add one
gallery images

ვადამდელი არჩევნები

არჩევნები დაინიშნოს 2022 აპრილში ან ოქტომბერში! მანამდე ჩატარდეს  ხალხის გამოკითხვა!
gallery images

საქართველოს მხარდაჭერა ალიონა თანის!!!

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო გოგოზე, რომელმაც Instagram-ზე დაწერა – “აფხაზეთი საქართველოა”. დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 27 მარტს სოც. ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოზე და მასში ასახული ყველა პირის მიმართ დაიწყო. ე.წ. სამართალდამცავ ორგანოებში დაფიქსირებული მრავალი უკმაყოფილო მესიჯების შემდეგ, გავრცელებული ვიდეოს ავტორის, 2001 წელს დაბადებული ალიონა თანის მშობლები დაიკითხნენ. თავად ალიონა თანის კი ვიდეორგოლის გავრცელებისთვის ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამართალდამცავ ორგანოში საზოგადოებისთვის ბოდიში მოახდევინეს. ჩვენ, ხელის მომწერებს გვსურს, დავაფიქსიროთ მის მიმართ მხარდაჭერა და მოვუწოდოთ ეგრეთწოდებულ დეფაქტო სამართალდამცველებს შეწყვინოთ ზეწოლა ალიონას და მის ოჯახზე.  
gallery images

გაკეთდეს ჯონ სტეინბეკის "ედემის აღმოსავლეთით" წიგნის რეპრინტი

მოგესალმებით,მოგმართავთ მკითხველთა ლიგის სახელით,სხვადასხვა სოციალურ ქსელში გავრცელებული საჭიროებიდან გამომდინარე, რაც უკავშირდება ჯონ სტეინბეკის "ედემის აღმოსავლეთით" წიგნის ტირაჟის ამოწურვით გამოწვეულ უკმაყოფილებას, გადავწყვითეთ შეგვექმნა პეტიცია, რომლის მიზანიც არის მოვითხოვოთ აღნიშნული წიგნის რეპრინტის გაკეთება წიგნის სხვადასხვა გამომცემლობების მიერ.გთხოვთ, შემოუერთდეთ აღნიშნულ პეტიციას, რათა ერთად მივიტანოთ ჩვენი სურვილი ქართულ გამომცემლობებამდე.წინასწარ დიდ მადლობა მოგახსენებთ აქტიურობისთვის. 
gallery images

უშვილო წყვილების პრობლემატიკა

   საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალის როლი საზოგადოებისთვის“ ახორციელებს პროექტს, უშვილო წყვილების საზოგადოებრივ მხარდაჭერასთან დაკავშირებით.    ორგანიზაციამ, დარგის სპეციალისტების და ექსპერტების მონაწილეობით გლობალურად შეისწავლა აღნიშნული საკითხი. გამოიკვეთა კონკრეტული პრობლემები, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან მოითხოვს მხარდაჭერას და აჩენს პირდაპირ ვალდებულებას, ვინაიდან ესაა სახელმწიფოს პრიორიტეტი და მისი სამომავლო მდგრადობის გარანტი. სამწუხაროდ ეს პრობლემა გაახალგაზრდავდა.      ორგანიზაციის მოთხოვნებია:პირველადი რადიოლოგიური, ლაბორატორიული და ინვიტრო განაყოფიერების  სუბსიდირებამედიკამენტების შეღავათიანი ფასებით შესყიდვა.  ორგანიზაცია დარწმუნებულია და აქვს იმედი, თქვენი მხარდაჭერის და თანადგომის.
gallery images

