add one
gallery images

კულტურის კრიზისის დასაძლევად - შემოუერთდი მოთხოვნებს!

COVID 19-ის პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა და ზოგადმა კრიზისმა კულტურის ინდუსტრია განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დააყენა. საქართველოში კულტურის სფეროში დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობა და სექტორში არსებული საშუალო ხელფასი, ეკონომიკის სხვა სფეროებთან შედარებით, ყველაზე უარესია. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო საკმაოდ დიდ რესურსს გამოყოფს, მაგალითად თეატრალური სფეროსთვის, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რამდენად სამართლიანად ნაწილდება ზემოაღნიშნული რესურსი. დისკრიმინაციის, შევიწროვების, მიზერული ანაზღაურებისა და  შრომის უსაფრთხოების დარღვევის ფაქტებთან ერთად, განსაკუთრებული პრობლემები გააჩინა, პანდემიის გამო, შექმნილმა საერთო კრიზისმა და შემდეგში უკვე შეზღუდვების უწყვეტმა ჯაჭვმა, რომელმაც კულტურის სფეროს ერთ წლიანი პარალიზება გამოიწვია. პანდემიის დასაწყისში, ხელოვანი ადამიანები, გაგებით მოეკიდნენ, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო გამოწვეულ აკრძალვებს, მიუხედავად იმისა, რომ კომპენსაციების გაცემის მხრივაც უამრავი პრობლემა წარმოეშვათ და ხელოვანთა უმრავლესობამ ვერ ისარგებლა სახელმწიფო დახმარების პროგრამის პირველი ტალღით, სექტორი მაინც მოთმინებითა და ნდობით იყო განმსჭვალული სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.  თუმცა კრიზისის პერიოდში მთავრობის, უფრო კონკრეტულად კი კულტურის სამინისტროს მხრიდან, აღნიშნული სექტორის მიმართ, გამოჩენილი უყურადღებობა და უპასუხისმგებლობა ყოველგვარ ზღვარს გაცდა. ხელისუფლებამ გადაწყვიტა უბრალოდ აეკრძალა შრომა კულტურის ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანებისთვის, თუმცა არ უსწავლებია მათთვის, როგორ გაეგრძელებინათ არსებობა შემოსავლის გარეშე. მიუხედავად არაერთი მიმართვისა, შემოქმედებითი სფერო მაინც ვერაფრით მოხვდა კომპენსაციების ახლებური გადანაწილების საკითხებზე მიმდინარე განხილვებშიც. სახელმწიფოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია და არ აქვს ხელოვანთა მიმართ რაიმე სახის კომუნიკაციას, არ შესწავლილა პრობლემატიკა და არავის მოუსმენია, პანდემიურ პროცესში თეატრების ფუნქციონირებაზე, თავად სფეროს წარმომადგენელთა აზრი, სრულად იყო უგულებელყოფილი სფეროში დასაქმებულთა მოსაზრებები პარალიზებული სფეროს ალტერნატიული განვითარების გზებთან დაკავშირებით, არ დაწყებულა მსჯელობა და სამზადისი პოსტ-პანდემიური მომავლისთვის.ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ გარდა სახელმწიფო სუბსიდირებაზე მყოფი კულტურული სივრცეებისა, ასევე არსებობს დამოუკიდებელი (კერძო) სექტორიც, რომლისთვისაც თითოეული ღონისძიება წარმოადგენს არა მხოლოდ შემოქმედებით პროცესს, არამედ სარჩოსა და შემოსავლის წყაროს. დღეს ეს შემოქმედებითი ჯგუფები გაქრობის რისკის წინაშე დგანან და საჭიროებენ განსაკუთრებულ მხარდაჭერას. კულტურული პროცესის გაყინვა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ძალიან მძიმე კვალს დაამჩნევს, როგორც თავად სფეროს და ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს, ისე მთლიანად საზოგადოებას.სწორედ ამიტომ, კულტურის სფეროში დასაქმებულთა პროფესიული კავშირი „გილდია“ ვითხოვთ: - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნას ხელოვანთა ანტიკრიზისული საკონსულტაციო ჯგუფი. პრობლემატიკის შესწავლის, ბიუჯეტის ადეკვატურად დაგეგმვის, სახელოვნებო ორგანიზაციების პანდემიური და პოსტპანდემიური ფუნქციონირების საკითხებზე მსჯელობისა და გადაწყვეტისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ჯგუფი შეიქმნას დროის უმოკლეს პერიოდში, რათა შესაძლებელი გახდეს კულტურის სფეროს პირველი რიგის საჭიროებებისთვის სათანადო ფინანსების გამოყოფაზე მსჯელობა პარლამენტში, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესში. - გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები სახელოვნებო სივრცეების ტექნიკური გადაიარაღებისა და „გაციფრულების“ მხარდასაჭერად. გადანაწილდეს ფინანსური რესურსები ონლაინ სპექტაკლებზე აუდიტორიის უფასოდ დასწრების სუბსიდირებისთვის.  - განათლებისა და კულტურის სამინისტრომ უზრუნველყოს შემოსავლის გარეშე დარჩენილ ხელოვანთა წვდომა სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული სოციალური დახმარების პაკეტებზე. ამისათვის დაიწყოს არასტანდარტულ შრომაში ჩართულ დასაქმებულთა აღრიცხვა და იდენტიფიცირება.  - დამოუკიდებელი სახელოვნებო ორგანიზაციებისთვის შემუშავდეს დახმარებისა და შეღავათების დამატებითი პაკეტი.  - მედიამრავალფეროვნების ხელშეწყობის ფარგლებში დაიწყოს კულტურის თემატიკაზე შექმნილი გადაცემების მხარდაჭერა.  - გადაიხედოს ბოლო პერიოდში, სფეროს სპეციალისტებთან კონსულტაციის გარეშე, გამკაცრებული რეგულაციები და განხილულ იქნას გამოსავალი ამ ჩიხური სიტუაციიდან, სადაც ან ვირუსი გკლავს ან შიმშილი.   
gallery images

