! გახსენით ტურიზმი! მოხსენით უკანონო კომენდანტის საათი! არა პოლიტიკურ და-ЗАМОК-ებას!   „ახალგაზრდა თაობა“     /დ.დონერიანი/ „მონიტორინგის ცენტრი - საზოგადოება“     /ე.კერესელიძე/ „ახალი ძალა საქართველოსთვის“     /ლ.შველიძე/    10/აპრილი/2021 წელი
gallery images

ჩატარედეს "ერთიანი ეროვნული გამოცდები" ონლაინ ფორმატით

მოგესალმებით! მოგეხსნებათ უკვე 1 წელია გვიწევს პანდემიის პერიოდში ყოფნა, რამაც დიდი გავლენა იქონია ჩვენს  ყოველდღიურობაზე, დაიწყო ონალინ სწავლება , რამაც დამაკმაყოფილებელი შედეგი გამოიღო, ახლა როდესაც ქვეყანაში კორონა ვირუსი მძვინვარებს ,გვაქვს მოლოდინი შემდეგ "ტალღებზე" არსწორად მიმაჩნია ერთიანი "ეროვნული გამოცდების 2021"  ჩატარება ჩვეულებრივი ფორმატით, ასევე თუ ვთანხმდებით რომ ონლაინ სწავლება შედეგიანია რატომ არშეიძლება ონლაინ გაკვეთილებით ნასწავლი მასალის ონლაინ ჩაბარება? აღნიშნული მეთოდი წარმატებით იქნა დანერგილი და განხორციელებული უმაღლეს სასწავლებლებში.  მივმართავთ "საქართველოს განათლებისა მეცნიერბის სამინისტრო" ს  და "შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი" ს  რომ წელს დაუშვას ონლაინ ფორმატით "ერთიანი ეროვნული გამოცდები" ს ჩატარება. რაც გამოწვეულია მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო მადლობა!
gallery images

პეტიცია: სოფელ ნუკრიანის 24 საათიანი წყალმომარეგბის შესახებ

მოვითხოვთ სოფელ ნუკრიანში მოეწყოს ჭაბურღილები, რომლებიც უზრუნველყოფენ სოფლის 24-საათიან წყალმომარაგებას, ამასთანავე შეიცვალოს წყალსადენი მილები, რადგან არსებულის მილები გახლავთ ამორტიზირებული და არ აკმაყოფილებს დღევანდელ მოთხოვნებს, ადგილზე მოდის დაბინძურებული წყალი ,  რომელიც არ არის სასმელად ვარგისი, სოფლის მოსახლეობას ჯანმთელობის პრობლემას უქმნის  და ამასთანავე მოსახლეობა იძულებულია სასმელი წყალი იყიდოს , ან მეზობელი სოფლიდან მოიმარაგოს. თხოვთ, გაითვალისწინოთ სოფელ ნუკრიანის მოსახლეობის მოთხოვნა და დადებითად გადაწყვიტოთ ჩვენი არსებული პრობლემა.