შეიქმნას ვაქცინაციის სათადარიგო სია

მოგმართავთ ვაქცინაციის მხარდამჭერთა საინიციატივო ჯგუფის სახელით. გიერთდებით რა ვაქცინაციის ეფექტურად განხორციელების სურვილში, გთხოვთ:აცრების სარეგისტრაციო გვერდზე (booking.moh.gov.ge) დაამატოთ სათადარიგო ჯავშნების ფუნქცია იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც მზად არიან, დღის ბოლოს სწრაფად გამოცხადდნენ აცრების ცენტრებში და აიცრან გამოუყენებლად დარჩენილი, გადასაღვრელად განკუთვნილი ვაქცინით.    ღრმად გვწამს, რომ ქვეყანაში სათადარიგო რეგისტრაციის დაშვებით:- დაიზოგება ძვირფასი რესურსი ვაქცინების სახით და შემცირდება მის შესაძენად გაწეული ხარჯი;- გაიზრდება აცრილთა რაოდენობა;- იმ ადამიანთა აცრით, რომლებიც გადასაღვრელად გადადებულ ვაქცინებს აითვისებენ, ვაქცინაციის მიმართ კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებში გაჩნდება რწმენა ვაქცინების მიმართ, რადგანაც გაიაზრებენ, თუ როგორი ძვირფასი რესურსია თითოეული ვაქცინა. ეს ქვეყანაში აცრების საწინააღმდეგო განწყობას შეასუსტებს; - მოიმატებს აცრების პროცესის მხარდაჭერა მოქალაქეებს შორის;- გამრავალფეროვნდება აცრილთა კატეგორიები და ასაკობრივი ჯგუფები; - ფართო ჩართულობითა და მოქნილობით დამატებით წვლილს შევიტანთ პანდემიის დაძლევის ძალისხმევაში.  საინიციატივო ჯგუფის წევრები (ჟურნალისტები, ექიმები, სოციალური მუშაკები, განმანათლებლები და სხვა პროფესიონალები,) გამოვხატავთ მზაობას, აქტიურად მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია ამ ახალი შესაძლებლობის თაობაზე.
gallery images