გადაკეთდეს ბსუ სალობიედ

თუ თვლი რომ სალობიეს უფრო მეტი სარგებლობა მოქვს ვიდრე ბსუს რაღას ელოდები? მოაწერე პეტიციას ხელი.
gallery images

სტუდენტებისთვის განახევრდეს სწავლის გადასახადი პანდემიის დროს

სტატუსშეჩერებული სტუდენტების რიცხვი ისტორიულ მაქსიმუმზეა, რის უმთავრეს გამომწვევ მიზეზს ფინანსური პრობლემა და, აქედან გამომდინარე, დაგროვილი სტუდენტური გადასახადი წარმოადგენს. 2020 წლის მონაცემებით, უმაღლესი სასწავლებლების 59076 სტუდენტს სტატუსი აქვს შეჩერებული. მათგან 19874 სტუდენტს, რაც საერთო რაოდენობის 33.6%-ია,  სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო აქვს შეჩერებული.სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა კოვიდპანდემიის პირობებში. ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამო უამრავი ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე. ამის მიუხედავად, დღეს არავინ ფიქრობს, რა ბედი ეწევათ იმ სტუდენტებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახურები და რომელთა მშობლებიც უმუშევრად დარჩნენ. სწორედ ფინანსური კრიზისის გამო ახალგაზრდები და მათი ოჯახები ვერ იხდიან სწავლის გადასახადს და სტუდენტები იძულებულნი არიან უარი თქვან განათლებაზე.განათლების უფლება კი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა.სწორედ ამიტომ, ჩვენ - ახალგაზრდები ვითხოვთ:1)      პანდემიისგან გამოწვეული პრობლემების გამო, განახევრდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გადასახადი;2)      სტუდენტებს აღუდგეთ 2020 წელს ფინანსური დავალიანების გამო შეჩერებული სტატუსი; სტუდენტები:მაკა ტოხიშვილიელენე ელბაქიძელაშა ანაკიძეზურაბ კურცხალიანინო წულაძემარიამ კუსიანიხატია მირცხულავანინო ხაზიურიმარი რუხაძექეთევან მუსერიძესალომე წერეთელითემურ შანავასალომე სუხიტაშვილიმარიამ რევაზიშვილიქრისტინე კიკალიშვილინათია ბლაგიძე 
gallery images

გაუორმაგდეს ბსუ-ს ადმინისტრაციას ხელფას დანამატები

ბსუ-ს სტუდენტების ონლაინ სწავლების გამარტივებისა და სტუდენტური ცხოვრების გაუმჯობესებისთვის სრულიად ბსუ-ს აკადემიურ პერსონალს გაუორმაგდეთ ხელფასები და პრემია დანამატები. 
gallery images