მიმართვა მედიაციის პროცესში ჩართულ პოლიტიკოსებს

ქალბატონებო და ბატონებო,ყურადღებით ვაკვირდებით ბოლო თვეებში ქვეყანაში თქვენი მონაწილეობით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ყველასთვის ნათელია, რომ კრიზისი უფრო და უფრო ღრმავდება. მედიაციის პირველი რაუნდის უშედეგოდ დასრულებამ საქართველოს ბევრ მოქალაქეს იმედი გაუცრუა. მათ სურთ, იხილონ ქვეყნის განვითარებაზე მომუშავე პარტიები, თუმცა, ამის საპირისპიროდ, მხოლოდ პოლარიზაციის გაღრმავებაზე ორიენტირებულ ქმედებებს იღებენ. სამწუხაროდ, პოლიტიკური დისკუსია  დაცლილია საზოგადოების უმთავრესი წუხილებისა და ყოველდღიურ პრობლემებზე ზრუნვისგან. საქართველოსკენ მომართულია საერთაშორისო ყურადღება, რაც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე მიუთითებს. ქვეყნის მთავარი პარტნიორები, ევროკავშირისა და აშშ-ს სახით, არსებული კრიზისიდან გამოსავლის პოვნისთვის ძალისხმევას არ ზოგავენ. ამავდროულად ნათელია, რომ პრობლემის გასაღები ხელში თქვენ, ქართველ პოლიტიკოსებს, გიჭირავთ. სამწუხაროდ, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ კრიზისის განმუხტვა არ წარმოადგენს მოლაპარაკებებში ჩართული მხარეების უმთავრეს პრიორიტეტს. ნაცვლად კომპრომისული გადაწყვეტილებების ძებნისა, მხარეები წითელ ხაზებს აწესებენ, რაც აჩენს განცდას, რომ შეთანხმების მოტივაცია არ არსებობს. ქვეყანა სოციალური, ეკონომიკური, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას და მათზე პასუხის გასაცემად საჭიროა სიცოცხლისუნარიანი, დამოუკიდებელი და ეფექტიანი ინსტიტუტები. პოლიტიკური კრიზისი, მართალია, საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტაბილურობასა და დემოკრატიულ განვითარებას, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ის გულისხმობს შესაძლებლობასაც, მკაფიოდ დავინახოთ მისი გამომწვევი მიზეზები და დავიწყოთ მუშაობა მათი აღმოფხვრისთვის. ჩვენთვის, ნათელია, რომ ამ მდგომარეობამდე ქვეყანა არსებულმა მმართველობითმა სისტემამ მოიყვანა, რომელიც 30 წელია ყველა მმართველ გუნდს ფაქტობრივად უკონტროლო და დაუბალანსებელ ძალაუფლებას ანიჭებს. თამაშის ერთადერთი წესი - გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი, ყოვლისშემძლე უმრავლესობას ოპოზიციის უგულვებელყოფის შესაძლებლობას აძლევს. არჩევნებში დამარცხებული პარტია საკუთარი ელექტორალური მხარდაჭერის პროპორციულ გავლენას ვერ ახდენს პოლიტიკურ პროცესებზე. სისტემა ძალაუფლების განაწილების პრინციპში ამომრჩევლის დიდ ნაწილს არ ითვალისწინებს. ეს ნულოვანი ჯამის თამაშია და ეს უნდა შეიცვალოს. ამაზე მუშაობის დასაწყებად კი ახლა საუკეთესო დროა. გვსურს შემოგთავაზოთ არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამოსავლის ჩვენეული ხედვა, რომელიც ეყრდნობა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის 6 პუნქტიან ჩარჩო დოკუმენტს. ჩვენ, ღრმად გვწამს, რომ ეს შემოთავაზებები გადაჭრის არსებულ კრიზისს მოკლევადიან პერსპექტივაში და ასევე სამომავლოდ გააჯანსაღებს, კონსენსუსზე ორიენტირებულს გახდის პოლიტიკურ სისტემას:როგორც საპარლამენტო, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ბუნებრივთან მიახლოებულ ბარიერთან. საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირებისა და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი უნდა შეიცვალოს იმგვარად, რომ მან უზრუნველყოს პოლიტიკური პარტიების სამართლიანი მონაწილეობა და ჩართულობა, ასევე საზოგადოების მაღალი ნდობა;პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეთა დანიშვნის, ისევე როგორ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა პარლამენტში წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოში საჭირო უნდა იყოს ე.წ. ორმაგი 2/3 (ერთდროულად მოსამართლე წევრთა 2/3 და არამოსამართლე წევრთა 2/3), თავის მხრივ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები პარლამენტში ორმხრივი, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხარდაჭერით უნდა დაინიშნონ (ე.წ. ბილატერალური მხარდაჭერა);ბილატერალური მხარდაჭერითვე უნდა დაინიშნონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები; უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, გენერალური აუდიტორი და გენერალური პროკურორი. ეს თანამდებობის პირები, ისევე როგორც მოსამართლეები, უნდა დაექვემდებარონ განახლებული პროცედურით გადანიშვნის წესს 2021 წლის განმავლობაში; უმრავლესობამ უნდა გამონახოს სამართლებრივი გზები ოპოზიციისთვის პრინციპული მნიშვნელობის მქონე სისხლისსამართლებრივი საქმეების ფიგურანტი პირების სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გასათავისუფლებლად და მათი საქმეების დროებით შესაჩერებლად. საბოლოო გადაწყვეტილება მათზე ზემოაღნიშნული პუნქტების შესაბამისად რეფორმირებულმა მართლმსაჯულების სისტემამ უნდა მიიღოს;  პარლამენტის სპიკერატში ოპოზიცია და უმრავლესობა თანაბარი რაოდენობით უნდა იყვნენ წარმოდგენილნი; პირველი ვიცესპიკერი უნდა იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი; კომიტეტის თავმჯდომარეთა თანამდებობები, მათ შორის წამყვანი კომიტეტების, ოპოზიციასა და უმრავლესობას იმ პროპორციით გადაუნაწილდეს, როგორიც მათი საპარლამენტო წარმომადგენლობაა;საქართველოს მოსახლეობისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე ხელისუფლების მიერ ზემოაღნიშნული ვალდებულებების აღების შემდეგ, ოპოზიციამ უნდა აითვისოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებული მანდატები, ჩაერთოს ინსტიტუციონალიზებულ პოლიტიკაში და მონაწილეობა მიიღოს ზემოაღნიშნული რეფორმების როგორც შემუშავებაში, ისე იმპლემენტაციაში.ეს ნაბიჯები უნდა გახდეს საქართველოს საერთაშორისო მისწრაფებების ხორცშესხმის აუცილებელი წინაპირობა და ისინი უნდა გადაიდგას 2021 წლის საგაზაფხულო სესიაზე. გვჯერა, რომ ხელისუფლების განაწილება, მმართველობის დაბალანსებული სისტემა და დემოკრატიული რეფორმები არის ყველაფრის საპირწონე და ქვეყნისთვის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების ერთადერთი გზა.  ამ რეფორმებზე მუშაობის პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად ინკლუზიური, დაექვემდებაროს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ზედამხედველობას. მიგვაჩნია, რომ მხოლოდ ასეთი, ურთიერთანამშრომლობაზე დაფუძნებული მოდელი მოგვცემს შესაძლებლობას, პირველადი, თუმცა მყარი საფუძველი, შევქმნათ დემოკრატიული, ადამიანის ღირსებაზე, თავისუფლებასა და თანასწორობაზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობისთვის. მზად ვართ, მნიშვნელოვანი როლი ვითამაშოთ ამ პროცესში, მათ შორის მხარეებთან რეფორმების კონკრეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით კონსულტაციების კუთხით. ამგვარად, მხარეებს მოგიწოდებთ, რომ გამოიყენოთ მედიაციის მეორე რაუნდით მონიჭებული შესაძლებლობა და ზემოაღნიშნული პუნქტების გათვალისწინებით მიაღწიოთ შეთანხმებას, რათა ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ რიტმს, სადაც სხვადასხვა პოლიტიკური პოზიციიდან, თუმცა ერთობლივად იმუშავებთ, საერთო მიზნის, ქვეყნის განვითარებისთვის.  ხელმოწერა: მიმართვა ღიაა ნებისმიერი ორგანიზაციისა და ფიზიკური პირის ხელმოწერისთვის. ორგანიზაციებმა სახელის გრაფაში ჩაწერეთ ორგანიზაციის დასახელება, ხოლო გვარის გრაფაში სიტყვა "ორგანიზაცია".მიმართვის ავტორები არიან: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI Georgia); ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); ლიბერალური აკადემია თბილისი. Letter to politicians involved in the mediation process Dear Sirs and Madams,We have closely followed and observed the political developments of the last few months that you have been part of in Georgia. It is clear for everyone that the crisis is getting deeper and deeper by the day. The failure of the first round of mediation has left many citizens in low spirits. Georgians want to see political parties focused on the furthering of the country’s development, however all they get is more and more actions aimed at deepening the political polarization. To our greatest regret, political discussions are depleted from the most meaningful and important topics that are of interest and concern to the Georgian public. Georgia is under international spotlight, which is indicative of its strategic importance. The country’s main partners, the EU and the United States, are sparing no effort to find a solution to overcoming the crisis. At the same time it is clear that the key to resolving this problem is in the hands of Georgian politicians. We are unfortunately under the impression that the parties involved in the negotiations are not prioritizing looking for the solution out of the crisis. Instead of trying to find a compromise, the parties are instead imposing red lines. This approach suggests that there is no motivation to reach an agreement. The country stands before major social, economic and foreign policy challenges. Independent and effective institutions are the prerequisite to overcoming these challenges. The ongoing political crisis poses significant risks to the stability and democratic development of the country. Nevertheless, we strongly believe that with every crisis comes opportunity: we should use it to identify and resolve the underlying causes. It is clear to us that the country was brought to this state by the current system of government, which has endowed all previous ruling parties over the last 30 years with uncontrolled and unbalanced powers. A winner takes all rule allows the all-powerful majority to disregard and neglect the voice of the opposition. A party that has suffered defeat in the elections is unable to have an impact on the political processes that would be proportionally reflective of its electoral support. The system doesn’t take into account a large number of voters in the distribution of powers. This is a zero-sum game and it needs to change. Now is the perfect time to start working on this. We would like to propose our vision of overcoming the current political crisis, which is based on the President of the European Council Charles Michel’s 6-point framework document. We strongly believe that these recommendations will resolve the crisis in the short run and ensure that the political system is healthier and conducive to consensus in the future. Both the Parliamentary and the local government elections must be held through a proportional system with a near-natural threshold. The rules for the formation of the electoral administration and adoption of decisions by it must change in a way that ensures fair participation and inclusion of political parties, as well as a high degree of trust among the public;Decisions concerning the appointment of first- and second-instance judges, as well as the nomination of Supreme Court judges for parliamentary approval, must require the so-called double two-thirds vote (two-thirds of both the judge and the non-judge members) in the High Council of Justice, while the Parliament must appoint the non-judge members of the High Council of Justice through bipartisan support from the ruling party and the opposition (the so-called bilateral support);Members of the Central Electoral Commission, Supreme Court judges, the General Auditor, and the General Prosecutor must also be appointed through bilateral support. Like judges, these officials must be reappointed through the new procedure in 2021;The parliamentary majority must find ways for the release from penitentiary institutions of the defendants in the criminal cases which the opposition considers particularly important and temporary suspension of those cases. A justice system reformed according to the above principles must produce final rulings on them;The positions of the speaker and the deputy speakers should be divided equally between the opposition and majority; the First Vice-Speaker should be a member of the opposition; the Parliamentary chairperson positions, including that of lead committees, should be divided among the opposition and majority in a proportional manner, which would reflect the number of their parliamentary seats;Upon making the aforementioned commitments to the Georgian people and international partners, the opposition should take up the mandates obtained during the 2020 Parliamentary elections, engage in institutionalized politics and participate in both the development and implementation of the aforementioned reforms.These steps must become a prerequisite for the realization of Georgia’s international aspirations. They must be taken at the spring 2021 session. We believe that division of power, a balanced system of government, and democratic reforms are a universal safeguard and the sole path to the country’s integration with the Euro-Atlantic structures. The process of working on these reforms must be as inclusive as possible and subject to oversight by local and international organizations. We believe that only this kind of a model, which is based on cooperation, will make it possible for us to lay the foundation for a democratic state built upon the principles of human dignity, freedom, and equality. We are prepared to play a significant role in this process, inter alia, by holding consultations with the sides on specific areas of reform.We therefore urge the sides to take advantage of the opportunity which the second round of mediation provides and to reach an agreement according to the above points, so that the country can return to normal life where you will work together from different political positions to attain the common goal of the country’s development.Signatures: Any organization or individual is welcome to sign the address The address was prepared by the Georgian Young Lawyers Association (GYLA); Transparency International Georgia (TI Georgia); Human Rights Education and Monitoring Centre (EMC); International Society for Fair Elections and Democracy (ISFED); Liberal Academy Tbilisi.
gallery images