გადავარჩინოთ მცირე და საშუალო მეწარმეობა

ჩვენ, ადგილობრივი მეწარმეები, ვფიქრობთ, რომ უნდა შედგეს ჩვენი და საქართველოს მთავრობის შეხვედრა, სადაც გავაცნობთ მეწარმეთა კავშირის ხედვებს, თუ როგორ არის შესაძლებელი ქვეყანაში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესის, კრიზისული მდგომარეობიდან გამოყვანა, შეზღუდვების პირობებში.მადლობას გიხდით დროის დათმობისთვის და თუ გვეთანხმებით გთხოვთ,მოაწეროთ ხელი პეტიციას
gallery images

ერთად შევაჩეროთ კოვიდგენოციდი ! მხარი დაუჭირეთ ალტერნატიულ ანტიკრიზისულ 22 პუნქტიან გეგმას !

ერთად შევაჩეროთ კოვიდ და სოციალური გენოციდი ! ვაიძულოთ ხელისუფლება ჩვენივე ხარჯზე ნასესხები მილირდების უდიდესი ნაწილი, ჩვენი ჯანმრთელობის დაცვაზე და სოციალური მხარდაჭერის ადეკვატურ პროგრამებზე დახარჯოს, ხოლო რეგულაციები გახადოს ზომიერი, ისე, რომ არც ვირუსით და არც შიმშილით სიკვდილის რეალური საფრთხის წინაშე არ იყოს ათიათასობით ჩენი თანამოქალაქე ! მოაწერეთ ხელი და გააზიარეთ.. ჩვენ აქტიურობაზე და სიმრავლეზეა დამოკიდებული თუ რამდენად ვაიძულებთ უზურპატორ ხელისუფლებას საკუთარ გამდიდრებაზე მეტად მოსახლეობის გადარჩენაზე იზრუნოს ! გაეცანით გეგმას:  ანტიკოვიდკრიზისული ალტერნატიული 22 პუნქტიანი გეგმა1.       ყოველთვიური 400 ლარიანი კომპენსაციის გაცემა ყველა დასაქმებულსა და თვითდასაქმებულზე. მათ შორის ფიზიკური პირის ხელწერილის საფუძველზეც ! (6 თვის ვადით)2.       კომუნალური გადასახადების დაფარვა ყველა ოჯახისათვის, გარდა ქონების გადასახადის გადამხდელებისა. 200 კილოვატი ელ.ენერგიისა და 200 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის საფასურის ფარგლებში.3.       საბანკო ვალდებულებების მომსახურების 6 თვით შეჩერება, ფორს მაჟორული ვითარების გათვალისწინებით.4.     „ღამის კომენდანტის“ საათის გაუქმება ან მისი საწყისი დროის ღამის 12:00 საათისთვის გადაწევა.5.       საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა უსაფრთხოების გაზრდილი სტანდარტებით. სატრანსპორტო საშუალებების ოდენობის გაზრდის, ჯვარედინი სხდომის, ტრანსპორტსა და გაჩერებებზე სანიტაიზრების დამონტაჟებისა და სხვა შესაბამისი ზომების გატარების გზით.6.       მედიკამენტების, ასევე სურსათისა და პირველადი მოხმარების საგნების ფასების შემცირება, მოგების ზღვრული მარჟის დაწესების გზით, 6 თვის ვადით მაინც.7.       წვრილი ბიზნესისასთვის საგადასახადო ვალდებულებები შეჩერება 6 თვის ვადით, ხოლო დანარჩენისთვის განახევრება.8.       პირბადეებისა და ჰიგიენური საშუალებების სათანადო ოდენობის უფასოდ გაცემა სოციალურად დაუცველ პირებზე, ეპიდემიის დასრულებამდე.9.     თავდაცვის სამინისტროს საველე ჰოსპიტალების გამართვის დაუყონებლივ დაწყება.10.  დამატებითი მედპერსონალის ბრიგადების მოზიდავა-დაქირავება, მწვანე ზონის ქვეყნებიდან.11.   კოვიდვაქცინის წინასწარი შეკვეთის ოდენობის სულ მცირე გასამმაგება და მისი ქვეყანაში შემოტანის მოსალოდნელი ვადის მაქსიმალურად დაჩქარება.12.  112-ის, 144-ისა „ქოლცენტრების“ ოპერატორთა რაოდენობის გაორმაგება.13.   ექიმების აღჭურვა-გადამზადების მასშტაბური და ადეკვატური პროგრამის განხორციელება.14.  მაღალჩნოსანთა ხელფასების განახევრება, ეპიდემიის დასრულებამდე მაინც.15.  საპენსიო ფონდიდან 100 ლარიანი საპენსიო დანამატის გაცემა პენსიონრებზე.16.  „ფანჯრიდან ვაჭრობის“ დაშვება, ნებისმიეირი სახის პროდუქცისათვის.17.  სპეციალიზებული,  არასასურსათო ღია ბაზრობების მოწყობა, ან არსებულთა გადაკეთება, კოვიდუსაფრთხოების ადეკვატური რეგულაციების გათვალისწინებით.18.   დამატებითი 100 ლარიანი კომპენსაციის გაცემა ყველა სოც. დაუცველზე და არა მხოლოდ მრავალშვილიანებზე.19.   უსახლკაროთა დროებითი თავშესაფრების მოწყობა, ყველა ქალაქში.20.   გარემოსდაცვითი და სამშენებლო ნებართვების გაცემის შეჩერება, „ლოქდაუნის მოქმედების დასრულებამდე.21.   სათანადო ინტერნეპაკეტის საფასურის დაფარვა ყველა სოც. დაუცველი ოჯახისთვის, ასევე სათანადო ტექნიკის არმქონე ბავშვები სათანადო ტექნიკით უზრუნველყოფა.22.  კოვიდ-ეპიდემისათან დაკავშირებით აღებული 7 მილიარდ ლარამდე ოდენობის სესხისა და გრანტის, ასევე ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან გახარჯული თანხების სრული ანგარიშის გამოქვეყენება 1 კვირის ვადაში.
gallery images