მოითხოვე ვადამდელი არჩევნები

ვიწყებს კამპანიას - მოითხოვე ვადამდელი არჩევნები - #თავისუფლებისთვის #შენიმომავლისთვის.როდესაც „ქართულ ოცნებას“ არ ესმის ხალხის ხმა და საზოგადოების სამართლიანი მოთხოვნები, ჩვენი, თითოეული მოქალაქის ვალია, ეს ხმა გავაგონოთ. პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, ქვეყნის გადასატვირთად ერთადერთი გზა არის ვადამდელი არჩევნები; ეს არის ჩვენი საზოგადოების დაკვეთა. ამოამრჩეველთა მინიმუმ ნახევარზე მეტმა, ხმა მისცა ცვლილებებს და მათი ხმა „ქართულმა ოცნებამ“ მოიპარა, გააყალბა და არაფრად ჩააგდო. ვადამდელ არჩევნებზე გადის ქვეყნის განვითარების, ჩვენი ევროპული არჩევანის, ჩვენი თავისუფლებისა და მომავლისათვის ბრძოლის გზა.კამპანია მიზნად ისახავს, ხელისუფლებას აჩვენოს ქართველი ხალხის ნება, დღევანდელ მმართველებს დაანახოს იმ ადამიანების მოთხოვნა, ვინც დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლების წყაროა. ამ კამპანიის ფარგლებში ვაპირებთ მუშაობას მთელი საქართველოს მასშტაბით - თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, თელავში ჩვენი ქვეყნის პატარა თუ დიდ ქალაქებში, სოფლებში... ჩვენ მივალთ თითოეულ ადამიანამდე და მათ ხმას, სამართლიან მოთხოვნებს გავაგონებთ ყველას. ჩვენ შევაგროვებთ საქართველოს მოქალაქეების ხელმოწერებს, რათა მათი ნება დეკლარირებული და ყველასათვის გასაგები იყოს. პირადი შეხვედრების გარდა, online პლატფორმის, ინტერნეტისა და სოციალური ქსელების მეშვეობით მოხდება ჩვენი მოქალაქეების ხელმოწერების შეგროვება. ჩვენი კარი ღიაა ყველა აქტივისტისთვის, არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური პარტიებისთვის. შემოგვიერთდით! ✌
gallery images

პეტიცია-პოპულაციური მნიშვნელობის აცრის/ვაქცინაციის/იმუნიზაციის სავალდებულო წესის დანერგვის შესახებ

პეტიცია-პოპულაციური მნიშვნელობის   აცრის/ვაქცინაციის/იმუნიზაციის სავალდებულო წესის დანერგვის შესახებ     მოცემულობა        პერიოდულად სხვადასხვა ვირუსული ინფექციები/დაავადებები საფრთხეს უქმნიან პოპულაციას.     ლოკალურ ვირუსულ აფეთქებებს, ეპიდემიები და ახლა უკვე გლობალური „კოვიდ“ პანდემია დაემატა.   ზოგადად ვაქცინაცია ცივილიზაციური მიღწევა და საზოგადოებრივი სიკეთეა, თუ აცრისთვის განკუთვნილი პრეპარატი ლიცენზირებულია და ის ტარდება დადგენილი წესი/პროტოკოლის შესაბამისად.      რომ არა წითელა, წითურა, ყბაყურა, დიფტერიის, პოლიემილითის და სხვა  გეგმიური აცრების ჩატარება ბავშვებისთვის/მოზარდებისთვის და ზრდასრულთათვის ზემოხსენებული ვერაგი დაავადებები ეპიდემიებს გამოიწვევდა და პოპულაციაში ათასობით ინვალიდიზაციის და ლეტალობის ფაქტს მივიღებდით.     2021 წლის NDI  საქართველოში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის 41-%  არ აპირებს „კოვიდ“ ვაქცინის აცრის ჩატარებას, ხოლო 17-% ჯერ არ იცის რა გადაწყვეტილებას მიიღებს.    სამწუხაროდ ხშირია შემთხვევები როდესაც ვაქცინაციის საკითხებს განიხილავენ არა მხოლოდ არაკომპეტენტური ინდივიდები/პირები, არამედ არაკომპეტენტური ინსტიტუტები, რომლის ბაზისიც არა მეცნიერების და ლოგიკის პრიმატს არამედ მითოლოგიურ და ფართო სპეკულატიურ დოგმატებს და სენტენციებს ეფუძნება.      პროექტი     მიმაჩნია რომ ვაქცინაცია არა მხოლოდ უფლება არამედ ვალდებულებაც არის, (როგორს საკუთარი თავის, აგრეთვე სოციუმის მიმართ) რადგან იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდი და პოპულაციის ნაწილი უარს ამბობს საყოველთაო იმუნიზაციაზე ის ეთიშება ჯაჭვს და ქმნის საფრთხეს დაინფიცირდეს და სხვა დააინფიციროს შესაბამისად წარმოადგენს საფრთხეს და ხელს უწყობს პანდემიის, ეპიდემიის მოცემულობის/საფრთხის შენარჩუნებას ან ახალი ტალღის წარმოქმნას ნებსით თუ უნებლიედ.     შესაბამისად მიგვაჩნია, რომ  აცრის/ვაქცინაციის/იმუნიზაციის სავალდებულო უნდა გახდეს, თუ ვაქცინა სერთიფიცირებულია ავტორიტეტული საერთაშორისო დარგობრივი ინსტიტუტების მიერ, ვაქცინაცია ხორციელდება შესაბამის პირობებში ყველა სათანადო წესის დაცვით, ხოლო პირს რომელსაც უტარდება იმუნიზაცია არ გააჩნია უკუჩვენება სამედიცინო პრეპარატის  მიმართ.     2021 წლის 23 მარტი                        
gallery images

შეწყდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგეგმილი ჰესების პროექტების განხორციელება

მოგეხსენებათ, რომ ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიწყო ენერგო პოლიტიკის გატარება, რომლის მიზანიც ქვეყანაში 100-ზე მეტი ჰესის აშენებაა. მიუხედავად წინასაარჩევნო დაპირებისა, აღნიშნული პოლიტიკა შეუცვლელად გააგრძელა ამჟამინდელმა ხელისუფლებამ და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის ყაზბეგის რაიონშიც მიმდინარეობს პროექტების დაგეგმვა და მშენებლობა.ამ ეტაპზე ყაზბეგში დაგეგმილია 23 მგვტ-იანი „კამარა ჰესის“ მშენებლობა მდინარე თერგზე, რომლის პირდაპირი ზეგავლენის ქვეშ ექცევა 8 სოფელი. გამომდინარე იქედან, რომ ჰესი არის დერივაციული ტიპის, რომელიც მდინარის მოდინებაზეა დამოკიდებული, იგი ვერ შეასრულებს რაიმე მნიშვნელოვან როლს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევის პროცესში. ხოლო ზიანი, რაც ამ და სხვა პროექტების განხორციელებით ყაზბეგის რაიონს და, შესაბამისად, ქვეყანას მიადგება არის განუზომლად დიდი. ისევე როგორც სხვა პროექტების შემთხვევაში, „კამარა ჰესის“ მიერ წარმოდგენილი სკოპინგის დოკუმენტი ვერ პასუხობს ვერცერთ ძირითად კითხვას.  პროექტის განხორციელებით მდინარე თერგი რამდენიმე კილომეტრზე აღმოჩნდება გვირაბში, ასევე საფრთხე შეექმნება ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს, ძველი სოფლების იერ-სახეს, სრულად შეიცვლება ხეობის ლანდშაფტი და ვიზუალური მხარე. ეს ყველაფერი კი გამოიწვევს ტურიზმის განვითარების შეფერხებას, რაც ყაზბეგის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელია.პერსპექტივაში ყაზბეგში 7 ჰესის (გარდა უკვე აშენებული 3 პროექტისა) მშენებლობაა დაგეგმილი, რომელთა რეალურად განხორციელების შემთხვევაშიც ხევის ტერიტორიაზე არსებული მდინარეები სრულად აღმოჩნდება გვირაბებსა და მილებში, ხოლო ხევი მთლიანად დაიქსელება მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზებით. ასეთი ენერგო პოლიტიკა წინააღმდეგობაში მოდის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასთან და საფრთხეს უქმნის მის მომავალს. ეს ყველაფერი არასწორი ენერგო პოლიტიკის შედეგია, რომელიც მხოლოდ ინვესტორის სარგებელზეა ორიენტირებული.მოვითხოვთ, შეწყდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგეგმილი ჰიდროენერგეტიკული პროექტების განხორციელება.ამასთან, ვუერთდებით ნამახვან ჰესის წინააღმდეგ მებრძოლ რიონის მცველების მოთხოვნას, იმასთან დაკავშირებით, რომ ჰესების მშენებლობის პროცესში გამოცხადდეს 5 წლიანი მოროტორიუმი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ პერიოდში ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე დაფუძნებით, შეიქმნას ენერგეტიკული განვითარების სტრატეგია და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს კარგად შესწავლილი და დასაბუთებული პროექტების განხორციელება, რომლებიც წინააღმდეგობაში არ მოვა სახელმწიფო ინტერესებთან.
gallery images

აიკრძალოს პაწიაშკები

მოვითხოვ აიკრძალოს პაწიაშკები.იგი საფრთეს უქმნის ადამიანების ჯანმრთლობას.დაიცავით თქვენი შვილები!
gallery images

გადავარჩინოთ ონის,ისტორიული ჭიდაობის დარბაზი დანგრევას.

 დავდგეთ ერთად და არ დავანგრევინოთ ონის ისტორიული ჭიდაობის დარბაზი .
gallery images

გამოცხადდეს მორატორიუმი ვაშლიჯვარში კორპუსების მშენებლობაზე, შეიქმნას ექსპერტთა ჯგუფი მეწყრის შესასწავლად

ვთხოვთ ყველას, არა მხოლოდ ვაშლიჯვრის მაცხოვრებლებს, დაგვიჭირეთ მხარი და შეუერთდით პეტიციას! ვაშლიჯვრის მოსახლეობა მოვითხოვთ, საქართველოს მთავრობამ, თბილისის მერიამ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაუყოვნებლივ გამოაცხადონ მორატორიუმი ვაშლიჯვრის უბანში ნებისმიერი ტიპის კორპუსების მშენებლობაზე: არ გაიცეს არც ერთი ახალი სამშენებლო ნებართვა და შეჩერდეს განხილვაში მყოფი ყველა პროცესი, რომელიც ვაშლიჯვარში მშენებლობებს ეხება.ასევე, მოვითხოვთ, სასწრაფოდ გაუწიონ კოორდინაცია დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის შექმნას, რომელშიც ჩართულნი იქნებიან ქართველი და საერთაშორისო დამოუკიდებელი გეოლოგები და სხვა საჭირო სფეროს ექსპერტები (და არა სამთავრობო სფეროში დასაქმებული გეოლოგები, რომლებსაც, როგორც დავინახეთ, ადამიანების სიცოცხლისთვის საშიშ დასკვნებზე აქვთ ხელი მოწერილი) და ვაშლიჯვრის მოსახლეობის წარმომადგენლები. მნიშვნელოვანია, საჯარო იყოს ამ ჯგუფის წევრების ვინაობა და მათ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გამოიკვლიონ ლისის ქედი სრულად. ჩვენ ხაზგასმით მოვითხოვთ, გამოკვლეული იყოს როგორც დაზიანებული ფერდი, ასევე მთის სრული ნაწილი და არა მხოლოდ ის ადგილი, რომელზეც უკვე აღმოჩენილია ნაპრალები. აღნიშნული პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, ღია და მოსახლეობას რეგულარულად მიეწოდებოდეს თითოელ ნაბიჯზე ინფორმაცია. ამ პროცესის აუცილებელ ნაწილად მიგვაჩნია სპეციალურ ჯგუფში მოსახლეობის ჩართულობა, ისევე როგორც მოვითხოვთ კვლევების შედეგების საჯარო განხილვებს.  რაც შეეხება დაზიანებულ ფერდს რომელზეც არის ნაპრალები, მოვითხოვთ, ზემოაღნიშნული ექსპერტთა ჯგუფის დახმარებით, სასწრაფოდ, თანამედროვე სტანდარტებით გამოკვლეულ იქნას ფერდის სტაბილურობა და მასზე დამონტაჟდეს მონიტორინგის სისტემები, რომლებიც მუდმივ რეჟიმში დააკვირდება ფერდზე მიმდინარე პროცესებს. ხოლო მერიამ აწარმოოს ლისის ქედის 24-საათიანი მონიტორინგი, რომლის შესახებაც მოსახლეობას ყოველდღურ რეჟიმში მოგვაწვდის ინფორმაციას. ასევე, ჩვენი მოთხოვნაა, შეწყდეს მაჭავარიანის ქუჩიდან მიმავალი ესტაკადის მშენებლობა და არ გაიხსნას მაჭავარიანის ქუჩა იქამდე, ვიდრე არ დასრულდება და გასაჯაროვდება ექსპერტიზის პასუხები რომლებიც დაადასტურებს იქ პროცესის გაგრძელების უსაფრთხოებას. ვაშლიჯვრის მოსახლეობის კიდევ ერთი მოთხოვნაა, კომპეტენტურმა ორგანოებმა შეისწავლონ და გასაჯაროვდეს მთლიანად ვაშლიჯვრის უბნის გეოლოგიური ანალიზი.  რამდენიმე დღეა, ვაშლიჯვრის მთლიანი მოსახლეობა ენით აღუწერელ შიშში ვცხოვრობთ ლისის ქედზე აღმოჩენილი საგანგაშო მეწყრის გამო. მოსახლეობას არ გვაქვს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ტიპის საშიშროება რომელ უბნებს და ქუჩებს ემუქრება ვაშლიჯვარში და თუ არ ემუქრება - რა დასკვნებზე დაყრდნობით. მერიის მიერ პირველ დღებში გავრცელებული ინფორმაცია რომ „გერმანელი ექსპერტები ჩამოდიან“ არის უკიდურესად ზოგადი და ის არ შეიცავს შიშის ქვეშ მყოფი მოსახლეობისთვის დამაიმედებელ ან რაიმე მიმართულების მომცემ ინფორმაციას. ჩვენ ვითხოვთ პროცესის მაქსიმალურად გასაჯაროვებას, საფრთხის კომპეტენტურ ანალიზს, ყოველდღიურ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ინფორმაციის გაცვლას ამ პრობლემაზე პასუხისმგებელ პირებთან.ვთხოვთ იმ ადამიანებსაც, ვინც ვაშლიჯვარში არ ცხოვრობს, დაგვიჭირონ მხარი და შეუერთდნენ პეტიციას!  მოთხოვნები :1. გამოცხადდეს მორატორიუმი ვაშლიჯვარში ყველა ტიპის მშენებლობაზე, მათ შორის, გაჩერდეს განხილვის პროცესში არსებულ სამშენებლო მოთხოვნებზე დასკვნების გაცემა.2. დაუყოვნებლივ შეიქმნას დამოუკიდებელ ქართველ და საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი რომელიც გამოიკვლევს ლისის ქედს სრულად და მის რისკებს და რომელთა ვინაობაც გასაჯაროვდება. სამუშაო ჯგუფში ჩართულნი იყვნენ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები და გაიმართოს საჯარო განხილვები.3. მერიამ ლისის დაზიანებულ ფერდზე დაამონტაჟოს სამონიტორინგო სისტემა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში დააკვირდება ფერდს და საჯარო წესით საზოგადოებას მუდმივად მიაწოდოს ამის შესახებ ინფორმაცია.4. შეწყდეს მაჭავარიანის ქუჩიდან მიმავალი ესტაკადის მშენებლობა და არ გაიხსნას მაჭავარიანის ქუჩა იქამდე, ვიდრე არ ვნახავთ ექსპერტიზის პასუხებს და დასკვნებს, რომლებიც მათ უსაფრთხოებას დაადასტურებს.5. შესწავლილი იყოს და გასაჯაროვდეს მთლიანად ვაშლიჯვრის უბნის გეოლოგიური ანალიზი.
gallery images