სესხების გადავადება

 ვითხოვთ , გადავადდეს 6 თვით სასესხო ვალდებულებები, როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირებზე.
gallery images

შშმ პირის პენსის გაზრდა 200 ლარის ოდენობით

შშმ პირების კატეგორიას  აქვს   პენსია 140 ლარი ინვრიდან ემატებათ 20 ლარი  მაგრამ  პენსია უნდა გათანაბრდეს და გახდეს  200 ლარი  გთხოვთ პედიციას მოაწეროთ ხელი   და გაიზიაროთ  რათა ყველამ ნახოს და მოაწეროს და შეძლოს გაზიარება 
gallery images

მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები

შშმ პირების სახელით მინდა გავაჟღერო მოთხოოვნები 1) საპენსიო სისტემის გადახედვა ანუ ის რომ ყოველ წელს იზრდება პენსია 20 ლარით და სამ წელში იქნება 200 ლარი გადასახედია აუცილებლად 2) 18 წლიდან ზემოთ ადამიანებს გაეწიოს დახმარება 100 ლარით 3) შშმ პირების დასაქმება ანუ worknetze არსებული ვაკანსიების გადახედვა იმიტომ რომ ყველას ფიზური მუშაობა არ შეუძლია და ვაკანსიები აუცილებლად გადასახედია
gallery images

ჩაირთოს საბაგიროები საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე!

2020-წლის 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე დაწესებული შეზღუდვების წესით, გაჩერებულია ყველა საბაგიროს (როგორც ღია, ასევე დახურული ტიპის) მოძრაობა საქართველოს ოთხივე (გუდაური, ბაკურიანი, ჰაწვალი, გოდერძი) სამთო-სათხილამურო კურორტზე. აღნიშნული რეგულაცია მიღებულია COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თუმცა არ ითვალისწინებს არანაკლებ მნიშვნელოვან კომპონენტს, რაც არის შეზღუდვის ეკონომიკრი ეფექტი აღნიშნულ კურორტებზე.ასევე, სრულიად უგულებელყოფილია ის ფაქტორი, რომ ზამთრის კურორტზე სრიალი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო აქტივობაა პანდემიის პირობებში. მოთხილამურისა და სნოუბორდესრის (შემდგომში - „მოსრიალე“) სტანდარტული ეკიპირება შედგება: სათხილამურო სათვალისაგან, რომელსაც ხმარობენ ექიმები კოვიდ პაციენტებთან ურთერთობისას;ბაფისგან (იგივე პირთბილა, იგივე ე.წ. მრავალჯერადი პირბადე)წყალგაუმტარი შარვლის ან კომბინიზონისგან, რომელიც მჭიდროდ ეკვრის სათხილამურო ან სნოუბორდის ბათინკსწყალგაუმტარი ბათნკისაგანყალგაუმტარი ქურთუკისაგან, რომელიც ეფარება ზევიდან შარვალს ან კომბინიზონს, წყალგაუმტარი ხელთათმანებისაგან ჩაფხუტისაგან, რომელიც იცავს თავსშემოსილი მოსრიალე გამოიყურება ისე, როგორც ბმულზეა ნაჩვენები და ფაქტიურად იმეორებს იმ ჩაცმულობას, რითაც კოვიდ პაციენტებთან ექიმები არიან შემოსილნი.  ამ და ასევე იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ სამთო-სათხილამურო სპორტით დაკავებული ადამიანები სრიალის პროცესში ერთმანეთისგან მინიმუმ 20მ დისტანციით მაინც იმყოფებიან, პრაქტიკულად ნულის ტოლია ამ დროს ვირუსის გავრცელების შანსები. ასევე, რადგან საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე არის ღია ტიპის საბაგიროები, მათი მუშაობისა და საჭიროების შემთხვევაში ნაკადის რეგულირების შემთხვევაში, სრულიად შესაძლებელია უსაფრთხოდ სრიალი და საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი ნების გამოჩენა და გადაჭრის გზებზე ფიქრი. მიუხედავად ზემოთქმულისა, დღეის მდგომარეობით, ზუსტად ამ დაწესებული შეზღუდვების გამო, მრავალმა ლოკალურმა ბინზესმა სამთო-სათხილამურო კურორტებზე, უკვე განიცადა ფინანსური ზარალი, რომელიც მათთვის გაკოტრების ტოლფასია. ეს იმ პირობებში, როდესაც უხეში წინასწარი დათვლის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სეზონზე არსებობდა მინიმუმ 15 766 955 ₾ (თხუთმეტი მილიონ შვიდას სამოცდაექვსი ათას ცხრაას ორმოცდათხუთმეტი) დახარჯვის მზაობა და სურვილი ადგილობრივი (ქართველი) მოსრიალეების მიერ. შეზღუდვების პირობებში კი თანხა, რომელიც კურორტებზე დაიხარჯება, 0-ს უტოლდება. ქვემოთ მოცემულია ამ თანხის სავარაუდო განაწილება კურორტების მიხედვით.  გუდაური    45%     7,158,507.62 ₾ გოდერძი    4%        574,504.43 ₾ სვანეთი    16%     2,443,923.62 ₾ ბაკურიანი    35%     5,590,019.33 ₾ ზმოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერნი, ვითხოვთ: საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე (გუდაური, ბაკურიანი, ჰაწვალი, გოდერძი) ამუშავდეს საბაგიროები შესაბამისი უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით;საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე (გუდაური, ბაკურიანი, ჰაწვალი, გოდერძი) დაიშვას ღია ტიპის კაფეების მუშაობა;საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე (გუდაური, ბაკურიანი, ჰაწვალი, გოდერძი) სასტუმროს ტიპის საცხოვრებელ სახლებს (ე.წ. გესთჰაუზებს) და აპარტოტელებს მიეცეთ სტუმრების დატოვების უფლება. 
gallery images

ლიბერთი ბანკის სესხი

ლიბერთი ბანკში პენსიონერებს და შშმ სტატუსის პირებს წლებია გვაქვს საპენსიო სესხი და ოვერდრაფტი, ვუხდით თანხას და ძირ ფულს უმნიშვნელოდ აკლდება, ან საერთოდ არ აკლდება, სესხი არის 30% დან ზემოთ.არ გვაქვს სესხის ერთიანად დაფარვის საშუალება, ან მნიშვნელოვნად ძირის შემცირების საშუალება, ისე კი სესხს 3-4 წელი სჭირდება რომ განულდეს, ოვერდრაფტის შემთხვევაში კი გვეჭრება გადავადების თანხა მაგ: 1800 ლარზე 50 ლარი.პანდემიის დროს პენსიონერებისა და შშმ პირებისთვის ყოველი თეთრი მნიშვნელოვანია, გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი გაჭირვება და განიხილოთ ეს საკითხი,დიდი შეღავათი იქნება სესხის განულება და პენსიის სრულად აღება. 
gallery images