პროტესტი საწვავის ფასებს !!!

პროტესტი საწვავის ფასს!არ შეიძლება მოკლედ დროის მონაკვეთში ფასი ასე ყოველდღიურად იზრდებოდეს!უნდა აიღონ კონკრეტული ვალდებულება, როგორც მთავრობამ, ასევე კომპანიებმა!ფასების ერთერთი განმსაზღვრელი არის აქციზი; ასევე მთავრობამ კომპანიებთან ურთიერთშეთანხმებით უნდა შეამცირონ საწვავის ფასი ! 
gallery images

დაწესდეს მინიმალური ხელფასი საათში 3 $ ექვივალენტის შესაბამისად ეროვნულ ვალუტა ლარში.

 დაწესდეს მინიმალური ხელფასი საათში 3 $  ექვივალენტის შესაბამისად ეროვნულ ვალუტა ლარში.   2021 წლის 20 მარტი გიორგი მკურნალიძე     
gallery images

პროტესტი საწვავის ფასს

აქციზის გადასახალი საწვავზე უნდა შემცირდეს! ამასთან, მთავრობისა და კომპანიების ურთიერთშეთანხმებით საწვავის ფასს უნდა დააკლდეს, როგორც აქციზური გადასახადი, ასევე კომპანიებმაც უნდა შეამცირონ საწვავის გადასახადს.  აღნიშნული საშუალებას მისცემს საზოგადოებას ნაკლებ და მისაღებ ფასში შეძლოს საწვავის შეძენა.   პეტიცია შეიქმნა ალექსანდრე კობაიძის მიერ.