შემცირდეს სახელმწიფო ჩინოვნიკების ხელფასი

 ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები მოვითხოვთ:მინიმუმ შემდგომი 6 თვის განმავლობაში ცენტრალური (სახელმწიფო) ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუროკრატიის, სახელმწიფო სტრუქტურებში, სსიპ–ებში,ა(ა)იპ–ებში, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული  ადამიანების (გარდა პედაგოგებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისა, საზოგადოებრივი წესრიგის დამცველებისა,  ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების დაცვის სფეროში დასაქმებული ადამიანებისა), მაქსიმალური ხელფასი განისაზღვროს არაუმეტეს დაქირავებით დასაქმებულთა თვიური საშუალო ხელფასის ოდენობით, რომელმაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2020 წლის მეორე კვარტალში შეადგინა 1 150 ლარი.კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან ცხრა თვის თავზე ნათელია,რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ  წარმოებულმა კოვიდთან ბრძოლის  პოლიტიკამ ქვეყანა გარდაუვალი კოლაფისის პირას მიიყვანა.ხელისუფლების შეცდომები ძვირად უჯდება საქართველოს ასობით ათას მოქალაქეს.საქართველოს ხელისუფლებამგააჩერა ქვეყნის ეკონომიკა მოქალაქეებს აუკრძალა მათთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები ყოველგვარი დასაბუთების, გონივრული გათვლის, გრძელვადიანი გეგმის გარეშე. პარალელურად კი არ უზრუნველყო ჯანდაცვის სისტემის მომზადება, ტესტირების სისტემის გამართვა, ჰოსპიტალური სექტორის მომზადება, კოვიდ ინფიცირებულთა ნაკადების  იმგვარი მართვა, რომელიც რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენის საშუალებას მოგვცემდა.ხელისუფლების პოლიტიკამ დააზარალა ბიზნესი, კერძო კომპანიები, უმუშევრად, უსახსროდ დატოვა ასეულ ათასობით ადამიანი, გაცემული კომპენსაციების მოცულობა კი სრულიად არათანაზომადი და  განუზომლად მცირეა კოლოსალურ დარტყმასთან შედარებით, რაც ადამიანებს, ბიზნესს და ეკონომიკას მიადგა.კერძო სექტორში დასაქმებული ასეულ ათასობით ადამიანის ცხოვრების ხარისხი კატასტროფულად გაუარესდაიმის გამო, რომ მათ ჩამოერთვათ შრომის უფლება და აეკრძალათ  კონსტიტუციით აღიარებული ეკონომიკური თავისუფლებაჯანდაცვის ინტერესებისიდან გამომდინარე, რომლის დაცვა ხელისუფლებამ ვერ შეძლო.შეზღუდვების ახალი ტალღის შემდეგ კი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება არა მხოლოდ კერძო სექტორი, არამედ ბიუჯეტიც.ხელისუფლება  საკუთარი შეცდომების უმძიმესი შედეგების გამოსწორებას კვლავ კერძო სექტორის, ბიზნესის, ადამიანების ხარჯზე ცდილობს და უმკაცრესი შეზღუდვების ფონზე დაზარალებულ ბიზნესს მხოლოდ სიმბოლურ შეღავათებს სთავაზობს, შემოსავლების გარეშე დარჩენილ მოსახლეობას კი სიმბოლურ დახმარებას, რომელიც მცირედითაც ვერ აუმჯობესებს მათ მდგომარეობას. ცხადია, რომ ხელისუფლების  პრიორიტეტი კვლავ   ბიუჯეტის შევსებაა, საიდანაც სამწუხაროდ სულ უფრო ნაკლებად ფინანსდება ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები და სულ უფრო მეტად –კორუფციული ინტერესები, საჯარო მოხელეთა კეთილდღეობა, რომელიც მცირედითაც არ დაზარალებულა იმ დროს, როცა ქვეყნის დანარჩენი მოსახლეობის მდგომარეობა რადიკალურად დამძიმდა.ხელისუფლებამ დაივიწყა , რომ საქართველოს მოქალაქეები თანასწორნი ვართ კანონისა და კონსტიტუციის წინაშე, სახელმწიფოს ვალდებულებაა იზრუნოს “საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური პრინციპების განმტკიცებაზე“(საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 5).იმ დროს, როდესაც ხელისუფლება შემზღუდავი ზომების გასამართლებლად ადამიანების სიცოცხლით სპეკულირებს, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში663 მლნ ლარით შეამცირა ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება. სამაგიეროდ, შემცირება არ შეხებია ბიუროკრატიული აპარატის ხარჯებს და საჯარო მოხელეთა, მათ შორის თავად ხელისუფლების მაღალჩინოსანთა ხელფასებს.ამორალურია, როცა შენი ქვეყნის მოსახლეობას, კერძო სექტორს აკისრებ მთელ ტვირთს და პასუხისმგებლობას პანდემიის გამო,   ჯანდაცვის ინტერესებიდან გამომდინარე უკრძალავ მათ არსებობისთვის აუცილებელ მინიმალურ საქმიანობას და ქმედებას, მნიშვნელოვნად ამცირებ ჯანდაცვის სფეროს დაფინანსებას და ამ დროს არც განიხილავ   საჯარო მოხელეთა კეთილდღეობის მცირედით გაუარესებსაც კი.როცა სახელმწიფო თვლის, რომ მისი შემზღუდავი ღონისძიებების გამო უმუშევრად დარჩენილი მოქალაქის არსებობისთვის 200 ლარიანი კომპენსაცია საკმარისია, უმუშევრად დარჩენილი თვითდასაქმებულისთვის ერთჯერადად გაცემული 300 ლარი ადეკვატური კომპენსაციაა, როცა კერძო სექტორში დასაქმებული მოქალაქეების უმრავლესობა უკიდურესად გაღატაკდა, როცა სახელმწიფოს კვლავ ურთულესი გამოწვევების დაძლევა მოუწევს პანდემიასთან ბძროლაში და მისი შედეგების აღმოფხვრისთვის,დაუშვებელია ამ დროს საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები ათასობით ლარი იყოს და მათ არანაირი ცვლილება არ შეეხოს, ისევ კერძო სექტორის მიერ გადახდილი გადასახადების ხარჯზე.ამიტომ, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მოვითხოვთ სახელმწიფოსგან ამ პეტიციის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. 
gallery images

უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობის სახელით !!!

   პანდემიის შედეგად უმუშევრად დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები მოვითხოვთ,რომ ამ მძიმე პერიოდში ხელისუფლების აბსოლუტურად ყველა წევრს,დაწყებული პრემიერიდან,დამთავრებული პარლამენტარებით,დაენიშნოს დროებით (სანამ ჩვენც უმუშევრები ვიქნებით) საარსებო მინიმუმის შესაბამისი ხელფასები!!! ვინაიდან მთვარობა თვლის რომ საგმირო საქმე გააკეთა და თითო ოჯახს შემოგვწირა თვეში 200 ლარი (და ამასაც მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ვერ მიიღებს) და ამ ყველაფერს გაგებით უნდა მოვეკიდოთ,,ჩვენ მოთხოვნასაც გაგებით მოეკიდეთ..ჩვენ ,მოსახლეობა,ანუ თქვენი დამქირავებლები, კატეგორიულ უარს ვაცხადებთ გიხადოთ ხელფასები,ვინაიდან გაკოტრებულები ვართ!!! ჩვენ გვშია!!! ჩვენ გვცივა!!! ჩვენ გვეშინია ხვალინდელი დღის!!! 
gallery images

პეტიცია თავისუფლება ლევან ზურაბაშვილს

პეტიცია შექმნილია ლევან ზურაბაშვილის გათავისუფლების მიზნით, რადგან მას არ ჩაუდენია დანაშაული, მას სურდა ადამიანებამდე და სამთავრობო უწყებამდე მიეტანა თავისი სათქმელი, რაც მიზნად ისახავდა 1. აზარტული თამაშების აკრძალვას 2. ბანკების ყოველწლიური პროცენტი შემცირდეს 7% მდე 3. გაიაფდეს წამლების ფასი, ვინაიდან საქართველოში არსებული რეალობის გათვალისწინებით რაც გულისხმობს სიღარიბეს და სოციალური ცხოვრების დაბალ დონეს ხელს უშლის ადამიანების მშვიდათ ცხოვრებას, გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე გამდიდრებას რაც სრულიად დაუშვებელია. ჩვენ გვერდით ვუდგავართ ლევანს და მოვითხოვთ მის გათავისუფლებას. თუ თვლი რომ ლევანი იმსახურებს თავისუფლებას მოაწერეთ ხელი და დააფიქსირეთ თქვენი ხმა. #თავისუფლებალევანს
gallery images